პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ყველა დამნაშავეს არ გავასამართლებთ, ხალხი ჩვენ გაგვასამართლებს!" - დავით საგანელიძე
"თუ ყველა დამნაშავეს არ გავასამართლებთ, ხალხი ჩვენ გაგვასამართლებს!" - დავით საგანელიძე

მას შემ­დეგ, რაც ივა­ნიშ­ვილ­მა ახა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ვი­ნა­ო­ბა და­ა­სა­ხე­ლა და პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს თან­ხმო­ბა მი­ი­ღო, ხუმ­რო­ბენ, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ოფი­სი­დან "თეთ­რი კვამ­ლი" ამო­ვი­და. რო­გორ აფა­სებს გან­ვლილ ერთ წელს, რა იქ­ნე­ბა ხვალ, კვამ­ლი­ვით გაქ­რე­ბა თუ აღ­სრულ­დე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მთა­ვა­რი სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბა - სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა, აგე­ბენ თუ არა სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი გუნ­დი პა­სუხს უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბებ­ზე, ამ და სხვა სა­კი­თხებ­ზე სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერს და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძეს ვე­სა­უბ­რეთ.

- ბა­ტო­ნო და­ვით, ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტზე სამი კან­დი­და­ტუ­რა გა­ნი­ხი­ლე­ბო­და.

- ფორ­მა­ტი ასე­თი იყო: თუ მოქ­მე­დი პრე­მი­ე­რის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი კან­დი­და­ტუ­რა გა­მო­იწ­ვევ­და აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბას, მა­შინ სხვა კან­დი­და­ტე­ბის გან­ხილ­ვა იქ­ნე­ბო­და აუ­ცი­ლე­ბე­ლი. პო­ლიტ­საბ­ჭომ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რა სა­უ­კე­თე­სოდ მი­იჩ­ნია და გან­ხილ­ვა აღარ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა.

მა­ნამ­დე ლა­პა­რა­კი იყო და­ვით სერ­გე­ენ­კო­ზე, ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრ კვი­რი­კაშ­ვილ­ზე...

- შს მი­ნის­ტრი ვინ იქ­ნე­ბა?

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა ახალ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს გა­და­უ­ლო­ცა.

- ლა­პა­რა­კი იყო შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­ზე..

- ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო კან­დი­და­ტუ­რაა, მაგ­რამ ნამ­დვი­ლად არ ვიცი, ვინ იქ­ნე­ბა ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე.

- მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში ვინ დარ­ჩე­ბა და ვინ წავა?

- არც ამა­ზე ყო­ფი­ლა ლა­პა­რა­კი. ახა­ლი პრე­მი­ე­რი თვი­თონ წა­რად­გენს გუნდს, ეს დღეს და ხვალ არ მოხ­დე­ბა.

- თქვენ, რო­გორც მრა­ვა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის მო­ნა­წი­ლე და ხში­რად გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიც, რო­გორ ფიქ­რობთ, რო­გო­რი იყო საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი: ცუდი, კარ­გი, იდე­ა­ლუ­რი თუ იდე­ა­ლურ­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი?

- ყვე­ლა­ფე­რი ფარ­დო­ბი­თია და წინა არ­ჩევ­ნებ­თან შე­და­რე­ბით ეს იყო ნამ­დვი­ლად იდე­ა­ლურ­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი. მი­მაჩ­ნია, რომ წინა წლებ­ში არ­ჩევ­ნებ­ში კი არა, ომში ვი­ყა­ვით, სა­დაც მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ყვე­ლა ხერ­ხს იყე­ნებ­და: ძა­ლა­დო­ბას, ხალ­ხის და­ში­ნე­ბას, სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი­დან ყუ­თე­ბის გა­ტა­ცე­ბას, ნიღ­ბი­ა­ნე­ბის ძა­ლას და ა.შ. ამ­ჯე­რად ამომ­რჩე­ვე­ლი გა­ო­ცე­ბუ­ლი იყო, რომ არა­ვინ აი­ძუ­ლებ­და კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის­თვის ხმის მი­ცე­მას, მხარ­დამ­ჭერ­თა სი­ე­ბის მი­ტა­ნას, არა­ვინ ემუქ­რე­ბო­და სამ­სა­ხუ­რი­დან გაგ­დე­ბით ან ოჯა­ხის წევ­რე­ბის დას­ჯით, ამი­ტო­მაც ხალ­ხი თით­ქოს დაბ­ნე­უ­ლიც კი იყო.

- თუმ­ცა, ამ არ­ჩევ­ნებ­ში იყო და­ბა­ლი აქ­ტი­ვო­ბა...

- შარ­შან სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე ამომ­რჩე­ველ­თა აქ­ტი­ვო­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლი იყო, რად­გან გა­დამ­წყვე­ტი ეტა­პი ედგა სა­ხელ­მწი­ფოს. შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით ელექ­ტო­რა­ტის აქ­ტი­ვო­ბა 12%-ით და­ბა­ლი იყო, რაც იმან გა­მო­იწ­ვია, რომ სი­ე­ბი ხე­ლოვ­ნუ­რად გა­ბე­რი­ლი არ იყო. ჩვენ მკვდა­რი სუ­ლე­ბის­გან თით­ქმის გავ­წმინ­დეთ სი­ე­ბი. ამას­თან, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია აქ, მაგ­რამ ცხოვ­რობს უცხო­ეთ­ში. და­ბა­ლი აქ­ტი­ვო­ბა იყო ქვე­მო ქარ­თლშიც, სა­დაც შე­ვარ­დნა­ძის დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, სომ­ხე­ბი­თა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბით და­სახ­ლე­ბულ ად­გი­ლებს სა­არ­ჩევ­ნო ხმე­ბის ბე­ღელს ეძახ­დნენ. იქ ბევ­რი ამომ­რჩე­ვე­ლი კი არ მი­დი­ო­და არ­ჩევ­ნებ­ზე, მათ ხმებს აყალ­ბებ­დნენ. წელს არ­ჩევ­ნე­ბი არ გა­ყალბ­და და აქ­ტი­ვო­ბაც, წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით, და­ბა­ლი გა­მოჩ­ნდა.

- "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ცნო­ბილ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა კახა ლო­მა­ი­ამ, ფაქ­ტობ­რი­ვად, წყევ­ლა შე­მო­გით­ვა­ლათ, მიშა არ­სად წა­სუ­ლა და ის და­წერს თქვენს პო­ლი­ტი­კურ ნეკ­რო­ლოგ­სო.

- თუ იცით, ყვა­ვის ფრთა ხომ არ და­უწ­ვავს, რო­დე­საც იწყევ­ლე­ბო­და? მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვი­ღა­ცას ფა­ნა­ტი­კუ­რად უყ­ვარს სა­ა­კაშ­ვი­ლი, მი­შიზ­მი და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბა დას­რულ­და. და­სას­რუ­ლი ორგვა­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს - ერთი, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­დი­ხარ და ყვე­ლას ანად­გუ­რებ, ისე, რო­გორც ეს "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" გა­ა­კე­თეს, დარ­ჩნენ მხო­ლოდ თვი­თონ და შე­ვარ­დნა­ძის გუნ­დის წევ­რე­ბი ან და­ი­ჭი­რეს, ან სხვა ხერ­ხე­ბით გა­ა­ნად­გუ­რეს და მე­ო­რე: ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ მარ­გი­ნა­ლურ ძა­ლას კულ­ტუ­რუ­ლად, არ­ჩევ­ნე­ბის გზით აძ­ლევ ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, შენ კი ატა­რებ რე­ფორ­მებს. ბუ­ნებ­რი­ვია, პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, რო­მელ­მაც ვე­რა­ფე­რი კე­თი­ლად და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ვერ და­უ­ტო­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, თან­და­თან ქრე­ბა. არ და­გა­ვი­წყდეთ, რომ ამ არ­ჩევ­ნე­ბის დროს ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი კვლავ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რი იყო, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი" ნარ­ჩე­ნე­ბის გვერ­დით გვი­წევ­და არ­ჩევ­ნე­ბის­თვის მზა­დე­ბა, "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ ქა­ლა­ქის მე­რე­ბი, საკ­რე­ბუ­ლო­ე­ბი, გამ­გებ­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი.

- ბოლო დროს სა­ზო­გა­დო­ე­ბა მი­იჩ­ნევს, რომ თუ სა­ა­კაშ­ვილს და მის რე­ჟიმს არ გა­ა­სა­მარ­თლებთ, დაბ­რუნ­დე­ბა და თვი­თონ გა­გა­სა­მარ­თლებთ.

- ეგ ვერ გაგ­ვა­სა­მარ­თლებს, მაგ­რამ თუ ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვეს პა­სუხს არ ვა­გე­ბი­ნებთ და არ გა­ვა­სა­მარ­თლებთ, ხალ­ხი ჩვენ გაგ­ვა­სა­მარ­თლებს.

უნდა მო­ე­კი­თხოს ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც ბინ­ძურ საქ­მე­ებ­შია გა­რე­უ­ლი, მაგ­რამ თუ სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი მტკი­ცე არ იქ­ნე­ბა, ან­გა­რიშს­წო­რე­ბას და­ემ­სგავ­სე­ბა.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად Kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"თუ ყველა დამნაშავეს არ გავასამართლებთ, ხალხი ჩვენ გაგვასამართლებს!" - დავით საგანელიძე

"თუ ყველა დამნაშავეს არ გავასამართლებთ, ხალხი ჩვენ გაგვასამართლებს!" - დავით საგანელიძე

მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა დაასახელა და პოლიტიკური საბჭოს თანხმობა მიიღო, ხუმრობენ, რომ "ქართული ოცნების" ოფისიდან "თეთრი კვამლი" ამოვიდა. როგორ აფასებს განვლილ ერთ წელს, რა იქნება ხვალ, კვამლივით გაქრება თუ აღსრულდება "ქართული ოცნების" მთავარი საარჩევნო დაპირება - სამართლიანობის აღდგენა, აგებენ თუ არა სააკაშვილი და მისი გუნდი პასუხს უკანონო ქმედებებზე, ამ და სხვა საკითხებზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს დავით საგანელიძეს ვესაუბრეთ.

- ბატონო დავით, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე სამი კანდიდატურა განიხილებოდა.

- ფორმატი ასეთი იყო: თუ მოქმედი პრემიერის დასახელებული პირველი კანდიდატურა გამოიწვევდა აზრთა სხვადასხვაობას, მაშინ სხვა კანდიდატების განხილვა იქნებოდა აუცილებელი. პოლიტსაბჭომ ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა საუკეთესოდ მიიჩნია და განხილვა აღარ გაგრძელებულა.

მანამდე ლაპარაკი იყო დავით სერგეენკოზე, ეკონომიკის მინისტრ კვირიკაშვილზე...

- შს მინისტრი ვინ იქნება?

- ბიძინა ივანიშვილმა ამ გადაწყვეტილების მიღების უფლება ახალ პრემიერ-მინისტრს გადაულოცა.

- ლაპარაკი იყო შს მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაურზე..

- ძალიან საინტერესო კანდიდატურაა, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი, ვინ იქნება ამ თანამდებობაზე.

- მინისტრთა კაბინეტში ვინ დარჩება და ვინ წავა?

- არც ამაზე ყოფილა ლაპარაკი. ახალი პრემიერი თვითონ წარადგენს გუნდს, ეს დღეს და ხვალ არ მოხდება.

- თქვენ, როგორც მრავალი არჩევნების მონაწილე და ხშირად გამარჯვებულიც, როგორ ფიქრობთ, როგორი იყო საპრეზიდენტო არჩევნები: ცუდი, კარგი, იდეალური თუ იდეალურთან მიახლოებული?

- ყველაფერი ფარდობითია და წინა არჩევნებთან შედარებით ეს იყო ნამდვილად იდეალურთან მიახლოებული. მიმაჩნია, რომ წინა წლებში არჩევნებში კი არა, ომში ვიყავით, სადაც მოწინააღმდეგე ყველა ხერხს იყენებდა: ძალადობას, ხალხის დაშინებას, საარჩევნო უბნებიდან ყუთების გატაცებას, ნიღბიანების ძალას და ა.შ. ამჯერად ამომრჩეველი გაოცებული იყო, რომ არავინ აიძულებდა კონკრეტული პოლიტიკური ძალისთვის ხმის მიცემას, მხარდამჭერთა სიების მიტანას, არავინ ემუქრებოდა სამსახურიდან გაგდებით ან ოჯახის წევრების დასჯით, ამიტომაც ხალხი თითქოს დაბნეულიც კი იყო.

- თუმცა, ამ არჩევნებში იყო დაბალი აქტივობა...

- შარშან საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა ძალიან მაღალი იყო, რადგან გადამწყვეტი ეტაპი ედგა სახელმწიფოს. შარშანდელთან შედარებით ელექტორატის აქტივობა 12%-ით დაბალი იყო, რაც იმან გამოიწვია, რომ სიები ხელოვნურად გაბერილი არ იყო. ჩვენ მკვდარი სულებისგან თითქმის გავწმინდეთ სიები. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი რეგისტრირებულია აქ, მაგრამ ცხოვრობს უცხოეთში. დაბალი აქტივობა იყო ქვემო ქართლშიც, სადაც შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, სომხებითა და აზერბაიჯანელებით დასახლებულ ადგილებს საარჩევნო ხმების ბეღელს ეძახდნენ. იქ ბევრი ამომრჩეველი კი არ მიდიოდა არჩევნებზე, მათ ხმებს აყალბებდნენ. წელს არჩევნები არ გაყალბდა და აქტივობაც, წინა წლებთან შედარებით, დაბალი გამოჩნდა.

- "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ცნობილმა წარმომადგენელმა კახა ლომაიამ, ფაქტობრივად, წყევლა შემოგითვალათ, მიშა არსად წასულა და ის დაწერს თქვენს პოლიტიკურ ნეკროლოგსო.

- თუ იცით, ყვავის ფრთა ხომ არ დაუწვავს, როდესაც იწყევლებოდა? მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცას ფანატიკურად უყვარს სააკაშვილი, მიშიზმი და "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობა დასრულდა. დასასრული ორგვარი შეიძლება იყოს - ერთი, როდესაც ხელისუფლებაში მოდიხარ და ყველას ანადგურებ, ისე, როგორც ეს "ნაციონალებმა" გააკეთეს, დარჩნენ მხოლოდ თვითონ და შევარდნაძის გუნდის წევრები ან დაიჭირეს, ან სხვა ხერხებით გაანადგურეს და მეორე: ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მარგინალურ ძალას კულტურულად, არჩევნების გზით აძლევ ყოფნა-არყოფნის შესაძლებლობას, შენ კი ატარებ რეფორმებს. ბუნებრივია, პოლიტიკური ძალა, რომელმაც ვერაფერი კეთილად დასამახსოვრებელი ვერ დაუტოვა საზოგადოებას, თანდათან ქრება. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ არჩევნების დროს ქვეყნის პრეზიდენტი კვლავ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი იყო, "ნაციონალური" ნარჩენების გვერდით გვიწევდა არჩევნებისთვის მზადება, "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები იყვნენ ქალაქის მერები, საკრებულოები, გამგებლების დიდი ნაწილი.

- ბოლო დროს საზოგადოება მიიჩნევს, რომ თუ სააკაშვილს და მის რეჟიმს არ გაასამართლებთ, დაბრუნდება და თვითონ გაგასამართლებთ.

- ეგ ვერ გაგვასამართლებს, მაგრამ თუ ყველა დამნაშავეს პასუხს არ ვაგებინებთ და არ გავასამართლებთ, ხალხი ჩვენ გაგვასამართლებს.

უნდა მოეკითხოს ყველა იმ ადამიანს, ვინც ბინძურ საქმეებშია გარეული, მაგრამ თუ სამართლებრივი საფუძველი მტკიცე არ იქნება, ანგარიშსწორებას დაემსგავსება.

იხილეთ სტატია სრულად Kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა