მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სუსტი სქესი - მამაკაცის ახალი სახე თანამედროვე ხელოვნებაში" - შვეიცარიაში გამოფენა გაიხსნა
"სუსტი სქესი - მამაკაცის ახალი სახე თანამედროვე ხელოვნებაში" - შვეიცარიაში გამოფენა გაიხსნა

შვე­ი­ცა­რი­ა­ში, ბერ­ნის ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში გა­მო­ფე­ნა გა­იხ­სნა, სა­ხელ­წო­დე­ბით "სუს­ტი სქე­სი - მა­მა­კა­ცის ახა­ლი სახე თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბა­ში".

მუ­ზე­უ­მის სა­ი­ტის კო­მუ­ნი­კე­ში ნათ­ქვა­მია, რომ ეს ექ­სპო­ზი­ცია "მა­მა­კა­ცის სქე­სის ახა­ლი რო­ლის გან­სა­ზღვრა­ში სა­კუ­თარ წვლილს შე­ი­ტანს და გა­ნა­ვი­თა­რებს თე­მას, რო­მელ­საც აკა­დე­მი­ურ წრე­ებ­სა და მა­სო­რივ კულ­ტუ­რა­ში ხში­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ". მხატ­ვრებ­მა, ფო­ტოგ­რა­ფებ­მა, კი­ნო­რე­ჟი­სო­რებ­მა და არ­ქი­ტექ­ტო­რებ­მა ამ თე­მა­ზე თა­ვი­ან­თი ნა­მუ­შევ­რე­ბი წა­რად­გი­ნეს.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მო­ცე­მე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, შვე­ი­ცა­რი­ის მუ­ზე­უ­მის­თვის ასე­თი გა­მო­ფე­ნა უჩ­ვე­უ­ლოა, რად­გან ქვე­ყა­ნა­ში დღემ­დე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის რო­ლებ­ზე ტრა­დი­ცი­უ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი არ­სე­ბობს.

ამას­თან, რო­გორც მუ­ზე­უ­მის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნეს, გა­მო­ფე­ნის სა­ხე­ლი შემ­თხვე­ვი­თი არაა.

"სტა­ტის­ტი­კით, მა­მა­კა­ცე­ბი უფრო ადრე კვდე­ბი­ან. კა­ნონს უფრო ხში­რად ასე­ვე მა­მა­კა­ცე­ბი არ­ღვე­ვენ. მათ საკ­მა­რი­სი ძალა არ ჰყოფ­ნით გა­უმკლავ­დნენ რთულ გა­რე­მო­ე­ბებს ან წინ აღუდ­გნენ ცდუ­ნე­ბას. მრა­ვა­ლი მამ­რო­ბი­თი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სპორ­ტსმე­ნი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­ჯიბ­რის წა­გე­ბის შემ­დეგ ტი­რის ან პი­რი­ქით, თვალ­ცრემ­ლი­ა­ნი აღ­ნიშ­ნავს გა­მარ­ჯვე­ბას. გა­დაღ­ლი­ლი ტოპ-მე­ნე­ჯე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ სა­ძი­ლე აბე­ბით იძი­ნე­ბენ, ფერ­მკრთა­ლი ყმაწ­ვი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­უ­ზი­ა­რე­ბე­ლი სიყ­ვა­რუ­ლით იტან­ჯე­ბი­ან - მა­მა­კა­ცის ასე­თი სა­ხის ნახ­ვა სიბ­რა­ლულს იწ­ვევს", - აღ­ნიშ­ნა­ვენ მუ­ზე­უმ­ში.

გა­მო­ფე­ნის ყვე­ლა ნა­მუ­შე­ვა­რი ექვს დარ­ბაზ­შია გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი: "ძლი­ე­რი სი­სუს­ტე­ე­ბი", "ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი", "ემო­ცი­ე­ბი", "მგრძნო­ბი­ა­რო­ბა", "კრი­ტი­კა და კრი­ზი­სი", "ვაჟ­კა­ცო­ბა და თვალ­თმაქ­ცო­ბა". ექ­სპო­ნა­ტე­ბი ქრო­ნო­ლო­გი­უ­რი თან­მიმ­დევ­რო­ბი­თაა გან­ლა­გე­ბუ­ლი. აქ შე­საძ­ლე­ბე­ლია ნახ­ვა თუ რო­გორ იც­ვლე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მა­მა­კა­ცის იმი­ჯი და ად­გი­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ, თუ რო­გორ გაჩ­ნდა ფე­მი­ნის­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბა და ევ­რო­პის რიგ ქვეყ­ნებ­ში რო­გორ და­ა­კა­ნო­ნეს ერ­თსქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბა.

გა­მო­ფე­ნა­ზე ფო­ტო­ე­ბი, ვი­დე­ოფ­რაგ­მენ­ტე­ბი, სკულპ­ტუ­რე­ბი და უჩ­ვე­უ­ლო ძეგ­ლე­ბია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ბერ­ნის მუ­ზე­უმ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით კი­ნო­ში თე­მა­ტუ­რი კი­ნო­ფილ­მე­ბიც გა­დის.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია kunstmuseumbern.ch-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"სუსტი სქესი - მამაკაცის ახალი სახე თანამედროვე ხელოვნებაში" - შვეიცარიაში გამოფენა გაიხსნა

"სუსტი სქესი - მამაკაცის ახალი სახე თანამედროვე ხელოვნებაში" - შვეიცარიაში გამოფენა გაიხსნა

შვეიცარიაში, ბერნის ხელოვნების მუზეუმში გამოფენა გაიხსნა, სახელწოდებით "სუსტი სქესი - მამაკაცის ახალი სახე თანამედროვე ხელოვნებაში".

მუზეუმის საიტის კომუნიკეში ნათქვამია, რომ ეს ექსპოზიცია "მამაკაცის სქესის ახალი როლის განსაზღვრაში საკუთარ წვლილს შეიტანს და განავითარებს თემას, რომელსაც აკადემიურ წრეებსა და მასორივ კულტურაში ხშირად განიხილავენ". მხატვრებმა, ფოტოგრაფებმა, კინორეჟისორებმა და არქიტექტორებმა ამ თემაზე თავიანთი ნამუშევრები წარადგინეს.

როგორც ადგილობრივი გამოცემები აღნიშნავენ, შვეიცარიის მუზეუმისთვის ასეთი გამოფენა უჩვეულოა, რადგან ქვეყანაში დღემდე საზოგადოებაში ქალისა და მამაკაცის როლებზე ტრადიციული შეხედულებები არსებობს.

ამასთან, როგორც მუზეუმის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, გამოფენის სახელი შემთხვევითი არაა.

"სტატისტიკით, მამაკაცები უფრო ადრე კვდებიან. კანონს უფრო ხშირად ასევე მამაკაცები არღვევენ. მათ საკმარისი ძალა არ ჰყოფნით გაუმკლავდნენ რთულ გარემოებებს ან წინ აღუდგნენ ცდუნებას. მრავალი მამრობითი სქესის წარმომადგენელი სპორტსმენი მნიშვნელოვანი შეჯიბრის წაგების შემდეგ ტირის ან პირიქით, თვალცრემლიანი აღნიშნავს გამარჯვებას. გადაღლილი ტოპ-მენეჯერები, რომლებიც მხოლოდ საძილე აბებით იძინებენ, ფერმკრთალი ყმაწვილები, რომლებიც გაუზიარებელი სიყვარულით იტანჯებიან - მამაკაცის ასეთი სახის ნახვა სიბრალულს იწვევს", - აღნიშნავენ მუზეუმში.

გამოფენის ყველა ნამუშევარი ექვს დარბაზშია გადანაწილებული: "ძლიერი სისუსტეები", "ექსპერიმენტები", "ემოციები", "მგრძნობიარობა", "კრიტიკა და კრიზისი", "ვაჟკაცობა და თვალთმაქცობა". ექსპონატები ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა განლაგებული. აქ შესაძლებელია ნახვა თუ როგორ იცვლებოდა საზოგადოებაში მამაკაცის იმიჯი და ადგილი სექსუალური რევოლუციის შემდეგ, თუ როგორ გაჩნდა ფემინისტური მოძრაობა და ევროპის რიგ ქვეყნებში როგორ დააკანონეს ერთსქესიანთა ქორწინება.

გამოფენაზე ფოტოები, ვიდეოფრაგმენტები, სკულპტურები და უჩვეულო ძეგლებია წარმოდგენილი. ბერნის მუზეუმთან თანამშრომლობით კინოში თემატური კინოფილმებიც გადის.

მომზადებულია kunstmuseumbern.ch-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს