პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში ფქვილის ფასები მოიმატებს
საქართველოში ფქვილის ფასები მოიმატებს

იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ხორ­ბა­ლი გაძ­ვირ­და. რო­გორც ტრე­ი­დე­რი კომ­პა­ნია "აგ­რი­კო­მის" ხელ­მძღვა­ნელ­მა, კოკი ოსი­პოვ­მა, bpn.ge-ს გა­ნუ­ცხა­და, ფო­თის პორ­ტამ­დე ტრან­სპორ­ტი­რე­ბუ­ლი ერთ ტონა ხორ­ბლის ფას­მა დღეს 25 დო­ლა­რით მო­ი­მა­ტა და 305 დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა.

ტრე­ი­დე­რის თქმით, დღე­ი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­ცვლე­უ­ლის 90% რუ­სე­თი­დან შე­მო­დის. მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში კი, თავ­და­პირ­ვე­ლად, ხორ­ბლის მა­ღალ მო­სა­ვალს პროგ­ნო­ზი­რებ­დნენ, თუმ­ცა, რე­ა­ლუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­ცი­ლე­ბით და­ბა­ლი აღ­მოჩ­ნდა.

"ხორ­ბლის გაძ­ვი­რე­ბა ფქვილ­ზეც აი­სა­ხე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ერთი ტომ­რის ფასი 2 ლა­რით გაძ­ვირ­დე­ბა და 40 ლარს მი­აღ­წევს", - ვა­რა­უ­დობს ოსი­პო­ვი.

"აგ­რი­კო­მის" ხელ­მძღვა­ნე­ლის პროგ­ნო­ზით, ზამ­თრის სე­ზო­ნის დად­გო­მას­თან ერ­თად, ფა­სე­ბი იმ­პორ­ტი­რე­ბულ ხორ­ბალ­ზე კი­დევ აი­წევს.

"რუ­სულ პორ­ტებ­ში წყა­ლი იყი­ნე­ბა, ტრან­სპორ­ტი­რე­ბა გარ­თულ­დე­ბა, სა­ჭი­რო გახ­დე­ბა ყი­ნულმჭრე­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი და­მა­ტე­ბი­თი ხარ­ჯია. ვფიქ­რობ, მარ­ცვუ­ლე­უ­ლი ყო­ველ­თვი­უ­რად ტო­ნა­ზე, სა­შუ­ა­ლოდ, 7-10 დო­ლა­რით გაძ­ვირ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კოკი ოსი­პოვ­მა.

bpn.ge

საქართველოში ფქვილის ფასები მოიმატებს

საქართველოში ფქვილის ფასები მოიმატებს

იმპორტირებული ხორბალი გაძვირდა. როგორც ტრეიდერი კომპანია "აგრიკომის" ხელმძღვანელმა, კოკი ოსიპოვმა, bpn.ge-ს განუცხადა, ფოთის პორტამდე ტრანსპორტირებული ერთ ტონა ხორბლის ფასმა დღეს 25 დოლარით მოიმატა და 305 დოლარი შეადგინა.

ტრეიდერის თქმით, დღეისათვის საქართველოში მარცვლეულის 90% რუსეთიდან შემოდის. მეზობელ ქვეყანაში კი, თავდაპირველად, ხორბლის მაღალ მოსავალს პროგნოზირებდნენ, თუმცა, რეალური მაჩვენებელი გაცილებით დაბალი აღმოჩნდა.

"ხორბლის გაძვირება ფქვილზეც აისახება, სავარაუდოდ, ერთი ტომრის ფასი 2 ლარით გაძვირდება და 40 ლარს მიაღწევს", - ვარაუდობს ოსიპოვი.

"აგრიკომის" ხელმძღვანელის პროგნოზით, ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, ფასები იმპორტირებულ ხორბალზე კიდევ აიწევს.

"რუსულ პორტებში წყალი იყინება, ტრანსპორტირება გართულდება, საჭირო გახდება ყინულმჭრელების ორგანიზება. ეს ყველაფერი დამატებითი ხარჯია. ვფიქრობ, მარცვულეული ყოველთვიურად ტონაზე, საშუალოდ, 7-10 დოლარით გაძვირდება", - განაცხადა კოკი ოსიპოვმა.

bpn.ge

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ