Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლიკა ლაბაძე პირად ცხოვრებასა და თავის მოვლის განსაკუთრებულ მეთოდზე
 ლიკა ლაბაძე პირად ცხოვრებასა და თავის მოვლის განსაკუთრებულ მეთოდზე

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და მო­ცეკ­ვა­ვე - ლიკა ლა­ბა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ სა­კუ­თა­რი თავი ახლა იპო­ვა, რად­გა­ნაც თა­ვი­სი გა­რეგ­ნო­ბით, ყვე­ლა­ზე მე­ტად, სწო­რედ ამ ასაკ­შია კმა­ყო­ფი­ლი. ლიკა მა­კი­აჟს მხო­ლოდ მა­შინ იკე­თებს, როცა კა­მე­რის წინ უწევს დგო­მა და რო­გორც ამ­ბობს, თა­ვის მოვ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რე­ცეპ­ტიც აქვს.

- ძა­ლი­ან მსუ­ქა­ნა, პუტ­კუ­ნა ბავ­შვი ვყო­ფილ­ვარ. ისე­თი ბეთ­ქუ­ნა ლო­ყე­ბი მქო­ნია, რომ თურ­მე, ცხვი­რი სა­ერ­თოდ არ მი­ჩან­და. სიმ­სუქ­ნი­სა და კან­ზე ბევ­რი ნა­კე­ცის გამო, რო­გორც დედა მე­უბ­ნე­ბა, ჩემი და­ბა­ნა რთუ­ლი ყო­ფი­ლა (იცი­ნის). აი, ამ სუ­რათ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის ვარ და კარ­გად ჩანს, თუ რო­გო­რი "მძი­მე­წო­ნი­ა­ნი" ვი­ყა­ვი.

- მსუ­ქა­ნა თუ იყა­ვი, ბევ­რს ვერც იცელ­ქებ­დი...

- კა­მე­რა, კონ­ცერ­ტი, ცეკ­ვა - ეს ყვე­ლა­ფე­რი ლა­მის და­ბა­დე­ბი­დან მხიბ­ლავ­და. ზრდი­ლო­ბი­ა­ნი, მორ­ჩი­ლი, თავ­მდა­ბა­ლი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, მო­რი­დე­ბუ­ლი ბავ­შვი გახ­ლდით. ისე­თი მო­რი­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ სხვა ბავ­შვებ­თან ერ­თად ტკბი­ლე­ულ­საც ვერ ვჭამ­დი. ერთხელ მა­მამ მი­თხრა: შენ კი გაქვს შო­კო­ლა­დი და ჭამ, მაგ­რამ იქ­ნებ შენ გვერ­დით მყოფს არა აქვს, ამი­ტომ ან გა­უ­ნა­წი­ლე, ან ნუ შე­ჭამ სხვი­სი თან­დას­წრე­ბი­თო. ბევ­რჯერ ერთი კან­ფე­ტი მქო­ნია და ის ჩემი თა­ნა­ტო­ლის­თვის მი­მი­ცია, მაგ­რამ ახლა ასე აღარ ვიქ­ცე­ვი, "გავ­ღორ­დი" (იცი­ნის). ამ კარგ თვი­სე­ბებ­თან ერ­თად, სი­ცელ­ქეც არ მაკ­ლდა, მაგ­რამ ჩემი ან­ცო­ბით პრობ­ლე­მას არა­ვის ვუქ­მნი­დი. გან­სა­კუთ­რე­ბით, ეზო­ში სირ­ბი­ლი და ბი­ჭუ­რი თა­მა­შე­ბი მიყ­ვარ­და. სირ­ბილ­ში ვე­რა­ვინ მა­ჯო­ბებ­და. სხვა­თა შო­რის, კვი­რა­ში ერთხელ სირ­ბილ­ში შე­ჯიბ­რე­ბას ვა­წყობ­დით და გო­გო­ნე­ბი ბი­ჭე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ვი­რაზ­მე­ბო­დით. აი, ეს ბავ­შვო­ბის დრო­ინ­დე­ლი ფოტო ძა­ლი­ან მიყ­ვარს. აქ ჩემი საყ­ვა­რე­ლი "კომ­ბი­ნი­ზო­ნი" მაც­ვია, რო­მე­ლიც მა­მამ ჩა­მო­მი­ტა­ნა.

- ამ სუ­რათ­ზე რამ­დე­ნი წლის ხარ?

- აქ 7 წლის ვარ. ბე­ბია ძა­ლი­ან კარ­გად კე­რავ­და, ამი­ტომ ზე­ი­მებ­ზე მისი შე­კე­რი­ლი კა­ბე­ბი მეც­ვა. ამ მხრივ გა­თა­მა­მე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. აი, ამ სუ­რათ­ში სწო­რედ ბე­ბი­ის შე­კე­რი­ლი, ოქ­როს­ფე­რი კაბა მაც­ვია.

- "ბას­ტი-ბუ­ბუ­ში" და­დი­ო­დი, არა?

- 5 წლი­დან "ბას­ტი-ბუ­ბუ­ში" დავ­ყავ­დი მშობ­ლებს და ლა­მის, ფი­ლარ­მო­ნი­ის სცე­ნა­ზე გა­ვი­ზარ­დე. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლა, კოს­ტი­უ­მე­ბის ცვლა. დე­და­საც არ ეზა­რე­ბო­და და უამ­რავ ფო­ტოს მი­ღებ­და. აი, ეს სუ­რა­თი, სა­დაც სხვა ბავ­შვებ­თან ერ­თად მე, ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი და სოფო ნი­ჟა­რა­ძე ვართ, "ბას­ტი-ბუ­ბუს" ერთ-ერთ კონ­ცერ­ტზეა გა­და­ღე­ბუ­ლი.

- რო­გორც ვხე­დავ, პრან­ჭია გოგო იყა­ვი.

- დღემ­დე პრან­ჭია ვარ. დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს ახა­ლი კა­ბე­ბის ჩაც­მა, სხვა­დას­ხვა ვარ­ცხნი­ლო­ბის გა­კე­თე­ბა... ეს სუ­რა­თი ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი. იუ­ბი­ლე-კონ­ცერ­ტი მქონ­და და ბევ­რი წარ­მოდ­გე­ნა გავ­მარ­თე.

- გო­გო­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა დე­დის ტან­საც­მელს და მა­კი­აჟს ეტა­ნე­ბა...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) მეც მიყ­ვარ­და დე­დის ფეხ­საც­მლის ჩაც­მა. ახ­ლაც თვალ­წინ მიდ­გას ის მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი, რომ­ლი­თაც დიდი გულ­მოდ­გი­ნე­ბით დავ­ბა­კუ­ნებ­დი. ასე­ვე, ვი­პა­რავ­დი ბე­ბი­ის ბეწ­ვის ქურ­ქს და ვიპ­რან­ჭე­ბო­დი. ბე­ბი­ას სამ­კა­უ­ლე­ბის ზარ­დახ­შა ჰქონ­და, რო­მელ­საც გა­სა­ღე­ბით კე­ტავ­და ხოლ­მე. თუკი ამ გა­სა­ღებს ვი­პო­ვი­დი და მის სამ­კა­უ­ლებს გა­ვი­კე­თებ­დი, ჩემ­ზე ბედ­ნი­ე­რი არა­ვინ იყო. მომ­წონ­და მა­კი­ა­ჟის გა­კე­თე­ბა. სხვა­თა შო­რის, ამით დე­დაც ერ­თო­ბო­და - დამ­სვამ­და ხოლ­მე და ათას­ნა­ი­რად მი­ღე­ბავ­და სა­ხეს (იღი­მის).

- შენი მშობ­ლე­ბი გაგ­ვა­ცა­ნი...

- დედა პრო­ფე­სი­ით ბა­ლე­რი­ნა და ფი­ლო­ლო­გია. ბავ­შვო­ბი­დან ბა­ლე­ტის სამ­ყა­რო­ში გა­ვი­ზარ­დე. ჰოდა, როცა პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ზე მიდ­გა საქ­მე, ბა­ლე­რი­ნო­ბის გარ­და, სხვა­ზე არც არა­ფერ­ზე მი­ფიქ­რია. 7 წლის რომ ვი­ყა­ვი, მამა გარ­და­მეც­ვა­ლა. რთუ­ლი პე­რი­ო­დი გა­მო­ვი­ა­რეთ, მაგ­რამ დე­დამ ძა­ლი­ან იყო­ჩა­ღა და ჩემ­თვის არა­ფე­რი და­უკ­ლია, ამი­სათ­ვის მისი მად­ლი­ე­რი ვარ.

- ახლა ბა­ლე­ტი არ გე­ნატ­რე­ბა?

- ჩემი ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა მას შემ­დეგ, რაც ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ვა­ბა­რე - მა­შინ 10 წლის ვი­ყა­ვი. შე­მიძ­ლია თა­მა­მად ვთქვა, რომ ამ ასაკ­ში ჩემი ბავ­შვო­ბა დას­რულ­და. რა­ტომ? - ბა­ლე­რი­ნო­ბა მო­ცეკ­ვა­ვის­გან დიდ შრო­მა­სა და ენერ­გი­ას მო­ი­თხოვს. თუმ­ცა ამ ყვე­ლა­ფერ­მა გა­მო­მი­მუ­შა­ვა ნე­ბის­ყო­ფა, წეს­რი­გის­კენ სწრაფ­ვა. მი­ხა­რია, რომ მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და პუნ­ქტუ­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ. "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" 5-6 სა­ა­თით ადრე მივ­დი­ვარ, რათა თმი­სა და მა­კი­ა­ჟის მო­წეს­რი­გე­ბა მო­ვას­წრო, ამის შემ­დეგ კი წყნა­რად ვა­დევ­ნებ თვალს სხვე­ბის ფუს­ფუსს... ხან­და­ხან, რა თქმა უნდა, მინ­დე­ბა ვი­ცეკ­ვო, მაგ­რამ ფორ­მა­ში არ ვარ. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ცეკ­ვა ისევ დაბ­რუნ­დეს.

- სკო­ლის პე­რი­ოდ­ში რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დი, რო­გორ გეც­ვა?

- იმ პე­რი­ოდ­ში, როცა თი­ნე­ი­ჯე­რი ვი­ყა­ვი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ტა­ნი­სა­მო­სის დიდი არ­ჩე­ვა­ნი არ იყო, თით­ქმის ყვე­ლას ერ­თნა­ი­რად ეცვა, მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც ვცდი­ლობ­დი, რა­ი­მე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­მე­ძებ­ნა, სი­ახ­ლე მე­პო­ვა. მახ­სოვს, მწვა­ნე "ელას­ტი­კი" მქონ­და, რო­მე­ლიც მე­გო­ბარ­მა სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან ჩა­მო­მი­ტა­ნა და ძა­ლი­ან მომ­წონ­და. 16 წლის ვი­ყა­ვი, უც­ნა­უ­რი ვარ­ცხნი­ლო­ბა რომ გა­ვი­კე­თე; პან­კი­ვით დავ­დი­ო­დი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი მსაყ­ვე­დუ­რობ­დნენ: ბა­ლე­რი­ნას ეგე­თი ვარ­ცხნი­ლო­ბა არ შე­გე­ფე­რე­ბაო (იცი­ნის). ხში­რად თმა გაშ­ლი­ლი მქონ­და. ბავ­შვო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, სულ მინ­და, გრძე­ლი ნაწ­ნა­ვი მქონ­დეს, მაგ­რამ ისე­თი სრი­ა­ლა თმა მაქვს, რომ არ გა­მომ­დის.

- თმას იღე­ბავ?

- ბუ­ნებ­რი­ვად მუქი წაბ­ლის­ფე­რი თმა მაქვს. ეს ფერი მომ­წონ­და, მაგ­რამ 2 წლის წინ მა­ინც შე­ვი­ღე­ბე... რაც შე­ე­ხე­ბა ვარ­ცხნი­ლო­ბას: ძა­ლი­ან მიხ­დე­ბა კარე და ბავ­შვო­ბა­ში მქონ­და კი­დეც თმა ასე შეჭ­რი­ლი. მიყ­ვარს მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, ამი­ტომ უკვე დიდი ხა­ნია, გრძელ თმას ვა­ტა­რებ, რაც იძ­ლე­ვა იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი ვარ­ცხნი­ლო­ბა გა­ვი­კე­თო. გა­და­წყვე­ტი­ლი მაქვს, თმა არა­სო­დეს შე­ვიჭ­რა.

- სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, გო­გო­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა იმიჯს რა­დი­კა­ლუ­რად იც­ვლის. ალ­ბათ, გა­მო­ნაკ­ლი­სი არც შენ იყა­ვი, არა?

- ალ­ბომს რომ გა­დავ­ხე­დე და სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ გა­და­ღე­ბუ­ლი სუ­რა­თე­ბი ვნა­ხე, სა­კუ­თა­რი იმი­ჯი სა­შინ­ლად არ მო­მე­წო­ნა. თუმ­ცა, სა­გან­გა­შო არა­ფე­რია: ადა­მი­ანს ხომ ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, გე­მოვ­ნე­ბაც ეც­ვლე­ბა. 25 წლამ­დე სულ მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი მეც­ვა და მე­გო­ნა, რომ "დაბ­ლე­ბი" არ მიხ­დე­ბო­და, ახლა კი პი­რი­ქი­თაა - ვცდი­ლობ, სპორ­ტუ­ლი ფეხ­საც­მლით ვი­ა­რო. რაც შე­ე­ხე­ბა ჩაც­მუ­ლო­ბას - იმას ვიც­ვამ, რაც მიხ­დე­ბა. სა­ერ­თოდ, ფორ­მა­ში ყოფ­ნა ყო­ველ­თვის მიყ­ვარ­და. გა­რეგ­ნო­ბას და თა­ვის მოვ­ლას ბევრ დროს ვუთ­მობ, მით უმე­ტეს, რომ ახლა კა­მე­რის წინ მი­წევს დგო­მა.

- რო­გო­რი სტი­ლის სა­მოსს ანი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას?

- ჩემს გარ­დე­რობ­ში ყვე­ლა­ნა­ი­რი სტი­ლის, სიგ­რძი­სა და ფე­რის სა­მოსს ნა­ხავთ. გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს ჯინ­სი.

- მა­კი­აჟს ყო­ველ­დღი­უ­რად იკე­თებ?

- 18-20 წლის ასაკ­ში სახ­ლი­დან უმა­კი­ა­ჟოდ არ გავ­დი­ო­დი, მაგ­რამ ახლა, რო­გორც კი გა­და­ცე­მა დამ­თავ­რდე­ბა, მა­კი­აჟს ვი­შო­რებ. სა­ხის კანს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვუვ­ლი.

- აქ­სე­სუ­ა­რე­ბი თუ გიყ­ვარს?

- აქ­სე­სუ­ა­რე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. იყო პე­რი­ო­დი, რო­დე­საც დიდი ზო­მის სა­ყუ­რე­ებს ვა­ტა­რებ­დი და სა­დაც ასეთ სამ­კა­ულს ვნა­ხავ­დი, აუ­ცი­ლებ­ლად ვყი­დუ­ლობ­დი. ახლა დიდი სა­ყუ­რე­ე­ბი დის­კომ­ფორ­ტს მიქ­მნის... სა­ა­თიც მიყ­ვარს ძა­ლი­ან. არ მიყ­ვარს ყელ­სა­ბა­მი. როცა ეს აქ­სე­სუ­ა­რი მი­კე­თია, ასე მგო­ნია, მახ­რჩობს.

- არა­ერ­თი სუ­რა­თი გაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი ზღვა­ზე, მთა­ში. ვა­ტყობ, ბუ­ნე­ბა გიყ­ვარს.

- ეს ფო­ტო­ე­ბი დე­ი­დაშ­ვილ­მა გა­და­მი­ღო. და­სას­ვე­ნებ­ლად ვი­ყა­ვით და ცხა­დია, არც მა­კი­ა­ჟი მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, არც ვარ­ცხნი­ლო­ბა­ზე მიზ­რუ­ნია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად. მოკ­ლედ, ბუ­ნებ­რი­ვი და კარ­გი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­ვი­და. ბუ­ნე­ბა­ში ყოფ­ნი­სას სუ­ლი­ე­რად ვის­ვე­ნებ, ფილ­ტვებს ვი­სუფ­თა­ვებ. რაც შე­ე­ხე­ბა ზღვას და იმას, რაც ზღვას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი - მზე, კოქ­ტე­ი­ლი, გა­რუ­ჯვა - ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

- ამ სუ­რათ­ში ყან­წით ხელ­ში ხარ. გიყ­ვარს ქე­ი­ფი და ალ­კოჰო­ლი?

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო, კერ­ძე­ბი, მაგ­რამ ვერ ვი­ტან, როცა სუფ­რას­თან მსხდო­მე­ბის­გან გა­უ­თა­ვე­ბე­ლი სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბის მოს­მე­ნა მი­წევს; როცა ვხე­დავ, რომ ხალ­ხი ერ­თმა­ნეთს ღვი­ნის სმას აძა­ლებს. თუმ­ცა, ჩემი და­ქა­ლის ქორ­წილ­ზე ეს ყან­წი სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­მოვ­ცა­ლე.

- არ შე­მიძ­ლია, არ გკი­თხო: რა ხდე­ბა შენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში?

- სა­ერ­თოდ, პი­რად რა­ღა­ცებ­ზე არ ვლა­პა­რა­კობ, მაგ­რამ ერთს გე­ტყვი: აკ­რძა­ლუ­ლი და აუკ­რძა­ლა­ვი სიყ­ვა­რუ­ლიც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ყო­ფი­ლა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ახლა სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დრო არ მაქვს. თუმ­ცა მყავს მე­გო­ბა­რი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ.

- და­ბო­ლოს, ოდეს­მე სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბა­ში რა­ი­მეს შეც­ვლა­ზე თუ გი­ფიქ­რია?

- ამ ეტაპ­ზე ჩემ­თვის, ხა­რის­ხი­ა­ნი მე­თო­დით თა­ვის მოვ­ლაც საკ­მა­რი­სია. მომ­წონს ჩემი თავი ისე­თი, რო­გო­რიც ვარ და არაფ­რის შეც­ვლას არ ვა­პი­რებ. უნდა გი­თხრათ, რომ ჩემი გა­რეგ­ნო­ბა ძა­ლი­ან თავ­და­ჯე­რე­ბულს მხდის. სა­ერ­თოდ, მომ­წონს კარ­გად მოვ­ლი­ლი ქა­ლე­ბი და მი­ხა­რია, რომ დღეს თბი­ლის­ში ბევ­რი ლა­მა­ზი მან­დი­ლო­სა­ნი და­დის.

მა­რეხ ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ლიკა ლაბაძე პირად ცხოვრებასა და თავის მოვლის განსაკუთრებულ მეთოდზე

 ლიკა ლაბაძე პირად ცხოვრებასა და თავის მოვლის განსაკუთრებულ მეთოდზე

ტელეწამყვანი და მოცეკვავე - ლიკა ლაბაძე მიიჩნევს, რომ საკუთარი თავი ახლა იპოვა, რადგანაც თავისი გარეგნობით, ყველაზე მეტად, სწორედ ამ ასაკშია კმაყოფილი. ლიკა მაკიაჟს მხოლოდ მაშინ იკეთებს, როცა კამერის წინ უწევს დგომა და როგორც ამბობს, თავის მოვლის განსაკუთრებული რეცეპტიც აქვს.

- ძალიან მსუქანა, პუტკუნა ბავშვი ვყოფილვარ. ისეთი ბეთქუნა ლოყები მქონია, რომ თურმე, ცხვირი საერთოდ არ მიჩანდა. სიმსუქნისა და კანზე ბევრი ნაკეცის გამო, როგორც დედა მეუბნება, ჩემი დაბანა რთული ყოფილა (იცინის). აი, ამ სურათზე დაახლოებით ერთი წლის ვარ და კარგად ჩანს, თუ როგორი "მძიმეწონიანი" ვიყავი.

- მსუქანა თუ იყავი, ბევრს ვერც იცელქებდი...

- კამერა, კონცერტი, ცეკვა - ეს ყველაფერი ლამის დაბადებიდან მხიბლავდა. ზრდილობიანი, მორჩილი, თავმდაბალი, მოწესრიგებული, მორიდებული ბავშვი გახლდით. ისეთი მორიდებული ვიყავი, რომ სხვა ბავშვებთან ერთად ტკბილეულსაც ვერ ვჭამდი. ერთხელ მამამ მითხრა: შენ კი გაქვს შოკოლადი და ჭამ, მაგრამ იქნებ შენ გვერდით მყოფს არა აქვს, ამიტომ ან გაუნაწილე, ან ნუ შეჭამ სხვისი თანდასწრებითო. ბევრჯერ ერთი კანფეტი მქონია და ის ჩემი თანატოლისთვის მიმიცია, მაგრამ ახლა ასე აღარ ვიქცევი, "გავღორდი" (იცინის). ამ კარგ თვისებებთან ერთად, სიცელქეც არ მაკლდა, მაგრამ ჩემი ანცობით პრობლემას არავის ვუქმნიდი. განსაკუთრებით, ეზოში სირბილი და ბიჭური თამაშები მიყვარდა. სირბილში ვერავინ მაჯობებდა. სხვათა შორის, კვირაში ერთხელ სირბილში შეჯიბრებას ვაწყობდით და გოგონები ბიჭების წინააღმდეგ ვირაზმებოდით. აი, ეს ბავშვობის დროინდელი ფოტო ძალიან მიყვარს. აქ ჩემი საყვარელი "კომბინიზონი" მაცვია, რომელიც მამამ ჩამომიტანა.

- ამ სურათზე რამდენი წლის ხარ?

- აქ 7 წლის ვარ. ბებია ძალიან კარგად კერავდა, ამიტომ ზეიმებზე მისი შეკერილი კაბები მეცვა. ამ მხრივ გათამამებული ვიყავი. აი, ამ სურათში სწორედ ბებიის შეკერილი, ოქროსფერი კაბა მაცვია.

- "ბასტი-ბუბუში" დადიოდი, არა?

- 5 წლიდან "ბასტი-ბუბუში" დავყავდი მშობლებს და ლამის, ფილარმონიის სცენაზე გავიზარდე. ძალიან მიყვარდა სცენაზე გამოსვლა, კოსტიუმების ცვლა. დედასაც არ ეზარებოდა და უამრავ ფოტოს მიღებდა. აი, ეს სურათი, სადაც სხვა ბავშვებთან ერთად მე, ნინი ბადურაშვილი და სოფო ნიჟარაძე ვართ, "ბასტი-ბუბუს" ერთ-ერთ კონცერტზეა გადაღებული.

- როგორც ვხედავ, პრანჭია გოგო იყავი.

- დღემდე პრანჭია ვარ. დიდ სიამოვნებას მანიჭებს ახალი კაბების ჩაცმა, სხვადასხვა ვარცხნილობის გაკეთება... ეს სურათი ჩემს დაბადების დღეზეა გადაღებული. იუბილე-კონცერტი მქონდა და ბევრი წარმოდგენა გავმართე.

- გოგონების უმრავლესობა დედის ტანსაცმელს და მაკიაჟს ეტანება...

- (მაწყვეტინებს) მეც მიყვარდა დედის ფეხსაცმლის ჩაცმა. ახლაც თვალწინ მიდგას ის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რომლითაც დიდი გულმოდგინებით დავბაკუნებდი. ასევე, ვიპარავდი ბებიის ბეწვის ქურქს და ვიპრანჭებოდი. ბებიას სამკაულების ზარდახშა ჰქონდა, რომელსაც გასაღებით კეტავდა ხოლმე. თუკი ამ გასაღებს ვიპოვიდი და მის სამკაულებს გავიკეთებდი, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. მომწონდა მაკიაჟის გაკეთება. სხვათა შორის, ამით დედაც ერთობოდა - დამსვამდა ხოლმე და ათასნაირად მიღებავდა სახეს (იღიმის).

- შენი მშობლები გაგვაცანი...

- დედა პროფესიით ბალერინა და ფილოლოგია. ბავშვობიდან ბალეტის სამყაროში გავიზარდე. ჰოდა, როცა პროფესიის არჩევაზე მიდგა საქმე, ბალერინობის გარდა, სხვაზე არც არაფერზე მიფიქრია. 7 წლის რომ ვიყავი, მამა გარდამეცვალა. რთული პერიოდი გამოვიარეთ, მაგრამ დედამ ძალიან იყოჩაღა და ჩემთვის არაფერი დაუკლია, ამისათვის მისი მადლიერი ვარ.

- ახლა ბალეტი არ გენატრება?

- ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ჩავაბარე - მაშინ 10 წლის ვიყავი. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ ასაკში ჩემი ბავშვობა დასრულდა. რატომ? - ბალერინობა მოცეკვავისგან დიდ შრომასა და ენერგიას მოითხოვს. თუმცა ამ ყველაფერმა გამომიმუშავა ნებისყოფა, წესრიგისკენ სწრაფვა. მიხარია, რომ მოწესრიგებული და პუნქტუალური ადამიანი ვარ. "ცეკვავენ ვარსკვლავებში" 5-6 საათით ადრე მივდივარ, რათა თმისა და მაკიაჟის მოწესრიგება მოვასწრო, ამის შემდეგ კი წყნარად ვადევნებ თვალს სხვების ფუსფუსს... ხანდახან, რა თქმა უნდა, მინდება ვიცეკვო, მაგრამ ფორმაში არ ვარ. არ გამოვრიცხავ, რომ ჩემს ცხოვრებაში ცეკვა ისევ დაბრუნდეს.

- სკოლის პერიოდში როგორ გამოიყურებოდი, როგორ გეცვა?

- იმ პერიოდში, როცა თინეიჯერი ვიყავი, საქართველოში ტანისამოსის დიდი არჩევანი არ იყო, თითქმის ყველას ერთნაირად ეცვა, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც ვცდილობდი, რაიმე განსხვავებული მომეძებნა, სიახლე მეპოვა. მახსოვს, მწვანე "ელასტიკი" მქონდა, რომელიც მეგობარმა საზღვარგარეთიდან ჩამომიტანა და ძალიან მომწონდა. 16 წლის ვიყავი, უცნაური ვარცხნილობა რომ გავიკეთე; პანკივით დავდიოდი და მასწავლებლები მსაყვედურობდნენ: ბალერინას ეგეთი ვარცხნილობა არ შეგეფერებაო (იცინის). ხშირად თმა გაშლილი მქონდა. ბავშვობიდან მოყოლებული, სულ მინდა, გრძელი ნაწნავი მქონდეს, მაგრამ ისეთი სრიალა თმა მაქვს, რომ არ გამომდის.

- თმას იღებავ?

- ბუნებრივად მუქი წაბლისფერი თმა მაქვს. ეს ფერი მომწონდა, მაგრამ 2 წლის წინ მაინც შევიღებე... რაც შეეხება ვარცხნილობას: ძალიან მიხდება კარე და ბავშვობაში მქონდა კიდეც თმა ასე შეჭრილი. მიყვარს მრავალფეროვნება, ამიტომ უკვე დიდი ხანია, გრძელ თმას ვატარებ, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ სხვადასხვანაირი ვარცხნილობა გავიკეთო. გადაწყვეტილი მაქვს, თმა არასოდეს შევიჭრა.

- სკოლის დამთავრების შემდეგ, გოგონების უმეტესობა იმიჯს რადიკალურად იცვლის. ალბათ, გამონაკლისი არც შენ იყავი, არა?

- ალბომს რომ გადავხედე და სკოლის დამთავრების შემდეგ გადაღებული სურათები ვნახე, საკუთარი იმიჯი საშინლად არ მომეწონა. თუმცა, საგანგაშო არაფერია: ადამიანს ხომ ასაკის მატებასთან ერთად, გემოვნებაც ეცვლება. 25 წლამდე სულ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მეცვა და მეგონა, რომ "დაბლები" არ მიხდებოდა, ახლა კი პირიქითაა - ვცდილობ, სპორტული ფეხსაცმლით ვიარო. რაც შეეხება ჩაცმულობას - იმას ვიცვამ, რაც მიხდება. საერთოდ, ფორმაში ყოფნა ყოველთვის მიყვარდა. გარეგნობას და თავის მოვლას ბევრ დროს ვუთმობ, მით უმეტეს, რომ ახლა კამერის წინ მიწევს დგომა.

- როგორი სტილის სამოსს ანიჭებ უპირატესობას?

- ჩემს გარდერობში ყველანაირი სტილის, სიგრძისა და ფერის სამოსს ნახავთ. განსაკუთრებით მიყვარს ჯინსი.

- მაკიაჟს ყოველდღიურად იკეთებ?

- 18-20 წლის ასაკში სახლიდან უმაკიაჟოდ არ გავდიოდი, მაგრამ ახლა, როგორც კი გადაცემა დამთავრდება, მაკიაჟს ვიშორებ. სახის კანს განსაკუთრებულად ვუვლი.

- აქსესუარები თუ გიყვარს?

- აქსესუარები ძალიან მიყვარს. იყო პერიოდი, როდესაც დიდი ზომის საყურეებს ვატარებდი და სადაც ასეთ სამკაულს ვნახავდი, აუცილებლად ვყიდულობდი. ახლა დიდი საყურეები დისკომფორტს მიქმნის... საათიც მიყვარს ძალიან. არ მიყვარს ყელსაბამი. როცა ეს აქსესუარი მიკეთია, ასე მგონია, მახრჩობს.

- არაერთი სურათი გაქვს გადაღებული ზღვაზე, მთაში. ვატყობ, ბუნება გიყვარს.

- ეს ფოტოები დეიდაშვილმა გადამიღო. დასასვენებლად ვიყავით და ცხადია, არც მაკიაჟი მაქვს გაკეთებული, არც ვარცხნილობაზე მიზრუნია განსაკუთრებულად. მოკლედ, ბუნებრივი და კარგი ფოტოები გამოვიდა. ბუნებაში ყოფნისას სულიერად ვისვენებ, ფილტვებს ვისუფთავებ. რაც შეეხება ზღვას და იმას, რაც ზღვასთანაა დაკავშირებული - მზე, კოქტეილი, გარუჯვა - ეს ყველაფერი ძალიან მიყვარს.

- ამ სურათში ყანწით ხელში ხარ. გიყვარს ქეიფი და ალკოჰოლი?

- ძალიან მიყვარს ქართული სამზარეულო, კერძები, მაგრამ ვერ ვიტან, როცა სუფრასთან მსხდომებისგან გაუთავებელი სადღეგრძელოების მოსმენა მიწევს; როცა ვხედავ, რომ ხალხი ერთმანეთს ღვინის სმას აძალებს. თუმცა, ჩემი დაქალის ქორწილზე ეს ყანწი სიამოვნებით გამოვცალე.

- არ შემიძლია, არ გკითხო: რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

- საერთოდ, პირად რაღაცებზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ ერთს გეტყვი: აკრძალული და აუკრძალავი სიყვარულიც დიდი რაოდენობით ყოფილა ჩემს ცხოვრებაში. ახლა სასიყვარულო ურთიერთობების დრო არ მაქვს. თუმცა მყავს მეგობარი, რომელთან ერთადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ.

- დაბოლოს, ოდესმე საკუთარ გარეგნობაში რაიმეს შეცვლაზე თუ გიფიქრია?

- ამ ეტაპზე ჩემთვის, ხარისხიანი მეთოდით თავის მოვლაც საკმარისია. მომწონს ჩემი თავი ისეთი, როგორიც ვარ და არაფრის შეცვლას არ ვაპირებ. უნდა გითხრათ, რომ ჩემი გარეგნობა ძალიან თავდაჯერებულს მხდის. საერთოდ, მომწონს კარგად მოვლილი ქალები და მიხარია, რომ დღეს თბილისში ბევრი ლამაზი მანდილოსანი დადის.

მარეხ ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება