მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქარ­თუ­ლი სე­რი­ა­ლი არა­სო­დეს გა­მო­ვა ისე­თი, რო­გო­რიც უცხ­ო­უ­რია" - სე­რი­ა­ლე­ბის ეპო­ქა
ქარ­თუ­ლი სე­რი­ა­ლი არა­სო­დეს გა­მო­ვა ისე­თი, რო­გო­რიც უცხ­ო­უ­რია"  - სე­რი­ა­ლე­ბის ეპო­ქა

სე­რი­ა­ლი - ამ სიტყ­ვის ხსე­ნე­ბი­სას უმ­რავ­ლე­სო­ბას ლა­თი­ნოა­მე­რი­კუ­ლი "საპ­ნის ოპე­რე­ბი", ლა­მის ოჯა­ხის წევ­რად ქცე­უ­ლი ხო­სე იგ­ნა­სიო და თვე­ო­ბით გა­წე­ლი­ლი სე­რი­ე­ბის სამ­ნიშ­ნა ციფ­რე­ბი ახ­სენ­დე­ბა. თუმ­ცა შორს რომ არ წა­ვი­დეთ, სა­მა­მუ­ლო სე­რი­ა­ლე­ბიც მოგ­ვე­პო­ვე­ბა. ზო­გი წარ­მა­ტე­ბუ­ლი, ზო­გიც - წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი, მაგ­რამ, რაც მთა­ვა­რი­ა, ქარ­თუ­ლი! პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი სე­რი­ა­ლი "სახ­ლი ძველ უბან­ში" იყო. მძი­მე 90-ი­ა­ნებ­ში სე­რი­ალ­მა პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა და დი­დი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვი­ა. მის­ტი­კუ­რი სი­უ­ჟე­ტი ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თვის იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა, რომ მა­შინ, რო­დე­საც ელექ­ტრო­ე­ნერ­გია უცხო ხი­ლი იყო, სე­რი­ა­ლის სა­ყუ­რებ­ლად რამ­დე­ნი­მე ოჯა­ხი ერ­თად იკ­რი­ბე­ბო­და. მოკ­ლედ, სე­რი­ა­ლის მთა­ვა­რი გმი­რე­ბი - სა­ლო­მე და გი­ორ­გი ახალ სახ­ლში გა­და­დი­ან საცხ­ოვ­რებ­ლად, სა­დაც და­უ­ახ­ლოვ­დე­ბი­ან მე­ზობ­ლებს, ჟო­რა­სა და თა­მი­ლას, რომ­ლე­ბიც სა­ტა­ნიზ­მის მიმ­დევ­რე­ბი არი­ან და შე­სა­ბა­მის რი­ტუ­ა­ლებს ას­რუ­ლე­ბენ. მას შემ­დეგ სე­რი­ა­ლში მო­ნა­წი­ლე მსა­ხი­ო­ბე­ბის ცხ­ო­ვ­რე­ბა­ში მომ­ხდარ უსი­ა­მოვ­ნო მოვ­ლე­ნებს ხალ­ხი სწო­რედ მათ მიერ შეს­რუ­ლე­ბულ რო­ლებს მი­ა­წერ­და. ასეა თუ ისე, ბო­როტ ძა­ლებ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი სე­რი­ა­ლი ნამ­დვი­ლად შედ­გა.

სე­რი­ა­ლის რე­ჟი­სო­რი ავ­თო ვარ­სი­მაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ პი­რ­ვე­ლი ყვე­ლა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი­ა, ალ­ბათ ამი­ტო­მაც მი­ი­ღო ასე მა­ყუ­რე­ბელ­მა:

- მსა­ხი­ობ­თა ის შე­მად­გენ­ლო­ბა მარ­თლაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სა­ხე­ებს ქმნი­და, სი­უ­ჟე­ტი საკ­მა­ოდ და­ძა­ბუ­ლი იყო და, რაც მთა­ვა­რი­ა, სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­კე­თე­ბუ­ლი. დღე­ვან­დე­ლი სე­რი­ა­ლე­ბი მარ­თლაც ვერ მივ­ლენ პო­პუ­ლა­რო­ბით მას­თან, თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ დღეს რაც კეთ­დე­ბა ცუ­დი­ა. უUბრა­ლოდ, ეს იყო უცხო ხი­ლი მა­შინ­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის.

- მის­ტი­კუ­რი და, ცო­ტა არ იყოს, სა­ში­ში თე­მის გა­მო ხომ არ გახ­და ასე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლი?

- კარ­გი და ცუ­დი თე­მა რომ არ­სე­ბობ­დეს, რე­ჟი­სორ­ზე ბედ­ნიე­რი ადა­მი­ა­ნი არ იქ­ნე­ბო­და. რომ გვცოდ­ნო­და, რა იყო სა­ინ­ტე­რე­სო, იმ თე­მას ავი­ღებ­დით და გა­ვა­კე­თებ­დით. არ­სე­ბობს კარ­გად გა­კე­თე­ბუ­ლი სე­რი­ა­ლი. "სახ­ლი ძველ უბან­ში" ამ მხრივ იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი.

- და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი წლის წინ "ი­მე­დის" ეთერ­ში სე­რი­ა­ლის ჩვე­ნე­ბა და­იწყო და შემ­დეგ შეწყ­და. ხომ არ უკავ­შირ­დე­ბა ეს იმ ცრურ­წმე­ნებს თუ მო­საზ­რე­ბებს, რაც გავ­რცელ­და სე­რი­ა­ლის გა­მოს­ვლი­სას?

- ეს ალ­ბათ "ი­მე­დის" ხემ­ძღვა­ნე­ლო­ბას უნ­და ჰკითხ­ოთ. მა­თი თქმით, მხო­ლოდ ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი იყო შეწყ­ვე­ტის მი­ზე­ზი.

"ცხე­ლი ძაღ­ლი" ერ­თ-ერ­თი იყო იმ ქარ­თუ­ლი ტე­ლე­ნო­ვე­ლე­ბი­დან, რო­მე­ლიც ქარ­თველ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა ინ­ტე­რე­სით მი­ი­ღო. ქარ­თვე­ლი დე­ტექ­ტი­ვე­ბის ბრძო­ლა კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს­თან რამ­დე­ნი­მე სე­ზო­ნი გაგ­რძელ­და.

გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე, მსა­ხი­ო­ბი:

- ეს არ იყო სტუ­დი­უ­რი სე­რი­ა­ლი, არ იღებ­დნენ სტუ­დი­ის პა­ვი­ლი­ო­ნებ­ში. მარ­თა­ლი­ა, პირ­ვე­ლი არ იყო, მაგ­რამ გა­და­ღე­ბის ეს ფორ­მა უცხო იყო - თან ვი­ღებ­დით, თან გა­მო­დიო­და. დღეს ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა­ა, მაგ­რამ მა­შინ ასე არ იყო. კრი­მი­ნა­ლუ­რი თე­მა­ტი­კა კი ყო­ველ­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი­ა. სცე­ნა­რის­ტებ­მა მა­სა­ლე­ბი პო­ლი­ცი­ი­დან ამო­ი­ღეს, მხო­ლოდ სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი იყო შეც­ვლი­ლი. ამ­ბა­ვი ნამ­დვი­ლი იყო, ალ­ბათ ამი­ტო­მაც მი­ი­ღო მა­ყუ­რე­ბელ­მა.

- რას იტყ­ვი "ჩე­მი ცო­ლის და­ქა­ლებ­ზე", სა­დაც ერ­თ-ერთ მთა­ვარ როლს ას­რუ­ლებ?

- ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც სცე­ნა­რის­ტე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ა. სე­რი­ა­ლი რომ პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და იმის "ბრა­ლი­ა", რომ იქ ჩვენს მე­გობ­რებს, ახ­ლობ­ლებ­სა და ნა­თე­სა­ვებს აღ­მო­ვა­ჩენთ. ეს არ არის შე­ლა­მა­ზე­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტი. რე­ა­ლო­ბაა ასა­ხუ­ლი. ყვე­ლას გვყავს ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ამ გმი­რებს ჰგავს.

კრი­მი­ნა­ლუ­რი თე­მა­ტი­კის კი­დევ ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი სე­რი­ა­ლი იყო "დე­ტექ­ტი­ვე­ბი", თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე სე­ზო­ნის შემ­დეგ სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბე­ბი შეწყ­და.

ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი და არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი - ამ ორ ძი­რი­თად მი­ზეზს ასა­ხე­ლე­ბენ თბი­ლი­სე­ლე­ბი, რის გა­მოც ქარ­თუ­ლი სე­რი­ა­ლი არა­სო­დეს გა­მო­ვა ისე­თი, რო­გო­რიც უცხ­ო­უ­რია;

ნი­ნო, 39 წლის: თურ­ქულ სე­რი­ა­ლებს ვუ­ყუ­რებ, ქარ­თულს ნაკ­ლე­ბად, ჩვენს სე­რი­ა­ლებ­ში ყვე­ლა­ფე­რი ხე­ლოვ­ნუ­რი­ა. ზო­გი მსა­ხი­ო­ბი სი­ცილ­საც ვერ ახერ­ხებს ბუ­ნებ­რი­ვად, რაც, ცო­ტა არ იყოს, გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი­ა.

ქე­თი, 22 წლის: "ჩე­მი ცო­ლის და­ქა­ლებს" ვუყუ­რებ, სხვა ქარ­თუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბი არ მომ­წონს.

მე­რი, 44 წლის: ქარ­თუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბი კარ­გი­ა, თუ კარ­გად იქ­ნე­ბა გა­და­ღე­ბუ­ლი, რა­საც კარ­გი ფი­ნან­სე­ბიც სჭირ­დე­ბა. გვაქვს რამ­დე­ნი­მე კარ­გი სე­რი­ა­ლი, თუმ­ცა ამას ყვე­ლა­ზე ვერ იტყ­ვი. "სახ­ლი ძველ უბან­ში" ძა­ლი­ან მომ­წონ­და და სა­ინ­ტე­რე­სო იყო. მახ­სოვს, სე­რი­ა­ლის გა­მოს­ვლი­სას ხალ­ხს მარ­თლაც ეში­ნო­და ძვე­ლი სახ­ლე­ბის. ჩე­მი აზ­რით, ეს მა­ინც მსა­ხი­ო­ბე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ა.

ქეთი სა­გი­ნაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ქარ­თუ­ლი სე­რი­ა­ლი არა­სო­დეს გა­მო­ვა ისე­თი, რო­გო­რიც უცხ­ო­უ­რია" - სე­რი­ა­ლე­ბის ეპო­ქა

ქარ­თუ­ლი სე­რი­ა­ლი არა­სო­დეს გა­მო­ვა ისე­თი, რო­გო­რიც უცხ­ო­უ­რია"  - სე­რი­ა­ლე­ბის ეპო­ქა

სე­რი­ა­ლი - ამ სიტყ­ვის ხსე­ნე­ბი­სას უმ­რავ­ლე­სო­ბას ლა­თი­ნოა­მე­რი­კუ­ლი "საპ­ნის ოპე­რე­ბი", ლა­მის ოჯა­ხის წევ­რად ქცე­უ­ლი ხო­სე იგ­ნა­სიო და თვე­ო­ბით გა­წე­ლი­ლი სე­რი­ე­ბის სამ­ნიშ­ნა ციფ­რე­ბი ახ­სენ­დე­ბა. თუმ­ცა შორს რომ არ წა­ვი­დეთ, სა­მა­მუ­ლო სე­რი­ა­ლე­ბიც მოგ­ვე­პო­ვე­ბა. ზო­გი წარ­მა­ტე­ბუ­ლი, ზო­გიც - წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი, მაგ­რამ, რაც მთა­ვა­რი­ა, ქარ­თუ­ლი! პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი სე­რი­ა­ლი "სახ­ლი ძველ უბან­ში" იყო. მძი­მე 90-ი­ა­ნებ­ში სე­რი­ალ­მა პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა და დი­დი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვი­ა. მის­ტი­კუ­რი სი­უ­ჟე­ტი ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თვის იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა, რომ მა­შინ, რო­დე­საც ელექ­ტრო­ე­ნერ­გია უცხო ხი­ლი იყო, სე­რი­ა­ლის სა­ყუ­რებ­ლად რამ­დე­ნი­მე ოჯა­ხი ერ­თად იკ­რი­ბე­ბო­და. მოკლედ, სე­რი­ა­ლის მთა­ვა­რი გმი­რე­ბი - სა­ლო­მე და გი­ორ­გი ახალ სახ­ლში გა­და­დი­ან საცხ­ოვ­რებ­ლად, სა­დაც და­უ­ახ­ლოვ­დე­ბი­ან მე­ზობ­ლებს, ჟო­რა­სა და თა­მი­ლას, რომ­ლე­ბიც სა­ტა­ნიზ­მის მიმ­დევ­რე­ბი არი­ან და შე­სა­ბა­მის რი­ტუ­ა­ლებს ას­რუ­ლე­ბენ. მას შემდეგ სე­რი­ა­ლში მო­ნა­წი­ლე მსა­ხი­ო­ბე­ბის ცხ­ო­ვ­რე­ბა­ში მომ­ხდარ უსი­ა­მოვ­ნო მოვ­ლე­ნებს ხალხი სწო­რედ მათ მიერ შეს­რუ­ლე­ბულ რო­ლებს მი­ა­წერ­და. ასეა თუ ისე, ბო­როტ ძა­ლებ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი სე­რი­ა­ლი ნამ­დვი­ლად შედ­გა.

სე­რი­ა­ლის რე­ჟი­სო­რი ავ­თო ვარ­სი­მაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ პი­რ­ვე­ლი ყვე­ლა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი­ა, ალ­ბათ ამი­ტო­მაც მი­ი­ღო ასე მა­ყუ­რე­ბელ­მა:

-  მსა­ხი­ობ­თა ის შე­მად­გენ­ლო­ბა მარ­თლაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სა­ხე­ებს ქმნი­და, სი­უ­ჟე­ტი საკ­მა­ოდ და­ძა­ბუ­ლი იყო და, რაც მთა­ვა­რი­ა, სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­კე­თე­ბუ­ლი. დღე­ვან­დე­ლი სე­რი­ა­ლე­ბი მარ­თლაც ვერ მივ­ლენ პო­პუ­ლა­რო­ბით მას­თან, თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ დღეს რაც კეთ­დე­ბა ცუ­დი­ა. უUბრა­ლოდ, ეს იყო უცხო ხი­ლი მა­შინ­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის.

-  მის­ტი­კუ­რი და, ცო­ტა არ იყოს, სა­ში­ში თემის გა­მო ხომ არ გახ­და ასე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლი?

-  კარ­გი და ცუ­დი თე­მა რომ არ­სე­ბობ­დეს, რე­ჟი­სორ­ზე ბედ­ნიე­რი ადა­მი­ა­ნი არ იქ­ნე­ბო­და. რომ გვცოდ­ნო­და, რა იყო სა­ინ­ტე­რე­სო, იმ თე­მას ავი­ღებ­დით და გა­ვა­კე­თებ­დით. არ­სე­ბობს კარ­გად გა­კე­თე­ბუ­ლი სე­რი­ა­ლი. "სახ­ლი ძველ უბან­ში" ამ მხრივ იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი.

-  და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი წლის წინ "ი­მე­დის" ეთერ­ში სე­რი­ა­ლის ჩვე­ნე­ბა და­იწყო და შემ­დეგ შეწყ­და. ხომ არ უკავ­შირ­დე­ბა ეს იმ ცრურ­წმე­ნებს თუ მო­საზ­რე­ბებს, რაც გავ­რცელ­და სე­რი­ა­ლის გა­მოს­ვლი­სას?

-  ეს ალ­ბათ "ი­მე­დის" ხემ­ძღვა­ნე­ლო­ბას უნ­და ჰკითხ­ოთ. მა­თი თქმით, მხო­ლოდ ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი იყო შეწყ­ვე­ტის მი­ზე­ზი.

"ცხე­ლი ძაღ­ლი" ერ­თ-ერ­თი იყო იმ ქარ­თუ­ლი ტე­ლე­ნო­ვე­ლე­ბი­დან, რო­მე­ლიც ქარ­თველ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა ინ­ტე­რე­სით მი­ი­ღო. ქარ­თვე­ლი დე­ტექ­ტი­ვე­ბის ბრძო­ლა კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს­თან რამ­დე­ნი­მე სე­ზო­ნი გაგ­რძელ­და.

გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე, მსა­ხი­ო­ბი:

-  ეს არ იყო სტუ­დი­უ­რი სე­რი­ა­ლი, არ იღებ­დნენ სტუ­დი­ის პა­ვი­ლი­ო­ნებ­ში. მარ­თა­ლი­ა, პირ­ვე­ლი არ იყო, მაგ­რამ გა­და­ღე­ბის ეს ფორ­მა უცხო იყო - თან ვი­ღებ­დით, თან გა­მო­დიო­და. დღეს ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა­ა, მაგ­რამ მა­შინ ასე არ იყო. კრი­მი­ნა­ლუ­რი თე­მა­ტი­კა კი ყო­ველ­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი­ა. სცე­ნა­რის­ტებ­მა მა­სა­ლე­ბი პო­ლი­ცი­ი­დან ამო­ი­ღეს, მხო­ლოდ სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი იყო შეც­ვლი­ლი. ამ­ბა­ვი ნამ­დვი­ლი იყო, ალ­ბათ ამი­ტო­მაც მი­ი­ღო მა­ყუ­რე­ბელ­მა.

-  რას იტყ­ვი "ჩე­მი ცო­ლის და­ქა­ლებ­ზე", სა­დაც ერ­თ-ერთ მთა­ვარ როლს ას­რუ­ლებ?

-  ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც სცე­ნა­რის­ტე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ა. სე­რი­ა­ლი რომ პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და იმის "ბრა­ლი­ა", რომ იქ ჩვენს მე­გობ­რებს, ახ­ლობ­ლებ­სა და ნა­თე­სა­ვებს აღ­მო­ვა­ჩენთ. ეს არ არის შე­ლა­მა­ზე­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტი. რე­ა­ლო­ბაა ასა­ხუ­ლი. ყვე­ლას გვყავს ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ამ გმი­რებს ჰგავს.

კრი­მი­ნა­ლუ­რი თე­მა­ტი­კის კი­დევ ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი სე­რი­ა­ლი იყო "დე­ტექ­ტი­ვე­ბი", თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე სე­ზო­ნის შემ­დეგ სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბე­ბი შეწყ­და.

ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი და არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი - ამ ორ ძი­რი­თად მი­ზეზს ასა­ხე­ლე­ბენ თბი­ლი­სე­ლე­ბი, რის გა­მოც ქარ­თუ­ლი სე­რი­ა­ლი არა­სო­დეს გა­მო­ვა ისე­თი, რო­გო­რიც უცხ­ო­უ­რია;

ნი­ნო, 39 წლის: თურ­ქულ სე­რი­ა­ლებს ვუ­ყუ­რებ, ქარ­თულს ნაკ­ლე­ბად, ჩვენს სე­რი­ა­ლებ­ში ყვე­ლა­ფე­რი ხე­ლოვ­ნუ­რი­ა. ზო­გი მსა­ხი­ო­ბი სი­ცილ­საც ვერ ახერ­ხებს ბუ­ნებ­რი­ვად, რაც, ცო­ტა არ იყოს, გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი­ა.

ქე­თი, 22 წლის: "ჩე­მი ცო­ლის და­ქა­ლებს" ვუყუ­რებ, სხვა ქარ­თუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბი არ მომ­წონს.

მე­რი, 44 წლის: ქარ­თუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბი კარ­გი­ა, თუ კარ­გად იქ­ნე­ბა გა­და­ღე­ბუ­ლი, რა­საც კარ­გი ფი­ნან­სე­ბიც სჭირ­დე­ბა. გვაქვს რამ­დე­ნი­მე კარ­გი სე­რი­ა­ლი, თუმ­ცა ამას ყვე­ლა­ზე ვერ იტყ­ვი. "სახ­ლი ძველ უბან­ში" ძა­ლი­ან მომ­წონ­და და სა­ინ­ტე­რე­სო იყო. მახ­სოვს, სე­რი­ა­ლის გა­მოს­ვლი­სას ხალხს მარ­თლაც ეში­ნო­და ძვე­ლი სახ­ლე­ბის. ჩე­მი აზ­რით, ეს მა­ინც მსა­ხი­ო­ბე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ა.

ქეთი საგინაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება