პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდება ჩვენი ქვეყნის სექსინდუსტრიაში?! - ინტერვიუ მეძავთან
რა ხდება ჩვენი ქვეყნის სექსინდუსტრიაში?! - ინტერვიუ მეძავთან

არც კი ვიცი, სა­ი­დან და­ვი­წყო... ამ დღე­ებ­ში ერთი უწე­სო რამ ჩა­ვი­დი­ნე. ძა­ლი­ან გთხოვთ, ეს სტა­ტია არას­რულ­წლოვ­ნებს არ წა­ა­კი­თხოთ. დე­დე­ბო და მა­მე­ბო, ბე­ბი­ე­ბო და ბა­ბუ­ე­ბო, დე­ი­დე­ბო და ბი­ძი­ე­ბო, რო­გორც კი გა­ზე­თის ამ გვერდს წა­ი­კი­თხავთ, ან სად­მე გა­და­მა­ლეთ, ან კი­დევ დაწ­ვით!

მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო. დი­დუ­ბის ხი­დი­სა და ქსნის ქუ­ჩის მო­ნაკ­ვე­თი. აქ 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში დგა­ნან მე­ძა­ვე­ბი. თუმ­ცა აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა სა­ღა­მოს 8 სა­ა­თი­დან იწყე­ბა, შე­ბინ­დე­ბი­სას. მე­ძავს რა უნდა და ბნე­ლი ღა­მეო... ყო­ველ ათ მეტრში დგა­ნან და ელო­დე­ბი­ან სარ­ფი­ან კლი­ენტს. არი­ან გამ­ხდრე­ბიც, სა­შუ­ა­ლო­ე­ბიც და ნა­მე­ტა­ნი მსუქ­ნე­ბიც. ზო­გი­ერ­თზე უნებ­ლი­ეთ იფიქ­რებ, ამას მხო­ლოდ ამწე თუ დაძ­რავ­სო. პრინ­ციპ­ში, ალ­ხა­ნას ჩალ­ხა­ნა არ ელე­ვა და ამი­ტომ ხში­რად ასე­თებ­საც ის­ვა­მენ მან­ქა­ნა­ში. რაღა და­გი­მა­ლოთ და... აქ მე­ძა­ვებ­ზე დიდი მო­თხოვ­ნი­ლე­ბაა. ახლა, ნუ და­მი­წყებთ, ასეთ მე­ძა­ვებს მან­ქა­ნას ბან­ძი ადა­მი­ა­ნი თუ გა­უ­ჩე­რებ­სო... მთლად ასეც არ არის საქ­მე, ხში­რად ისე­თი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ჯი­პე­ბი ჩერ­დე­ბი­ან, პირს და­ა­ღებთ. მე პი­რა­დად რამ­დე­ნი­მე სამ­თავ­რო­ბო ნომ­რი­ა­ნი მან­ქა­ნაც შე­მი­ნიშ­ნავს. რო­გორც ჩანს, ყვე­ლა დო­ნის ადა­მი­ან­ში ზის მე­ო­რე "მე", რო­მე­ლიც ხში­რად აი­ძუ­ლებს "პირ­ველს", რა­ღაც იმ­ნა­ი­რი ჩა­ი­დი­ნოს.

სხვა­თა შო­რის, მე­ძა­ვებ­ზე არც სი­ცხე მოქ­მე­დებს, არც სი­ცი­ვე, არც წვი­მა, არც ქარი, არც თოვ­ლი... ის კი არა, ერთ ად­გი­ლას ღამე კო­ცონ­საც კი ან­თე­ბენ ხოლ­მე, კლი­ენ­ტე­ბის მო­ლო­დინ­ში გა­ყი­ნულ ძვლებს ით­ბო­ბენ. მტკვრის სა­ნა­პი­როს ამ მო­ნაკ­ვეთ­ზე მუდ­მი­ვად მო­რი­გე­ობს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია. უბ­რა­ლოდ, აკონ­ტრო­ლე­ბენ სი­ტუ­ა­ცი­ას, რამე ისე­თი არ მოხ­დეს, თო­რემ კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, მე­ძა­ვებს ხმა­საც ვერ გას­ცემ, "პრო­დუქ­ცია" თა­ვი­ან­თია და რო­გორც უნ­დათ, ისე ყი­დი­ან: სექ­სი მან­ქა­ნა­ში - 30-40 ლარი, აბა­ნო­ში წას­ვლა - 50ლარი, სას­ტუმ­რო­ში წას­ვლა - 70 ლარი. ახლა მო­მი­წევს სა­მი­ვე ვა­რი­ან­ტის გან­ხილ­ვა... ესე იგი, და­ვი­წყოთ "სექ­სი მან­ქა­ნა­ში"-დან: დი­დუ­ბის ხიდ­სა და "სო­კა­რის" ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გურს შო­რის არის ვიწ­რო ჩა­სას­ვლე­ლი (ეს ჩა­სას­ვლე­ლი ისე­თი შე­უმ­ჩნე­ვე­ლია, თუ ამ საქ­მე­ში არა ხარ გან­სწავ­ლუ­ლი, ვერ მი­აგ­ნებ), რო­მელ­საც და­ახ­ლო­ე­ბით 300 მეტ­რის გავ­ლის შემ­დეგ მიჰ­ყავ­ხარ ერთ დან­გრე­ულ შე­ნო­ბამ­დე. აი, სწო­რედ ამ შე­ნო­ბას­თან მდე­ბა­რე­ობს ე.წ. ღია ბორ­დე­ლი. მი­ა­ყე­ნებ მან­ქა­ნას, ძმაო, გა­და­უხ­დი მე­ძავს 30 ლარს, თუ არი­ფი ხარ - 40 ლარს და მიდი, მოვ­დი­ვარ!

რაც შე­ე­ხე­ბა აბა­ნოს, ყვე­ლა მე­ძა­ვი, რა­ტომ­ღაც, კი­ე­ვის ქუ­ჩის­კენ გვე­ქა­ჩე­ბა... რო­გორც ჩანს, ამათ კი­ე­ვის ქუ­ჩა­ზე აქვთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი "გა­ფორ­მე­ბუ­ლი". სას­ტუმ­რო­ე­ბი ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბის გა­ყო­ლე­ბა­ზეა, იქვე, სა­ნამ დი­დუ­ბის ხიდ­თან მი­ვალთ. აქ "ძი­რი­თა­დად ბა­რა­კე­ბის სტი­ლის სას­ტუმ­რო­ე­ბია, ვიწ­რო დე­რეფ­ნე­ბი­თა და ასე­ვე, ვიწ­რო ოთა­ხე­ბით. გა­რე­მო არ­ცთუ ისე სუფ­თაა, მაგ­რამ მე­ძა­ვურ "პონტს" აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

ინ­ტერ­ვიუ მე­ძავ­თან

- რა გქვია?

- ეკა.

- რა უნ­დო­და იმ კაცს, რა­ტომ ეჩხუ­ბე­ბო­დი?

- ერთი იმის დე­დაც მოვტ...ან, მთვრა­ლია, ერთი სა­ა­თი უნდა ვე­ჯაჯ­გუ­რო და მა­ინც ვერ გა­ა­თა­ვებს... მე სუფ­თა ვარ, სექ­სი სხვა რა­მეა, სხვი­სი ბინ­ძუ­რი რა­ღა­ცის პირ­ში ჩა­დე­ბა კი­დევ სხვა რამე. სხვა­თა შო­რის, ერთ კაცს მივ­ყა­ვართ ხოლ­მე ხა­შურ­ში, სხვებს ხეთ­ქავს ტ...ვნით, მე ხელს არ მა­კა­რებს, ყვე­ლას ეუბ­ნე­ბა, ეს მა­გა­რი გო­გოა, სხვა რა­მის­თვის მჭირ­დე­ბაო. მა­გა­რი მდი­და­რია, ის ჩე­მი­სა, ფულს მიხ­დის ჩე­უ­ლებ­რი­ვად... ნეტა რა უნდა, რას მი­პი­რებს?

- მე რა ვიცი, რა უნდა? ეგ შენ უნდა იცო­დე.

- შენ ჭკვი­ა­ნი ბიჭი ჩან­ხარ... დედა, ეგ ჭა­ღა­რა თმა რა­ფერ გიხ­დე­ბა?

- მეგ­რე­ლი ხარ?

- არა, გუ­რუ­ლი.

- აქ რომ ვინ­მე ნაც­ნო­ბი "გა­გე­ჩი­თოს", არ გე­ში­ნია?

- არა, ეგე­თი შემ­თხვე­ვა არ ყო­ფი­ლა... თუმ­ცა ერთხელ მაზლს წა­ვა­წყდი, დიდ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობს. და­მარ­ტყა, ერთი თვე ჩა­ლურ­ჯე­ბუ­ლი თვა­ლით დავ­დი­ო­დი. ქმარს გა­ცი­ლე­ბუ­ლი ვარ და მაზ­ლი ვინ ჩემი ფე­ხე­ბია?

- ქმარს რა­ტომ გას­ცილ­დი?

- ტვინს ბურ­ღავ­და.

- რას ჰქვია, ტვინს ბურ­ღავ­და?

- აი, რო­გორც ლოთი და უმუ­შე­ვა­რი ქმრე­ბი ბურ­ღა­ვენ ხოლ­მე.

- გა­სა­გე­ბია... ასე­თი მუ­შა­ო­ბით რამე გა­მო­დის?

- გა­მო­დის.

- და­ახ­ლო­ე­ბით რამ­დე­ნი?

- გა­აჩ­ნია, კლი­ენ­ტი რამ­დე­ნი იქ­ნე­ბა... დღე­ში 200-300 ლარი.

- მა­ინც არა უშავს.

- გან­დო­ნი გაქვს?

- არა.

- აქ რომ მო­დი­ო­დი, რა­ტომ არ იყი­დე?

-და­მა­ვი­წყდა... მე­გო­ნა, შენ გექ­ნე­ბო­და.

- აფ­თი­აქ­ში შე­ვი­ა­როთ, ავი­ღოთ.

- სხვა დროს იყოს.

- რა სხვა დროს იყოს... აბა, რაზე წა­მო­მათ­რიე?

- ფულს გა­და­გიხ­დი, 30 ლარს მოგ­ცემ, შენ­თვის რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს?

- გა­და­ი­ხა­დე... შე ჩემა, მოგ­ზავ­ნი­ლი ხარ?

- მოგ­ზავ­ნი­ლი არა, ისა... გა­და­ვი­ფიქ­რე, ახლა პრე­ზერ­ვა­ტი­ვის ყიდ­ვის თავი არ მაქვს, არ მინ­და, ვინ­მე ნაც­ნობ­მა და­მი­ნა­ხოს აფ­თი­აქ­ში.

- კარ­გი... როცა გინ­და, არ არის პრობ­ლე­მა, ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერს მოგ­ცემ, და­მი­რე­კე.

მე­ძავს პი­რო­ბას ვაძ­ლევ, რომ და­ვუ­რე­კავ... აბა, ასე­თი უბ­რა­ლო რა­მის გამო ხომ არ ვა­წყე­ნი­ნებ? ისე, თუ თქვენ გა­და­წყვი­ტეთ, რომ ღია ბორ­დე­ლით ისარ­გებ­ლოთ, რამ­დე­ნი­მე რჩე­ვას მა­ინც მოგ­ცემთ: 1. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, კარ­გად და­ი­ბა­ნეთ, შე­იძ­ლე­ბა ისე­თი პრე­ტენ­ზი­უ­ლი ქალი შეგ­ხვდეთ, გან­დო­ნი და­გა­ხი­ოთ თავ­ზე. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ დღეს ყვე­ლას გა­ქა­ნე­ბუ­ლი ნევ­რო­ზი აქვს თა­ვი­სი გა­ლო­თე­ბუ­ლი ქმრი­სა და ბედკ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის გამო; 2. სა­ნამ მე­ძავს აიყ­ვანთ, კარ­გად და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ქუჩა, ხომ არ დგას იქვე ტაქ­სი? ეს ის ტაქ­სი არ გახ­ლავთ, თქვენ რომ გგო­ნი­ათ, სუ­ტე­ნი­ო­რი გით­ვალ­თვა­ლებთ და მან­ქა­ნის ნო­მერ­საც იწერს. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, მო­ბი­ლუ­რი­თაც გი­ღებ­დეთ; 3. თუ 30-40 ლარი არ გაქვთ ჯი­ბე­ზე და ქალი მა­ინც გინ­დათ, ნუ და­იბ­ნე­ვით, მე­ძა­ვებ­თან ვაჭ­რო­ბაც მო­სუ­ლა, 20 ლარ­ზეც არ ამ­ბო­ბენ უარს; 4. ბოლო დროს მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე, ანუ ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბის არე­ალ­ში ბი­ჭე­ბიც გა­მოჩ­ნდნენ. ისი­ნი ქა­ლებ­ზე მო­ნა­დი­რე­ე­ბი არ გე­გო­ნოთ, პე­დე­რას­ტე­ბი არი­ან. გა­მო­დის, ქუ­ჩა­ში ფუ­ლის სა­კე­თებ­ლად მხო­ლოდ მე­ძა­ვე­ბი არ გა­მო­დი­ან, ბოლო დროს "ლგბტ"-ებ­საც გა­უ­ჭირ­დათ... ყველ­გან კრი­ზი­სია, სი­მონ! 5. თუ თქვენ ქალი სიმ­თვრა­ლის დროს გინ­დე­ბათ, ჩემს მიერ აღ­წე­რილ ად­გილს არ გა­ე­კა­როთ, პატ­რუ­ლი ეგ­რე­ვე ჩა­გავ­ლებთ და "პრა­ვას" და­კარ­გავთ.

მოკ­ლედ, ჩემო მშო­ბე­ლო ხალ­ხო, კი­დევ ბევ­რი რჩე­ვის მო­ცე­მა შე­მიძ­ლია, მაგ­რამ ამ­ჯე­რად თავს ვი­კა­ვებ... ბოლო-ბოლო, და­ნარ­ჩე­ნი მა­ინც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მა­რი­ფათ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

რო­დე­საც ჩვე­ნი ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რი წა­ვიყ­ვა­ნე ფო­ტო­ე­ბის გა­და­სა­ღე­ბად, მე­გო­ნა, მე­ძა­ვე­ბი ერთ ამ­ბავს აგ­ვი­ტეხ­დნენ, ან სა­ხე­ებს და­ი­ფა­რავ­დნენ, ან კი­დევ ქვე­ბის სრო­ლას დაგ­ვი­წყებ­დნენ, მაგ­რამ შევ­ცდი, პი­რი­ქით მოხ­და. ისი­ნი დიდი ოვა­ცი­ე­ბით შეგ­ვხვდნენ და ლა­მის პო­ზი­ო­რო­ბაც და­ი­წყეს. დას­კვნა: უკვე ყვე­ლას ერთ ად­გი­ლას ჰკი­დია, ახ­ლო­ბე­ლი და­ი­ნა­ხავს თუ ნა­თე­სა­ვი, მათ­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი ფუ­ლის შოვ­ნი­სა და გა­დარ­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბაა. ამი­ტომ დროა, პარ­ლა­მენ­ტმა იფიქ­როს ამ საქ­მის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ა­ზე. ჭირი, რო­მელ­საც ჩვენ ვმა­ლავთ, მა­ინც აშ­კა­რად ჩანს და თა­ნაც ძა­ლი­ან ცუ­დად. ახლა მე აღარ მოვ­ყვე­ბი იმის შე­სა­ხებ, თუ რა სა­შიშ­რო­ე­ბას­თა­ნაა ეს ყვე­ლა­ფე­რი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და რა და­ა­ვა­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბას უწყობს ხელს. სხვა­თა შო­რის, ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბით, ქუ­ჩებ­ში მე­ძა­ვე­ბი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ უფრო მომ­რავ­ლდნენ... სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში ამ სფე­როს ვი­ღა­ცე­ბი სა­თა­ვი­ან­თოდ აკონ­ტრო­ლებ­დნენ, ახლა კი, რო­გორც ჩანს, სა­და­ვე­ე­ბი მა­ინც გა­ეშ­ვათ ხე­ლი­დან. თბი­ლის­ში ღია ბორ­დე­ლე­ბი ძა­ლი­ან ბევ­რია... რაკი ყუ­რა­დღე­ბას არა­ვინ აქ­ცევს, ისევ მე მო­მი­წევს ამა­ზე ლა­პა­რა­კი. თქვე­ნი ხათ­რით სხვა ბორ­დე­ლებ­საც ვეწ­ვე­ვი და მომ­დევ­ნო ნო­მერ­ში მო­გახ­სე­ნებთ, რა ხდე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის სექ­სინ­დუსტრი­ა­ში!

გელა ზე­დე­ლაშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "კვი­რის ქრო­ნი­კა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რა ხდება ჩვენი ქვეყნის სექსინდუსტრიაში?! - ინტერვიუ მეძავთან

რა ხდება ჩვენი ქვეყნის სექსინდუსტრიაში?! - ინტერვიუ მეძავთან

არც კი ვიცი, საიდან დავიწყო... ამ დღეებში ერთი უწესო რამ ჩავიდინე. ძალიან გთხოვთ, ეს სტატია არასრულწლოვნებს არ წააკითხოთ. დედებო და მამებო, ბებიებო და ბაბუებო, დეიდებო და ბიძიებო, როგორც კი გაზეთის ამ გვერდს წაიკითხავთ, ან სადმე გადამალეთ, ან კიდევ დაწვით!

მტკვრის მარცხენა სანაპირო. დიდუბის ხიდისა და ქსნის ქუჩის მონაკვეთი. აქ 24 საათის განმავლობაში დგანან მეძავები. თუმცა აქტიური მუშაობა საღამოს 8 საათიდან იწყება, შებინდებისას. მეძავს რა უნდა და ბნელი ღამეო... ყოველ ათ მეტრში დგანან და ელოდებიან სარფიან კლიენტს. არიან გამხდრებიც, საშუალოებიც და ნამეტანი მსუქნებიც. ზოგიერთზე უნებლიეთ იფიქრებ, ამას მხოლოდ ამწე თუ დაძრავსო. პრინციპში, ალხანას ჩალხანა არ ელევა და ამიტომ ხშირად ასეთებსაც ისვამენ მანქანაში. რაღა დაგიმალოთ და... აქ მეძავებზე დიდი მოთხოვნილებაა. ახლა, ნუ დამიწყებთ, ასეთ მეძავებს მანქანას ბანძი ადამიანი თუ გაუჩერებსო... მთლად ასეც არ არის საქმე, ხშირად ისეთი ძვირადღირებული ჯიპები ჩერდებიან, პირს დააღებთ. მე პირადად რამდენიმე სამთავრობო ნომრიანი მანქანაც შემინიშნავს. როგორც ჩანს, ყველა დონის ადამიანში ზის მეორე "მე", რომელიც ხშირად აიძულებს "პირველს", რაღაც იმნაირი ჩაიდინოს.

სხვათა შორის, მეძავებზე არც სიცხე მოქმედებს, არც სიცივე, არც წვიმა, არც ქარი, არც თოვლი... ის კი არა, ერთ ადგილას ღამე კოცონსაც კი ანთებენ ხოლმე, კლიენტების მოლოდინში გაყინულ ძვლებს ითბობენ. მტკვრის სანაპიროს ამ მონაკვეთზე მუდმივად მორიგეობს საპატრულო პოლიცია. უბრალოდ, აკონტროლებენ სიტუაციას, რამე ისეთი არ მოხდეს, თორემ კანონის მიხედვით, მეძავებს ხმასაც ვერ გასცემ, "პროდუქცია" თავიანთია და როგორც უნდათ, ისე ყიდიან: სექსი მანქანაში - 30-40 ლარი, აბანოში წასვლა - 50ლარი, სასტუმროში წასვლა - 70 ლარი. ახლა მომიწევს სამივე ვარიანტის განხილვა... ესე იგი, დავიწყოთ "სექსი მანქანაში"-დან: დიდუბის ხიდსა და "სოკარის" ბენზინგასამართ სადგურს შორის არის ვიწრო ჩასასვლელი (ეს ჩასასვლელი ისეთი შეუმჩნეველია, თუ ამ საქმეში არა ხარ განსწავლული, ვერ მიაგნებ), რომელსაც დაახლოებით 300 მეტრის გავლის შემდეგ მიჰყავხარ ერთ დანგრეულ შენობამდე. აი, სწორედ ამ შენობასთან მდებარეობს ე.წ. ღია ბორდელი. მიაყენებ მანქანას, ძმაო, გადაუხდი მეძავს 30 ლარს, თუ არიფი ხარ - 40 ლარს და მიდი, მოვდივარ!

რაც შეეხება აბანოს, ყველა მეძავი, რატომღაც, კიევის ქუჩისკენ გვექაჩება... როგორც ჩანს, ამათ კიევის ქუჩაზე აქვთ ხელშეკრულებები "გაფორმებული". სასტუმროები ელიავას ბაზრობის გაყოლებაზეა, იქვე, სანამ დიდუბის ხიდთან მივალთ. აქ "ძირითადად ბარაკების სტილის სასტუმროებია, ვიწრო დერეფნებითა და ასევე, ვიწრო ოთახებით. გარემო არცთუ ისე სუფთაა, მაგრამ მეძავურ "პონტს" აკმაყოფილებს.

ინტერვიუ მეძავთან

- რა გქვია?

- ეკა.

- რა უნდოდა იმ კაცს, რატომ ეჩხუბებოდი?

- ერთი იმის დედაც მოვტ...ან, მთვრალია, ერთი საათი უნდა ვეჯაჯგურო და მაინც ვერ გაათავებს... მე სუფთა ვარ, სექსი სხვა რამეა, სხვისი ბინძური რაღაცის პირში ჩადება კიდევ სხვა რამე. სხვათა შორის, ერთ კაცს მივყავართ ხოლმე ხაშურში, სხვებს ხეთქავს ტ...ვნით, მე ხელს არ მაკარებს, ყველას ეუბნება, ეს მაგარი გოგოა, სხვა რამისთვის მჭირდებაო. მაგარი მდიდარია, ის ჩემისა, ფულს მიხდის ჩეულებრივად... ნეტა რა უნდა, რას მიპირებს?

- მე რა ვიცი, რა უნდა? ეგ შენ უნდა იცოდე.

- შენ ჭკვიანი ბიჭი ჩანხარ... დედა, ეგ ჭაღარა თმა რაფერ გიხდება?

- მეგრელი ხარ?

- არა, გურული.

- აქ რომ ვინმე ნაცნობი "გაგეჩითოს", არ გეშინია?

- არა, ეგეთი შემთხვევა არ ყოფილა... თუმცა ერთხელ მაზლს წავაწყდი, დიდ თანამდებობაზე მუშაობს. დამარტყა, ერთი თვე ჩალურჯებული თვალით დავდიოდი. ქმარს გაცილებული ვარ და მაზლი ვინ ჩემი ფეხებია?

- ქმარს რატომ გასცილდი?

- ტვინს ბურღავდა.

- რას ჰქვია, ტვინს ბურღავდა?

- აი, როგორც ლოთი და უმუშევარი ქმრები ბურღავენ ხოლმე.

- გასაგებია... ასეთი მუშაობით რამე გამოდის?

- გამოდის.

- დაახლოებით რამდენი?

- გააჩნია, კლიენტი რამდენი იქნება... დღეში 200-300 ლარი.

- მაინც არა უშავს.

- განდონი გაქვს?

- არა.

- აქ რომ მოდიოდი, რატომ არ იყიდე?

-დამავიწყდა... მეგონა, შენ გექნებოდა.

- აფთიაქში შევიაროთ, ავიღოთ.

- სხვა დროს იყოს.

- რა სხვა დროს იყოს... აბა, რაზე წამომათრიე?

- ფულს გადაგიხდი, 30 ლარს მოგცემ, შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?

- გადაიხადე... შე ჩემა, მოგზავნილი ხარ?

- მოგზავნილი არა, ისა... გადავიფიქრე, ახლა პრეზერვატივის ყიდვის თავი არ მაქვს, არ მინდა, ვინმე ნაცნობმა დამინახოს აფთიაქში.

- კარგი... როცა გინდა, არ არის პრობლემა, ტელეფონის ნომერს მოგცემ, დამირეკე.

მეძავს პირობას ვაძლევ, რომ დავურეკავ... აბა, ასეთი უბრალო რამის გამო ხომ არ ვაწყენინებ? ისე, თუ თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ღია ბორდელით ისარგებლოთ, რამდენიმე რჩევას მაინც მოგცემთ: 1. ყოველ შემთხვევაში, კარგად დაიბანეთ, შეიძლება ისეთი პრეტენზიული ქალი შეგხვდეთ, განდონი დაგახიოთ თავზე. გაითვალისწინეთ, რომ დღეს ყველას გაქანებული ნევროზი აქვს თავისი გალოთებული ქმრისა და ბედკრული ცხოვრების გამო; 2. სანამ მეძავს აიყვანთ, კარგად დაათვალიერეთ ქუჩა, ხომ არ დგას იქვე ტაქსი? ეს ის ტაქსი არ გახლავთ, თქვენ რომ გგონიათ, სუტენიორი გითვალთვალებთ და მანქანის ნომერსაც იწერს. არ არის გამორიცხული, მობილურითაც გიღებდეთ; 3. თუ 30-40 ლარი არ გაქვთ ჯიბეზე და ქალი მაინც გინდათ, ნუ დაიბნევით, მეძავებთან ვაჭრობაც მოსულა, 20 ლარზეც არ ამბობენ უარს; 4. ბოლო დროს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ანუ ჩემი დაკვირვების არეალში ბიჭებიც გამოჩნდნენ. ისინი ქალებზე მონადირეები არ გეგონოთ, პედერასტები არიან. გამოდის, ქუჩაში ფულის საკეთებლად მხოლოდ მეძავები არ გამოდიან, ბოლო დროს "ლგბტ"-ებსაც გაუჭირდათ... ყველგან კრიზისია, სიმონ! 5. თუ თქვენ ქალი სიმთვრალის დროს გინდებათ, ჩემს მიერ აღწერილ ადგილს არ გაეკაროთ, პატრული ეგრევე ჩაგავლებთ და "პრავას" დაკარგავთ.

მოკლედ, ჩემო მშობელო ხალხო, კიდევ ბევრი რჩევის მოცემა შემიძლია, მაგრამ ამჯერად თავს ვიკავებ... ბოლო-ბოლო, დანარჩენი მაინც ინდივიდუალურ მარიფათზეა დამოკიდებული.

როდესაც ჩვენი ფოტორეპორტიორი წავიყვანე ფოტოების გადასაღებად, მეგონა, მეძავები ერთ ამბავს აგვიტეხდნენ, ან სახეებს დაიფარავდნენ, ან კიდევ ქვების სროლას დაგვიწყებდნენ, მაგრამ შევცდი, პირიქით მოხდა. ისინი დიდი ოვაციებით შეგვხვდნენ და ლამის პოზიორობაც დაიწყეს. დასკვნა: უკვე ყველას ერთ ადგილას ჰკიდია, ახლობელი დაინახავს თუ ნათესავი, მათთვის ეს ყველაფერი ფულის შოვნისა და გადარჩენის საშუალებაა. ამიტომ დროა, პარლამენტმა იფიქროს ამ საქმის ლეგალიზაციაზე. ჭირი, რომელსაც ჩვენ ვმალავთ, მაინც აშკარად ჩანს და თანაც ძალიან ცუდად. ახლა მე აღარ მოვყვები იმის შესახებ, თუ რა საშიშროებასთანაა ეს ყველაფერი დაკავშირებული და რა დაავადებების გავრცელებას უწყობს ხელს. სხვათა შორის, ჩემი დაკვირვებით, ქუჩებში მეძავები ოქტომბრის არჩევნების შემდეგ უფრო მომრავლდნენ... სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში ამ სფეროს ვიღაცები სათავიანთოდ აკონტროლებდნენ, ახლა კი, როგორც ჩანს, სადავეები მაინც გაეშვათ ხელიდან. თბილისში ღია ბორდელები ძალიან ბევრია... რაკი ყურადღებას არავინ აქცევს, ისევ მე მომიწევს ამაზე ლაპარაკი. თქვენი ხათრით სხვა ბორდელებსაც ვეწვევი და მომდევნო ნომერში მოგახსენებთ, რა ხდება ჩვენი ქვეყნის სექსინდუსტრიაში!

გელა ზედელაშვილი

გაზეთი "კვირის ქრონიკა"