ე.წ ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაიას ბრალდება ოფიციალურად მოეხსნა

ე.წ ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაიას ბრალდება ოფიციალურად მოეხსნა

ბაჩო ახალაიას ე.წ ციხის ბუნტის საქმეზე ბრალდება ოფიციალურად მოეხსნა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა,  სასჯელაღსრულების სამინისტროში პრეზიდენტის მიერ ბაჩო ახალაიას შეწყალების აქტი უკვე შევიდა, დარეგისტრირდა და ახალაია ამ ეპიზოდში ოფიციალურად გათავისუფლდა ბრალდებისგან.

"თუმცა,  მას აქვს აღმკვეთი ღონისძიება ახლად დაწყებულ საქმეზე შეფარდებული", - განაცხადა სოზარ სუბარმა. მისი თქმით, ე.წ. ციხის ბუნტის საქმე სახალხო დამცველობის პერიოდში შესწავლილი აქვს და ეს ანგარიშებშიც არის ასახული.

"ეს საქმე თავის დროზე შესწავლილი მაქვს და წარმოდგენილი მაქვს მოხსენებები, ეს ამბოხება ადმინისტრაციის ქმედებებმა გამოიწვია", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მინისტრის თქმით, როგორც მისთვის ცნობილია, ბაჩო ახალაია აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებებს სადაოდ არ მიიჩნევდა.

ბაჩო ახალაიას  ე.წ. ციხის ბუნტის საქემზე 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. ბაჩო ახალიას შეწყალების აქტს მიხეილ სააკაშვილმა გუშინ მოაწერა ხელი.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ