დღეს გურჯაანში, დიდების მემორიალის ტერიტორიაზე, "გურჯაანქალაქობას" აღნიშნავენ. ღონისძიების ორგანიზატორი გურჯაანის გამგეობაა.
დღესასწაულის აღსანიშნავად სოფლის რწმუნებულებს 100-100 ლარი შეაგროვებინეს. აღნიშნულ ინფორმაციას რწმუნებულებიც ადასტურებენ. მათი თქმით, 20-20 ლარი, გამგეობიდან მიღებული დავალებით, ტერიტორიული ორგანოების სპეციალისტებმაც შეაგროვეს. "გურჯაანქალაქობასთან" დაკავშირებით, 2 260 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც გამოიყო.