მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თინა ხიდაშელი - არ არის გამორიცხული, დარჩენილ დროში პრეზიდენტმა განაჩენგამოუტანელი ვანო მერაბიშვილიც შეიწყალოს
თინა ხიდაშელი - არ არის გამორიცხული, დარჩენილ დროში პრეზიდენტმა განაჩენგამოუტანელი ვანო მერაბიშვილიც შეიწყალოს

"რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" ერთ-ერთი ლი­დე­რის, თი­ნა­თინ ხი­და­შე­ლის შე­ფა­სე­ბით, მის თვალ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იმ ბო­რო­ტე­ბის მო­ნაა, რომ­ლი­თაც ის ქვე­ყა­ნას 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­თავ­და და რო­მელ ბო­რო­ტე­ბა­საც დღემ­დე ემ­სა­ხუ­რებ­და, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ხი­და­შე­ლი ბაჩო ახა­ლა­ი­ას შე­წყა­ლე­ბის შე­სა­ხებ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

რო­გორც დე­პუ­ტატ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, ის ელო­და, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ახა­ლა­ი­ას აუ­ცი­ლებ­ლად შე­ი­წყა­ლებ­და. "მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ი­წყა­ლოს ახა­ლა­ია, სხვა კრი­მი­ნა­ლე­ბი. ბო­ლომ­დე უნდა ჩაყ­ვეს მათ. რად­გა­ნაც ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მისი და­ვა­ლე­ბით მოქ­მე­დებ­დნენ", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ხი­და­შელ­მა.

დე­პუ­ტა­ტის თქმით, არც ის არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ 17 ნო­ემ­ბრამ­დე დარ­ჩე­ნილ დრო­ში პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ჩენ­გა­მო­უ­ტა­ნე­ლი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლიც შე­ი­წყა­ლოს. "მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ძა­ლი­ან დიდი ტემ­პით და მონ­დო­მე­ბით აჭე­დებს იმ პო­ლი­ტი­კუ­რი კუ­ბოს სა­ხუ­რავს, რო­მე­ლიც მან დიდი ხნის წინ და­იდ­გა. ვუ­ლო­ცავ და მი­ვე­სალ­მე­ბი, რომ ვერ გა­მო­ვი­და იმ ბო­რო­ტე­ბი­დან, რომ­ლი­თაც ქვე­ყა­ნას 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­თავ­და", - აცხა­დებს თინა ხი­და­შე­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ღრმაღელე
0

ჯერ გააკეთოს თუნდაც 10% იმ საქმეების რაც მიშამ გააკეთა და მერე იმარჩიელოს ამ ქალბატონმა.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

თინა ხიდაშელი - არ არის გამორიცხული, დარჩენილ დროში პრეზიდენტმა განაჩენგამოუტანელი ვანო მერაბიშვილიც შეიწყალოს

თინა ხიდაშელი - არ არის გამორიცხული, დარჩენილ დროში პრეზიდენტმა განაჩენგამოუტანელი ვანო მერაბიშვილიც შეიწყალოს

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, თინათინ ხიდაშელის შეფასებით, მის თვალში მიხეილ სააკაშვილი იმ ბოროტების მონაა, რომლითაც ის ქვეყანას 9 წლის განმავლობაში მართავდა და რომელ ბოროტებასაც დღემდე ემსახურებდა, - ასე ეხმაურება ხიდაშელი ბაჩო ახალაიას შეწყალების შესახებ მიხეილ სააკაშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

როგორც დეპუტატმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ის ელოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ახალაიას აუცილებლად შეიწყალებდა. "მიხეილ სააკაშვილმა აუცილებლად უნდა შეიწყალოს ახალაია, სხვა კრიმინალები. ბოლომდე უნდა ჩაყვეს მათ. რადგანაც ეს ადამიანები მისი დავალებით მოქმედებდნენ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ხიდაშელმა.

დეპუტატის თქმით, არც ის არის გამორიცხული, რომ 17 ნოემბრამდე დარჩენილ დროში პრეზიდენტმა განაჩენგამოუტანელი ვანო მერაბიშვილიც შეიწყალოს. "მიხეილ სააკაშვილი ძალიან დიდი ტემპით და მონდომებით აჭედებს იმ პოლიტიკური კუბოს სახურავს, რომელიც მან დიდი ხნის წინ დაიდგა. ვულოცავ და მივესალმები, რომ ვერ გამოვიდა იმ ბოროტებიდან, რომლითაც ქვეყანას 9 წლის განმავლობაში მართავდა", - აცხადებს თინა ხიდაშელი.

"ინტერპრესნიუსი"

სროლა გლდანის რაიონში - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი

შსს "ნაცმოძრაობას" მიმართავს, გამოყონ წარმომადგენელი, რომელსაც ოფისიდან ამოღებულ ტექნიკურ საშუალებებას გადასცემენ

"არ იყო საშველი, რომ არ მოეკლათ? დაეჭირათ მაინც" - ვინ არის ზუგდიდში, დევნის ოპერაციისას გარდაცვლილი ახალგაზრდა და რას ჰყვებიან მასზე ახლობლები?