პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეგეოსის ზღვაში ჩაძირული ქართული ეკიპაჟის კაპიტნის ოჯახი დახმარებას ითხოვს
ეგეოსის ზღვაში ჩაძირული ქართული ეკიპაჟის კაპიტნის ოჯახი დახმარებას ითხოვს

ეგე­ო­სის ზღვა­ში ჩა­ძი­რუ­ლი სატ­ვირ­თო გე­მის, "სტე­ლას" კა­პიტ­ნის ლე­ვან თე­ბი­ძის ოჯა­ხი დახ­მა­რე­ბას ითხოვს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" კა­პიტ­ნის ძმამ, ირაკ­ლი თე­ბი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, მისი ძმის პოვ­ნა ამ დრომ­დე არ მო­ხერ­ხდა, ეკი­პა­ჟის გა­დარ­ჩე­ნილ წევ­რებ­თან კი, კონ­ტაქ­ტი აქვს და ისი­ნი სა­ბერ­ძნეთ­ში და­კი­თხვა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან.

"მე­ზღვა­უ­რე­ბი და­კი­თხვა­ზე არი­ან, ჩემი ძმა კი ამ დრომ­დე ვერ იპო­ვეს. რო­გორც მე­უბ­ნე­ბი­ან, სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ვი­ცით, რომ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კონ­ტროლ­ზე ჰყავს აყ­ვა­ნი­ლი საქ­მე და სა­ბერ­ძნეთ­ში კონ­სუ­ლი საქ­მის კურ­სშია. მჯე­რა, რომ სა­ბერ­ძნე­თი ყუ­რა­დღე­ბას არ მო­აკ­ლებს ამ საქ­მეს, სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­და­ნაც ეჭვი არ უნდა შე­მე­პა­როს, რად­გან სა­ხელ­მწი­ფო დო­ნე­ზე წყდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი", - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი თე­ბი­ძემ.

"სტე­ლას" ეკი­პა­ჟის ექ­ვსი­ვე წევ­რი ეროვ­ნე­ბით ქარ­თვე­ლია. გა­დარ­ჩე­ნი­ლი ხუთი მე­ზღვა­უ­რი სა­ბერ­ძნეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა. სატ­ვირ­თო გემი თურ­ქე­თის პორტ ალი­ა­გა­დან კვიპ­რო­სის­კენ მი­ე­მარ­თე­ბო­და. მის ბორტზე ტვირ­თი არ იყო. გე­მი­დან წა­მო­სუ­ლი გან­გა­შის სიგ­ნა­ლის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე, სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში ჩა­ერ­თო სა­ბერ­ძნე­თის სა­ნა­პი­რო დაც­ვის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რი, რო­მელ­მაც ავა­რი­ის რა­ი­ონ­ში კუნ­ძულ რო­დო­სი­დან ვერ­ტმფრე­ნი და სა­სა­ზღვრო კა­ტარ­ღა გაგ­ზავ­ნა. ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად, ნა­პოვ­ნი ხუ­თი­ვე ქარ­თვე­ლი ვერ­ტმფრე­ნით კუნ­ძულ რო­დო­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­აგ­ზავ­ნეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mr.j
0

გვენატრები ლევან ! 

Mr.J
0

გვენატრები ლევან.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ეგეოსის ზღვაში ჩაძირული ქართული ეკიპაჟის კაპიტნის ოჯახი დახმარებას ითხოვს

ეგეოსის ზღვაში ჩაძირული ქართული ეკიპაჟის კაპიტნის ოჯახი დახმარებას ითხოვს

ეგეოსის ზღვაში ჩაძირული სატვირთო გემის, "სტელას" კაპიტნის ლევან თებიძის ოჯახი დახმარებას ითხოვს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კაპიტნის ძმამ, ირაკლი თებიძემ განუცხადა, მისი ძმის პოვნა ამ დრომდე არ მოხერხდა, ეკიპაჟის გადარჩენილ წევრებთან კი, კონტაქტი აქვს და ისინი საბერძნეთში დაკითხვაზე იმყოფებიან.

"მეზღვაურები დაკითხვაზე არიან, ჩემი ძმა კი ამ დრომდე ვერ იპოვეს. როგორც მეუბნებიან, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ვიცით, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტროლზე ჰყავს აყვანილი საქმე და საბერძნეთში კონსული საქმის კურსშია. მჯერა, რომ საბერძნეთი ყურადღებას არ მოაკლებს ამ საქმეს, საქართველოს მხრიდანაც ეჭვი არ უნდა შემეპაროს, რადგან სახელმწიფო დონეზე წყდება ყველაფერი", - აღნიშნა ირაკლი თებიძემ.

"სტელას" ეკიპაჟის ექვსივე წევრი ეროვნებით ქართველია. გადარჩენილი ხუთი მეზღვაური საბერძნეთში იმყოფება. სატვირთო გემი თურქეთის პორტ ალიაგადან კვიპროსისკენ მიემართებოდა. მის ბორტზე ტვირთი არ იყო. გემიდან წამოსული განგაშის სიგნალის მიღებისთანავე, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო საბერძნეთის სანაპირო დაცვის შესაბამისი სამსახური, რომელმაც ავარიის რაიონში კუნძულ როდოსიდან ვერტმფრენი და სასაზღვრო კატარღა გაგზავნა. ოპერაციის შედეგად, ნაპოვნი ხუთივე ქართველი ვერტმფრენით კუნძულ როდოსის საავადმყოფოში გადააგზავნეს.

"ინტერპრესნიუსი"