გია ნოდიას მეუღლე ლოლა ლომიძე "ფეისბუქ-გვერდზე" საკუთარ კოშმარულ სიზმარს აღწერს.
"წუხელ კოშმარი მესიზმრა: ორსულად ვიყავი, მუცელი მქონდა უზარმაზაააარი, ექიმმა მითხრა რომ არასოდეს იმშობიარებო, ასე ივლი მთელი ცხოვრებაო. ძალიან ვიტანჯებოდი, აი ძალიან, ქრონიკული ორსულობა საშინელება ყოფილა. სასწრაფოდ გავიღვიძე და რომ გავაცნობიერე სად გავიღვიძე, ისევ დავიძინე", - წერს ლომიძე.
ცნობილმა პოლიტოლოგმა გია ნოდიამ 25 წლით უმცროს ქალბატონს, ლოლა ლომიძეს ცხოვრება 2011 წელს დაუკავშირა. ორივესთვის ეს მეორე ქორწინებაა. ლოლას პირველი ქორწინებიდან 12 წლის ბიჭი ჰყავს, ლაშა.