დუმის დეპუტატმა, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა რომან ხუდიაკოვმა განაცხადა, რომ სამხედრო დანაშაულისთვის სააკაშვილი პასუხისგებაში უნდა მიეცეს და მკაცრად დაისაჯოს.
"საქართველოს ყოფილი ლიდერის მიერ გაჩაღებულმა სისხლიანმა სასაკლაომ, საქართველოდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სრული გამოყოფა და რუსეთთან ურთიერთობების სერიოზული გაუარესება გამოიწვა. ეს საკუთარი ერის გენოციდი და კაცობრიობის წინაშე დანაშაულია. რამდენმა ოჯამა დაკარგა ახლობლები? რამდენი დაიჭრა? რამდენ ადამიანს მოუწია სახლების დატოვება?",- აცხადებს დუმის დეპუტატი.
რომან ხუდიაკოვის აზრით, სააკაშვილმა საკუთარ დანაშაულზე პასუხი უნდა აგოს.
"იმედი მაქვს, რომ პარლამენტი და ახალი პრეზიდენტი ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღებით მიუდგებიან. სამხედრო დანაშაულებებისთვის სააკაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს და მის მიმართ ყველაზე მკაცრი ზომები განხორციელდეს - ან სამუდამო პატიმრობა, ან სიკვდილით დასჯა. ეს ადამიანი მკვლელია, ის დამსახურებულად უნდა დაისაჯოს!",- ამბობს პარლამენტარი.
მომზადებულია ldpr.ru-ს მიხედვით.