სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი დღეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე თავის შემცვლელს დაასახელებს
ბიძინა ივანიშვილი დღეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე თავის შემცვლელს დაასახელებს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი დღეს თა­ვის შემ­ცვლელს და­ა­სა­ხე­ლებს. ამ თე­მა­ზე კო­ა­ლი­ცი­ის პო­ლიტ­საბ­ჭო იმ­სჯე­ლებს, რის შემ­დე­გაც პრე­მი­ე­რი კან­დი­და­ტუ­რას სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბას გა­აც­ნობს.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შეხ­ვედ­რა უმ­რავ­ლე­სო­ბას­თან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ცენ­ტრა­ლურ ოფის­ში 15:00 სა­ა­თის­თვის არის და­გეგ­მი­ლი.

პრე­მი­ე­რის შე­საძ­ლო შემ­ცვლე­ლე­ბად მოქ­მე­დი მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის წევ­რე­ბი სა­ხელ­დე­ბი­ან. გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რად ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრ და­ვით სერ­გე­ენ­კოს და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რე­ბის გან­ხილ­ვის შე­სა­ხებ. ამას­თან, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის შე­საძ­ლო შემ­ცვლე­ლად ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი კახი კა­ლა­ძე და სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძე და­სა­ხელ­დნენ.

თუმ­ცა, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა გუ­შინ გა­ნა­ცხა­და, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის სა­კი­თხზე მას­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი არ მიმ­დი­ნა­რე­ობს. და­ვით სერ­გე­ენ­კოს გან­მარ­ტე­ბით, კო­ა­ლი­ცი­ა­ში ბევ­რი ღირ­სე­უ­ლი კად­რია, რო­მელ­საც შე­უძ­ლია, აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ი­კა­ვოს.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში კი აცხა­დე­ბენ, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მოქ­მე­დი მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის ერთ-ერთი წევ­რი შეც­ვლის. რო­გორც უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მო­მა­ვალ­მა მდი­ვან­მა, დე­პუ­ტატ­მა ირი­ნა იმერ­ლიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლიტ­საბ­ჭო დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე იმ მი­ნის­ტრის შემ­ცვლელ­ზეც იმ­სჯე­ლებს, რო­მე­ლიც პრე­მი­ე­რი გახ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ბიძინა ივანიშვილი დღეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე თავის შემცვლელს დაასახელებს

ბიძინა ივანიშვილი დღეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე თავის შემცვლელს დაასახელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს თავის შემცვლელს დაასახელებს. ამ თემაზე კოალიციის პოლიტსაბჭო იმსჯელებს, რის შემდეგაც პრემიერი კანდიდატურას საპარლამენტო უმრავლესობას გააცნობს.

ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა უმრავლესობასთან "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში 15:00 საათისთვის არის დაგეგმილი.

პრემიერის შესაძლო შემცვლელებად მოქმედი მინისტრთა კაბინეტის წევრები სახელდებიან. გავრცელდა ინფორმაცია მთავრობის მეთაურად ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს და შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურების განხილვის შესახებ. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო შემცვლელად ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე დასახელდნენ.

თუმცა, ჯანდაცვის მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრობის საკითხზე მასთან კონსულტაციები არ მიმდინარეობს. დავით სერგეენკოს განმარტებით, კოალიციაში ბევრი ღირსეული კადრია, რომელსაც შეუძლია, აღნიშნული თანამდებობა დაიკავოს.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს მოქმედი მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთი წევრი შეცვლის. როგორც უშიშროების საბჭოს მომავალმა მდივანმა, დეპუტატმა ირინა იმერლიშვილმა განაცხადა, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო დღევანდელ სხდომაზე იმ მინისტრის შემცვლელზეც იმსჯელებს, რომელიც პრემიერი გახდება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა