Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაკა ჩიჩუას გამოსარჩლების გამო "ფეისბუკში" ჩემი შიშველი ფოტო დადეს" - ლალი მოროშკინა
"მაკა ჩიჩუას გამოსარჩლების გამო "ფეისბუკში" ჩემი შიშველი ფოტო დადეს" - ლალი მოროშკინა

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნა­შემ­წე, ლალი მო­როშ­კი­ნა და საფ­რან­გეთ­ში მცხოვ­რე­ბი ჩვე­ნი კო­ლე­გა, გი­ორ­გი ფო­ფხა­ძე ქარ­თულ მე­დი­ას მო­უ­წო­დე­ბენ, აღარ მი­იწ­ვი­ონ სტუ­დი­ებ­ში ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რე­ჟი­მის "მჩხა­ვა­ნა პა­ი­კე­ბი" იყ­ვნენ, რად­გან მათი ად­გი­ლი დიდი ხა­ნია იქ არის, სა­დაც მათ ხალ­ხმა მი­უ­ჩი­ნა ად­გი­ლი - სა­ნაგ­ვე­ზე!

ლალი მო­როშ­კი­ნა: "ისი­ნი ვერ შე­დი­ან რეს­ტორ­ნებ­ში, მა­ღა­ზი­ებ­ში, ვერ აკი­თხა­ვენ შვი­ლებ­სა და შვი­ლიშ­ვი­ლებს სკო­ლებ­ში, უბ­რა­ლოდ, ვერ სე­ირ­ნო­ბენ ქუ­ჩებ­ში... თქვენ "ნა­ცხრო­ვის" მე­ხოტ­ბე­ე­ბის აზრს ყო­ველ სა­ღა­მოს თავს ახ­ვევთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას! უარი თქვით რე­ჟი­მის ზომ­ბე­ბის "გა­თეთ­რე­ბა­ზე", ხომ ხე­დავთ, რომ ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მათ­თან პო­ლე­მი­კა­ში არ შე­დი­ან, და შე­სა­ბა­მი­სად, ისი­ნი "ჭა­მენ" მთელ სა­ე­თე­რო დროს?! მათი პრე­ზი­დენ­ტი ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იწყა­ლებს პე­დო­ფი­ლებს, მკვლე­ლებს, ყა­ჩა­ღებს, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ დროს ელი­ან, რათა "და­უ­ფა­სონ" ღვაწ­ლი დამ­კვეთს!"

ლალი მო­როშ­კი­ნა სვამს კი­თხვებს: რა­ტომ არ ახ­სოვ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ჰუ­მა­ნუ­რი აქ­ტის არ­სე­ბო­ბა მთე­ლი 9 წელი? რა­ტომ აუ­პა­ტი­უ­რებ­დნენ მა­სობ­რი­ვად არას­რულ­წლოვ­ნებს? რა­ტომ ჰყავ­და გა­მო­კე­ტი­ლი 2000-ზე მეტი ქალი ცი­ხე­ში? რა­ტომ "და­უტ­კბა" დღეს მა­ვანთ?! ამ თე­მა­ზე "ალი­ას" თა­ვად ლალი მო­როშ­კი­ნა ესა­უბ­რე­ბა:

- ლალი, მოდი, და­ვი­წყოთ იქი­დან, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი და უგუ­ლა­ვა სა­ეჭ­ვო ვი­თა­რე­ბა­ში გა­უ­ჩი­ნარ­დნენ... ფა­ოქ­ტობ­რი­ვად, სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­ი­პარ­ნენ.

- ფაქ­ტია, ჩვენ 17 ნო­ემ­ბრამ­დე კი­დევ გვე­ლის სი­ურპრი­ზე­ბი სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან. ამ ორმა ადა­მი­ან­მა კარ­გად იცის, რომ მათ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი ელო­დე­ბათ და ახლა ეძე­ბენ გა­მო­სა­ვალს. ამ­ჟა­მად ისი­ნი იმ ლო­ბის­ტურ ჯგუ­ფებ­თან მუ­შა­ო­ბენ, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მათი "გა­თეთ­რე­ბით" იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. თუ აკ­ვირ­დე­ბით, ბოლო დროს ამე­რი­კულ და ევ­რო­პულ პრე­სა­ში გა­მოჩ­ნდა ლო­ბის­ტე­ბის მიერ და­წე­რი­ლი სტა­ტი­ე­ბი და არა ჟრუ­ნა­ლის­ტე­ბის და­წე­რი­ლი. ეს არის ნა­ყი­დი გვერ­დე­ბი.

- სა­ა­კაშ­ვი­ლი ცი­ხე­ე­ბი­დან უშ­ვებს სა­შიშ დამ­ნა­შა­ვე­ებს, ამ­ნის­ტია ისე­თებ­საც შე­ე­ხოთ, რომ­ლე­ბიც არა­ვის გა­უ­სა­მარ­თლე­ბია და გა­რეთ არი­ან.

- ეს არის სა­ა­კაშ­ვი­ლის "მრევ­ლი"... სხვა­თა შო­რის, მას ახლა აქვს სას­ტარ­ტო პო­ზი­ცია, ანუ ქვე­ყა­ნა­ში მე­ო­რე მო­თა­მა­შის როლი. ახლა არ­სე­ბობს ძა­ლი­ან დიდი სა­შიშ­რო­ე­ბა, სა­ა­კაშ­ვილს აქვს უნა­რი იმი­სა, რომ რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბი თა­ვად გა­და­ფა­როს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას კი­დევ ერთხელ მი­ე­ცე­მა გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. აი, სწო­რედ ამას ვამ­ბობ, ამას მო­ვუ­წო­დებ ჩემს კო­ლე­გებს, მათ არ უნდა მის­ცენ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ" ხრო­ვას ამის სა­შუ­ა­ლე­ბა.

- ლალი, აქ ვა­წყდე­ბით ერთ პრობ­ლე­მას, ამის შემ­დეგ ჩვე­ნი და­სავ­ლე­თე­ლი მე­გობ­რე­ბი აყა­ყან­დე­ბი­ან, რომ "ნაც­მოძ­რა­ო­ბას" ეკ­რძა­ლე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­მო­ჩე­ნა.

- მე ვლა­პა­რა­კობ იმ ავად­მყო­ფებ­ზე, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­დღე სხე­დან ეთერ­ში. ყო­ველ სა­ღა­მოს მი­დის და­პი­რის­პი­რე­ბა და ასე ჩვენ ისევ ჩი­ხამ­დე მი­ვალთ. აი, ეს არის მთე­ლი ფი­ლო­სო­ფია. სა­ა­კაშ­ვი­ლი ამო­რა­ლუ­რად იქ­ცე­ვა... მისი მომ­ხრე­ე­ბი იმი­ტომ სხე­დან ყო­ველ­დღე სტუ­დი­ებ­ში, რომ უამ­რა­ვი ფონ­დი არ­სე­ბობ­და, უამ­რა­ვი თან­ხა იხარ­ჯე­ბო­და და იქი­დან ხელს ით­ბობ­დნენ.

- ანუ სა­ა­კაშ­ვი­ლი შეძ­ლებს ცი­ხი­დან გა­მოშ­ვე­ბუ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას?

- მას ეს ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ჰყავს უკვე. სა­ა­კაშ­ვილს ჰყავს სა­ქარ­თვე­ლო­ში "ესეს"-ის არ­მია ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. 17 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ და­ი­წყე­ბა მუდ­მი­ვი რყე­ვე­ბი და დესტრუქ­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი. რა­საც გა­და­წყვე­ტენ პრე­მი­ე­რი, პრე­ზი­დენ­ტი თუ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, ეს ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა გა­შარ­ჟე­ბუ­ლი, შა­ვად გა­პი­ა­რე­ბუ­ლი და ჩვენ მი­ვი­ღებთ ტა­ლა­ხის ზელ­ვას.

- რა უნდა ქნას ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, სას­წრა­ფო წე­სით ხე­ლახ­ლა უნდა და­ი­ჭი­როს ეს ხალ­ხი?

- და­სა­ჭე­რი უნდა და­ი­ჭი­რონ, და­სას­ჯე­ლი უნდა და­სა­ჯონ და სა­ჭი­როა უფრო მეტი სიმ­კაც­რე. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ქვე­ყა­ნას ჩა­ით­რე­ვენ ძა­ლი­ან ცუდ პრო­ცე­სებ­ში, ეს ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბით. და­უკ­ვირ­დით, ახლა მი­დის მო­რა­ლუ­რი ზე­წო­ლა მარ­გვე­ლაშ­ვილ­ზე, აქ­ტი­უ­რად ეხსმი­ან თავს მისი მე­გო­ბა­რი ქა­ლის გამო. იმის გამო, რომ მე მაკა ჩი­ჩუ­ას გა­მო­ვე­სარ­ჩლე, "ფე­ის­ბუკ­ში" და­დეს ჩემი შიშ­ვე­ლი ფოტო. ამა­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი მუ­შა­ო­ბენ და ეს არის ამაზ­რზე­ნი.

გელა ზე­დე­ლაშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ალია"

ივა
0

ლალი სურათი ვინ გადაგიღო. ჩვენც გვაჩვენეთ რა მოხდება.დაურიგოთ პატიმრებს გაერთობიან.

"მაკა ჩიჩუას გამოსარჩლების გამო "ფეისბუკში" ჩემი შიშველი ფოტო დადეს" - ლალი მოროშკინა

"მაკა ჩიჩუას გამოსარჩლების გამო "ფეისბუკში" ჩემი შიშველი ფოტო დადეს" - ლალი მოროშკინა

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწე, ლალი მოროშკინა და საფრანგეთში მცხოვრები ჩვენი კოლეგა, გიორგი ფოფხაძე ქართულ მედიას მოუწოდებენ, აღარ მიიწვიონ სტუდიებში ის ადამიანები, რომლებიც 9 წლის განმავლობაში რეჟიმის "მჩხავანა პაიკები" იყვნენ, რადგან მათი ადგილი დიდი ხანია იქ არის, სადაც მათ ხალხმა მიუჩინა ადგილი - სანაგვეზე!

ლალი მოროშკინა: "ისინი ვერ შედიან რესტორნებში, მაღაზიებში, ვერ აკითხავენ შვილებსა და შვილიშვილებს სკოლებში, უბრალოდ, ვერ სეირნობენ ქუჩებში... თქვენ "ნაცხროვის" მეხოტბეების აზრს ყოველ საღამოს თავს ახვევთ საზოგადოებას! უარი თქვით რეჟიმის ზომბების "გათეთრებაზე", ხომ ხედავთ, რომ ღირსეული ადამიანები მათთან პოლემიკაში არ შედიან, და შესაბამისად, ისინი "ჭამენ" მთელ საეთერო დროს?! მათი პრეზიდენტი ბოლო ერთი წლის განმავლობაში იწყალებს პედოფილებს, მკვლელებს, ყაჩაღებს, რომლებიც თავიანთ დროს ელიან, რათა "დაუფასონ" ღვაწლი დამკვეთს!"

ლალი მოროშკინა სვამს კითხვებს: რატომ არ ახსოვდა მიხეილ სააკაშვილს ჰუმანური აქტის არსებობა მთელი 9 წელი? რატომ აუპატიურებდნენ მასობრივად არასრულწლოვნებს? რატომ ჰყავდა გამოკეტილი 2000-ზე მეტი ქალი ციხეში? რატომ "დაუტკბა" დღეს მავანთ?! ამ თემაზე "ალიას" თავად ლალი მოროშკინა ესაუბრება:

- ლალი, მოდი, დავიწყოთ იქიდან, რომ სააკაშვილი და უგულავა საეჭვო ვითარებაში გაუჩინარდნენ... ფაოქტობრივად, საქართველოდან გაიპარნენ.

- ფაქტია, ჩვენ 17 ნოემბრამდე კიდევ გველის სიურპრიზები სააკაშვილისგან. ამ ორმა ადამიანმა კარგად იცის, რომ მათ სასამართლო პროცესები ელოდებათ და ახლა ეძებენ გამოსავალს. ამჟამად ისინი იმ ლობისტურ ჯგუფებთან მუშაობენ, რომლებიც წლების განმავლობაში მათი "გათეთრებით" იყვნენ დაკავებულები. თუ აკვირდებით, ბოლო დროს ამერიკულ და ევროპულ პრესაში გამოჩნდა ლობისტების მიერ დაწერილი სტატიები და არა ჟრუნალისტების დაწერილი. ეს არის ნაყიდი გვერდები.

- სააკაშვილი ციხეებიდან უშვებს საშიშ დამნაშავეებს, ამნისტია ისეთებსაც შეეხოთ, რომლებიც არავის გაუსამართლებია და გარეთ არიან.

- ეს არის სააკაშვილის "მრევლი"... სხვათა შორის, მას ახლა აქვს სასტარტო პოზიცია, ანუ ქვეყანაში მეორე მოთამაშის როლი. ახლა არსებობს ძალიან დიდი საშიშროება, სააკაშვილს აქვს უნარი იმისა, რომ რაღაც-რაღაცები თავად გადაფაროს, აქედან გამომდინარე, მას კიდევ ერთხელ მიეცემა განვითარების საშუალება. აი, სწორედ ამას ვამბობ, ამას მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, მათ არ უნდა მისცენ "ნაციონალურ" ხროვას ამის საშუალება.

- ლალი, აქ ვაწყდებით ერთ პრობლემას, ამის შემდეგ ჩვენი დასავლეთელი მეგობრები აყაყანდებიან, რომ "ნაცმოძრაობას" ეკრძალება ტელევიზიით გამოჩენა.

- მე ვლაპარაკობ იმ ავადმყოფებზე, რომლებიც ყოველდღე სხედან ეთერში. ყოველ საღამოს მიდის დაპირისპირება და ასე ჩვენ ისევ ჩიხამდე მივალთ. აი, ეს არის მთელი ფილოსოფია. სააკაშვილი ამორალურად იქცევა... მისი მომხრეები იმიტომ სხედან ყოველდღე სტუდიებში, რომ უამრავი ფონდი არსებობდა, უამრავი თანხა იხარჯებოდა და იქიდან ხელს ითბობდნენ.

- ანუ სააკაშვილი შეძლებს ციხიდან გამოშვებულების გამოყენებას?

- მას ეს ადამიანები გამოყენებული ჰყავს უკვე. სააკაშვილს ჰყავს საქართველოში "ესეს"-ის არმია ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ. 17 ნოემბრის შემდეგ დაიწყება მუდმივი რყევები და დესტრუქციული ქმედებები. რასაც გადაწყვეტენ პრემიერი, პრეზიდენტი თუ პარლამენტის თავმჯდომარე, ეს ყველაფერი იქნება გაშარჟებული, შავად გაპიარებული და ჩვენ მივიღებთ ტალახის ზელვას.

- რა უნდა ქნას ახალმა ხელისუფლებამ, სასწრაფო წესით ხელახლა უნდა დაიჭიროს ეს ხალხი?

- დასაჭერი უნდა დაიჭირონ, დასასჯელი უნდა დასაჯონ და საჭიროა უფრო მეტი სიმკაცრე. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას ჩაითრევენ ძალიან ცუდ პროცესებში, ეს ყველაფერი დამთავრდება სამოქალაქო დაპირისპირებით. დაუკვირდით, ახლა მიდის მორალური ზეწოლა მარგველაშვილზე, აქტიურად ეხსმიან თავს მისი მეგობარი ქალის გამო. იმის გამო, რომ მე მაკა ჩიჩუას გამოვესარჩლე, "ფეისბუკში" დადეს ჩემი შიშველი ფოტო. ამაზე სპეციალური ჯგუფები მუშაობენ და ეს არის ამაზრზენი.

გელა ზედელაშვილი

გაზეთი "ალია"

"ისტორიული დღე დადგა! ჩვენი ლომებისგან შემოქმედებით თავხედობას ველით!" - ინგლისთან თამაშის წინ, "ბორჯღალოსნებს" გულშემატკივრები ამხნევებენ

ენმ-ის ლიდერები საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტისკენ მსვლელობით მიემართებიან

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 33 პაციენტი გარდაიცვალა