სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრობლემა მოსახლეობაშია და არა მეფეში" - რას ფიქრობენ ცნობილები მონარქიის აღდგენაზე
"პრობლემა მოსახლეობაშია და არა მეფეში" - რას ფიქრობენ ცნობილები მონარქიის აღდგენაზე

ქვე­ყა­ნა­ში კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­ნარ­ქი­ის შე­მო­ღე­ბის შე­სა­ხებ პატ­რი­არ­ქის გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, თე­მას აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი მო­საზ­რე­ბა აქვს, - ყვე­ლა თა­ვი­სე­ბუ­რად აფა­სებს.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რას ფიქ­რო­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­ნარ­ქი­ის, "მე­ფის ინ­სტი­ტუ­ტის" აღ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი.

ლიკა ყაზ­ბე­გი, სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი:

- ჩვენ ის ერი ვართ, ვი­საც კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­ნარ­ქია შე­ე­ფე­რე­ბა. თან, ვიცი, რომ ამ სა­კი­თხზე დიდი ხა­ნია სა­უბ­რო­ბენ და სულ­მო­უთ­ქმე­ლად ვე­ლო­დე­ბი მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნას. ვიცი, რომ პატ­რი­არ­ქიც მო­წა­დი­ნე­ბუ­ლია, ქვე­ყა­ნას მო­ნარ­ქი ჰყავ­დეს. ჩვენ ეს გვჭირ­დე­ბა.

- მა­ინც რა­ტომ გგო­ნია ასე?

- მგო­ნია, რომ მო­ნარ­ქი რა­ღა­ცით შეგ­ვკრავს. ჩვენს დი­დე­ბულ წარ­სულს გაგ­ვახ­სე­ნებს, რა­ღაც ძა­ფე­ბით მას­თან მიგ­ვა­ბამს (სა­ა­მა­ყო მე­ფე­ე­ბი გვყავ­და). თან, მი­მაჩ­ნია, რომ მო­ნარ­ქია ხელს შე­უ­წყობს ერის გამ­თლი­ა­ნე­ბას.

ნიკა წუ­ლუ­კი­ძე, თე­ატრმ­ცოდ­ნე:

- რთუ­ლი სა­კი­თხია, რა გი­თხრათ? სიმ­ბო­ლუ­რი სა­ხით სა­მე­ფო ოჯა­ხის არ­სე­ბო­ბა შე­იძ­ლე­ბა (რო­გორც ქვეყ­ნის სა­სი­ა­მოვ­ნო ტრა­დი­ცია), ისიც, შო­რე­ულ პერ­სპექ­ტი­ვა­ში, თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მე­ფო ოჯა­ხი უნდა წარ­მო­ვიდ­გი­ნო.

მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი ბუ­ნებ­რი­ვი, ლა­მა­ზი და კარ­გია მა­შინ, როცა თა­ვი­დან­ვე მოგდ­გამს და მას­თან კავ­ში­რი არც გა­წყვე­ტი­ლა...

დათო გო­გიშ­ვი­ლი, ის­ტო­რი­კო­სი:

- სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნამ­დე, მი­მაჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ეს იდეა გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ფუ­ფუ­ნე­ბაა. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმა­საც, რომ ქარ­თულ მენ­ტა­ლურ კო­რუფ­ცი­ას სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ფექ­ცი­უ­რი თვი­სე­ბე­ბი გა­აჩ­ნია, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან არ მინ­და დამ­კვიდ­რდეს ტერ­მი­ნე­ბი: "მე­ფის კა­ზი­ნო", "მე­ფის შვი­ლის სა­ხინ­კლე" "მე­ფის უმ­ცრო­სი შვი­ლის სა­უ­ნა" და ა.შ.

- ე.ი. კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნის წი­ნა­აღ­მდე­გი ხარ...

- დიახ, ესე­ნი იმ ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის უშუ­ა­ლო შტოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან, რომ­ლებ­მაც 1801 წელს მუხ­ლებ­ზე და­ჩო­ქი­ლი ქარ­თლ-კა­ხე­თის სა­მე­ფო რუ­სეთს ლან­გარ­ზე და­დე­ბუ­ლი მი­არ­თვეს.

- "მე­ფის ინ­სტი­ტუ­ტის" შე­მო­ღე­ბა რას გა­მო­იწ­ვევს სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­მა­ტე­ბით პა­რა­ლე­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბი­თი სტრუქ­ტუ­რე­ბის, გა­ურ­კვე­ვე­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი წარ­მო­მავ­ლო­ბის მქო­ნე გავ­ლე­ნე­ბი­სა და კლა­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას გა­მო­იწ­ვევს. იქ­ნე­ბა ელი­ტუ­რი კო­რუფ­ცი­ის სტი­მუ­ლის მიმ­ცე­მი დიდი საფრ­თხე.

ის­ტო­რი­კო­სი ვარ და მი­მაჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო დღეს არ­ცერ­თი ლო­გი­კი­თა და კრი­ტე­რი­უ­მით კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნი­სათ­ვის მზად არ არის. ევ­რო­პის გან­ვი­თა­რე­ბულ სა­ხელ­მწი­ფო­ებს მო­ნარ­ქი­ე­ბის შე­ნახ­ვა მი­ლი­არ­დე­ბი უჯ­დე­ბათ. მათ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, სა­ქარ­თვე­ლოს - არა.

ზაზა ორაშ­ვი­ლი, რე­ჟი­სო­რი:

- მი­მაჩ­ნია, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­შე ბევ­რად დიდი პრობ­ლე­მე­ბი დგას და მე­ტად პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სა­კი­თხე­ბია გა­და­სა­წყვე­ტი. ეგ სა­კი­თხი შე­იძ­ლე­ბა დად­გეს მა­შინ, როცა ქვე­ყა­ნა წელ­ში გა­ი­მარ­თე­ბა და ისიც მო­სახ­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლის თა­ნახ­მად...

ეკა ნი­ჟა­რა­ძე, მსა­ხი­ო­ბი:

- გუ­შინ ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი გი­ორ­გი მო­ნათ­ლეს... თუ ეს სა­ქარ­თვე­ლოს წა­ად­გე­ბა, რა­ტო­მაც - არა. ღვთის წყა­ლო­ბით, გვყავს პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლი...

- რო­გორ გგო­ნია, დღეს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­ნარ­ქია სა­ქარ­თვე­ლოს სჭირ­დე­ბა?

- ისე, ეგ მარ­თლა არ ვიცი...

თაკო აბა­ში­ძე, მსა­ხი­ო­ბი:

- სა­ქარ­თვე­ლო­ში "მე­ფის ინ­სტი­ტუ­ტის" არ­სე­ბო­ბის მომ­ხრე არ ვარ.…ჩემი აზ­რით, ახა­ლი თავ­სა­ტე­ხე­ბის ამოხ­სნას, ჯო­ბია, საქ­მეს მივ­ხე­დოთ და ჩვენს ქვე­ყა­ნას მო­ვუ­ა­როთ. ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქემ უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რომ თი­თო­ე­უ­ლის ვა­ლია ქვეყ­ნის მოვ­ლა, მას­ზე ზრუნ­ვა და არა ერთი რო­მე­ლი­მე ადა­მი­ა­ნის. მხო­ლოდ ასე ვიქ­ნე­ბით ნამ­დვი­ლად დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, ლა­მა­ზი და თა­ვი­სუ­ფა­ლი ქვე­ყა­ნა!

მოკ­ლედ, რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლამ თა­ვი­სი საქ­მე უნდა აკე­თოს, ის, რაც ყვე­ლა­ზე კარ­გად იცის.

- მაგ­რამ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნას სე­რი­ო­ზუ­ლად ემ­ხრო­ბი­ან...

- მი­ემ­ხრონ, ეს მათი უფ­ლე­ბაა.

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე, ტელე-რა­დი­ო­წამ­ყვა­ნი:

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქარ­თვე­ლებს ქვეც­ნო­ბი­ე­რად გვინ­და მეფე და ეს ფაქ­ტი გვხიბ­ლავს, ვფიქ­რობ, რომ მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნას ძა­ლი­ან დიდი არე­უ­ლო­ბა მოჰ­ყვე­ბა, რის და­ლა­გე­ბა­საც ძა­ლი­ან დიდი დრო დას­ჭირ­დე­ბა.

ჩემს თა­ნამ­შრომ­ლებს ვკი­თხე ახლა და აღ­მოჩ­ნდა, რომ თურ­მე მეფე იმი­ტომ უნ­დათ, რომ თვი­თონ და­იბ­რუ­ნონ "თა­ვა­დის ტი­ტუ­ლი" და წო­დე­ბა.

ანუ კვლა­ვაც ჩვენს თავ­ზე და "იმიჯ­ზე" ვფიქ­რობთ და არა იმა­ზე, თუ რა წა­ად­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს.

რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გვე­ყო­ლე­ბა ისე­თი "პატ­რო­ნი", ვინც მარ­თლა ქვე­ყა­ნა­ზე იზ­რუ­ნებს და გვე­ცო­დი­ნე­ბა, რომ ეს არის ჩვე­ნი მეფე და არა­ნა­ი­რი არ­ჩევ­ნე­ბი აღარ იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო, მაგ­რამ ქარ­თვე­ლე­ბი ცოტა ამა­ყე­ბი ვართ, - ვინ­მე ოდ­ნავ სხვა­ზე მეტს თუ მი­აღ­წევს, უკვე ყვე­ლას ზე­ვი­დან უყუ­რებს.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, "თა­ვა­დო­ბას" რომ და­იბ­რუ­ნებს, მერე რო­გორ და­უ­წყებს სხვას მზე­რას?

მოკ­ლედ, თვი­თონ მო­სახ­ლე­ო­ბა­შია პრობ­ლე­მა და არა მე­ფე­ში.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარო
0

ახლა მეფის ოჯახი შეინახე კიდევ! წავა კორუფცია ტიტულების ჩამორიგებაზე... თანაც, რამდენი თავადი და აზნაური წამოყოფს თავს და პრივილეგიებს მოითხოვს.

დომნა
3

გაუმარჯოს მეფეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"პრობლემა მოსახლეობაშია და არა მეფეში" - რას ფიქრობენ ცნობილები მონარქიის აღდგენაზე

"პრობლემა მოსახლეობაშია და არა მეფეში" - რას ფიქრობენ ცნობილები მონარქიის აღდგენაზე

ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიის შემოღების შესახებ პატრიარქის განცხადების შემდეგ, თემას აქტიურად განიხილავენ სოციალურ ქსელებში. საზოგადოებას ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი მოსაზრება აქვს, - ყველა თავისებურად აფასებს.

საინტერესოა, რას ფიქრობენ საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის, "მეფის ინსტიტუტის" აღდგენასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები.

ლიკა ყაზბეგი, სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელი:

- ჩვენ ის ერი ვართ, ვისაც კონსტიტუციური მონარქია შეეფერება. თან, ვიცი, რომ ამ საკითხზე დიდი ხანია საუბრობენ და სულმოუთქმელად ველოდები მონარქიის აღდგენას. ვიცი, რომ პატრიარქიც მოწადინებულია, ქვეყანას მონარქი ჰყავდეს. ჩვენ ეს გვჭირდება.

- მაინც რატომ გგონია ასე?

- მგონია, რომ მონარქი რაღაცით შეგვკრავს. ჩვენს დიდებულ წარსულს გაგვახსენებს, რაღაც ძაფებით მასთან მიგვაბამს (საამაყო მეფეები გვყავდა). თან, მიმაჩნია, რომ მონარქია ხელს შეუწყობს ერის გამთლიანებას.

ნიკა წულუკიძე, თეატრმცოდნე:

- რთული საკითხია, რა გითხრათ? სიმბოლური სახით სამეფო ოჯახის არსებობა შეიძლება (როგორც ქვეყნის სასიამოვნო ტრადიცია), ისიც, შორეულ პერსპექტივაში, თუ მაინცდამაინც საქართველოში სამეფო ოჯახი უნდა წარმოვიდგინო.

მაგრამ ეს ყველაფერი ბუნებრივი, ლამაზი და კარგია მაშინ, როცა თავიდანვე მოგდგამს და მასთან კავშირი არც გაწყვეტილა...

დათო გოგიშვილი, ისტორიკოსი:

- საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენამდე, მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის ეს იდეა გაუმართლებელი და მატერიალური ფუფუნებაა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ქართულ მენტალურ კორუფციას სერიოზული ინფექციური თვისებები გააჩნია, კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის შემთხვევაში, ქართულ რეალობაში ძალიან არ მინდა დამკვიდრდეს ტერმინები: "მეფის კაზინო", "მეფის შვილის სახინკლე" "მეფის უმცროსი შვილის საუნა" და ა.შ.

- ე.ი. კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის წინააღმდეგი ხარ...

- დიახ, ესენი იმ ბაგრატიონების უშუალო შტოს წარმომადგენლები არიან, რომლებმაც 1801 წელს მუხლებზე დაჩოქილი ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთს ლანგარზე დადებული მიართვეს.

- "მეფის ინსტიტუტის" შემოღება რას გამოიწვევს საქართველოში?

- ეს ყველაფერი საქართველოში დამატებით პარალელური მმართველობითი სტრუქტურების, გაურკვეველი სამართლებრივი წარმომავლობის მქონე გავლენებისა და კლანების ჩამოყალიბებას გამოიწვევს. იქნება ელიტური კორუფციის სტიმულის მიმცემი დიდი საფრთხე.

ისტორიკოსი ვარ და მიმაჩნია, რომ საქართველო დღეს არცერთი ლოგიკითა და კრიტერიუმით კონსტიტუციური მონარქიის აღდგენისათვის მზად არ არის. ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებს მონარქიების შენახვა მილიარდები უჯდებათ. მათ ამის საშუალება აქვთ, საქართველოს - არა.

ზაზა ორაშვილი, რეჟისორი:

- მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის წინაშე ბევრად დიდი პრობლემები დგას და მეტად პრიორიტეტული საკითხებია გადასაწყვეტი. ეგ საკითხი შეიძლება დადგეს მაშინ, როცა ქვეყანა წელში გაიმართება და ისიც მოსახლეობის სურვილის თანახმად...

ეკა ნიჟარაძე, მსახიობი:

- გუშინ ბატონიშვილი გიორგი მონათლეს... თუ ეს საქართველოს წაადგება, რატომაც - არა. ღვთის წყალობით, გვყავს პატარა უფლისწული...

- როგორ გგონია, დღეს კონსტიტუციური მონარქია საქართველოს სჭირდება?

- ისე, ეგ მართლა არ ვიცი...

თაკო აბაშიძე, მსახიობი:

- საქართველოში "მეფის ინსტიტუტის" არსებობის მომხრე არ ვარ.…ჩემი აზრით, ახალი თავსატეხების ამოხსნას, ჯობია, საქმეს მივხედოთ და ჩვენს ქვეყანას მოვუაროთ. ყველა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს, რომ თითოეულის ვალია ქვეყნის მოვლა, მასზე ზრუნვა და არა ერთი რომელიმე ადამიანის. მხოლოდ ასე ვიქნებით ნამდვილად დემოკრატიული, ლამაზი და თავისუფალი ქვეყანა!

მოკლედ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, ის, რაც ყველაზე კარგად იცის.

- მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას სერიოზულად ემხრობიან...

- მიემხრონ, ეს მათი უფლებაა.

თამუნა მუსერიძე, ტელე-რადიოწამყვანი:

- მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს ქვეცნობიერად გვინდა მეფე და ეს ფაქტი გვხიბლავს, ვფიქრობ, რომ მონარქიის აღდგენას ძალიან დიდი არეულობა მოჰყვება, რის დალაგებასაც ძალიან დიდი დრო დასჭირდება.

ჩემს თანამშრომლებს ვკითხე ახლა და აღმოჩნდა, რომ თურმე მეფე იმიტომ უნდათ, რომ თვითონ დაიბრუნონ "თავადის ტიტული" და წოდება.

ანუ კვლავაც ჩვენს თავზე და "იმიჯზე" ვფიქრობთ და არა იმაზე, თუ რა წაადგება საქართველოს.

რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება, თუ გვეყოლება ისეთი "პატრონი", ვინც მართლა ქვეყანაზე იზრუნებს და გვეცოდინება, რომ ეს არის ჩვენი მეფე და არანაირი არჩევნები აღარ იქნება საჭირო, მაგრამ ქართველები ცოტა ამაყები ვართ, - ვინმე ოდნავ სხვაზე მეტს თუ მიაღწევს, უკვე ყველას ზევიდან უყურებს.

წარმოიდგინეთ, "თავადობას" რომ დაიბრუნებს, მერე როგორ დაუწყებს სხვას მზერას?

მოკლედ, თვითონ მოსახლეობაშია პრობლემა და არა მეფეში.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE