ჰოლივუდის ვარსკვლავური წყვილი - მაიკლ დუგლასი და კეტინ ზეტა-ჯონსი ექვსთვიანი განშორების შემდეგ ისევ ერთად არიან. ცოლ-ქმარი აცხადებს, რომ მათ 13-წლიან საქორწინო ურთიერთობაში ახალი ქვეთავი იწყება.
შეგახსენებთ, აგვისტოში წყვილის გარემოცვამ აღიარა, რომ დუგლასი და ზეტა-ჯონსი დროებით ერთმანეთს დაშორდნენ. "ამ პერიოდის განმავლობაში გაარკვევენ ურთიერთობას და გადაწყვეტენ, როგორ განაგრძონ ცხოვრება", - აცხადებდნენ ისინი.
წყვილი დღეს კვლავ საერთო ბინაში ცხოვრობს, სადაც რომანტიკული განწყობის შექმნასა და ქორწინების გამოცოცხლებას ცდილობს.
განშორების პერიოდში კეტრინმა მეუღლეს ფილმის "უკანასკნელი წვეულება ვეგასში" პრემიერის წინ დაურეკა და წარმატება უსურვა. მაიკლი კი ამ ჟესტის პასუხად პრემიერაზე საქორწინო ბეჭდით მივიდა.
მომზადებულია mirror.co.uk-ის მიხედვით.