პრეზიდენტმა ქართული წარმოშობის მოსახლეობის აღწერისთვის 90 ათას ლარზე მეტი გადარიცხა

პრეზიდენტმა ქართული წარმოშობის მოსახლეობის აღწერისთვის 90 ათას ლარზე მეტი გადარიცხა

საქართველოს პრეზიდენტმა, სარეზერვო ფონდიდან თურქეთში მცხოვრები ქართული წარმოშობის მოსახლეობის რაოდენობის შესახებ სტატისტიკური კვლევების ჩასატარებლად 90,659.1 ლარი გამოყო. ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნული პროეტის განსახორციელებლად საჭირო ხარჯებისთვის თანხა, არასამეწარმეო იურიდიულ პირს - "ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის" მიმდინარე წლის 27 ივნისს გადაურიცხა.

ორგანიზაციის თავმჯდომარის ლაშა ადამიას თქმით, პროექტი თურქეთში მცხოვრები ქართველების რაოდენობის, სოციალურ-ეკონომიკური ყოფისა და შეხედულებების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ისახავს მიზნად. მისივე განმარტებით, სააკაშვილს თურქეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისას ორგანიზაციის მიერ მიწოდებული ინფორმაციით არ უხელმძღვანელია.

"პროექტი ქართულ რეალობაში შეიძლება საკმაოდ მაღალ ბიუჯეტიანია, მაგრამ თურქეთისთვის ჩათვალეთ რომ არის მიზერი. ჩვენ დაგვეხმარნენ ეთნიკურად ქართველები და რომ არა მათი პირადი ფინანსები, შეუძლებელი იქნებოდა ამ თანხით პროექტის ნახევრის შესრულებც კი. რაც შეეხება მოქალაქეობის მინიჭებას, ვერანაირად ვერ წამოადგენს ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაცია მოქალაქეების მინიჭების საფუძველს. იქაურ მოქალაქეს 1000 დოლარამდე მაინც სჭირდება, მონაცემი რომ შეკრას და დაამზადოს საბუთი, რაც თურქული კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. ჩვენი მონაცემებით მოქალაქეობის მიცემა, ფაქტობრივად ალოგიკურია. გარდა ამისა, პრეზიდენტმა როგორც ვიცი, 1000 ადამიანს მისცა მოქალაქეობა, ჩვენ კი 10-ჯერ უფრო მეტი მონაცემი გვაქვს. ჩემი აზრით, ეს არის დამთხვევა", - განაცხადა ლაშა ადამიამ.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა