პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისრაელთან უვიზო მიმოსვლა იმაზე მალე იქნება, ვიდრე ამის წარმოდგენა შეგვეძლო
ისრაელთან უვიზო მიმოსვლა იმაზე მალე იქნება, ვიდრე ამის წარმოდგენა შეგვეძლო

ის­რა­ე­ლის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, ზეევ ელ­კინ­მა თბი­ლის­ში ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნა­ლუ­რი სე­მი­ნა­რი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან გა­მარ­თუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გე­ბი პრე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შე­ა­ჯა­მა. მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ის­რა­ელ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის პერ­სპექ­ტი­ვებ­ზე ვრცლად ისა­უბ­რა. შეხ­ვედ­რა­ზე არა ერთ აქ­ტუ­ა­ლურ თე­მას შე­ე­ხო, მაგ­რამ ჩვენ შე­ვე­ცა­დეთ გა­გაც­ნოთ ის­რა­ე­ლი­ლი დიპ­ლო­მა­ტის ის მო­საზ­რე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და აქ­ტუ­ა­ლუ­რად მი­ვიჩ­ნი­ეთ.

- ბა­ტო­ნო ზეევ, რას უკავ­შირ­დე­ბო­და ის­რა­ე­ლის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რე­გი­ო­ნა­ლუ­რი სე­მი­ნა­რის თბი­ლის­ში ჩა­ტა­რე­ბის შე­სა­ხებ და რო­მე­ლი ქვეყ­ნე­ბის ელ­ჩებ­მა მი­ი­ღეს მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

- ის­რა­ე­ლის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ თბი­ლის­ში ჩვე­ნი დიპ­ლო­მა­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით რე­გი­ო­ნა­ლუ­რი სე­მი­ნა­რის ჩა­ტა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნიშ­ნად გა­და­წყვი­ტა. მი­ვიჩ­ნევთ, რომ ამ­გვა­რი სე­მი­ნა­რის გა­მარ­თვა ჩვე­ნი სა­მი­ნის­ტროს უნი­კა­ლუ­რი წა­მო­წყე­ბაა. ჩვენ პირ­ვე­ლად ჩა­ვა­ტა­რეთ ამ­გვა­რი სე­მი­ნა­რი და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მხო­ლოდ კავ­კა­სი­სა და შუა აზი­ის ქვეყ­ნებ­ში ჩვენს ელ­ჩებს არ მი­უ­ღი­ათ. თბი­ლი­სის სე­მი­ნარ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს ის­რა­ე­ლის ელ­ჩებ­მა ვა­შინგტონ­ში, პე­კინ­ში, ნიუ-დე­ლი­ში, მოს­კოვ­ში, ლონ­დონ­სა და ბერ­ლინ­ში.

სე­მი­ნარ­ზე ვიმ­სჯე­ლეთ რე­გი­ონ­ში ის­რა­ე­ლის პო­ლი­ტი­კა­სა და რე­გი­ო­ნა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი­სად­მი ჩვენ ხედ­ვებ­ზე. ჩვენ­თვის ამ ტი­პის სე­მი­ნა­რი პირ­ვე­ლი ექპე­რი­მენ­ტი იყო და მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ სწო­რედ თბი­ლის­ში და სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მა­ტე­ბით, მშვიდ გა­რე­მო­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გა­ი­მარ­თა.

ჩვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ტი­ვი იყო სე­მი­ნა­რის მუ­შა­ო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მაია ფან­ჯი­კი­ძის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, სე­მი­ნა­რის მო­ნა­წი­ლე­ელ­ბის წი­ნა­შე პრე­მი­ე­რის გა­მოს­ვლა და სა­ქარ­თვე­ლოს, სა­ერ­თოდ რე­გი­ო­ნის მო­მა­ვალ­ზე, ასე­ვე ის­რა­ელ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბე­ბის გაც­ნო­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ­მა ჩვე­ნი ელ­ჩე­ბის კი­თხვებ­საც უპა­სუ­ხა და აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღი სე­მი­ნა­რის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ დის­კუ­სი­ა­ში.

- რა ინ­ტე­რე­სე­ბი აქვს ის­რა­ელს სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში და რო­გორ გეგ­მავთ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბის გა­ტა­რე­ბას?

- ის­რა­ელს ტრა­დი­ცი­უ­ლა­და აქვს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი კავ­კა­სი­ი­სა და შუა აზი­ის ქვეყ­ნებ­თან. ამ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­ლა­გე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად 90-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში­ვე და­ი­წყო. ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტე­ბი და ინ­ტენ­სი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ამ პე­რი­ო­ში არ შე­წყვე­ტი­ლა. ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ყვე­ლა ამ ქვეყ­ნებს თა­ვი­სი სპე­ცი­ფი­კა აქვს, მაგ­რამ მთა­ვა­რია, რომ ის­რა­ე­ლი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია მათ­თან ჰქონ­დეს კარ­გი და თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი.

გარ­და ამი­სა, ის­რა­ე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე თა­ნად­გო­მას ეძებს. ჩვენ დღე­ვან­დელ მსოფ­ლი­ო­ში ვხე­დავთ სა­ერ­თა­შო­რი­სო პრობ­ლე­მებს. .#1 პრობ­ლე­მა, რო­მელ­ზეც ჩვენ სე­მი­ნა­რის ფარ­გლებ­ში ვიმ­სჯე­ლეთ, გახ­ლავთ ირა­ნის ბირ­თვუ­ლი პრო­ექ­ტი. ეს პრობ­ლე­მა რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნე­ბი­სათ­ვი­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რუა, ვი­ნა­ი­დან ირა­ნი რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნე­ბის მე­ზო­ბე­ლია. რე­გი­ონ­ში ბირ­თვუ­ლი ზე­სა­ხელ­მწი­ფოს გა­ჩე­ნას შორს მი­მა­ვა­ლი შე­დე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ყვე­ლას­თვის. ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ირა­ნის ბირ­თვუ­ლი გეგ­მე­ბით ის­რა­ელ­ზე არა­ნაკ­ლე­ბად შეშ­ფო­თე­ბუ­ლი არი­ან არა­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბი - სა­უ­დის არა­ბე­თი და სპარ­სე­თის ყუ­რის ქვეყ­ნე­ბი. რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნე­ბი ამ სა­კი­თხში ჩვენს შეშ­ფო­თე­ბას იზი­ა­რე­ბენ. ყვე­ლას კარ­გად ეს­მის, რომ ბირ­თვულ ირანს რე­გი­ონ­ში თა­მა­შის წე­სე­ბის შეც­ვლა შე­უძ­ლია.

მე­ო­რე თემა, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სე­მი­ნა­რის ფარ­გლებ­ში გან­ვი­ხი­ლეთ, და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო რა­დი­კა­ლურ ის­ლა­მურ ტე­რორ­თან. ყვე­ლას ეს­მის, რომ რა­დი­კა­ლუ­რი ტე­რო­რი მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის საფრ­თხეა და არა არის მხო­ლოდ ის­რა­ე­ლის პრობ­ლე­მა. შე­სა­ბა­მი­სად, იგი სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სის პრობ­ლე­მაა. ამი­ტო­მა­ცაა, რომ ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია, რა­დი­კა­ლურ და ის­ლა­მურ ტე­რორ­თან ბრძო­ლა­ში რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნე­ბის შე­სა­ბა­მის სტრუქ­ტუ­რებს ჰქონ­დეთ დი­ა­ლო­გი. ამ ტე­რორს სა­ზღვრე­ბი არა აქვს და მას­თან წარ­მა­ტე­ბით ბრძო­ლა და გამ­კლა­ვე­ბა მხო­ლოდ სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­ო­პე­რა­ცი­ის ფარ­გლებ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი.

- სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბამ, რომ ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის უვი­ზო რე­ჟი­მი ამოქ­მედ­დე­ბა, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა დიდი კმა­ყო­ფი­ლე­ბით შეხ­ვდა. თქვენ კი ბრძა­ნეთ, რომ ამ საქ­მის ბო­ლომ­დე მი­საყ­ვა­ნად ტექ­ნი­კუ­რი დე­ტა­ლე­ბი დარ­ჩა, მაგ­რამ თქვე­ნი ვა­რა­უ­დით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ის­რა­ელ­ში უვი­ზოდ გამ­გზავ­რე­ბას ერთი თუ ორი წლის შემ­დეგ, თუ უფრო მეტი ხნის შემ­დეგ შეძ­ლე­ბენ?

- ზუსტ ვა­დებ­ზე სა­უ­ბა­რი გა­მი­ჭირ­დე­ბა. ამ შე­თან­ხმე­ბის მი­ი­ღე­ბას სამი ეტა­პი დას­ჭირ­დე­ბა: 1. შე­თან­ხმე­ბის ტექ­სის შე­თან­ხმე­ბა. ვფიქ­რობ, რომ ეს პრო­ცე­სი საკ­მა­ოდ სწრა­ფად დას­რულ­დე­ბა, 2 ამ შე­თან­ხმე­ბის მთავ­რო­ბე­ბის მიერ დამ­ტკი­ცე­ბა და მე­სა­მე ამა­ვე შე­თან­ხმე­ბის ორი­ვე ქვეყ­ნის პარ­ლა­მენ­ტე­ბის მიერ რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა. ვერ ვხე­დავ მი­ზე­ზებს, რომ ამ შე­თან­ხმე­ბის მი­ღე­ბა რო­მე­ლი­მე ეტაპ­ზე გა­ჭი­ა­ნურ­დეს. ვფიქ­რობ, რომ ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის უვი­ზო რე­ჟი­მის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცე­სი 1,5-2 წელ­ზე ადრე მოხ­დე­ბა. მთა­ვა­რია, რომ ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბამ ამ სა­კი­თხზე პრინ­ცი­პუ­ლი და სტრა­ტე­გი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკვე მი­ი­ღო. ახლა ტექ­ნი­კუ­რი დე­ტა­ლე­ბია გა­სარ­კვე­ვი. ჩემი პროგ­ნო­ზი უფრო ოპ­ტი­მის­ტუ­რია. ზუს­ტად თქმა მი­ჭირს, მაგ­რამ ვი­მე­ო­რებ, მე ვერ ვხე­დავ ვე­რა­ი­რი მი­ზეზს სა­ი­მი­სოდ, რომ ეს სა­კი­თხი დრო­უ­ლად არ გა­და­წყდეს.

მეს­მის, რომ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­სა­ხებ ცნო­ბის გავ­რცე­ლე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი სი­ხა­რუ­ლი გა­მო­იწ­ვია და ძა­ლი­ან არ მინ­და, ადა­მი­ა­ნებ­მა იფიქ­რონ, რომ უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით ბი­ლე­თის აღე­ბა და ბენ-გუ­რი­ო­ნის აე­რო­პორ­ტში აღ­მო­ჩე­ნა.

ვსარ­გებ­ლობ შემ­თხვე­ვით და მინ­და, ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვუ­თხრა, რომ საქ­მე ასე ნამ­დვი­ლად არ არის, მაგ­რამ ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის უვი­ზო მი­მოს­ვლა იმა­ზე მალე იქ­ნე­ბა, ვიდ­რე სულ რა­მო­დე­ნი­მე ხნის წინ ამის წარ­მოდ­გე­ნა შე­ეძ­ლო. ეს სა­კი­თხი პრე­მი­ერ­მა ივა­ნიშ­ვილ­მა ის­რა­ელ­ში ზა­ფხულ­ში ვი­ზი­ტი­სას ჩვენს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რა­ზე და­ა­ყე­ნა. მხა­რებ­მა ამ სა­კი­თხზე მუ­შა­ო­ბა და­ი­წყეს და შე­დე­გიც გვაქვს, ის­რა­ელ­ში უვი­ზოდ შეს­ვლის უფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტებ­სა და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პას­პორ­ტის მქო­ნე პი­რებს უკვე მალე ექ­ნებთ. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის უვი­ზო მი­მოს­ვლის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბაც საკ­მა­ოდ მალე იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი.

- თბი­ლის­ში ვი­ზი­ტი­სას თქვენ შეხ­ვედ­რე­ბი გქონ­დათ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრთან, ახ­ლად არ­ჩე­ულ პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­თან. რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის ორ­მხრივ ურ­თი­ერ­თო­ბებს და ამ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის პერ­სპექ­ტი­ვას?

- სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან, სა­გა­რეო საქ­მე­თა და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრებ­თან და ახ­ლად არ­ჩე­ულ პრე­ზი­დენ­თან შეხ­ვედ­რის ფარ­გლებ­ში გან­ვი­ხი­ლეთ ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­კი­თხე­ბის მთე­ლი კომ­პლექ­სი. მათ შო­რის რა­მო­დე­ნი­მე შე­თან­ხმე­ბა, რომ­ლებ­ზეც ახლა ვმუ­შა­ობთ. პრაქ­ტი­კუ­ლად მზად არის ხელ­მო­სა­წე­რად შე­თან­ხმე­ბა ის­რა­ე­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შსს-ს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ. ვფიქ­რობ, მას უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მო­ე­წე­რე­ბა ხელი.

ჩემს კო­ლე­გა ფან­ჯი­კი­ძეს­თან გან­ვი­ხი­ლეთ ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­კი­თხე­ბის ბლო­კი. მათ შო­რის სა­გა­რეო კავ­ში­რე­ბის სა­კი­თხე­ბი. პირ­ვე­ლი სამ­თავ­რე­ბა­თო­შო­რი­სი ეკო­ნო­მი­კუ­რი კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი. მისი შექ­მნა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ივა­ნიშ­ვი­ლის ის­რა­ელ­ში ვი­ზი­ტი­სას გა­და­წყდა. ამ კო­მი­სი­ას ორი­ვე ქვეყ­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბი უხელ­მძღვა­ნე­ლე­ბენ. ჩვენ გან­ვსა­ზღვრეთ ამ კო­მი­სი­ის დღის წეს­რი­გი და შევ­თახმდით, რომ ამ კო­მი­სი­ის პირ­ვე­ლი სხდო­მა ის­რუ­სა­ლიმ­ში მო­მა­ვა­ლი წლის 28 იან­ვარს გა­ი­მარ­თე­ბა. ამ სხდო­მა­ზე ჩვენ გან­ვი­ხი­ლავთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სფე­რო­ში. მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის მო­წე­რის შე­სა­ხებ.

გარ­და ამი­სა, სამ­თავ­რო­ბა­თა­შო­რი­სო კო­მი­სია გა­ნი­ხი­ლავს ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ჰა­ი­ტე­კის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. ამ სფე­რო­ში ის­რა­ე­ლი ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ქვე­ყა­ნაა მსოფ­ლი­ო­ში. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ჰა­ი­ტე­კის საფრ­თხე იზ­რდე­ბა და იგი სულ უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა და ბიზ­ნე­სი ხდე­ბა, ის­რა­ელ­მა გა­და­წყვი­ტა თა­ვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბა, რომ­ლის დაგ­რო­ვე­ბა ჩვენ სამ­წუ­ხა­როდ უკა­ნას­კნე­ლი 20 წლის მან­ძილ­ზე მოგ­ვი­წია, სხვა­საც გა­უ­ზი­ა­როთ. ჩვენ შევ­ქმე­ნით შე­სა­ბა­მი­სი ქვე­და­ნა­ყო­ფი, რო­მე­ლიც უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ფარ­გლებ­ში ჰა­ი­ტე­კი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი.

ჩვენ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გა­და­წყვი­ტა მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ის­რა­ელ­ში შე­იქ­მნას სეიტ-პარ­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრი ქვეყ­ნის სამ­ხრეთ­ში - ბერ­შევ­ში. იქ გა­და­დის ჰა­ი­ტეკ-დაც­ვის ყვე­ლა სის­ტე­მა, რო­მე­ლიც უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მათ შო­რის ჰა­ი­ტე­კის სა­მო­ქა­ლა­ქო სის­ტე­მე­ბი.

სეიტ-პარ­კი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ამ სფე­რო­ში ის­რა­ე­ლის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ბერ­შე­ვის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან. ჩვენ გვინ­და ბერ­შე­ვის ცენ­ტრი გა­და­ვაქ­ციო ჰა­ი­ტე­კის ერთ-ერთ დიდ ცენ­ტრად რე­გი­ონ­სა და მსოფ­ლი­ო­ში. ჩვენ ღია ვართ თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და კო­ო­პე­რა­ცი­ის­თვის.

ამა­ვე შეხ­ვედ­რა­ზე გან­ვი­ხი­ლეთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­კი­თხე­ბი ტუ­რიზ­მის სფე­რო­ში. მას შემ­დეგ რაც სა­ბო­ლო­ოდ იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის უვი­ზო მი­მოს­ვლის შე­სა­ხებ, ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ტუ­რიზ­მის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი გა­იზ­რდე­ბა.

ასე­ვე გან­ვი­ხი­ლეთ ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­კი­თხე­ბი და ამ სფე­რო­ში ის­რა­ე­ლის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბი­სა და ერ­თობ­ლი­ვი პრო­ქ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­კი­თხე­ბი. მათ შო­რის ამ სფე­რო­ში ის­რა­ე­ლი­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბის მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ანუ, ის­რა­ე­ლე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბის იმ 3 სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონ­დებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რო­მე­ლიც თქვენ­თან პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ივა­ნიშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­იქ­მნა. გან­ვი­ხი­ლეთ ამ ფონ­დე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­თა ის­რა­ელ­ში ან პრე­ზი­დენ­ტთან ერ­თად და­გეგ­მი­ლი ვი­ზი­ტი­სას, ანაც სამ­თავ­რო­ბო­თა­შო­რი­სო კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად ჩა­მოს­ვლა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ თბი­ლის­ში ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში და­ი­გეგ­მა ახ­ლად არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვი­ზი­ტი ის­რა­ელ­ში.

ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნი­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონ­დე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის ვი­ზი­ტი ის­რა­ელ­ში ის­რა­ე­ლის ბიზ­ნესს ქარ­თულ ბა­ზარ­ზე აქ­ტი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პერ­სპექ­ტი­ვებს გა­უ­ჩენს. უდა­ოა, რომ ბიზ­ნე­სის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის სე­რი­ო­ზუ­ლი ბიძ­გის მიმ­ცე­მი იქ­ნე­ბა.

ჩვენ ასე­ვე გან­ვი­ხი­ლეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის თე­მა­ტი­კაც. ჩვენ ვა­ფა­სებთ იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აიღო კურ­სი ის­რა­ელ­თან სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რო­ბა­ზე, რის შე­სა­ხე­ბაც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ­მა ის­რა­ელ­ში ვი­ზი­ტი­სას გა­ნა­ცხა­და. ეს კი კი­დევ უფრო გა­აღ­რმა­ვებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში ჩვენს თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. ყვე­ლა­ფე­რი ეს კარ­გი სა­ფუძ­ვე­ლია, რათა ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის ყვე­ლა დო­ნე­ზე კო­ო­პე­რა­ცია და შე­სა­ბა­მი­სად ქვეყ­ნებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა კი­დევ უფრო გაღ­მავ­დეს.

- სამ­ხედ­რო სფე­რო­ში ის­რა­ელ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე არა­ფე­რი გით­ქვამთ. 2008 წლის აგ­ვის­ტოს შემ­დეგ ამ სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი იყო, ახლა რა პერ­სპექ­ტი­ვე­ბი არ­სე­ბობს?

- სამ­ხედ­რო სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­კი­თხე­ბი ჩემი ვი­ზი­ტი­სას არ გან­გვი­ხი­ლავს. და­ი­გეგ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის დე­კემ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ვი­ზი­ტი ის­რა­ელ­ში. ჩვენ შევ­თან­მხდით, რომ თქვენს მი­ნისტრს ის­რა­ელ­ში ვი­ზი­ტის დროს შეხ­ვედ­რა ექ­ნე­ბა ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრთან. თავ­დაც­ვის სა­კი­თხებ­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა უნდა იმ­სჯე­ლონ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ისი­ნი ამ სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­კი­თხე­ბის გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

- 2014 წელი ებ­რა­ე­ლი და ქარ­თვე­ლი ხა­ლე­ბის 26 სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი მე­გობ­რო­ბის სა­ი­უ­ბი­ლეო წლად გა­მო­ცხად­და. რო­გორ ვა­რა­უ­დობს თე­ლა­ვი­ვი და თბი­ლი­სი ამ თა­რი­ღის მთე­ლი 2014 წლის მან­ძილ­ზე აღ­ნიშ­ვნას?

- პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან და პრე­ზი­დენ­ტთან შეხ­ვედ­რა­ზე აქ­ტი­უ­რად ვიმ­სჯე­ლეთ ქარ­თვე­ლი და ებ­რა­ე­ლი ხალ­ხე­ბის 26 სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი მე­გობ­რო­ბის აღ­ნიშ­ვნის სა­კი­თხე­ბის შე­სა­ხებ. გა­სა­გე­ბია, რომ ეს თემა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ში­ნაო სა­კი­თხია. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სურს, ეს თემა სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე გა­ი­ტა­ნოს. ჩვენ ხალ­ხებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ხი­დის როლს ის­რა­ელ­ში მცხოვ­რე­ბი 100 ათა­სი სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­მო­სუ­ლი ებ­რა­ე­ლო­ბა ას­რუ­ლებს. ისი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბულ როლს ას­რუ­ლე­ბენ ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბებ­სა და ძა­ლი­ან ბევ­რი ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. ამ თა­რი­ღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა აქ სა­ქარ­თვე­ლო­ში და ის­რა­ელ­ში. ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბა ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რომ მხა­რი და­უ­ჭი­როს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ამ წა­მო­წყე­ბას.

ჩვენ დი­დად ვა­ფა­სებთ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მო­უ­ა­როს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ებ­რა­უ­ლი სათ­ვის­ტო­მოს მიერ შექ­მნილ ძეგ­ლებს, სა­საფ­ლა­ო­ებს, სი­ნა­გო­გებს. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არა მხო­ლოდ ძეგ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით, არა­მედ ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის გაზ­რდი­სათ­ვის. ჩე­ხეთ­სა და პო­ლო­ნეთ­ში ამ­გვა­რი ძეგ­ლე­ბის რეს­ტავ­რა­ცი­ამ ამ ქვეყ­ნებ­ში ტუ­რის­ტე­ბის ნა­კა­დის ზრდა გა­მო­იწ­ვია. კულ­ტუ­რის ამ ძეგ­ლე­ბით და­ინ­ტე­რეს­დნენ არა მარ­ტო ამ ქვეყ­ნე­ბი­დან გა­მო­სუ­ლი ებ­რა­ე­ლე­ბი. ებ­რა­უ­ლი კულ­ტუ­რის ძეგ­ლე­ბის სწო­რი რეს­ტავ­რა­ცია ტუ­რის­ტე­ბის ნა­კა­დის ზრდას აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­იწ­ვევს.

- ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი კვლავ მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. ეგ­ვიპ­ტე­სა და სი­რი­ა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი კარ­გს არა­ფერს უქა­დის არა მარ­ტო ამ ქვეყ­ნის ხალ­ხებს, არა­მედ რე­გი­ო­ნის უსაფრ­თხო­ე­ბას. თქვენ რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით ამ ქვეყ­ნებ­ში უკან­საკ­ნელ წლებ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს და ვა­შინგტო­ნის პო­ლი­ტი­კას ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში?

- არ ვფიქ­რობ, რომ კო­მენ­ტა­რი უნდა გა­ვა­კე­თო ამე­რი­კის მიერ წარ­მო­ე­ბულ პო­ლი­ტი­კა­ზე. უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და თუ ამ კი­თხვე­ბით აშშ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და ამე­რი­კელ დიპ­ლო­მა­ტებს მი­მარ­თავ­დით. მე შე­მიძ­ლია ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე ისა­რა­ე­ლის თვალ­საზ­რი­სის შე­სა­ხებ მო­გახ­სე­ნოთ.

თუ მა­ნამ­დე ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბობ­და ტრა­დი­ცი­უ­ლი ის­რა­ელ-არა­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის პა­რა­დიგ­მა, ჩვენ დღეს ვხე­დავთ, რომ რაც ახლა ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ხდე­ბა, არა­ფერ სა­ერ­თო არ აქვს ის­რა­ელ­სა და პა­ლეს­ტი­ნას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბას­თან. ის­რა­ე­ლი დღეს გა­და­იქ­ცა ყვე­ლა­ზე სტა­ბი­ლურ ად­გი­ლად ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში.

ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში წამ­ყვა­ნი პო­ზი­ცი­ე­ბის­თვის ერ­თმა­ნეთს უპი­რის­პირ­დე­ბი­ან ში­ი­ტე­ბი და სუ­ნი­ტე­ბი. ორი­ვე ძალა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია არა­ბუ­ლი სამ­ყა­როს და­სავ­ლე­თი­სა­გან სე­კუ­რა­ლი­ზა­ცი­ა­ზე. რე­გი­ონ­ში ში­ი­ტე­ბის ჰე­გე­მო­ნი­ი­სათ­ვის ბრძო­ლა­ში ჩარ­თუ­ლია ირა­ნი, სი­რია ჰეს­ბო­ლა და ლი­ბა­ნი. ამ ბრძო­ლა­ში იგი­ვე მიზ­ნე­ბი აქვთ სუ­ნი­ტურ სა­უ­დის არა­ბეთს, სპარ­სე­თის ყუ­რის ქვეყ­ნებს. ამ ბრძო­ლა­ში ასე­ვე ჩარ­თუ­ლი სუ­ნი­ტუ­რი თურ­ქე­თი.

ეგ­ვიპ­ტე ამ და­პი­რის­პი­რე­ბის საკ­ვან­ძო ქვეყ­ნად რჩე­ბა. თუ ეგ­ვიპ­ტე­ში ქვეყ­ნის და­სავ­ლე­თი­სა­გან სე­კუ­ლა­რა­ლი­ზა­ცი­ის ძა­ლებ­მა გა­ი­მარ­ჯვეს, ვი­თა­რე­ბა კი­დევ უფრო დამ­ძიმ­დე­ბა. თუ ეგ­ვიპ­ტის დღე­ვან­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რო­მე­ლიც ეგ­ვიპ­ტის სხვა ის­ლა­მის­ტებ­თან შე­და­რე­ბით უფრო ნაკ­ლე­ბად არი­ან სე­კუ­ლა­რის­ტე­ბი, შეძ­ლეს ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, ქვე­ყა­ნა­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბის გან­ცდის შექ­მნა, ეს სხვა ქვეყ­ნე­ბის­თვი­საც კარ­გი მა­გა­ლი­თი იქ­ნე­ბა.

თუ ეგ­ვიპ­ტის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში კვლა­ვაც ის­ლა­მის­ტე­ბი დაბ­რუნ­დნენ, ეგ­ვიპ­ტე­ში "არა­ბუ­ლი გა­ზა­ფხუ­ლი" "არა­ბულ ზამ­თრად გა­და­იქ­ცე­ვა" და უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა მთელ რე­გი­ონ­ზე და ის­ლა­მის­ტე­ბის გავ­ლე­ნა მთელ რე­გი­ონ­ზე გა­იზ­რდე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ირანს. ის­რა­ე­ლი საკ­მა­ოდ თავ­და­ჭე­რი­ლად ეკი­დე­ბა გან­ცხა­დე­ბებს იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ირა­ნი რე­ფორ­მე­ბის პე­რი­ოდ­ში შე­დის. ჩვენ კარ­გად გვეს­მის, რომ ამ­გვა­რი მტკი­ცე­ბი­სათ­ვის არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს. ირა­ნის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვა რუ­ხა­ნიმ, რო­მელ­საც ირა­ნის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა, ისე­ვე რო­გორ და­ნარ­ჩენ 7 კან­დი­დატს აი­ო­თო­ლა ხა­მე­ი­ნიმ დარ­თო. არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვა კან­დი­დატ­მა, რო­მე­ლიც მი­სა­ღე­ბი იყო აი­თო­ლა­სათ­ვის. ამი­ტომ, ყოვ­ლად გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია, ვინ­მეს ჰქონ­დეს მო­ლო­დი­ნი, რომ ირან­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბი და­ი­წყე­ბა. ვი­საც ამ­გვა­რი იმე­დე­ბი აქვს, სრუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა არა აქვს იმა­ზე, პრაქ­ტი­კულ ცხოვ­რე­ბა­ში თუ რო­გორ მუ­შა­ობს "ირა­ნუ­ლი დე­მოკ­რა­ტია".

სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას ირან­თან დაკ­ვა­ში­რე­ბით ყვე­ლა­ზე მე­ტად აწუ­ხებს თე­ი­რა­ნის ბირ­თვუ­ლი პროგ­რა­მა. ჩვენ არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ რუ­ხა­ნი გახ­ლდათ ის პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ირა­ნუ­ლი ბირ­თვუ­ლი პროგ­რა­მის გან­ვი­თა­რე­ბას ხელს უწყობ­და. მას არას­დროს და­უ­მა­ლავს, თუ რო­გორ ახერ­ხებ­და იგი ამ პროგ­რა­მის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას. ამ თე­მა­ზე მან წიგ­ნიც და­წე­რა. იგი გახ­ლავთ იმ კონ­ცეფ­ცი­ის ავ­ტო­რი, რომ­ლის არსი და­ახ­ლო­ე­ბით ასე ჟღერს - და­სავ­ლეთ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სა­ხე­ზე ღი­მი­ლით უნდა ვა­წარ­მო­ოთ, პა­რა­ლე­ლუ­რად კი ვაგ­რძე­ლოთ ბირ­თვუ­ლი პრო­ექ­ტის რე­ა­ლი­ზა­ცია. პრე­ზი­დენ­ტი რუ­ხა­ნი ამ მე­თოდს პო­ლი­ტი­კა­ში და და­სავ­ლეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ახ­ლაც აქ­ტი­უ­რად იყე­ნებს.

ჩვენ ძა­ლი­ან დიდი იმე­დი გავ­ქვს, რომ მსოფ­ლიო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა გუ­ლუბ­რყვი­ლო არ აღ­მოჩ­ნდე­ბა და რუ­ხა­ნის ღი­მი­ლით არ მო­ტყუვ­დე­ბა. თე­ი­რან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მთა­ვა­რია არა ღი­მი­ლი­სა და არაფ­რისმთქმე­ლი რი­ტო­რი­კის მოს­მე­ნა, არა­მედ რე­ა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მიღ­წე­ვა.

ამას წი­ნათ სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში, სე­ულ­ში გახ­ლდით. ეს გახ­ლავთ ად­გი­ლი, სა­დაც კარ­გად ეს­მით, რომ - "კარგ შე­თან­ხმე­ბას" ისეთ პარტნი­ო­რებ­თან, რო­გორც ფხე­ნი­ა­ნი და თე­ი­რა­ნია, სჯო­ბია მათ­თან სა­ერ­თოდ არ გქონ­დეს ხელ­მო­წე­რი­ლი არა­ნა­ი­რი შე­თან­ხმე­ბა. სე­ულ­მა ერთი წლის წინ მო­ა­წე­რა ხელი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას­თან ბირ­თვულ ია­რაღ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­თან­ხმე­ბას, შე­დე­გად კი ის მი­ი­ღო, რომ ზუს­ტად ერთ წლის თავ­ზე ჩრდო­ლო­ეთ კო­რეა ბურ­თვუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო გახ­და. შე­დე­გად, ფხე­ნი­ა­ნი დღეს საფრ­თხეს წარ­მო­ად­გებს ჩი­ნე­თის­თვი­საც კი.

ირა­ნი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ზე ბევ­რად დიდი სა­ხელ­მწი­ფოა. ამ­დე­ნად, ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნი არ უნდა იყოს, თუ რა საფრ­თხე შე­ექ­მნე­ბა ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი­სა და თქვე­ნი რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნებს მა­შინ, თუ ერთ დღე­საც გა­ვიღ­ვი­ძებთ და აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ ირან­მა წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლა თა­ვი­სი ბირ­თვუ­ლი პროგ­რა­მა. თუ ირა­ნი ბირ­თუ­ლი ქვე­ყა­ნა გახ­და, რე­გი­ონ­ში ვი­თა­რე­ბა სულ სხვაგ­ვა­რი იქ­ნე­ბა.

ჩვე­ნი აზ­რით, ბირ­თვულ პროგ­რა­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ირან­თან არა­ნა­ირ დათ­მო­ბებ­ზე წას­ვლა არ შე­იძ­ლე­ბა. ამ პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბა მხო­ლოდ ირან­თან მი­მარ­თე­ბა­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი სან­ქცი­ე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ეს რომ ასეა, ირან­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის ამა­ლიზ­მაც დაგ­ვა­ნა­ხა.

სი­რი­ა­ზე აშშ-ის ზე­წო­ლამ გა­ხა­და შე­საძ­ლე­ბე­ლი სი­რი­ის ხე­ლი­უსფლე­ბის მიერ ქი­მი­ურ ია­რაღ­ზე უა­რის თქმა. ამი­ტო­მა­ცაა, რომ ვფიქ­რობთ, ირან­თან მი­მარ­თე­ბა­ში დათ­მო­ბებ­ზე წას­ვლა და­სავ­ლე­თის სე­რი­ო­ზუ­ლი შეც­დო­მა იქ­ნე­ბო­და.

მოკ­ლედ, ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი კვლავ არას­ტა­ბი­ლურ რე­გი­ო­ნად რჩე­ბა. ეს ჩვენ­გან, რო­გორც ისა­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფო­სა­გან მო­ი­თხოვს ფრთხი­ლი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბას. ჩვენ არ გვაქვს უფ­ლე­ბა, საფრ­თხის წი­ნა­შე და­ვა­ყე­ნოთ ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­სა და მო­ქა­ლა­ე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა. იმა­ზე, თუ რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა პრო­ცე­სე­ბი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, ბევ­რა­დაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბა ახა­ლო აღ­მო­სავ­ლე­თი არა რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, არა­მედ რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ.

კობა ბენ­დე­ლი­ა­ნი

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ისრაელთან უვიზო მიმოსვლა იმაზე მალე იქნება, ვიდრე ამის წარმოდგენა შეგვეძლო

ისრაელთან უვიზო მიმოსვლა იმაზე მალე იქნება, ვიდრე ამის წარმოდგენა შეგვეძლო

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ზეევ ელკინმა თბილისში ორგანიზებული რეგიონალური სემინარისა და საქართველოს ხელისუფლებასთან გამართული მოლაპარაკებების შედეგები პრესის წარმომადგენლებთან შეაჯამა. მინისტრის მოადგილემ ისრაელსა და საქართველოს შორის ურთიერთობების პერსპექტივებზე ვრცლად ისაუბრა. შეხვედრაზე არა ერთ აქტუალურ თემას შეეხო, მაგრამ ჩვენ შევეცადეთ გაგაცნოთ ისრაელილი დიპლომატის ის მოსაზრებები, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვნად და აქტუალურად მივიჩნიეთ.

- ბატონო ზეევ, რას უკავშირდებოდა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება რეგიონალური სემინარის თბილისში ჩატარების შესახებ და რომელი ქვეყნების ელჩებმა მიიღეს მასში მონაწილეობა?

- ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თბილისში ჩვენი დიპლომატების მონაწილეობით რეგიონალური სემინარის ჩატარება საქართველოსთან განსაკუთრებული ურთიერთობების ნიშნად გადაწყვიტა. მივიჩნევთ, რომ ამგვარი სემინარის გამართვა ჩვენი სამინისტროს უნიკალური წამოწყებაა. ჩვენ პირველად ჩავატარეთ ამგვარი სემინარი და მასში მონაწილეობა მხოლოდ კავკასისა და შუა აზიის ქვეყნებში ჩვენს ელჩებს არ მიუღიათ. თბილისის სემინარში მონაწილეობა მიიღეს ისრაელის ელჩებმა ვაშინგტონში, პეკინში, ნიუ-დელიში, მოსკოვში, ლონდონსა და ბერლინში.

სემინარზე ვიმსჯელეთ რეგიონში ისრაელის პოლიტიკასა და რეგიონალური პრობლემებისადმი ჩვენ ხედვებზე. ჩვენთვის ამ ტიპის სემინარი პირველი ექპერიმენტი იყო და მოხარულები ვართ, რომ სწორედ თბილისში და საქართველოში წარმატებით, მშვიდ გარემოსა და დემოკრატიულად ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაიმართა.

ჩვენთვის განსაკუთრებული პატივი იყო სემინარის მუშაობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის მონაწილეობა, სემინარის მონაწილეელბის წინაშე პრემიერის გამოსვლა და საქართველოს, საერთოდ რეგიონის მომავალზე, ასევე ისრაელსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე თავისი მოსაზრებების გაცნობა. საქართველოს პრემიერმა ჩვენი ელჩების კითხვებსაც უპასუხა და აქტიური მონაწილეობა მიიღი სემინარის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში.

- რა ინტერესები აქვს ისრაელს სამხრეთ კავკასიაში და როგორ გეგმავთ სამხრეთ კავკასიის რეგიონში თავისი ინტერესების გატარებას?

- ისრაელს ტრადიციულადა აქვს კარგი ურთიერთობები კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებთან. ამ ურთიერთობების დალაგება პრაქტიკულად 90-იანი წლების დასაწყისშივე დაიწყო. ხორციელდებოდა ერთობლივი პროექტები და ინტენსიური თანამშრომლობა ამ პერიოში არ შეწყვეტილა. ბუნებრივია, რომ ყველა ამ ქვეყნებს თავისი სპეციფიკა აქვს, მაგრამ მთავარია, რომ ისრაელი დაინტერესებულია მათთან ჰქონდეს კარგი და თბილი ურთიერთობები.

გარდა ამისა, ისრაელი საერთაშორისო არენაზე თანადგომას ეძებს. ჩვენ დღევანდელ მსოფლიოში ვხედავთ საერთაშორისო პრობლემებს. .#1 პრობლემა, რომელზეც ჩვენ სემინარის ფარგლებში ვიმსჯელეთ, გახლავთ ირანის ბირთვული პროექტი. ეს პრობლემა რეგიონის ქვეყნებისათვისაც აქტუალურუა, ვინაიდან ირანი რეგიონის ქვეყნების მეზობელია. რეგიონში ბირთვული ზესახელმწიფოს გაჩენას შორს მიმავალი შედეგები შეიძლება ჰქონდეს ყველასთვის. ახლო აღმოსავლეთში ირანის ბირთვული გეგმებით ისრაელზე არანაკლებად შეშფოთებული არიან არაბული ქვეყნები - საუდის არაბეთი და სპარსეთის ყურის ქვეყნები. რეგიონის ქვეყნები ამ საკითხში ჩვენს შეშფოთებას იზიარებენ. ყველას კარგად ესმის, რომ ბირთვულ ირანს რეგიონში თამაშის წესების შეცვლა შეუძლია.

მეორე თემა, რომელიც თბილისის სემინარის ფარგლებში განვიხილეთ, დაკავშირებული იყო რადიკალურ ისლამურ ტერორთან. ყველას ესმის, რომ რადიკალური ტერორი მთელი მსოფლიოსთვის საფრთხეა და არა არის მხოლოდ ისრაელის პრობლემა. შესაბამისად, იგი საერთო ინტერესის პრობლემაა. ამიტომაცაა, რომ ყველა დაინტერესებულია, რადიკალურ და ისლამურ ტერორთან ბრძოლაში რეგიონის ქვეყნების შესაბამის სტრუქტურებს ჰქონდეთ დიალოგი. ამ ტერორს საზღვრები არა აქვს და მასთან წარმატებით ბრძოლა და გამკლავება მხოლოდ საერთაშორისო კოოპერაციის ფარგლებშია შესაძლებელი.

- საქართველოს პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის განცხადებამ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება, ქართული საზოგადოება დიდი კმაყოფილებით შეხვდა. თქვენ კი ბრძანეთ, რომ ამ საქმის ბოლომდე მისაყვანად ტექნიკური დეტალები დარჩა, მაგრამ თქვენი ვარაუდით, საქართველოს მოქალაქეები ისრაელში უვიზოდ გამგზავრებას ერთი თუ ორი წლის შემდეგ, თუ უფრო მეტი ხნის შემდეგ შეძლებენ?

- ზუსტ ვადებზე საუბარი გამიჭირდება. ამ შეთანხმების მიიღებას სამი ეტაპი დასჭირდება: 1. შეთანხმების ტექსის შეთანხმება. ვფიქრობ, რომ ეს პროცესი საკმაოდ სწრაფად დასრულდება, 2 ამ შეთანხმების მთავრობების მიერ დამტკიცება და მესამე ამავე შეთანხმების ორივე ქვეყნის პარლამენტების მიერ რატიფიცირება. ვერ ვხედავ მიზეზებს, რომ ამ შეთანხმების მიღება რომელიმე ეტაპზე გაჭიანურდეს. ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმების მიღების პროცესი 1,5-2 წელზე ადრე მოხდება. მთავარია, რომ ისრაელის მთავრობამ ამ საკითხზე პრინციპული და სტრატეგიული გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ახლა ტექნიკური დეტალებია გასარკვევი. ჩემი პროგნოზი უფრო ოპტიმისტურია. ზუსტად თქმა მიჭირს, მაგრამ ვიმეორებ, მე ვერ ვხედავ ვერაირი მიზეზს საიმისოდ, რომ ეს საკითხი დროულად არ გადაწყდეს.

მესმის, რომ ამ ინფორმაციის შესახებ ცნობის გავრცელებამ საზოგადოებაში დიდი სიხარული გამოიწვია და ძალიან არ მინდა, ადამიანებმა იფიქრონ, რომ უკვე შესაძლებელია ისრაელის მიმართულებით ბილეთის აღება და ბენ-გურიონის აეროპორტში აღმოჩენა.

ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, ქართულ საზოგადოებას ვუთხრა, რომ საქმე ასე ნამდვილად არ არის, მაგრამ ჩვენს ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლა იმაზე მალე იქნება, ვიდრე სულ რამოდენიმე ხნის წინ ამის წარმოდგენა შეეძლო. ეს საკითხი პრემიერმა ივანიშვილმა ისრაელში ზაფხულში ვიზიტისას ჩვენს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე დააყენა. მხარებმა ამ საკითხზე მუშაობა დაიწყეს და შედეგიც გვაქვს, ისრაელში უვიზოდ შესვლის უფლება საქართველოს დიპლომატებსა და დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებს უკვე მალე ექნებთ. ვიმედოვნებ, რომ ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებაც საკმაოდ მალე იქნება მიღებული.

- თბილისში ვიზიტისას თქვენ შეხვედრები გქონდათ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ახლად არჩეულ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან. როგორ შეაფასებდით ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს და ამ ურთიერთობების პერსპექტივას?

- საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრებთან და ახლად არჩეულ პრეზიდენთან შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხების მთელი კომპლექსი. მათ შორის რამოდენიმე შეთანხმება, რომლებზეც ახლა ვმუშაობთ. პრაქტიკულად მზად არის ხელმოსაწერად შეთანხმება ისრაელის უსაფრთხოების სამინისტროსა და საქართველოს შსს-ს შორის თანამშრომლობის შესახებ. ვფიქრობ, მას უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი.

ჩემს კოლეგა ფანჯიკიძესთან განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხების ბლოკი. მათ შორის საგარეო კავშირების საკითხები. პირველი სამთავრებათოშორისი ეკონომიკური კომისიის მუშაობის პერსპექტივები. მისი შექმნა პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის ისრაელში ვიზიტისას გადაწყდა. ამ კომისიას ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები უხელმძღვანელებენ. ჩვენ განვსაზღვრეთ ამ კომისიის დღის წესრიგი და შევთახმდით, რომ ამ კომისიის პირველი სხდომა ისრუსალიმში მომავალი წლის 28 იანვარს გაიმართება. ამ სხდომაზე ჩვენ განვიხილავთ თანამშრომლობას სოფლის მეურნეობის სფეროში. მივიღეთ გადაწყვეტილება სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მოწერის შესახებ.

გარდა ამისა, სამთავრობათაშორისო კომისია განიხილავს ორ ქვეყანას შორის ჰაიტეკის სფეროში თანამშრომლობას. ამ სფეროში ისრაელი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში. იმის გათვალისწინებით, რომ ჰაიტეკის საფრთხე იზრდება და იგი სულ უფრო აქტუალური მიმართულება და ბიზნესი ხდება, ისრაელმა გადაწყვიტა თავისი გამოცდილება, რომლის დაგროვება ჩვენ სამწუხაროდ უკანასკნელი 20 წლის მანძილზე მოგვიწია, სხვასაც გაუზიაროთ. ჩვენ შევქმენით შესაბამისი ქვედანაყოფი, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის ფარგლებში ჰაიტეკითაა დაკავებული.

ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა მისი ხელმძღვანელობით ისრაელში შეიქმნას სეიტ-პარკის საერთაშორისო ცენტრი ქვეყნის სამხრეთში - ბერშევში. იქ გადადის ჰაიტეკ-დაცვის ყველა სისტემა, რომელიც უსაფრთხოების სამსახურთანაა დაკავშირებული. მათ შორის ჰაიტეკის სამოქალაქო სისტემები.

სეიტ-პარკი დაკავშირებული იქნება ამ სფეროში ისრაელის ერთ-ერთი საუკეთესო ბერშევის უნივერსიტეტთან. ჩვენ გვინდა ბერშევის ცენტრი გადავაქციო ჰაიტეკის ერთ-ერთ დიდ ცენტრად რეგიონსა და მსოფლიოში. ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისა და კოოპერაციისთვის.

ამავე შეხვედრაზე განვიხილეთ თანამშრომლობის საკითხები ტურიზმის სფეროში. მას შემდეგ რაც საბოლოოდ იქნება მიღებული გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ, ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები გაიზრდება.

ასევე განვიხილეთ ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები და ამ სფეროში ისრაელის გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი პროქტების განხორციელების საკითხები. მათ შორის ამ სფეროში ისრაელილი ინვესტორების მასში მონაწილეობა. ანუ, ისრაელელი ინვესტორების იმ 3 საინვესტიციო ფონდებთან თანამშრომლობა, რომელიც თქვენთან პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის ინიციატივით შეიქმნა. განვიხილეთ ამ ფონდების ხელმძღვანელთა ისრაელში ან პრეზიდენტთან ერთად დაგეგმილი ვიზიტისას, ანაც სამთავრობოთაშორისო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოსვლა. მოგეხსენებათ, რომ თბილისში ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა ახლად არჩეული პრეზიდენტის ვიზიტი ისრაელში.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში შექმნილი საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელების ვიზიტი ისრაელში ისრაელის ბიზნესს ქართულ ბაზარზე აქტიური საქმიანობისა და თანამშრომლობის პერსპექტივებს გაუჩენს. უდაოა, რომ ბიზნესის სფეროში თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებისათვის სერიოზული ბიძგის მიმცემი იქნება.

ჩვენ ასევე განვიხილეთ საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი თანამშრომლობის თემატიკაც. ჩვენ ვაფასებთ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აიღო კურსი ისრაელთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რის შესახებაც საქართველოს პრემიერმა ისრაელში ვიზიტისას განაცხადა. ეს კი კიდევ უფრო გააღრმავებს საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩვენს თანამშრომლობას. ყველაფერი ეს კარგი საფუძველია, რათა ჩვენს ქვეყნებს შორის ყველა დონეზე კოოპერაცია და შესაბამისად ქვეყნებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღმავდეს.

- სამხედრო სფეროში ისრაელსა და საქართველოს თანამშრომლობაზე არაფერი გითქვამთ. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ამ სფეროში თანამშრომლობაში გარკვეული სირთულეები იყო, ახლა რა პერსპექტივები არსებობს?

- სამხედრო სფეროში თანამშრომლობის საკითხები ჩემი ვიზიტისას არ განგვიხილავს. დაიგეგმა მიმდინარე წლის დეკემბერში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ისრაელში. ჩვენ შევთანმხდით, რომ თქვენს მინისტრს ისრაელში ვიზიტის დროს შეხვედრა ექნება ისრაელის თავდაცვის მინისტრთან. თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობაზე სპეციალისტებმა უნდა იმსჯელონ და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ამ სფეროში თანამშრომლობის საკითხების განიხილავენ.

- 2014 წელი ებრაელი და ქართველი ხალების 26 საუკუნოვანი მეგობრობის საიუბილეო წლად გამოცხადდა. როგორ ვარაუდობს თელავივი და თბილისი ამ თარიღის მთელი 2014 წლის მანძილზე აღნიშვნას?

- პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან შეხვედრაზე აქტიურად ვიმსჯელეთ ქართველი და ებრაელი ხალხების 26 საუკუნოვანი მეგობრობის აღნიშვნის საკითხების შესახებ. გასაგებია, რომ ეს თემა საქართველოს საშინაო საკითხია. საქართველოს ხელისუფლებას სურს, ეს თემა საერთაშორისო დონეზე გაიტანოს. ჩვენ ხალხებს შორის ურთიერთობების ხიდის როლს ისრაელში მცხოვრები 100 ათასი საქართველოდან გამოსული ებრაელობა ასრულებს. ისინი განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებსა და ძალიან ბევრი ერთობლივი პროექტების განხორციელებაში. ამ თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება აქ საქართველოში და ისრაელში. ისრაელის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლების ამ წამოწყებას.

ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, მოუაროს საქართველოს ტერიტორიაზე ებრაული სათვისტომოს მიერ შექმნილ ძეგლებს, სასაფლაოებს, სინაგოგებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ძეგლების შენარჩუნების თვალსაზრისით, არამედ ტურისტული პოტენციალის გაზრდისათვის. ჩეხეთსა და პოლონეთში ამგვარი ძეგლების რესტავრაციამ ამ ქვეყნებში ტურისტების ნაკადის ზრდა გამოიწვია. კულტურის ამ ძეგლებით დაინტერესდნენ არა მარტო ამ ქვეყნებიდან გამოსული ებრაელები. ებრაული კულტურის ძეგლების სწორი რესტავრაცია ტურისტების ნაკადის ზრდას აუცილებლად გამოიწვევს.

- ახლო აღმოსავლეთი კვლავ მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ეგვიპტესა და სირიაში განვითარებული მოვლენები კარგს არაფერს უქადის არა მარტო ამ ქვეყნის ხალხებს, არამედ რეგიონის უსაფრთხოებას. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ ქვეყნებში უკანსაკნელ წლებში განვითარებულ მოვლენებს და ვაშინგტონის პოლიტიკას ახლო აღმოსავლეთში?

- არ ვფიქრობ, რომ კომენტარი უნდა გავაკეთო ამერიკის მიერ წარმოებულ პოლიტიკაზე. უკეთესი იქნებოდა თუ ამ კითხვებით აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ამერიკელ დიპლომატებს მიმართავდით. მე შემიძლია ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე ისარაელის თვალსაზრისის შესახებ მოგახსენოთ.

თუ მანამდე ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით არსებობდა ტრადიციული ისრაელ-არაბული დაპირისპირების პარადიგმა, ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ რაც ახლა ახლო აღმოსავლეთში ხდება, არაფერ საერთო არ აქვს ისრაელსა და პალესტინას შორის დაპირისპირებასთან. ისრაელი დღეს გადაიქცა ყველაზე სტაბილურ ადგილად ახლო აღმოსავლეთში.

ახლო აღმოსავლეთში წამყვანი პოზიციებისთვის ერთმანეთს უპირისპირდებიან შიიტები და სუნიტები. ორივე ძალა ორიენტირებულია არაბული სამყაროს დასავლეთისაგან სეკურალიზაციაზე. რეგიონში შიიტების ჰეგემონიისათვის ბრძოლაში ჩართულია ირანი, სირია ჰესბოლა და ლიბანი. ამ ბრძოლაში იგივე მიზნები აქვთ სუნიტურ საუდის არაბეთს, სპარსეთის ყურის ქვეყნებს. ამ ბრძოლაში ასევე ჩართული სუნიტური თურქეთი.

ეგვიპტე ამ დაპირისპირების საკვანძო ქვეყნად რჩება. თუ ეგვიპტეში ქვეყნის დასავლეთისაგან სეკულარალიზაციის ძალებმა გაიმარჯვეს, ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება. თუ ეგვიპტის დღევანდელმა ხელისუფლებამ, რომელიც ეგვიპტის სხვა ისლამისტებთან შედარებით უფრო ნაკლებად არიან სეკულარისტები, შეძლეს ძალაუფლების შენარჩუნება, ქვეყანაში სტაბილურობის განცდის შექმნა, ეს სხვა ქვეყნებისთვისაც კარგი მაგალითი იქნება.

თუ ეგვიპტის ხელისუფლებაში კვლავაც ისლამისტები დაბრუნდნენ, ეგვიპტეში "არაბული გაზაფხული" "არაბულ ზამთრად გადაიქცევა" და უარყოფითად აისახება მთელ რეგიონზე და ისლამისტების გავლენა მთელ რეგიონზე გაიზრდება.

რაც შეეხება ირანს. ისრაელი საკმაოდ თავდაჭერილად ეკიდება განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ირანი რეფორმების პერიოდში შედის. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამგვარი მტკიცებისათვის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა რუხანიმ, რომელსაც ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ისევე როგორ დანარჩენ 7 კანდიდატს აიოთოლა ხამეინიმ დართო. არჩევნებში გაიმარჯვა კანდიდატმა, რომელიც მისაღები იყო აითოლასათვის. ამიტომ, ყოვლად გაუმართლებელია, ვინმეს ჰქონდეს მოლოდინი, რომ ირანში დემოკრატიული რეფორმები დაიწყება. ვისაც ამგვარი იმედები აქვს, სრული წარმოდგენა არა აქვს იმაზე, პრაქტიკულ ცხოვრებაში თუ როგორ მუშაობს "ირანული დემოკრატია".

საერთაშორისო თანამეგობრობას ირანთან დაკვაშირებით ყველაზე მეტად აწუხებს თეირანის ბირთვული პროგრამა. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუხანი გახლდათ ის პოლიტიკოსი, რომელიც წლების განმავლობაში ირანული ბირთვული პროგრამის განვითარებას ხელს უწყობდა. მას არასდროს დაუმალავს, თუ როგორ ახერხებდა იგი ამ პროგრამის რეალიზაციას. ამ თემაზე მან წიგნიც დაწერა. იგი გახლავთ იმ კონცეფციის ავტორი, რომლის არსი დაახლოებით ასე ჟღერს - დასავლეთთან მოლაპარაკებები სახეზე ღიმილით უნდა ვაწარმოოთ, პარალელურად კი ვაგრძელოთ ბირთვული პროექტის რეალიზაცია. პრეზიდენტი რუხანი ამ მეთოდს პოლიტიკაში და დასავლეთთან ურთიერთობაში ახლაც აქტიურად იყენებს.

ჩვენ ძალიან დიდი იმედი გავქვს, რომ მსოფლიო თანამეგობრობა გულუბრყვილო არ აღმოჩნდება და რუხანის ღიმილით არ მოტყუვდება. თეირანთან ურთიერთობაში მთავარია არა ღიმილისა და არაფრისმთქმელი რიტორიკის მოსმენა, არამედ რეალური გადაწყვეტილებების მიღწევა.

ამას წინათ სამხრეთ კორეაში, სეულში გახლდით. ეს გახლავთ ადგილი, სადაც კარგად ესმით, რომ - "კარგ შეთანხმებას" ისეთ პარტნიორებთან, როგორც ფხენიანი და თეირანია, სჯობია მათთან საერთოდ არ გქონდეს ხელმოწერილი არანაირი შეთანხმება. სეულმა ერთი წლის წინ მოაწერა ხელი ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით შეთანხმებას, შედეგად კი ის მიიღო, რომ ზუსტად ერთ წლის თავზე ჩრდოლოეთ კორეა ბურთვული სახელმწიფო გახდა. შედეგად, ფხენიანი დღეს საფრთხეს წარმოადგებს ჩინეთისთვისაც კი.

ირანი ჩრდილოეთ კორეაზე ბევრად დიდი სახელმწიფოა. ამდენად, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, თუ რა საფრთხე შეექმნება ახლო აღმოსავლეთისა და თქვენი რეგიონის ქვეყნებს მაშინ, თუ ერთ დღესაც გავიღვიძებთ და აღმოჩნდება, რომ ირანმა წარმატებით დაასრულა თავისი ბირთვული პროგრამა. თუ ირანი ბირთული ქვეყანა გახდა, რეგიონში ვითარება სულ სხვაგვარი იქნება.

ჩვენი აზრით, ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ირანთან არანაირ დათმობებზე წასვლა არ შეიძლება. ამ პროცესის შეჩერება მხოლოდ ირანთან მიმართებაში ეკონომიკური სანქციებითაა შესაძლებელი. ეს რომ ასეა, ირანში ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ამალიზმაც დაგვანახა.

სირიაზე აშშ-ის ზეწოლამ გახადა შესაძლებელი სირიის ხელიუსფლების მიერ ქიმიურ იარაღზე უარის თქმა. ამიტომაცაა, რომ ვფიქრობთ, ირანთან მიმართებაში დათმობებზე წასვლა დასავლეთის სერიოზული შეცდომა იქნებოდა.

მოკლედ, ახლო აღმოსავლეთი კვლავ არასტაბილურ რეგიონად რჩება. ეს ჩვენგან, როგორც ისარაელის სახელმწიფოსაგან მოითხოვს ფრთხილი პოლიტიკის გატარებას. ჩვენ არ გვაქვს უფლება, საფრთხის წინაშე დავაყენოთ ჩვენი სახელმწიფოსა და მოქალაეების უსაფრთხოება. იმაზე, თუ როგორ განვითარდება პროცესები უახლოეს მომავალში, ბევრადაა დამოკიდებული თუ როგორი იქნება ახალო აღმოსავლეთი არა რამდენიმე წლის შემდეგ, არამედ რამდენიმე თვის შემდეგ.

კობა ბენდელიანი

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა