კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა იდიოტობაა?" - ანუ რაზე დათანხმდა ნინო ანანიაშვილი ავთო ვარსიმაშვილს
"რა იდიოტობაა?" - ანუ რაზე დათანხმდა ნინო ანანიაშვილი ავთო ვარსიმაშვილს

აბ­სურ­დუ­ლი შავი კო­მე­დი­ე­ბის "იდი­ო­ტოკ­რა­ტი­ი­სა" და "ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბას" შემ­ქნე­ლე­ბი უფრო დიდ იდი­ო­ტოკ­რა­ტი­ას - "სახ­ლი, რო­მე­ლიც ფან­ჯრი­დან გა­ი­პა­რა" გვთა­ვა­ზო­ბენ. სცე­ნა­რის ავ­ტო­რი და რე­ჟი­სო­რი კვლავ ავთო ვარ­სი­მაშ­ვი­ლია. ფილმში თით­ქმის იგი­ვე მსა­ხი­ო­ბე­ბი (გოგა ბარ­ბა­ქა­ძე, ჯაბა კი­ლა­ძე, აპო­ლონ კუბ­ლაშ­ვი­ლი, კახა მი­ქი­აშ­ვი­ლი, სან­დრო მარ­გა­ლი­ტაშ­ვი­ლი) თა­მა­შო­ბენ, რომ­ლე­ბიც წი­ნა­მორ­ბედ ფილ­მებ­შიც არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. სი­ახ­ლე ის არის, რომ ფილმში ცნობ­ლი ბა­ლე­რი­ნა - ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი და მუ­სი­კო­სი ნინო ქა­თა­მა­ძე თა­მა­შო­ბენ.

ფილ­მის პრე­მი­ე­რა სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნო­თე­ატ­რებ­ში 7 ნო­ემ­ბერს იქ­ნე­ბა, მა­ნამ­დე კი პრე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის "თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­ატ­რის" მცი­რე დარ­ბაზ­ში მისი წი­ნა­საპ­რე­მი­ე­რო ჩვე­ნე­ბა გა­ი­მარ­თა.

ავთო ვარ­სი­მაშ­ვი­ლი, რე­ჟი­სო­რი:

- ფილ­მს მა­ყუ­რე­ბე­ლი რო­გორც თბი­ლი­სის კი­ნო­თე­ატ­რებ­ში, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ქა­ლაქ­ში იხი­ლავს, - მთელ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ვი­ცავთ.

- ფილმში ორი ვარ­სკვლა­ვი - ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი და ნინო ქა­თა­მა­ძე გა­და­ი­ღეთ. რო­გორ შეძ­ლეს მათ რო­ლე­ბის მორ­გე­ბა და ზო­გა­დად თა­მა­ში? ად­ვი­ლად გა­არ­თვეს თავი?

- ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ყველ­გან ნი­ჭი­ე­რია! არც ერთს არ გას­ჭირ­ვე­ბია სხვა ამ­პლუ­ა­ში მო­ე­სინ­ჯათ თავი. ბრწყინ­ვა­ლე­ნი არი­ან რო­გორც თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, ასე­ვე აქაც შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­არ­თვეს ამო­ცა­ნას თავი.

- ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლის მთა­ვარ როლ­ში გა­და­ღე­ბა რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ?

- ჩემ­თვის ძვირ­ფა­სი პერ­სო­ნა­ჟი იყო ქეთო და რა­ტომ­ღაც ასე და­ვი­ნა­ხე, რომ ნინო მას კარ­გად ითა­მა­შებ­და. ვთხო­ვე ეთა­მა­შა და დამ­თან­ხმდა...

- ამ ახალ ფილმში არი­ან მსა­ხი­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც თქვენს ყვე­ლა სუ­რათ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ფილ­მი­დან ფილმში მოგ­ყვე­ბი­ან. ეს თქვე­ნი მხრი­დან ერ­თგვა­რი ექ­სპე­რი­მენ­ტია?

- არა­ნა­ირ ექ­სპე­რი­მენტს არ ვა­ტა­რებ. ფილ­მებს იმი­ტომ ვი­ღებ, რომ ჩემი მსა­ხი­ო­ბე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია მო­ვახ­დი­ნო და არა იმი­ტომ, რომ და­ვი­პყრო კა­ნის ფეს­ტი­ვა­ლი... ეს ყვე­ლა­ფე­რი არ­ტის­ტე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა და ვი­ღებ მხო­ლოდ ჩე­მებს. ამას­თან, სა­კუ­თარ თავს არა­სო­დეს ვუ­წო­დებ კი­ნო­რე­ჟი­სორს, - მე თე­ატ­რის რე­ჟი­სო­რი ვარ, რო­მე­ლიც ფილ­მებს თა­ვი­სი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბის­თვის იღებს.

- ჟან­რობ­რი­ვად სულ კო­მე­დი­ა­ზე რა­ტომ მუ­შა­ობთ?

- კო­მე­დია ის ჟან­რია, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევს, მა­ყუ­რე­ბე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მით არ მო­ა­წყი­ნო; ამა­ვე დროს, იმა­ში გეხ­მა­რე­ბა, რომ ხაზი გა­უს­ვა პრობ­ლე­მას, რო­მელ­საც აყე­ნებ და ის სარ­კას­ტუ­ლი გა­ხა­დო.

- თქვენს ფილ­მებ­ში უკვე სე­რი­ო­ზუ­ლად დო­მი­ნი­რებს დი­დძა­ლი ფული. მას რა­ი­მე სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა აქვს?

- ეს იმის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია, რომ ყო­ველ წუთს გვაც­დუ­ნე­ბენ და პრო­ვო­კა­ცი­ას არ უნდა წა­მო­ვე­გოთ.

- სა­ბო­ლო­ოდ, ამ ფილ­მით რისი თქმა გინ­დო­დათ?

- დავ­ფიქ­რდეთ იმა­ზე, თუ რა­ტომ გარ­ბი­ა­ნი ნი­ჭი­ე­რი და ზო­გა­დად, ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან!

გოგა ბარ­ბა­ქა­ძე, მსა­ხი­ო­ბი, კუ­კუს რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი:

- ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბას ერთი ახა­ლი როლი და­ე­მა­ტა და პრო­ფე­სი­ა­ში კი­დევ რა­ღაც სი­ახ­ლე მაქვს, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ შე­ვა­ფა­სო, ჯერ ცოტა ად­რეა, რად­გა­ნაც ფილ­მი კი­ნო­ეკ­რა­ნებ­ზე უნდა გა­მო­ვი­დეს და მა­ყუ­რე­ბელ­მა ნა­ხოს...

- მსა­ხი­ობ­მა ყო­ველ­თვის იცის ამა თუ იმ როლ­ზე რო­გორ იმუ­შა­ვა და რა გა­ა­კე­თა...

- ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან მე­ზი­ზღე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის ნახ­ვა ტე­ლე­ვი­ზორ­ში. ამი­ტომ ვე­რა­ფერს ვი­ტყვი...

- პი­რა­დად მე შენი თა­მა­ში მო­მე­წო­ნა.

- ე.ი. მო­რი­გი გა­მოც­და ჩა­ბა­რე­ბუ­ლი მაქვს (სი­ცი­ლით ამ­ბობს). ისე, კო­მე­დია უფრო რთუ­ლი სა­თა­მა­შოა, ხომ იცით, მაგ­რამ ამ კო­მე­დი­ა­ში მხო­ლოდ კო­მიზ­მი არ არის.

მოკ­ლედ, მთა­ვა­რი სამ­სჯავ­რო მა­ყუ­რებ­ლის სა­ხით წინ გვე­ლო­დე­ბა...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ლა­უ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"რა იდიოტობაა?" - ანუ რაზე დათანხმდა ნინო ანანიაშვილი ავთო ვარსიმაშვილს

"რა იდიოტობაა?" - ანუ რაზე დათანხმდა ნინო ანანიაშვილი ავთო ვარსიმაშვილს

აბსურდული შავი კომედიების "იდიოტოკრატიისა" და "ყველაფერი კარგად იქნებას" შემქნელები უფრო დიდ იდიოტოკრატიას - "სახლი, რომელიც ფანჯრიდან გაიპარა" გვთავაზობენ. სცენარის ავტორი და რეჟისორი კვლავ ავთო ვარსიმაშვილია. ფილმში თითქმის იგივე მსახიობები (გოგა ბარბაქაძე, ჯაბა კილაძე, აპოლონ კუბლაშვილი, კახა მიქიაშვილი, სანდრო მარგალიტაშვილი) თამაშობენ, რომლებიც წინამორბედ ფილმებშიც არიან დაკავებულები. სიახლე ის არის, რომ ფილმში ცნობლი ბალერინა - ნინო ანანიაშვილი და მუსიკოსი ნინო ქათამაძე თამაშობენ.

ფილმის პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 7 ნოემბერს იქნება, მანამდე კი პრესის წარმომადგენლებისთვის "თავისუფალი თეატრის" მცირე დარბაზში მისი წინასაპრემიერო ჩვენება გაიმართა.

ავთო ვარსიმაშვილი, რეჟისორი:

- ფილმს მაყურებელი როგორც თბილისის კინოთეატრებში, ასევე საქართველოს ყველა ქალაქში იხილავს, - მთელ საქართველოს მოვიცავთ.

- ფილმში ორი ვარსკვლავი - ნინო ანანიაშვილი და ნინო ქათამაძე გადაიღეთ. როგორ შეძლეს მათ როლების მორგება და ზოგადად თამაში? ადვილად გაართვეს თავი?

- ნიჭიერი ადამიანი ყველგან ნიჭიერია! არც ერთს არ გასჭირვებია სხვა ამპლუაში მოესინჯათ თავი. ბრწყინვალენი არიან როგორც თავის საქმიანობაში, ასევე აქაც შესანიშნავად გაართვეს ამოცანას თავი.

- ნინო ანანიაშვილის მთავარ როლში გადაღება რატომ გადაწყვიტეთ?

- ჩემთვის ძვირფასი პერსონაჟი იყო ქეთო და რატომღაც ასე დავინახე, რომ ნინო მას კარგად ითამაშებდა. ვთხოვე ეთამაშა და დამთანხმდა...

- ამ ახალ ფილმში არიან მსახიობები, რომლებიც თქვენს ყველა სურათში მონაწილეობენ. შეიძლება ითქვას, რომ ფილმიდან ფილმში მოგყვებიან. ეს თქვენი მხრიდან ერთგვარი ექსპერიმენტია?

- არანაირ ექსპერიმენტს არ ვატარებ. ფილმებს იმიტომ ვიღებ, რომ ჩემი მსახიობების პოპულარიზაცია მოვახდინო და არა იმიტომ, რომ დავიპყრო კანის ფესტივალი... ეს ყველაფერი არტისტების პოპულარიზაციას ემსახურება და ვიღებ მხოლოდ ჩემებს. ამასთან, საკუთარ თავს არასოდეს ვუწოდებ კინორეჟისორს, - მე თეატრის რეჟისორი ვარ, რომელიც ფილმებს თავისი თეატრის მსახიობებისთვის იღებს.

- ჟანრობრივად სულ კომედიაზე რატომ მუშაობთ?

- კომედია ის ჟანრია, რომელიც საშუალებას გაძლევს, მაყურებელი სერიოზული პრობლემით არ მოაწყინო; ამავე დროს, იმაში გეხმარება, რომ ხაზი გაუსვა პრობლემას, რომელსაც აყენებ და ის სარკასტული გახადო.

- თქვენს ფილმებში უკვე სერიოზულად დომინირებს დიდძალი ფული. მას რაიმე სიმბოლური დატვირთვა აქვს?

- ეს იმის მანიშნებელია, რომ ყოველ წუთს გვაცდუნებენ და პროვოკაციას არ უნდა წამოვეგოთ.

- საბოლოოდ, ამ ფილმით რისი თქმა გინდოდათ?

- დავფიქრდეთ იმაზე, თუ რატომ გარბიანი ნიჭიერი და ზოგადად, ადამიანები საქართველოდან!

გოგა ბარბაქაძე, მსახიობი, კუკუს როლის შემსრულებელი:

- ჩემს შემოქმედებას ერთი ახალი როლი დაემატა და პროფესიაში კიდევ რაღაც სიახლე მაქვს, მაგრამ ეს ყველაფერი რომ შევაფასო, ჯერ ცოტა ადრეა, რადგანაც ფილმი კინოეკრანებზე უნდა გამოვიდეს და მაყურებელმა ნახოს...

- მსახიობმა ყოველთვის იცის ამა თუ იმ როლზე როგორ იმუშავა და რა გააკეთა...

- ყველაზე ძალიან მეზიზღება საკუთარი თავის ნახვა ტელევიზორში. ამიტომ ვერაფერს ვიტყვი...

- პირადად მე შენი თამაში მომეწონა.

- ე.ი. მორიგი გამოცდა ჩაბარებული მაქვს (სიცილით ამბობს). ისე, კომედია უფრო რთული სათამაშოა, ხომ იცით, მაგრამ ამ კომედიაში მხოლოდ კომიზმი არ არის.

მოკლედ, მთავარი სამსჯავრო მაყურებლის სახით წინ გველოდება...

ლალი ფაცია

სპეცილაურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება