სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როლანდ ახალაიას დეპუტატობის ერთი წელი
როლანდ ახალაიას დეპუტატობის ერთი წელი

სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­დან ერთი წლის თავ­ზე, დე­პუ­ტა­ტი რო­ლანდ ახა­ლა­ია სა­კუ­თარ ამომ­რჩე­ველს არ შეხ­ვედ­რია. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, ზუგ­დი­დის მა­ჟო­რი­ტა­რი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს სხდო­მებ­საც აც­დენს.

ზუგ­დი­დის მა­ჟო­რი­ტარ­მა დე­პუ­ტატ­მა რო­ლანდ ახა­ლა­ი­ამ წელს მარ­ტის თვი­დან დღემ­დე, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში 46 პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მა გა­აც­დი­ნა, 13 მათ­გა­ნი არა­სა­პა­ტიო მი­ზე­ზით. ამი­ტომ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, ახა­ლა­ი­ას ანა­ზღა­უ­რე­ბის 10% და­ექ­ვი­თე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ახა­ლა­ი­ას, რო­გორც მა­ჟო­რი­ტა­რის აქ­ტი­ვო­ბებს, ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში შე­მა­ვა­ლი სოფ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ დღემ­დე არა­ფე­რი სმე­ნი­ათ რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პრო­ექ­ტებ­ზე. მათ­თან არც მა­ჟო­რი­ტა­რის ბი­უ­რო­დან მო­სუ­ლან და პრობ­ლე­მე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლან. თა­ვის მხრივ, მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის ბი­უ­რო­ში აცხა­დე­ბენ, რომ მათ­ზე და­კის­რე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას "ჩვე­უ­ლებ­რივ" ას­რუ­ლე­ბენ. "ხალ­ხი მოგ­ვმარ­თავს. ჩვენც ვხვდე­ბით მათ სოფ­ლებ­ში და ქა­ლაქ­შიც. ზუს­ტად რამ­დენ­ჯერ გავ­მარ­თეთ შეხ­ვედ­რე­ბი, ვერ გე­ტყვით. მა­გა­ლი­თად, ჩხო­რი­ა­ში ვი­ყა­ვით", - აცხა­დებს ბი­უ­როს უფ­რო­სი ნუგ­ზარ მღებ­რიშ­ვი­ლი.

აღას­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნეთ­ში მა­ჟო­რი­ტა­რე­ბის ბი­უ­რო­ებ­თა­გან ყვე­ლა­ზე მეტი ანა­ზღა­უ­რე­ბა სწო­რედ ზუგ­დი­დის ბი­უ­როს სამ თა­ნამ­შრო­მელ­ზე გა­ი­ცე­მა, ყო­ველ­თვი­უ­რად 3 650 ლა­რის ოდე­ნო­ბით. ოფი­სის უფ­რო­სის ნუგ­ზარ მღებ­რიშ­ვი­ლის სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი სარ­გო 15 თე­ბერ­ვალს 1 180-ით გა­ი­ზარ­და და 2 250 ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრა. ხელ­ფა­სე­ბი ბი­უ­როს კი­დევ ორ თა­ნამ­შრო­მელს მო­უ­მა­ტეს.

იხი­ლეთ ვრცლად

livepress.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

როლანდ ახალაიას დეპუტატობის ერთი წელი

როლანდ ახალაიას დეპუტატობის ერთი წელი

საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი წლის თავზე, დეპუტატი როლანდ ახალაია საკუთარ ამომრჩეველს არ შეხვედრია. ამის პარალელურად, ზუგდიდის მაჟორიტარი საკანონმდებლო ორგანოს სხდომებსაც აცდენს.

ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა როლანდ ახალაიამ წელს მარტის თვიდან დღემდე, საქართველოს პარლამენტში 46 პლენარული სხდომა გააცდინა, 13 მათგანი არასაპატიო მიზეზით. ამიტომ კანონმდებლობის მიხედვით, ახალაიას ანაზღაურების 10% დაექვითება. რაც შეეხება ახალაიას, როგორც მაჟორიტარის აქტივობებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების უმრავლესობაში აცხადებენ, რომ დღემდე არაფერი სმენიათ როლანდ ახალაიას განხორციელებულ პროექტებზე. მათთან არც მაჟორიტარის ბიუროდან მოსულან და პრობლემებით დაინტერესებულან. თავის მხრივ, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში აცხადებენ, რომ მათზე დაკისრებულ ვალდებულებას "ჩვეულებრივ" ასრულებენ. "ხალხი მოგვმართავს. ჩვენც ვხვდებით მათ სოფლებში და ქალაქშიც. ზუსტად რამდენჯერ გავმართეთ შეხვედრები, ვერ გეტყვით. მაგალითად, ჩხორიაში ვიყავით", - აცხადებს ბიუროს უფროსი ნუგზარ მღებრიშვილი.

აღასნიშნავია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთში მაჟორიტარების ბიუროებთაგან ყველაზე მეტი ანაზღაურება სწორედ ზუგდიდის ბიუროს სამ თანამშრომელზე გაიცემა, ყოველთვიურად 3 650 ლარის ოდენობით. ოფისის უფროსის ნუგზარ მღებრიშვილის სამსახურებრივი სარგო 15 თებერვალს 1 180-ით გაიზარდა და 2 250 ლარით განისაზღვრა. ხელფასები ბიუროს კიდევ ორ თანამშრომელს მოუმატეს.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა