პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით უსუფაშვილი - გპირდებით, ვიდრე კოალიციაში ერთი პარტია იქნება, იქ იქნება "რესპუბლიკური პარტიაც"
დავით უსუფაშვილი - გპირდებით, ვიდრე კოალიციაში ერთი პარტია იქნება, იქ იქნება "რესპუბლიკური პარტიაც"

გპირ­დე­ბით, კო­ა­ლი­ცი­ა­ში ჩვენ ბო­ლომ­დე სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რე­ბი ვიქ­ნე­ბით და ვიდ­რე კო­ა­ლი­ცი­ა­ში ერთი პარ­ტია იქ­ნე­ბა, იქ იქ­ნე­ბა "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­აც", - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბით, რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის ჯერ კი­დევ მოქ­მედ­მა თავ­მჯდო­მა­რემ, და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა თა­ნა­პარ­ტი­ე­ლებს და კო­ა­ლი­ცი­ის ლი­დე­რებს მი­მარ­თა.

"რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" რი­გით მე­თხუთ­მე­ტე ყრი­ლო­ბა­ზე და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა, რო­გორც პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რემ, ბოლო 2 წლის ან­გა­რი­ში წა­რად­გი­ნა და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი შე­ა­ფა­სა. მისი გან­ცვხა­დე­ბით, ეს ორი წელი იყო ეპო­ქა, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე კარ­გად ის­ტო­რია შე­ა­ფა­სებს.

უსუ­ფაშ­ვილ­მა სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას კი­დევ ერთხელ აღ­ნიშ­ნა, რომ "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი" დღეს პირ­ვე­ლად ატა­რე­ბენ ყრი­ლო­ბას იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, როცა პარ­ტია სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით არის დატ­ვირ­თუ­ლი. იგი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია" ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას წარ­მა­ტე­ბით გა­უმკლავ­დე­ბა.

"მინ­და პი­რო­ბა მოგ­ცეთ, რომ ჩვენ ჩვენს საქ­მეს ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვანთ. მი­უ­ხე­და­ვად კო­ა­ლი­ცი­უ­რი ბუ­ნებ­რი­ვი სირ­თუ­ლი­სა და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ე­ბად ვრჩე­ბით, შე­საძ­ლოა, რომ ჩვე­ნი შო­რე­უ­ლი მო­მა­ვა­ლი და­მო­უ­კი­დე­ბელ პო­ლი­ტი­კურ მო­მა­ვალს გვი­ქა­დის, მაგ­რამ გა­აზ­რე­ბუ­ლი გვაქვს, რომ ის შო­რე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­მა­ვა­ლი ვერ იქ­ნე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი, თუ უახ­ლო­ე­სი წლე­ბი ჩვენ ერ­თად ვერ განვვლეთ - ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი და გა­მო­რი­ცხუ­ლი იქ­ნე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად უპა­სუ­ხის­მგებ­ლო პო­ლი­ტი­კო­სე­ბის დროც დას­რულ­და. ვერ მოხ­დე­ბა ისე, რომ შუა საქ­მი­დან სა­დღაც გა­დამხტა­რი, ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი, გა­და­მა­ლუ­ლი, და­მა­ლუ­ლი, მოკ­ლე გზით სა­დღაც მი­მა­ვა­ლი დარ­ჩეს პო­ლი­ტი­კა­ში და კი­დევ რა­ი­მეს იმე­დი ჰქონ­დეს მო­მა­ვალ­ში", - გა­ნა­ცხა­და და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

მან აღ­ნიშ­ნა ისიც, რომ ორი წლის წინ, შე­მოდ­გო­მამ­დე, ვიდ­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ჩა­ერ­თვე­ბო­და, "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია" გა­ნი­ხი­ლავ­და ია­ტაკ­ქვე­შეთ­ში გა­დას­ვლის გეგ­მას, რად­გა­ნაც მი­აჩ­ნდა, რომ გა­და­სარ­ჩე­ნი იყო ის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რის­თვი­საც პარ­ტია მთე­ლი მისი არ­სე­ბო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იბ­რძო­და. და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და თა­ნა­პარ­ტი­ე­ლებს, კო­ა­ლი­ცი­ის ლი­დერ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და კო­ა­ლი­ცი­ა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი პარ­ტი­ე­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დავით უსუფაშვილი - გპირდებით, ვიდრე კოალიციაში ერთი პარტია იქნება, იქ იქნება "რესპუბლიკური პარტიაც"

დავით უსუფაშვილი - გპირდებით, ვიდრე კოალიციაში ერთი პარტია იქნება, იქ იქნება "რესპუბლიკური პარტიაც"

გპირდებით, კოალიციაში ჩვენ ბოლომდე საიმედო პარტნიორები ვიქნებით და ვიდრე კოალიციაში ერთი პარტია იქნება, იქ იქნება "რესპუბლიკური პარტიაც", - აღნიშნული განცხადებით, რესპუბლიკური პარტიის ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა თანაპარტიელებს და კოალიციის ლიდერებს მიმართა.

"რესპუბლიკური პარტიის" რიგით მეთხუთმეტე ყრილობაზე დავით უსუფაშვილმა, როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ბოლო 2 წლის ანგარიში წარადგინა და ამ ხნის განმავლობაში მიმდინარე პროცესები შეაფასა. მისი განცვხადებით, ეს ორი წელი იყო ეპოქა, რომელსაც ყველაზე კარგად ისტორია შეაფასებს.

უსუფაშვილმა სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "რესპუბლიკელები" დღეს პირველად ატარებენ ყრილობას იმ მდგომარეობაში, როცა პარტია სახელისუფლებო პასუხისმგებლობით არის დატვირთული. იგი დარწმუნებულია, რომ "რესპუბლიკური პარტია" ამ პასუხისმგებლობას წარმატებით გაუმკლავდება.

"მინდა პირობა მოგცეთ, რომ ჩვენ ჩვენს საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. მიუხედავად კოალიციური ბუნებრივი სირთულისა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სხვადასხვა პარტიებად ვრჩებით, შესაძლოა, რომ ჩვენი შორეული მომავალი დამოუკიდებელ პოლიტიკურ მომავალს გვიქადის, მაგრამ გააზრებული გვაქვს, რომ ის შორეული პოლიტიკური მომავალი ვერ იქნება წარმატებული, თუ უახლოესი წლები ჩვენ ერთად ვერ განვვლეთ - ეს შეუძლებელი და გამორიცხული იქნება. საქართველოში ყველაფერთან ერთად უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების დროც დასრულდა. ვერ მოხდება ისე, რომ შუა საქმიდან სადღაც გადამხტარი, ჩამორჩენილი, გადამალული, დამალული, მოკლე გზით სადღაც მიმავალი დარჩეს პოლიტიკაში და კიდევ რაიმეს იმედი ჰქონდეს მომავალში", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

მან აღნიშნა ისიც, რომ ორი წლის წინ, შემოდგომამდე, ვიდრე პოლიტიკურ პროცესებში ბიძინა ივანიშვილი ჩაერთვებოდა, "რესპუბლიკური პარტია" განიხილავდა იატაკქვეშეთში გადასვლის გეგმას, რადგანაც მიაჩნდა, რომ გადასარჩენი იყო ის ღირებულებები, რისთვისაც პარტია მთელი მისი არსებობის განმავლობაში იბრძოდა. დავით უსუფაშვილმა მადლობა გადაუხადა თანაპარტიელებს, კოალიციის ლიდერ ბიძინა ივანიშვილს და კოალიციაში წარმოდგენილი პარტიების სხვა წარმომადგენლებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა