მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"და­უშ­ვე­ბე­ლია, რო­ცა ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლის კერ­პი სა­ვა­ში ან სუ­ლე­ი­მა­ნი­ა"
"და­უშ­ვე­ბე­ლია, რო­ცა ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლის კერ­პი სა­ვა­ში ან სუ­ლე­ი­მა­ნი­ა"

დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში თით­ქ­მის ყვე­ლა ოჯახ­ში უყუ­რე­ბენ თურ­ქულ სე­რი­ა­ლებს, რო­მელ არ­ხ­ზეც უნ­და გა­დარ­თოთ, ეკ­რა­ნი­დან თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლის გმი­რე­ბი გვი­ღი­მი­ან, და თუ ად­რე სე­რი­ა­ლე­ბის მოყ­ვა­რულ­ნი ხუ­ა­ნის, პედ­რო­სა და ლუ­ის-ალ­ბერ­ტოს მზეს იფი­ცებ­დ­ნენ, ახ­ლა მა­თი ად­გი­ლი სა­ვაშ­მა, ბო­რან­მა და მუს­ტა­ფამ და­ი­კა­ვა. ჩვენ და­ვინ­ტე­რეს­დით, რო­გორ აფა­სე­ბენ ამ მოვ­ლე­ნას სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი და ამ სა­კი­თხის გან­ხილ­ვა ზე­მო ფო­ნი­ჭა­ლის ყო­ველ­თა წმი­და­თას სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის წი­ნამ­ძღ­ვარს, დე­კა­ნოზ იო­ა­ნე წკეპ­ლა­ძეს ვთხო­ვეთ:

- ეს ერ­თი შე­ხედ­ვით უწყი­ნა­რი ფილ­მე­ბი ძა­ლი­ან ცუ­დად მოქ­მე­დებს ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კა­ზე, უფ­რო მე­ტიც, გო­ნე­ბას რყვნის, იქ არც ეროვ­ნუ­ლია რა­ი­მე და არც სუ­ლი­სათ­ვის სა­სარ­გებ­ლო. ამ სე­რი­ა­ლებ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ისე­თი რამ არის, რაც ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა ჩვენს ტრა­დი­ცი­ებს, სინ­დის-ნა­მუსს, ბო­ლოს და ბო­ლოს, ქრის­ტი­ა­ნო­ბას. ყვე­ლა­ფერს რომ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, ვინ ვი­სი ცო­ლია და ვინ ვი­სი ქმა­რი, ვერ გა­ი­გებ.

- მა­მა იო­ა­ნე, ხში­რად ამ სე­რი­ა­ლე­ბის გმი­რი კე­თილ­შო­ბი­ლი და ღირ­სე­უ­ლი კა­ცია, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელ­ში სიმ­პა­თი­ას იწ­ვევს, შემ­დეგ კი მის კერ­პად იქ­ცე­ვა ხოლ­მე.

- ეს იმი­ტომ, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­შუ­ა­ლე­ბით ებ­რ­ძ­ვი­ან ჩვენს რწმე­ნა­სა და ტრა­დი­ცი­ებს. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ქარ­თ­ველ ქალს ვი­ღაც მუს­ტა­ფა ან სა­ვა­ში ჰყავ­დეს კერ­პად? ქარ­თ­ვე­ლი კა­ცი თა­ვი­სი ვაჟ­კა­ცო­ბით, კე­თილ­შო­ბი­ლე­ბი­თა და სიბ­რ­ძ­ნით ყო­ველ­თ­ვის გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო, წი­ნაპ­რე­ბიც ასე­თი გვყავ­და, ახ­ლაც არი­ან ჩვენ­ში ღირ­სე­ულ­ნი და მო­მა­ვალ­შიც იქ­ნე­ბი­ან… რა­საც ომით ვერ ახერ­ხებ­დ­ნენ, მშვი­დო­ბი­ა­ნად და უბ­რ­ძოლ­ვე­ლად მო­ა­ხერ­ხეს. ომებ­სა და შე­მო­სე­ვებ­ში ოღონდ ტყვედ არ წა­ეყ­ვა­ნათ და ჩვე­ნი ქა­ლე­ბი თავს იკ­ლავ­დ­ნენ, კლდე­ზე იჩე­ხე­ბოდ­ნენ. ზოგ­ჯერ მა­მა­კა­ცი სა­კუ­თა­რი ხე­ლით კლავ­და დე­დას, დას, მე­უღ­ლეს, რომ ისი­ნი მტრე­ბის ლუკ­მად არ ქცე­უ­ლიყ­ვ­ნენ, ახ­ლა კი თა­ვი­სი ნე­ბით მი­დი­ან უცხო ქვეყ­ნებ­ში და იქ ათას­გ­ვარ სა­ში­ნე­ლე­ბას სჩა­დი­ან.

- სხვა­თა შო­რის, მეც მყავს სე­რი­ა­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ნაც­ნო­ბე­ბი. რო­დე­საც ვე­კი­თხე­ბი, რა­ტომ მოს­წონთ თუნ­დაც სა­ვაშ ბალ­და­რი ან ბო­რა­ნი, ამ­ბო­ბენ, რომ რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში ასეთ მა­მა­კა­ცებს ვერ ხე­და­ვენ და ამ პერ­სო­ნა­ჟებ­ში თა­ვი­ან­თი იდე­ა­ლი იპო­ვეს.

- ეს არ არის ჯან­მ­რ­თე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა. რა­ღა სე­რი­ალს უყუ­რებ? - რე­ლი­გი­უ­რი წიგ­ნე­ბი, წმინ­და­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა წა­ი­კი­თხე და იდე­ალს იქ და­ი­ნა­ხავ. ვერ ხე­დავ იმი­ტომ, რომ შე­ნი სუ­ლი­ე­რი გო­ნე­ბა სხვა­გან არის მი­მარ­თუ­ლი და არ გინ­და და­ი­ნა­ხო, თო­რემ შე­იძ­ლე­ბა ყო­ველ­დღე ხე­დავ­დე ამ პერ­სო­ნა­ჟებ­ზე უკე­თეს ადა­მი­ანს. მარ­ტივ შე­და­რე­ბას მო­ვიყ­ვან: რო­დე­საც მა­ღა­ზი­ა­ში შე­დი­ხარ, ვაშ­ლის ყიდ­ვა თუ გინ­და, სხვა რა­მეს აღარც აკ­ვირ­დე­ბი და რა­საც ეძებ, იმას იპო­ვი. ფილ­მიც, შენს გო­ნე­ბა­ზე თუ არ არის მორ­გე­ბუ­ლი, რა გა­ყუ­რე­ბი­ნებს? მარ­თა­ლია, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბევ­რი მა­მა­კა­ცი დღეს ვერ არის თა­ვის სი­მაღ­ლე­ზე, მაგ­რამ ძა­ლი­ან ბევ­რია ღირ­სე­უ­ლიც. თუნ­დაც ჩვენს მრევ­ლ­ში ძა­ლი­ან ბევრ ნი­ჭი­ერ, მშრო­მელ და კარგ ადა­მი­ანს ვხე­დავ, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში ბევრ სი­კე­თეს მო­უ­ტანს თა­ვის ხალ­ხ­სა და ქვე­ყა­ნას. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეკ­ლე­სი­ე­ბი მოგ­ვიმ­რავ­ლ­და, ჩვე­ნი უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის ყვე­ლა სიტყ­ვა სიბ­რ­ძ­ნეა, მი­სი მოს­მე­ნა ახალ­გაზ­რ­დებ­საც უყ­ვართ და ვინც მას უს­მენს, აუცი­ლებ­ლად სი­კე­თის გზას აირ­ჩევს. ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბა, თუ უფალ­თან არ არის, უმე­ტე­სად და­ცე­მუ­ლია, და­ცე­მუ­ლი ბუ­ნე­ბა კი გა­სარ­თობს ეძებს და პო­უ­ლობს კი­დეც. ამი­ტო­მაა მის­თ­ვის გმი­რი სა­ვა­ში, ბო­რა­ნი ან სულ­თან სუ­ლე­ი­მა­ნი. ჩე­მი აზ­რით, სე­რი­ა­ლე­ბის ყუ­რე­ბა დრო­ის ფლან­გ­ვაა და ამის გა­მო არც უნ­და მოც­დეს ადა­მი­ა­ნი. რომ და­უ­ფიქ­რ­დე, სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა გა­იხ­სე­ნო და წარ­სულს თვა­ლი გა­და­ავ­ლო, ყვე­ლა­ფე­რი წა­მებ­ში გა­ივ­ლის, ადა­მი­ა­ნი ხომ უნ­და ჩა­ფიქ­რ­დეს - აქვს კი დრო სა­ვა­შის­თ­ვის, მუს­ტა­ფას­თ­ვის ან სუ­ლე­ი­მა­ნის­თ­ვის? ეს რომ იყოს ისე­თი ფილ­მე­ბი, რო­მე­ლიც რწმე­ნას გან­გიმ­ტ­კი­ცებს, შენს გულ­ში ერ­თ­გუ­ლე­ბას, სიწ­მინ­დე­სა და კე­თილ­შო­ბი­ლე­ბას გა­აღ­ვი­ძებს, მა­შინ, კი ბა­ტო­ნო, უყუ­რე, მაგ­რამ რომ არ არის? თა­ნაც, რე­ა­ლო­ბას რომ გწყვეტს და გა­შო­რებს?

- მა­მაო, ზო­გი­ერთ ფილ­მ­ში თით­ქოს სა­გან­გე­ბოდ არის წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი არატ­რა­დი­ცი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რაც ასე­ვე მი­უ­ღე­ბე­ლია ჩვე­ნი რე­ლი­გი­ი­სათ­ვის.

- სა­უ­ბე­დუ­როდ, ამ ცოდ­ვის და­კა­ნო­ნე­ბა სურთ. ამის დას­ტუ­რი იყო 17 მა­ისს მომ­ხ­და­რი მოვ­ლე­ნე­ბიც. მა­შინ გვაბ­რა­ლებ­დ­ნენ, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი უმ­ცი­რე­სო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ გა­მო­ვიდ­ნე­ნო, მაგ­რამ და­მერ­წ­მუ­ნეთ, ჩვენ ამ ცოდ­ვის წი­ნა­აღ­მ­დეგ გა­მო­ვე­დით. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ღვთის ხა­ტია, ყვე­ლას, ვინც ეკ­ლე­სი­ა­ში მო­ვა და მხარ­და­ჭე­რას ითხოვს, ეკ­ლე­სია გულ­ში ჩა­ი­ხუ­ტებს და და­ეხ­მა­რე­ბა ამ ცოდ­ვის მოხ­ს­ნა­ში. ჩვენს მტრებს უნ­დათ ყვე­ლას შთა­ა­გო­ნონ, რომ ეს ცოდ­ვა არ არის, მაგ­რამ უფალ­მა სო­დო­მი და გო­მო­რი სწო­რედ ამის გა­მო მოს­პო, ნუ­თუ გვინ­და, რომ ახა­ლი წარ­ღ­ვ­ნა, ან ახა­ლი სო­დომ-გო­მო­რი მი­ვი­ღოთ? ჩვენ მხო­ლოდ ცოდ­ვის და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ გა­მოვ­დი­ვართ, ვი­საც ამ ცოდ­ვის და­კა­ნო­ნე­ბა სურს, თო­რემ ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ - არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში!

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"და­უშ­ვე­ბე­ლია, რო­ცა ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლის კერ­პი სა­ვა­ში ან სუ­ლე­ი­მა­ნი­ა"

"და­უშ­ვე­ბე­ლია, რო­ცა ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლის კერ­პი სა­ვა­ში ან სუ­ლე­ი­მა­ნი­ა"

დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში თით­ქ­მის ყვე­ლა ოჯახ­ში უყუ­რე­ბენ თურ­ქულ სე­რი­ა­ლებს, რო­მელ არ­ხ­ზეც უნ­და გა­დარ­თოთ, ეკ­რა­ნი­დან თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლის გმი­რე­ბი გვი­ღი­მი­ან, და თუ ად­რე სე­რი­ა­ლე­ბის მოყ­ვა­რულ­ნი ხუ­ა­ნის, პედ­რო­სა და ლუ­ის-ალ­ბერ­ტოს მზეს იფი­ცებ­დ­ნენ, ახ­ლა მა­თი ად­გი­ლი სა­ვაშ­მა, ბო­რან­მა და მუს­ტა­ფამ და­ი­კა­ვა. ჩვენ და­ვინ­ტე­რეს­დით, რო­გორ აფა­სე­ბენ ამ მოვ­ლე­ნას სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი და ამ სა­კითხის გან­ხილ­ვა ზე­მო ფო­ნი­ჭა­ლის ყო­ველ­თა წმი­და­თას სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის წი­ნამ­ძღ­ვარს, დე­კა­ნოზ იოანე წკეპ­ლა­ძეს ვთხო­ვეთ:

- ეს ერ­თი შე­ხედ­ვით უწყი­ნა­რი ფილ­მე­ბი ძა­ლი­ან ცუ­დად მოქ­მე­დებს ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კა­ზე, უფ­რო მე­ტიც, გო­ნე­ბას რყვნის, იქ არც ეროვ­ნუ­ლია რა­ი­მე და არც სუ­ლი­სათ­ვის სა­სარ­გებ­ლო. ამ სე­რი­ა­ლებ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ისე­თი რამ არის, რაც ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა ჩვენს ტრა­დი­ცი­ებს, სინ­დის-ნა­მუსს, ბო­ლოს და ბო­ლოს, ქრის­ტი­ა­ნო­ბას. ყვე­ლა­ფერს რომ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, ვინ ვი­სი ცო­ლია და ვინ ვი­სი ქმა­რი, ვერ გა­ი­გებ.

- მა­მა იოანე, ხში­რად ამ სე­რი­ა­ლე­ბის გმი­რი კე­თილ­შო­ბი­ლი და ღირ­სე­უ­ლი კა­ცია, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელ­ში სიმ­პა­თი­ას იწ­ვევს, შემ­დეგ კი მის კერ­პად იქ­ცე­ვა ხოლ­მე.

- ეს იმი­ტომ, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­შუ­ა­ლე­ბით ებ­რ­ძ­ვი­ან ჩვენს რწმე­ნა­სა და ტრა­დი­ცი­ებს. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ქარ­თ­ველ ქალს ვი­ღაც მუს­ტა­ფა ან სა­ვა­ში ჰყავ­დეს კერ­პად? ქარ­თ­ვე­ლი კა­ცი თა­ვი­სი ვაჟ­კა­ცო­ბით, კე­თილ­შო­ბი­ლე­ბი­თა და სიბ­რ­ძ­ნით ყო­ველ­თ­ვის გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო, წი­ნაპ­რე­ბიც ასე­თი გვყავ­და, ახ­ლაც არი­ან ჩვენ­ში ღირ­სე­ულ­ნი და მო­მა­ვალ­შიც იქ­ნე­ბი­ან… რა­საც ომით ვერ ახერ­ხებ­დ­ნენ, მშვი­დო­ბი­ა­ნად და უბ­რ­ძოლ­ვე­ლად მო­ა­ხერ­ხეს. ომებ­სა და შე­მო­სე­ვებ­ში ოღონდ ტყვედ არ წა­ეყ­ვა­ნათ და ჩვე­ნი ქა­ლე­ბი თავს იკ­ლავ­დ­ნენ, კლდე­ზე იჩე­ხე­ბოდ­ნენ. ზოგ­ჯერ მა­მა­კა­ცი სა­კუ­თა­რი ხე­ლით კლავ­და დე­დას, დას, მე­უღ­ლეს, რომ ისი­ნი მტრე­ბის ლუკ­მად არ ქცე­უ­ლიყ­ვ­ნენ, ახ­ლა კი თა­ვი­სი ნე­ბით მი­დი­ან უცხო ქვეყ­ნებ­ში და იქ ათას­გ­ვარ სა­ში­ნე­ლე­ბას სჩა­დი­ან.

- სხვა­თა შო­რის, მეც მყავს სე­რი­ა­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ნაც­ნო­ბე­ბი. რო­დე­საც ვე­კითხე­ბი, რა­ტომ მოს­წონთ თუნ­დაც სა­ვაშ ბალ­და­რი ან ბო­რა­ნი, ამ­ბო­ბენ, რომ რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში ასეთ მა­მა­კა­ცებს ვერ ხე­და­ვენ და ამ პერ­სო­ნა­ჟებ­ში თა­ვი­ან­თი იდე­ა­ლი იპო­ვეს.

- ეს არ არის ჯან­მ­რ­თე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა. რა­ღა სე­რი­ალს უყუ­რებ? - რე­ლი­გი­უ­რი წიგ­ნე­ბი, წმინ­და­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა წა­ი­კითხე და იდე­ალს იქ და­ი­ნა­ხავ. ვერ ხე­დავ იმი­ტომ, რომ შე­ნი სუ­ლი­ე­რი გო­ნე­ბა სხვა­გან არის მი­მარ­თუ­ლი და არ გინ­და და­ი­ნა­ხო, თო­რემ შე­იძ­ლე­ბა ყო­ველ­დღე ხე­დავ­დე ამ პერ­სო­ნა­ჟებ­ზე უკე­თეს ადა­მი­ანს. მარ­ტივ შე­და­რე­ბას მო­ვიყ­ვან: რო­დე­საც მა­ღა­ზი­ა­ში შე­დი­ხარ, ვაშ­ლის ყიდ­ვა თუ გინ­და, სხვა რა­მეს აღარც აკ­ვირ­დე­ბი და რა­საც ეძებ, იმას იპო­ვი. ფილ­მიც, შენს გო­ნე­ბა­ზე თუ არ არის მორ­გე­ბუ­ლი, რა გა­ყუ­რე­ბი­ნებს? მარ­თა­ლია, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბევ­რი მა­მა­კა­ცი დღეს ვერ არის თა­ვის სი­მაღ­ლე­ზე, მაგ­რამ ძა­ლი­ან ბევ­რია ღირ­სე­უ­ლიც. თუნ­დაც ჩვენს მრევ­ლ­ში ძა­ლი­ან ბევრ ნი­ჭი­ერ, მშრო­მელ და კარგ ადა­მი­ანს ვხე­დავ, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში ბევრ სი­კე­თეს მო­უ­ტანს თა­ვის ხალ­ხ­სა და ქვე­ყა­ნას. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეკ­ლე­სი­ე­ბი მოგ­ვიმ­რავ­ლ­და, ჩვე­ნი უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის ყვე­ლა სიტყ­ვა სიბ­რ­ძ­ნეა, მი­სი მოს­მე­ნა ახალ­გაზ­რ­დებ­საც უყ­ვართ და ვინც მას უს­მენს, აუცი­ლებ­ლად სი­კე­თის გზას აირ­ჩევს. ადამიანის ბუ­ნე­ბა, თუ უფალ­თან არ არის, უმე­ტე­სად და­ცე­მუ­ლია, და­ცე­მუ­ლი ბუ­ნე­ბა კი გა­სარ­თობს ეძებს და პო­უ­ლობს კი­დეც. ამი­ტო­მაა მის­თ­ვის გმი­რი სა­ვა­ში, ბო­რა­ნი ან სულ­თან სუ­ლე­ი­მა­ნი. ჩე­მი აზ­რით, სე­რი­ა­ლე­ბის ყუ­რე­ბა დრო­ის ფლან­გ­ვაა და ამის გა­მო არც უნ­და მოც­დეს ადა­მი­ა­ნი. რომ და­უ­ფიქ­რ­დე, სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა გა­იხ­სე­ნო და წარ­სულს თვა­ლი გა­და­ავ­ლო, ყვე­ლა­ფე­რი წა­მებ­ში გა­ივ­ლის, ადა­მი­ა­ნი ხომ უნ­და ჩა­ფიქ­რ­დეს - აქვს კი დრო სა­ვა­შის­თ­ვის, მუს­ტა­ფას­თ­ვის ან სუ­ლე­ი­მა­ნის­თ­ვის? ეს რომ იყოს ისე­თი ფილ­მე­ბი, რო­მე­ლიც რწმე­ნას გან­გიმ­ტ­კი­ცებს, შენს გულ­ში ერ­თ­გუ­ლე­ბას, სიწ­მინ­დე­სა და კე­თილ­შო­ბი­ლე­ბას გა­აღ­ვი­ძებს, მა­შინ, კი ბა­ტო­ნო, უყუ­რე, მაგ­რამ რომ არ არის? თა­ნაც, რე­ა­ლო­ბას რომ გწყვეტს და გა­შო­რებს?

- მა­მაო, ზო­გი­ერთ ფილ­მ­ში თით­ქოს სა­გან­გე­ბოდ არის წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი არატ­რა­დი­ცი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რაც ასე­ვე მი­უ­ღე­ბე­ლია ჩვე­ნი რე­ლი­გი­ი­სათ­ვის.

- სა­უ­ბე­დუ­როდ, ამ ცოდ­ვის და­კა­ნო­ნე­ბა სურთ. ამის დას­ტუ­რი იყო 17 მა­ისს მომ­ხ­და­რი მოვ­ლე­ნე­ბიც. მა­შინ გვაბ­რა­ლებ­დ­ნენ, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი უმ­ცი­რე­სო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ გა­მო­ვიდ­ნე­ნო, მაგ­რამ და­მერ­წ­მუ­ნეთ, ჩვენ ამ ცოდ­ვის წი­ნა­აღ­მ­დეგ გა­მო­ვე­დით. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ღვთის ხა­ტია, ყვე­ლას, ვინც ეკ­ლე­სი­ა­ში მო­ვა და მხარ­და­ჭე­რას ითხოვს, ეკ­ლე­სია გულ­ში ჩა­ი­ხუ­ტებს და და­ეხ­მა­რე­ბა ამ ცოდ­ვის მოხ­ს­ნა­ში. ჩვენს მტრებს უნ­დათ ყვე­ლას შთა­ა­გო­ნონ, რომ ეს ცოდ­ვა არ არის, მაგ­რამ უფალ­მა სო­დო­მი და გო­მო­რი სწო­რედ ამის გა­მო მოს­პო, ნუ­თუ გვინ­და, რომ ახა­ლი წარ­ღ­ვ­ნა, ან ახა­ლი სო­დომ-გო­მო­რი მი­ვი­ღოთ? ჩვენ მხო­ლოდ ცოდ­ვის და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ გა­მოვ­დი­ვართ, ვი­საც ამ ცოდ­ვის და­კა­ნო­ნე­ბა სურს, თო­რემ ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ - არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში!

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"პოლიციელმა მითხრა, იქნებ გადაიფიქრო განცხადების დაწერა, მამაა მაინცო..." - 22 წლის გოგონას ბრძოლა ოჯახში გამეფებული ძალადობის წინააღმდეგ

"რა კორონა, რა მორონა, რა ჯანდაბა და რა ოხრობა, სადაც ქრისტეა იქ რა უნდა კორონას?!" - რას ამბობდა მეუფე სპირიდონი კორონავირუსზე, რომელიც ახლა თავადაა ინფიცირებული

გამყრელიძის თქმით, სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, ადამიანს შეუძლია მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ტესტს უფასოდ გაუკეთებენ