პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ერთი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და რამ­დე­ნი­მე და­იჭ­რა ლოს ან­ჯე­ლე­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში სრო­ლის შე­დე­გად. ამის შე­სა­ხებ "ბი-ბი-სი" იუ­წყე­ბა.

ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 23 წლის პოლ ენ­ტო­ნი სი­ან­სია (Paul Ciancia ) აე­რო­პორ­ტის მე­სა­მე ტერ­მი­ნალ­ში შე­იჭ­რა და იქ მყო­ფებს ცე­ცხლი გა­უხ­სნა. პო­ლი­ცი­ის მიერ სა­პა­სუ­ხო სრო­ლის შე­დე­გად თავ­დამ­სხმე­ლი თა­ვა­დაც და­იჭ­რა.

ლოს-ან­ჯე­ლე­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აერ­პორ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა გან­ცხა­დე­ბით, მომ­ხდა­რის გამო 746 სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ი­სი შე­ჩერ­და, 46 კი გა­და­ი­დო. მე-3 ტერ­მი­ნა­ლი ამ დრომ­დე და­ხუ­რუ­ლია.

პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, თავ­დამ­სხმელს ჩან­თა­ში ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ში­ნა­არ­სის ჩა­ნა­წე­რე­ბი აღ­მო­უ­ჩი­ნეს. თუმ­ცა, გა­მო­ძი­ე­ბის წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბი არ ჰყო­ლია. ენ­ტო­ნი სი­ან­სი­ამ, ცოტა ხნის წინ, ოჯა­ხის წევ­რებს მი­წე­რა, რომ თა­ვის მოკ­ვლას აპი­რებ­და.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია bbc.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა ლოს ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში  სროლის შედეგად. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, 23 წლის პოლ ენტონი სიანსია (Paul Ciancia ) აეროპორტის მესამე ტერმინალში შეიჭრა და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა. პოლიციის მიერ საპასუხო სროლის შედეგად თავდამსხმელი თავადაც დაიჭრა.

ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აერპორტის წარმომადგენელთა განცხადებით, მომხდარის გამო 746 საერთაშორისო რეისი შეჩერდა, 46 კი გადაიდო. მე-3 ტერმინალი ამ დრომდე დახურულია.

პოლიციის ცნობით, თავდამსხმელს ჩანთაში ანტისახელმწიფოებრივი შინაარსის ჩანაწერები აღმოუჩინეს. თუმცა, გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, მას თანამზრახველები არ ჰყოლია. ენტონი სიანსიამ, ცოტა ხნის წინ, ოჯახის წევრებს მიწერა, რომ თავის მოკვლას აპირებდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა