"ავტობუსის ბილეთები, აურზაური ქალაქში" - ეს თემა "თბილისის ფორუმზე" გაიხსნა. თემა აქტუალურია, ვინაიდან ქალაქის მაცხოვრებელთა დიდი ნაწილი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს. ფორუმის მომხმარებლები ძირითადად, კონტროლიორებისა და მგზავრების დაპირისპირებაზე ამახვილებენ ყურადღებას. დაპირისპირებზე, რომელიც სამწუხაროდ, რამდენიმე თვის წინ მსხვერპლით დასრულდა; შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 17 აგვისტოს ფილარმონიასთან, კოსტავას ქუჩაზე, N140 ავტობუსში ხანდაზმული მამაკაცი კონტროლიორთან დაკავშირებული ინციდენტის შედეგად გარდაიცვალა.
რაც შეეხება ფორუმს, ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი აღწერს მდგომარეობას, რომელიც ვფიქრობთ, ბევრი მკითხველისთვის არის ნაცნობი, შესაბამისად, ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ესე იგი ამ ავტობუსის ბილეთებზე არის ერთი ამბავი, როცა კონტროლიორი ადის ავტობუსებში. ადგილი აქვს ერთმანეთის შეურაცხყოფასაც. როგორც მგზავრების, ისე კონტროლიორების მხრიდან. მიდის ხოლმე "გამიშვი და გაგიშვებ".
"არ ამიღია ბილეთი, ჩასვლისას ავიღებ", - ყველაზე ცნობილი ფრაზა.
ეს კონტროლიორები კიდევ ბილეთისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ამღებებად არიან გადაქცეული. განსაკუთრებით გატენილ ავტობუსში არის აუტანელი მათი მოღვაწეობა. ატყდება ხოლმე ჩოჩქოლი, ზოგი თვითონ ცდილობს აღებას, ზოგი ბარათს გადააწოდებს".
ამავე "ფორუმელს" პრობლემის გადაწყვეტის მისეული ვერსიაც აქვს:
"მოკლედ, ასეთი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მაქვს. ყველამ იცით, რომ ბილეთისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! აღებიდან საათნახევარი მგზავრობა უფასოა. ანუ რეალურად სულ ერთია, რომელი ნომერი ავტობუსის ბილეთი გიჭირავს, მთავარია ძველი არ იყოს. ამიტომ დაიდგას გაჩერებაზე ბილეთისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! აპარატები. დაეწეროს ბილეთს აღების თარიღი ან მოქმედების ვადა. ასევე შესაძლებელი იყოს უფრო ხანგრძლივი ბილეთი აიღო ძვირად, ვთქვათ ლარად 3 საათიანი. ავტობუსში ასვლისას აიღებ ბილეთს გაჩერებაზე.
დადებითი მხარეები:
კონტროლიორს გაუადვილდება მუშაობა: თუ ავტობუსში ადამიანს ბილეთი არ აქვს, ესე იგი, არც ჩასვლისას ექნება და უეჭველი დასაჯარიმებელია;
არ იქნება ჩოჩქოლი ბილეთისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! აღებაზე, გადაწოდებაზე, აპარატამდე მისვლაზე და ა.შ.
დაიზოგება ქაღალდი 0 თეთრიანი ბილეთებისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ხარჯზე.
კონტროლიორებს არ მოუწევთ იმის ახსნა, რომ ბილეთი უნდა აიღო ასვლისას. "ვერ ავიღე, შორს იყო" და "ჩასვლისას ვაპირებდი" არ გაჭრის", - წერს ინტერნეტმომხმარებელი "თბილისის ფორუმზე".
"ამბები.ge" დაინტერესებულია თემის მოკვლევით. ჩვენი ჟურნალისტი თბილისის სატრანსპორტო კომპანიას დაუკავშირდება, რათა უახლოეს მომავალში ყვითელ ავტობუსებთან დაკავშირებულ ყველა პრობლემაზე ამომწურავი პასუხები მივიღოთ.