პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვისგან ელოდა მეტ ყურადღებას ბაჩო ახალაიას მეუღლე - ანი ნადარეიშვილი ექსკლუზიურ დეტალებს ყვება
ვისგან ელოდა მეტ ყურადღებას ბაჩო ახალაიას მეუღლე - ანი ნადარეიშვილი ექსკლუზიურ დეტალებს ყვება

ვის­გან ელო­და მეტ ყუ­რა­დღე­ბას ბაჩო ახა­ლა­ი­ას მე­უღ­ლე და რა მხარ­და­ჭე­რას გრძნობ­და ის ამ ხნის მან­ძილ­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის­გან". "ამ­ბე­ბი.ge"-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ანი ნა­და­რე­იშ­ვი­ლი ექ­სკლუ­ზი­ურ დე­ტა­ლებს ყვე­ბა.

- ანი, რა შე­იც­ვა­ლა შენს ცხოვ­რე­ბა­ში 2012 წლის 7 ნო­ემ­ბრის შე­დეგ, - რაც ბაჩო და­ა­კა­ვეს?

- 2012 წლის 7 ნო­ემ­ბრი­დან ჩემი ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა, აღ­მოვ­ჩნდი დიდ და უსა­მარ­თლო ბრძო­ლა­ში ჩარ­თუ­ლი ჩემი უძ­ლი­ე­რე­სი მე­ო­რე ნა­ხევ­რის გა­რე­შე, თუმ­ცა მარ­ტო არ­ცერ­თი წუთი არ ვყო­ფილ­ვარ, რა­მაც თა­ვის­თა­ვად უფრო მეტი ძალა მომ­ცა იმის­თვის, რომ მებ­რძო­ლა ბა­ჩოს სი­მარ­თლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად. მივ­ხვდი, რომ უმოქ­მე­დო­ბით და დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­ვარ­დნით ბა­ჩოს ვე­რაფ­რით და­ვეხ­მა­რე­ბო­დი.

- რო­გორ აი­სა­ხა ეს შვი­ლებ­ზე? იმ­დენ რა­მეს ამ­ბო­ბენ ახა­ლა­ი­ა­ზე...

- რო­დე­საც ბაჩო და­ა­კა­ვეს, ჩვე­ნი პა­ტა­რა 6 თვის იყო, ისე აიდ­გა ფეხი, ისე თქვა პირ­ვე­ლი სი­ტყვე­ბი, რომ ტყვე­ო­ბა­ში მყო­ფი მამა არ უნა­ხავს. ეხლა წლი­ნა­ხევ­რი­საა და სუ­რა­თე­ბით ცნობს თა­ვის მა­მი­კოს, მთხოვს ხოლ­მე ტე­ლე­ვი­ზორ­ში ჩა­ვურ­თო მამა, მერე მი­დის, ეფე­რე­ბა და კოც­ნის. ჩემ­თვის ამის ყუ­რე­ბა ძა­ლი­ან მძი­მეა, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში თავს ვერ ვი­კა­ვებ ხოლ­მე ცრემ­ლე­ბის­გან, უცებ წარ­მო­ვიდ­გენ, ბა­ჩოს რო­გორ ენატ­რე­ბა თა­ვი­სი ოჯა­ხი და შვი­ლე­ბი...

- ხში­რად ამ­ბო­ბენ, ანი ნა­და­რე­იშ­ვი­ლი თავს არ ზო­გავს ქმრის იმი­ჯის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვი­სო, ად­რეც მებ­რძო­ლი იყა­ვი? თუ გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა შეგცვა­ლა?

- სა­ერ­თოდ, ბუ­ნე­ბით არ ვარ დეპ­რე­სი­უ­ლი, ყო­ველ­თვის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ გა­მო­სა­ვა­ლი არ­სე­ბობს და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მქო­ნია მძი­მე პე­რი­ო­დე­ბი ცხოვ­რე­ბა­ში, ასეთ დიდ მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს­თან პი­რის­პირ არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ვის წი­ნა­აღ­მდეგ გვი­წევს ბრძო­ლა - დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­საც ის­ტე­რი­უ­ლად ეში­ნია ბა­ჩოს გა­მოშ­ვე­ბა ცი­ხი­დან და კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­რო, რო­მელ­საც თა­ვი­სი რე­ვან­შის­ტუ­ლი ან­გა­რი­შე­ბი აქვს ჩემს ოჯახ­თან და რა თქმა უნდა, რუ­სუ­ლი ბო­რო­ტე­ბის მან­ქა­ნა, რომ­ლის ოც­ნე­ბაა, ყვე­ლა ქარ­თვე­ლი პატ­რი­ო­ტის დას­ჯა, ვინც სა­ქარ­თვე­ლოს აღმშე­ნებ­ლო­ბა­ში წვლი­ლი შე­ტა­ნა. ჩემი წი­ნაპ­რე­ბის ცხოვ­რე­ბაც არა­სო­დეს ყო­ფი­ლა ია-ვარ­დით მო­ფე­ნი­ლი და სულ ბრძო­ლა­ში იყ­ვნენ: გა­და­სახ­ლე­ბე­ბი, დახ­ვრე­ტე­ბი, ომე­ბი და ათა­სი უბე­დუ­რე­ბა გა­მო­ი­ა­რეს. მეც მათი სის­ხლი მიჩ­ქეფს და გე­ნე­ტი­კუ­რად, ალ­ბათ, არის ჩემ­ში მებ­რძო­ლი ხა­სი­ა­თი.

- გოგა ხა­ჩი­ძემ სა­ჯა­როდ და­წე­რა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, რომ ყვე­ლა­ზე მებ­რძო­ლი ქალი ხარ და ამა­ყობს შე­ნით, თუ გრძნობ მსგავს მხარ­და­ჭე­რას და თა­ნაგ­რძნო­ბას სხვა ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის მხრი­დან?

- კი, ვგრძნობ, მწე­რენ, მამ­ხნე­ვე­ბენ. თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი­სა­გან უფრო მეტ მხარ­და­ჭე­რას და გვერ­დში დგო­მას მო­ვე­ლო­დი, ზო­გი­ერ­თი­სა­გან კი პი­რი­ქით, არც მე­გო­ნა, რომ ასე ახ­ლოს მი­ი­ტან­დნენ გულ­თან ამ მდგო­მა­რე­ო­ბას. ალ­ბათ, ეს ბუ­ნებ­რი­ვია და ამა­ში არა­ფე­რი გა­საკ­ვი­რი არ არის.

- უშუ­ა­ლოდ პრე­ზი­დენ­ტის მხარ­და­ჭე­რა თუ მი­ი­ღე, არ ვგუ­ლის­ხმობ სა­ჯა­რო გა­მოს­ვლებს, პი­რა­დი კონ­ტაქ­ტი თუ გქონ­და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან?

- კი, რამ­დე­ნი­მე­ჯერ შევ­ხვდით და მისი მხრი­დან მუდ­მივ მხარ­და­ჭე­რას ვგრძნობ­დი.

- ვრცელ­დე­ბა აზრი, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" გა­წი­რეს ახა­ლა­ია, რო­გორ ფიქ­რობ, ასეა?

- არა! მე არ ვიცი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ვინ რას ფიქ­რობს. ეს არც არის სა­ინ­ტე­რე­სო. ერთი რამ შე­მიძ­ლია გი­თხრათ, ბა­ჩოს­თა­ნა მებ­რძო­ლე­ბი "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" წარ­მო­ად­გე­ნენ და ისიც ვიცი, რომ სა­ერ­თო საქ­მეა გა­სა­კე­თე­ბე­ლი, რომ სა­ქარ­თვე­ლომ უკუს­ვლა არ გა­ნაგ­რძოს, ის უკუს­ვლა, რო­მე­ლიც 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ და­ი­წყო.

- ხში­რად ამ­ბო­ბენ, ბა­ჩომ თუ ხმა ამო­ი­ღო, ნა­ცი­ო­ნა­ლებს ცუ­დად ექ­ნე­ბათ საქ­მე, შე­საძ­ლოა, მარ­თლაც ჰქონ­დეს ბა­ჩოს ისე­თი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ­საც ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბა შე­უძ­ლია?

- ასე­თი ტი­პის კი­თხვა ძა­ლი­ან შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია ბა­ჩოს­თვის და ჩემ­თვის. ჯერ ერთი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს და მის გუნდს ბა­ჩოს ჩათ­ვლით ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი რამ გა­უ­კე­თე­ბია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და ამას სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რაც დრო გავა უფრო მე­ტად და მე­ტად და­ა­ფა­სე­ბენ. მე­ო­რეც, მი­უ­ხე­და­ვად ახალ­გაზ­რდუ­ლი ასა­კი­სა, ბა­ჩომ თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბით, და თუნ­დაც ამ ერთი წლით, რაც ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის მძე­ვა­ლია, და­ამ­ტკი­ცა, რომ არის ბრძო­ლის და ერ­თგუ­ლე­ბის მა­გა­ლი­თი. სხვა­თა შო­რის, ამის გა­მოც ატა­რებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მის წი­ნა­აღ­მდეგ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან სა­დამ­სჯე­ლო კამ­პა­ნი­ას.

- რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნია მო­მა­ვა­ლი, უშ­ვებ რომ ბაჩო ახა­ლა­ია რამ­დე­ნი­მე წლით და­ა­პა­ტიმ­რონ?

- ყვე­ლამ და­ი­ნა­ხა, რომ ის მარ­თა­ლი ადა­მი­ა­ნია, ამა­ყობს სა­კუ­თა­რი სა­ხელ­მწი­ფო­თი და იმ საქ­მით, რაც ამ სა­ხელ­მწი­ფოს­თვის გა­უ­კე­თე­ბია, არ ეში­ნია კი­თხვე­ბის, და ყვე­ლა კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი აქვს. სწო­რედ ამ პა­სუ­ხე­ბის გამო ეში­ნია მოქ­მედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც, თუმ­ცა ასეთ ადა­მი­ანს ვერ გა­უ­ყუ­ჩებ ბრძო­ლის ჟინს, თუნ­დაც სა­პყრო­ბი­ლე­ში და დიდი ხნით ვერ გა­მო­კე­ტავ. ასე რომ, ყვე­ლა­ფე­რი წინ არის. მან და მეც ვი­ცო­დით, რაც იყო მო­სა­ლოდ­ნე­ლი, თუმ­ცა ერთი ნა­ბი­ჯით არ და­უ­ხე­ვია უკან. მე მგო­ნი, მას სწო­რედ ეს გა­მოწ­ვე­ვე­ბი აცო­ცხლებს.

ხა­თუ­ნა გაგ­ნი­ძე, ამ­ბე­ბი.ge

ვისგან ელოდა მეტ ყურადღებას ბაჩო ახალაიას მეუღლე - ანი ნადარეიშვილი ექსკლუზიურ დეტალებს ყვება

ვისგან ელოდა მეტ ყურადღებას ბაჩო ახალაიას მეუღლე - ანი ნადარეიშვილი ექსკლუზიურ დეტალებს ყვება

ვისგან ელოდა მეტ ყურადღებას ბაჩო ახალაიას მეუღლე და რა მხარდაჭერას გრძნობდა ის ამ ხნის მანძილზე "ნაციონალებისგან". "ამბები.ge"-სთან ინტერვიუში ანი ნადარეიშვილი ექსკლუზიურ დეტალებს ყვება.

- ანი, რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში 2012 წლის 7 ნოემბრის შედეგ, - რაც ბაჩო დააკავეს?

- 2012 წლის 7 ნოემბრიდან ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, აღმოვჩნდი დიდ და უსამართლო ბრძოლაში ჩართული ჩემი უძლიერესი მეორე ნახევრის გარეშე, თუმცა მარტო არცერთი წუთი არ ვყოფილვარ, რამაც თავისთავად უფრო მეტი ძალა მომცა იმისთვის, რომ მებრძოლა ბაჩოს სიმართლის დასამტკიცებლად. მივხვდი, რომ უმოქმედობით და დეპრესიაში ჩავარდნით ბაჩოს ვერაფრით დავეხმარებოდი.

- როგორ აისახა ეს შვილებზე? იმდენ რამეს ამბობენ ახალაიაზე...

- როდესაც ბაჩო დააკავეს, ჩვენი პატარა 6 თვის იყო, ისე აიდგა ფეხი, ისე თქვა პირველი სიტყვები, რომ ტყვეობაში მყოფი მამა არ უნახავს. ეხლა წლინახევრისაა და სურათებით ცნობს თავის მამიკოს, მთხოვს ხოლმე ტელევიზორში ჩავურთო მამა, მერე მიდის, ეფერება და კოცნის. ჩემთვის ამის ყურება ძალიან მძიმეა, ხშირ შემთხვევაში თავს ვერ ვიკავებ ხოლმე ცრემლებისგან, უცებ წარმოვიდგენ, ბაჩოს როგორ ენატრება თავისი ოჯახი და შვილები...

- ხშირად ამბობენ, ანი ნადარეიშვილი თავს არ ზოგავს ქმრის იმიჯის რეაბილიტაციისთვისო, ადრეც მებრძოლი იყავი? თუ განვითარებულმა მოვლენებმა შეგცვალა?

- საერთოდ, ბუნებით არ ვარ დეპრესიული, ყოველთვის დარწმუნებული ვარ, რომ გამოსავალი არსებობს და მიუხედავად იმისა, რომ მქონია მძიმე პერიოდები ცხოვრებაში, ასეთ დიდ მოწინააღმდეგესთან პირისპირ არასოდეს ვყოფილვარ. წარმოიდგინეთ, ვის წინააღმდეგ გვიწევს ბრძოლა - დღევანდელი ხელისუფლება, რომელსაც ისტერიულად ეშინია ბაჩოს გამოშვება ციხიდან და კრიმინალური სამყარო, რომელსაც თავისი რევანშისტული ანგარიშები აქვს ჩემს ოჯახთან და რა თქმა უნდა, რუსული ბოროტების მანქანა, რომლის ოცნებაა, ყველა ქართველი პატრიოტის დასჯა, ვინც საქართველოს აღმშენებლობაში წვლილი შეტანა. ჩემი წინაპრების ცხოვრებაც არასოდეს ყოფილა ია-ვარდით მოფენილი და სულ ბრძოლაში იყვნენ: გადასახლებები, დახვრეტები, ომები და ათასი უბედურება გამოიარეს. მეც მათი სისხლი მიჩქეფს და გენეტიკურად, ალბათ, არის ჩემში მებრძოლი ხასიათი.

- გოგა ხაჩიძემ საჯაროდ დაწერა სოციალურ ქსელში, რომ ყველაზე მებრძოლი ქალი ხარ და ამაყობს შენით, თუ გრძნობ მსგავს მხარდაჭერას და თანაგრძნობას სხვა ნაციონალების მხრიდან?

- კი, ვგრძნობ, მწერენ, მამხნევებენ. თუმცა ზოგიერთისაგან უფრო მეტ მხარდაჭერას და გვერდში დგომას მოველოდი, ზოგიერთისაგან კი პირიქით, არც მეგონა, რომ ასე ახლოს მიიტანდნენ გულთან ამ მდგომარეობას. ალბათ, ეს ბუნებრივია და ამაში არაფერი გასაკვირი არ არის.

- უშუალოდ პრეზიდენტის მხარდაჭერა თუ მიიღე, არ ვგულისხმობ საჯარო გამოსვლებს, პირადი კონტაქტი თუ გქონდა ამ ხნის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილთან?

- კი, რამდენიმეჯერ შევხვდით და მისი მხრიდან მუდმივ მხარდაჭერას ვგრძნობდი.

- ვრცელდება აზრი, რომ "ნაციონალებმა" გაწირეს ახალაია, როგორ ფიქრობ, ასეა?

- არა! მე არ ვიცი, ინდივიდუალურად ვინ რას ფიქრობს. ეს არც არის საინტერესო. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ბაჩოსთანა მებრძოლები "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენენ და ისიც ვიცი, რომ საერთო საქმეა გასაკეთებელი, რომ საქართველომ უკუსვლა არ განაგრძოს, ის უკუსვლა, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო.

- ხშირად ამბობენ, ბაჩომ თუ ხმა ამოიღო, ნაციონალებს ცუდად ექნებათ საქმე, შესაძლოა, მართლაც ჰქონდეს ბაჩოს ისეთი ინფორმაცია, რომელსაც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების გამოაშკარავება შეუძლია?

- ასეთი ტიპის კითხვა ძალიან შეურაცხმყოფელია ბაჩოსთვის და ჩემთვის. ჯერ ერთი, მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს ბაჩოს ჩათვლით ძალიან ბევრი კარგი რამ გაუკეთებია საქართველოსთვის და ამას საქართველოს მოქალაქეები, რაც დრო გავა უფრო მეტად და მეტად დააფასებენ. მეორეც, მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ბაჩომ თავისი ცხოვრებით, და თუნდაც ამ ერთი წლით, რაც ქართული ოცნების მძევალია, დაამტკიცა, რომ არის ბრძოლის და ერთგულების მაგალითი. სხვათა შორის, ამის გამოც ატარებს "ქართული ოცნება" მის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან სადამსჯელო კამპანიას.

- როგორ წარმოგიდგენია მომავალი, უშვებ რომ ბაჩო ახალაია რამდენიმე წლით დააპატიმრონ?

- ყველამ დაინახა, რომ ის მართალი ადამიანია, ამაყობს საკუთარი სახელმწიფოთი და იმ საქმით, რაც ამ სახელმწიფოსთვის გაუკეთებია, არ ეშინია კითხვების, და ყველა კითხვაზე პასუხი აქვს. სწორედ ამ პასუხების გამო ეშინია მოქმედ ხელისუფლებასაც, თუმცა ასეთ ადამიანს ვერ გაუყუჩებ ბრძოლის ჟინს, თუნდაც საპყრობილეში და დიდი ხნით ვერ გამოკეტავ. ასე რომ, ყველაფერი წინ არის. მან და მეც ვიცოდით, რაც იყო მოსალოდნელი, თუმცა ერთი ნაბიჯით არ დაუხევია უკან. მე მგონი, მას სწორედ ეს გამოწვევები აცოცხლებს.

ხათუნა გაგნიძე, ამბები.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია