Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საბავშვო ჟურნალი გოგონებისა და ბიჭებისთვის ცალ-ცალკე გაიყიდება
საბავშვო ჟურნალი გოგონებისა და ბიჭებისთვის ცალ-ცალკე გაიყიდება

შე­მეც­ნე­ბით-გა­სარ­თო­ბი ჟურ­ნა­ლის - "სა­ბავ­შვო კა­რუ­სე­ლის" რე­დაქ­ცია მშობ­ლებ­სა და პა­ტა­რა მკი­თხვე­ლებს უპ­რე­ცე­დენ­ტო სი­ახ­ლეს სთა­ვა­ზობს. ჟურ­ნა­ლის რე­დაქ­ცია გო­გო­ნე­ბი­სა და ბი­ჭე­ბის­თვის ცალ-ცალ­კე ნომ­რე­ბის გა­მოშ­ვე­ბას გეგ­მავს. შე­სა­ბა­მი­სად, მალე სა­გა­ზე­თო ჯი­ხუ­რებ­ში "სა­ბავ­შვო კა­რუ­სე­ლი ბი­ჭე­ბის­თვის" და "სა­ბავ­შვო კა­რუ­სე­ლი გო­გო­ნე­ბის­თვის" გა­ი­ყი­დე­ბა.

რო­გორც "სა­ბავ­შვო კა­რუ­სე­ლის" რე­დაქ­ცი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, ორ ნა­წი­ლად ჟურ­ნა­ლი მხო­ლოდ თვე­ში ერთხელ, თვის ბოლო პა­რას­კევს გა­მო­ვა. და­ნარ­ჩე­ნი სამი პა­რას­კე­ვის გან­მავ­ლო­ბა­ში კი ჟურ­ნალს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფორ­მა­ტი ექ­ნე­ბა. პირ­ველ გა­ორ­მა­გე­ბულ ნო­მერს პა­ტა­რა მკი­თხვე­ლი 29 ნო­ემ­ბერს იხი­ლავს. ბი­ჭე­ბის ჟურ­ნალს თან ახ­ლდე­ბა სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი ასა­წყო­ბი თვითმფრი­ნა­ვე­ბი, გო­გო­ნე­ბი­სას კი წიგ­ნი სი­ურპრი­ზი - "მე და ჩემი ბე­ბი­კო". ხმო­ვა­ნი წიგ­ნე­ბის სე­რია კი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ახ­ლავს ჟურ­ნალს, და­ნარ­ჩე­ნი სამი პა­რას­კე­ვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­უ­ლებ­რივ გაგ­ძელ­დე­ბა.

"ამ სი­ახ­ლეს ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი აქვს - ჟურ­ნა­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ერ­გოს პა­ტა­რე­ბის გე­მოვ­ნე­ბას და მო­თხოვ­ნებს. აქამ­დეც ასე იყო, თუმ­ცა გა­მოკ­ვე­თი­ლად გო­გო­ნე­ბის­თვის და ბი­ჭე­ბის­თვის მომ­ზა­დე­ბულ მა­სა­ლებს მკი­თხველს პირ­ვე­ლად შევ­თა­ვა­ზებთ", - აცხა­დე­ბენ რე­დაქ­ცი­ა­ში.

შე­მეც­ნე­ბით-გა­სარ­თო­ბი ჟურ­ნა­ლი "სა­ბავ­შვო კა­რუ­სე­ლი" 2004 წლი­დან გა­მო­დის და გან­კუთ­ვნი­ლია 4-დან 10 წლამ­დე მო­ზარ­დე­ბის­თვის. ჟურ­ნალ­ში ქვეყ­ნდე­ბა შე­მეც­ნე­ბით-გა­სარ­თო­ბი მა­სა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც რო­გორც ქარ­თვე­ლი, ასე­ვე უცხო­ე­ლი პე­და­გოგ-ფსი­ქო­ლო­გე­ბის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ გან­მა­ვი­თა­რე­ბელ სა­ვარ­ჯი­შო­ებს ეყ­რდნო­ბა და მო­ზარ­დის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი უნა­რე­ბის გან­მტკი­ცე­ბას უწყობს ხელს.

"თა­მა­შე­ბი, რომ­ლე­ბიც ბავ­შვის ლო­გი­კას, ყუ­რა­დღე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ას, დაკ­ვირ­ვე­ბის უნარს უვი­თა­რებს, მო­ზარდს უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი ამო­ცა­ნე­ბის გა­და­წყვე­ტა­შიც და­ეხ­მა­რე­ბა. გარ­და ამი­სა, სა­სურ­ვე­ლია ბავ­შვს პირ­ვე­ლი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტი ბეჭ­დურ გა­მო­ცე­მას­თან ჰქონ­დეს და არა კომ­პი­უ­ტერ­თან. ეს კი­თხვი­სად­მი და წიგ­ნი­სად­მი სწორ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­საც გა­ნა­პი­რო­ბებს. ამი­ტომ ვცდი­ლობთ, რომ ბეჭ­დუ­რი გა­მო­ცე­მა ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც ისე­თი­ვე მიმ­ზიდ­ვე­ლი იყოს მათ­თვის, რო­გორც საყ­ვა­რე­ლი მულტპერ­სო­ნა­ჟე­ბი. "სა­ბავ­შვო კა­რუ­სე­ლი" გო­გო­ნე­ბის­თვის და ბი­ჭე­ბის­თვის ამის კი­დევ ერთი მცდე­ლო­ბაა" - გან­მარ­ტა­ვენ "სა­ბავ­შვო კა­რუ­სელ­ში".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

საბავშვო ჟურნალი გოგონებისა და ბიჭებისთვის ცალ-ცალკე გაიყიდება

საბავშვო ჟურნალი გოგონებისა და ბიჭებისთვის ცალ-ცალკე გაიყიდება

შემეცნებით-გასართობი ჟურნალის - "საბავშვო კარუსელის" რედაქცია მშობლებსა და პატარა მკითხველებს უპრეცედენტო სიახლეს სთავაზობს. ჟურნალის რედაქცია გოგონებისა და ბიჭებისთვის ცალ-ცალკე ნომრების გამოშვებას გეგმავს. შესაბამისად, მალე საგაზეთო ჯიხურებში "საბავშვო კარუსელი ბიჭებისთვის" და "საბავშვო კარუსელი გოგონებისთვის" გაიყიდება.

როგორც "საბავშვო კარუსელის" რედაქციაში განმარტავენ, ორ ნაწილად ჟურნალი მხოლოდ თვეში ერთხელ, თვის ბოლო პარასკევს გამოვა. დანარჩენი სამი პარასკევის განმავლობაში კი ჟურნალს ჩვეულებრივი ფორმატი ექნება. პირველ გაორმაგებულ ნომერს პატარა მკითხველი 29 ნოემბერს იხილავს. ბიჭების ჟურნალს თან ახლდება სამგანზომილებიანი ასაწყობი თვითმფრინავები, გოგონებისას კი წიგნი სიურპრიზი - "მე და ჩემი ბებიკო". ხმოვანი წიგნების სერია კი, რომელიც ამჟამად ახლავს ჟურნალს, დანარჩენი სამი პარასკევის განმავლობაში ჩვეულებრივ გაგძელდება.

"ამ სიახლეს ერთადერთი მიზანი აქვს - ჟურნალი მაქსიმალურად მოერგოს პატარების გემოვნებას და მოთხოვნებს. აქამდეც ასე იყო, თუმცა გამოკვეთილად გოგონებისთვის და ბიჭებისთვის მომზადებულ მასალებს მკითხველს პირველად შევთავაზებთ", - აცხადებენ რედაქციაში.

შემეცნებით-გასართობი ჟურნალი "საბავშვო კარუსელი" 2004 წლიდან გამოდის და განკუთვნილია 4-დან 10 წლამდე მოზარდებისთვის. ჟურნალში ქვეყნდება შემეცნებით-გასართობი მასალები, რომლებიც როგორც ქართველი, ასევე უცხოელი პედაგოგ-ფსიქოლოგების მიერ შემუშავებულ განმავითარებელ სავარჯიშოებს ეყრდნობა და მოზარდის ინტელექტუალური უნარების განმტკიცებას უწყობს ხელს.

"თამაშები, რომლებიც ბავშვის ლოგიკას, ყურადღების კონცენტრაციას, დაკვირვების უნარს უვითარებს, მოზარდს უფრო სერიოზული ამოცანების გადაწყვეტაშიც დაეხმარება. გარდა ამისა, სასურველია ბავშვს პირველი ინტელექტუალური კონტაქტი ბეჭდურ გამოცემასთან ჰქონდეს და არა კომპიუტერთან. ეს კითხვისადმი და წიგნისადმი სწორ დამოკიდებულებასაც განაპირობებს. ამიტომ ვცდილობთ, რომ ბეჭდური გამოცემა ვიზუალურადაც ისეთივე მიმზიდველი იყოს მათთვის, როგორც საყვარელი მულტპერსონაჟები. "საბავშვო კარუსელი" გოგონებისთვის და ბიჭებისთვის ამის კიდევ ერთი მცდელობაა" - განმარტავენ "საბავშვო კარუსელში".

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები