პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანდრო ბარნოვი - ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ბოგანოს ფილოსოფიაზე
ანდრო ბარნოვი - ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ბოგანოს ფილოსოფიაზე

სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როსს არ ეს­მის, რას ერ­ჩოდ­ნენ ბა­თუ­მის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის გან­კუთ­ვნილ შე­ნო­ბას.

რო­გორც ან­დრო ბარ­ნოვ­მა პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის გან­თავ­სე­ბის სა­კი­თხის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, ფიქ­რობს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მალე მოს­წყინ­დე­ბა "ეს უაზ­რო თა­მა­ში და კინ­კლა­ო­ბა და ყვე­ლა მო­ი­თხოვს მთავ­რო­ბის­გან იმის გა­გე­ბას, ბო­ლოს და ბო­ლოს რა უნ­დათ".

"მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ეს იქ­ნე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­კი­თხი, თუ ბევ­რი სხვა, რა­ზეც წარ­მოდ­გე­ნა არ აქვთ, რა უნდა გა­ა­კე­თონ. მარ­ტო იმი­ტომ, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ნა­ტო­ვა­რის­გან მაქ­სი­მა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბა გა­ა­კე­თონ, ათას­გვარ აბ­სურ­დს იგო­ნე­ბენ. მა­ინც რით არ მოს­წონს ახ­ლად არ­ჩე­ულ პრე­ზი­დენტს ეს სა­სახ­ლე, რო­მელ­ზეც სა­კუთ­რე­ბის პრე­ტენ­ზი­ის გა­მო­ცხა­დე­ბის უფ­ლე­ბა არა­ვის აქვს. ეს სიმ­ბო­ლო ეკუთ­ვნის სა­ხელ­მწი­ფოს, ის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სახ­ლში არ წა­უ­ღია. ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ბო­გა­ნოს ფი­ლო­სო­ფი­ა­ზე - ფული არ უნდა დავ­ხარ­ჯოთ, არა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ", - გა­ნა­ცხა­და ბარ­ნოვ­მა.

მისი თქმით, სა­ხელ­მწიფს გან­ვი­თა­რე­ბას შე­სა­ბა­მი­სი სიმ­ბო­ლი­კა სჭირ­დე­ბა. რო­გორც ბარ­ნოვ­მა გა­ნა­ცხა­და, ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე არ აშე­ნე­ბუ­ლა.

"სა­ხელ­მწი­ფომ აა­შე­ნა გზე­ბი, მო­უ­ა­რა ენერ­გე­ტი­კას, აა­შე­ნა სკო­ლე­ბი, სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი. რა­საც ესე­ნი აკე­თე­ბენ, სა­სა­ცი­ლოა და თან - სა­ტი­რა­ლი. რა უნდა ვუ­პა­სუ­ხო ამ სი­სუ­ლე­ლეს. ეს შე­ნო­ბა აშენ­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­თვის და ასე­ვე უნდა ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­დეს. მისი მდე­ბა­რე­ო­ბა, არ­ქი­ტექ­ტუ­რა, შიდა მო­წყო­ბა, მთლი­ა­ნად და­გეგ­მი­ლი და გა­კე­თე­ბუ­ლია ისე, რომ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ და­უბ­რკო­ლებ­ლად იმუ­შა­ოს. ეს არის სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რი და მი­უ­ღე­ბე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მელ­საც ახა­ლი მთავ­რო­ბა ამ­ჟღავ­ნებს ყვე­ლა იმ კარ­გი საქ­მის მი­მართ, რაც წინა მთავ­რო­ბას გა­უ­კე­თე­ბია", - აღ­ნიშ­ნა ბარ­ნოვ­მა.

მისი თქმით, ახა­ლი მთავ­რო­ბა არა მხო­ლოდ შე­ნო­ბებს ებ­რძვის, არა­მედ იმ ფი­ლო­სო­ფი­ა­საც, რო­მე­ლიც ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­სახ­ლე­ო­ბის თან­ხმო­ბით ტარ­დე­ბო­და.

"შე­ხე­დეთ, რო­გორ ირ­ჩე­ვენ პრე­მი­ე­რებს და პრე­ზი­დენ­ტებს", - გა­ნა­ცხა­და ბარ­ნოვ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ანდრო ბარნოვი - ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ბოგანოს ფილოსოფიაზე

ანდრო ბარნოვი - ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ბოგანოს ფილოსოფიაზე

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს არ ესმის, რას ერჩოდნენ ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის განკუთვნილ შენობას.

როგორც ანდრო ბარნოვმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ქართულ-ამერიკული ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის განთავსების საკითხის კომენტირებისას განაცხადა, ფიქრობს, რომ საზოგადოებას მალე მოსწყინდება "ეს უაზრო თამაში და კინკლაობა და ყველა მოითხოვს მთავრობისგან იმის გაგებას, ბოლოს და ბოლოს რა უნდათ".

"მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საკითხი, თუ ბევრი სხვა, რაზეც წარმოდგენა არ აქვთ, რა უნდა გააკეთონ. მარტო იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" და მიხეილ სააკაშვილის დანატოვარისგან მაქსიმალური დისტანცირება გააკეთონ, ათასგვარ აბსურდს იგონებენ. მაინც რით არ მოსწონს ახლად არჩეულ პრეზიდენტს ეს სასახლე, რომელზეც საკუთრების პრეტენზიის გამოცხადების უფლება არავის აქვს. ეს სიმბოლო ეკუთვნის სახელმწიფოს, ის მიხეილ სააკაშვილს სახლში არ წაუღია. ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ბოგანოს ფილოსოფიაზე - ფული არ უნდა დავხარჯოთ, არაფერი უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა ბარნოვმა.

მისი თქმით, სახელმწიფს განვითარებას შესაბამისი სიმბოლიკა სჭირდება. როგორც ბარნოვმა განაცხადა, ამ წლების განმავლობაში მხოლოდ პრეზიდენტის სასახლე არ აშენებულა.

"სახელმწიფომ ააშენა გზები, მოუარა ენერგეტიკას, ააშენა სკოლები, საავადმყოფოები. რასაც ესენი აკეთებენ, სასაცილოა და თან - სატირალი. რა უნდა ვუპასუხო ამ სისულელეს. ეს შენობა აშენდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის და ასევე უნდა ფუნქციონირებდეს. მისი მდებარეობა, არქიტექტურა, შიდა მოწყობა, მთლიანად დაგეგმილი და გაკეთებულია ისე, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაუბრკოლებლად იმუშაოს. ეს არის სრულიად გაუგებარი და მიუღებელი დამოკიდებულება, რომელსაც ახალი მთავრობა ამჟღავნებს ყველა იმ კარგი საქმის მიმართ, რაც წინა მთავრობას გაუკეთებია", - აღნიშნა ბარნოვმა.

მისი თქმით, ახალი მთავრობა არა მხოლოდ შენობებს ებრძვის, არამედ იმ ფილოსოფიასაც, რომელიც ამ ხნის განმავლობაში მოსახლეობის თანხმობით ტარდებოდა.

"შეხედეთ, როგორ ირჩევენ პრემიერებს და პრეზიდენტებს", - განაცხადა ბარნოვმა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა