მნიშვნელოვანი ინფორმაცია
სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

აგვისტო

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 22:07-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. დღეს ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი ტკბილეულს კი მოერიდეთ.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაში დახარჯა მიხეილ სააკაშვილმა 10 თვეში 10 მილიონი ლარი
რაში დახარჯა მიხეილ სააკაშვილმა 10 თვეში 10 მილიონი ლარი

ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფილ ერთჯე­რად ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბებ­ში, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­თა უცხო­ეთ­ში სწავ­ლე­ბა­სა და უმ­ნიშ­ვნე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში გაფ­ლან­გუ­ლი პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი.

პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი მთლი­ა­ნად გა­ხარ­ჯუ­ლია - "ვერ­სი­ა­ში" უკვე ვწერ­დით, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს მხო­ლოდ 5 000 ლარი და­უ­ტო­ვა. პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონდში არ­სე­ბუ­ლი 10 000 000 ლარი, რაც მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა გა­ე­ხარ­ჯა, 10 თვე­ში ამო­წუ­რა. სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის, ნო­დარ ხა­დუ­რის გან­ცხა­დე­ბით, პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი უკვე აღარ არ­სე­ბობს, მაგ­რამ თუ გა­და­უ­დე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თვის გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს თან­ხა დას­ჭირ­დე­ბა, მთავ­რო­ბის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან გა­მო­უ­ყო­ფენ.

სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექტთან ერ­თად, პრე­ზი­დენ­ტი­სა და მთავ­რო­ბის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დე­ბიც მტკიც­დე­ბა. ბი­უ­ჯე­ტის შე­სა­ხებ სა­ხელ­მწი­ფო კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, ეს ფონ­დე­ბი სა­ერ­თო-სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის გა­და­სახ­დე­ლებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა; ამა­ვე კა­ნო­ნით, მათი მო­ცუ­ლო­ბა, ერ­თად, წლი­უ­რი ბი­უ­ჯე­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ასიგ­ნე­ბე­ბის მთლი­ა­ნი ოდე­ნო­ბის 2%-ს არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს: "სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დე­ბი­დან სახ­სრე­ბი გა­მო­ი­ყო­ფა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტით გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი გა­და­სახ­დე­ლე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად. ბი­უ­ჯე­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დე­ბის ხარ­ჯე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბებს გან­სა­ზღვრა­ვენ პრე­ზი­დენ­ტი და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა. პრე­ზი­დენ­ტი­სა და მთავ­რო­ბის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დე­ბი­დან თან­ხებს პრე­ზი­დენ­ტი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ინ­ფორ­მა­ცი­ას თან­ხის ოდე­ნო­ბი­სა და მიზ­ნობ­რი­ო­ბის შე­სა­ხებ, გა­მო­ყოფს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო. თუ მთავ­რო­ბის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან გა­მო­სა­ყო­ფი თან­ხა არ აღე­მა­ტე­ბა 100 000 ლარს, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის წარ­დგი­ნე­ბით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია, თან­ხის გა­მო­ყო­ფა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ბი­უ­ჯე­ტის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­ში.

კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, პრე­ზი­დენ­ტი­სა და მთავ­რო­ბის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დე­ბი, ჯამ­ში, 100 000 000 ლა­რის­გან, თი­თო­ე­უ­ლი - 50 000 000 ლა­რის­გან შედ­გე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რო­დე­საც "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" 2013 წლის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტში წა­რად­გი­ნა, პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი 5-ჯერ შე­ამ­ცი­რა და მხო­ლოდ 10 000 000 ლა­რით გან­სა­ზღვრა. უც­ვლე­ლი დარ­ჩა მთავ­რო­ბის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი, რო­მე­ლიც 50 000 000 ლა­რით და­ამ­ტკი­ცეს. პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონდში არ­სე­ბუ­ლი 10 000 000 ლარი კი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა და­ხარ­ჯუ­ლი­ყო, მაგ­რამ რო­გორც ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, სა­ა­კაშ­ვილ­მა მთლი­ა­ნი თან­ხა 10 თვე­ში ამო­წუ­რა.

ზო­გა­დად, პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან თან­ხა მხო­ლოდ გა­და­უ­დე­ბე­ლი და სა­ხელ­მწი­ფოს­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თვის უნდა და­ი­ხარ­ჯოს. მა­გა­ლი­თად, ფორ­სმა­ჟო­რუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის ან სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბე­ბის დროს. "ვერ­სია" უკვე წერ­და, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის ყოფ­ნი­სას, პრე­ზი­დენ­ტი­სა და მთავ­რო­ბის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დე­ბი­დან, ძი­რი­თა­დად, კონ­ცერ­ტე­ბი, სა­ა­კაშ­ვი­ლის უცხო­ეთ­ში ვო­ი­ა­ჟე­ბი ფი­ნანსდე­ბო­და. პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხე­ბით აფი­ნან­სებ­დნენ სხვა­დას­ხვა ბულ­ვა­რი­სა თუ სკვე­რის მშე­ნებ­ლო­ბა­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ პრო­ექ­ტებ­საც, ამი­ტომ გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ 2013 წლის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტში "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" ოპო­ზი­ცი­ო­ნერ პრე­ზი­დენტს სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი 5-ჯერ შე­უმ­ცი­რა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, კონ­კრე­ტუ­ლად, რა მიზ­ნე­ბის­თვის და­ხარ­ჯა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა 10 000 000 ლარი 10 თვე­ში? "ვერ­სი­ამ" პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან გა­წე­უ­ლი ხარ­ჯის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს­გან გა­მო­ი­თხო­ვა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­რე­ზერ­ვო ფონდში არ­სე­ბუ­ლი 10 000 000 ლარი ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის­თვის ერთჯე­რად ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბა­ში, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­თა უცხო­ეთ­ში სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა­სა და სხვა­დას­ხვა, გა­უ­გე­ბარ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში და­ხარ­ჯა: პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან ფი­ზი­კუ­რი პი­რის, გი­ორ­გი ავა­ლი­ა­ნის­თვის, ერთჯე­რა­დი ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის მიზ­ნით, 35 000 ლარი გა­მოყ­ვეს, ირაკ­ლი მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის­თვის - 35 000 ლარი, გი­ორ­გი ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლის­თვის – 30 000 ლარი, მი­ხე­ილ მა­მუ­ლაშ­ვი­ლის­თვის – 25 775 ლარი, ბექა გო­ჩი­აშ­ვი­ლის­თვის – 24 923 ლარი, ნი­კო­ლოზ სე­ფაშ­ვი­ლის­თვის (მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლის ვაჟი) - 24 000 ლარი, ლიდა კა­ხი­ა­ნის­თვის – 22 173 ლარი, მერი კო­კა­ი­ას­თვის – 17 000 ლარი, ზვი­ად კუპ­რე­იშ­ვი­ლის­თვის - 15 000 ლარი, სერ­გო ლუ­ტი­ძის­თვის - 11 000 ლარი, ია ხვინ­გი­ას­თვის - 10 814 ლარი, ან­დრო გა­ბი­სო­ნი­ას­თვის - 10 000 ლარი, კონ­სტან­ტი­ნე ჭი­ჭი­ნა­ძის­თვის - 10 000 ლარი, თა­მარ თურ­მა­ნიშ­ვი­ლის­თვის - 10 000 ლარი, ირაკ­ლი კოტ­რი­კა­ძის­თვის - 9 000 ლარი, ისევ მი­ხე­ილ მა­მუ­ლაშ­ვი­ლის­თვის - 8 307 ლარი, ისევ ნი­კო­ლოზ სე­ფაშ­ვი­ლის­თვის – 5 000 ლარი, გი­ორ­გი ჯა­ნე­ლი­ძის­თვის – 5 000 ლარი, ანა აზა­უ­რაშ­ვი­ლის­თვის – 5 000 ლარი, ხა­თუ­ნა ხუ­ხუ­ნაშ­ვი­ლის­თვის - 5 000 ლარი, ცი­უ­რი წე­რეთ­ლის­თვის - 5 000 ლარი, გუ­რამ ბა­ლი­აშ­ვი­ლის­თვის – 3 900 ლარი, თე­ი­მუ­რაზ ჯა­ლი­აშ­ვი­ლის­თვის - 3 900 ლარი, ჯან­გირ ამი­რო­ვის­თვის - 3 900 ლარი, გიგა მი­ქა­შა­ვი­ძის­თვის – 3 900 ლარი, ფრი­დონ ახო­ბა­ძის­თვის - 3 900 ლარი, თა­მარ ლა­თი­ბაშ­ვი­ლის­თვის – 3 600 ლარი, ვასო ურუ­შა­ძის­თვის - 3 000 ლარი, ბელა ფირ­ცხა­ლა­ვას­თვის - 3 000 ლარი, თა­მარ ზა­ა­ლიშ­ვი­ლის­თვის – 2 250 ლარი, და­რე­ჯან ლო­მი­ძის­თვის – 2 000 ლარი, ნინო კას­რა­ძის­თვის - 1 500 ლარი, და­ვით სამ­ყუ­რაშ­ვი­ლის­თვის - 1 500 ლარი, ვა­ლე­რი ადა­მი­ას­თვის - 1 300 ლარი, მა­ნა­ნა მი­დე­ლაშ­ვი­ლის­თვის - 1 000 ლარი, ქეთო ზარ­ქუ­ას­თვის - 1 150 ლარი, ლა­მა­რა ხე­ცუ­რი­ა­ნის­თვის - 1 000 ლარი, ზინე ალი­ე­ვას­თვის - 1 000 ლარი.

სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლებ­ლად სა­ჭი­რო ხარ­ჯე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის მიზ­ნით, პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან 85 000 ლარი გა­მოყ­ვეს, სა­ბი­უ­ჯე­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის თა­ნამ­შრო­მელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლებ­ლად სა­ჭი­რო ხარ­ჯე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის მიზ­ნით - 160 000 ლარი; სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლებ­ლად სა­ჭი­რო ხარ­ჯე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის მიზ­ნით - 115 000 ლარი, ხოლო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ, უცხო ქვეყ­ნე­ბის უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის ხელ­შე­წყო­ბის მიზ­ნით, პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან 1 013 535 ლარი გა­მოყ­ვეს. ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­დან მი­ღე­ბულ ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენ­ტში დე­ტა­ლუ­რა­დაა გა­შიფ­რუ­ლი იმ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ვი­ნა­ო­ბა, რომ­ლებ­მაც უცხო­ეთ­ში სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბის­თვის სა­ჭი­რო თან­ხა პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან მი­ი­ღეს:

და­ვით ტყე­შე­ლაშ­ვი­ლი - 24 592 ლარი, დი­მიტ­რი ძაგ­ნი­ძე - 38 047 ლარი, კახა ინა­იშ­ვი­ლი - 12 359 ლარი, თე­ო­ნა ომა­რაშ­ვი­ლი - 38 031 ლარი, თა­მარ კვა­ში­ლა­ვა - 16 478 ლარი, გი­ორ­გი გაზ­მა­ძე - 33 018 ლარი, გი­ორ­გი ბურ­დუ­ლი - 30 956 ლარი, გივი ჭა­ნუყ­ვა­ძე - 66 168 ლარი, სა­ლო­მე ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი - 11 025 ლარი, ირაკ­ლი გაბ­რუ­აშ­ვი­ლი - 24 717 ლარი, ნინო დევ­და­რი­ა­ნი - 16 478 ლარი, ნი­კო­ლოზ სე­ფაშ­ვი­ლი - 51 498 ლარი, ნი­კო­ლოზ კვი­რი­კა­ძე - 16 884 ლარი, მა­რი­ამ კა­ლან­და­რიშ­ვი­ლი - 16 478 ლარი, ლე­ვან დუ­ჩი­ძე - 16 557 ლარი, გი­ორ­გი ბურ­ჭუ­ლა­ძე - 16 542 ლარი, ანა ქუმ­სი­აშ­ვი­ლი - 12 875 ლარი, ალექ­სან­დრე ან­დღუ­ლა­ძე - 16 369 ლარი, მა­რი­ამ კა­ლან­და­რიშ­ვი­ლი - 4 967 ლარი, შოთა ჯუ­ღე­ლი - 16 957 ლარი, შოთა გა­რუ­ჩა­ვა – 65 461 ლარი, ქეთი ან­დღუ­ლა­ძე - 3 971 ლარი, ქე­თე­ვან ან­დღუ­ლა­ძე – 7 060 ლარი.

პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან, სა­ზღვარ­გა­რეთ სწავ­ლის ხარ­ჯი ორ­ჯერ გა­მო­უყ­ვეს ნინო კვას­ხვა­ძეს - 1 203 და 31 753 ლარი, მერი კო­კა­ი­ას - 10 339 და 39 287 ლარი, ვლა­დი­მერ ლომ­სა­ძეს - 23 572 და 15 708 ლარი, ან­დრო ლომ­თა­ძეს - 5 150 და 7 725 ლარი, ანა ჯინ­ჯო­ლა­ვას - 6 623 და 16 478 ლარი, თი­ნა­თინ გო­ლე­თი­ანს - 6 288 და 25 749 ლარი, ირაკ­ლი მინ­და­ძეს - 4 918 და 16 542 ლარი, გი­ორ­გი ლო­მი­ძეს - 4 918 და 16 369 ლარი, არ­ჩილ გა­ბა­თაშ­ვილს - 7 722 და 14 332 ლარი.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ჯე­რო­ვა­ნი შეს­რუ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბის­თვის სა­ჭი­რო ხარ­ჯე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის მიზ­ნით, პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან ჯერ 1 500 000 ლარი, შემ­დეგ - 90 000 ლარი და ბო­ლოს 115 000 ლარი გა­მოყ­ვეს, რა­მაც ჯამ­ში, 2 515 000 ლარი შე­ად­გი­ნა; სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­თვის ინ­ტერ­ნე­ტით სარ­გებ­ლო­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი მი­წო­დე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად 5 500, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ში­და­სა­ტე­ლე­ფო­ნო ქსე­ლის მო­სა­წყო­ბად სა­ჭი­რო ხარ­ჯე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის მიზ­ნით 33 000, ხოლო სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლის შე­სა­ძე­ნად 170 000 ლარი გა­მოყ­ვეს.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დო­ე­ბი, ბრწყინ­ვა­ლე­ბის საპ­რე­ზი­დენ­ტო ორ­დე­ნი­სა (90 ცალი) და წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის გა­მარ­ჯვე­ბის ორ­დე­ნის (5 ცალი) შე­ძე­ნი­სათ­ვის სა­ჭი­რო ხარ­ჯე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის მიზ­ნით, პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან 144 502 ლა­რია გა­მო­ყო­ფი­ლი; სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დოს, წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის გა­მარ­ჯვე­ბის ორ­დე­ნის (20 ცალი) შე­სა­ძე­ნად, შპს "ზა­რა­ფხა­ნას" სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან 62 000 ლარი გა­და­უ­რი­ცხეს.

შე­წყა­ლე­ბის სა­კი­თხთა კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო ხარ­ჯე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის მიზ­ნით, პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან ჯერ 32 500, შემ­დეგ კი 2 500 ლარი გა­მოყ­ვეს, რა­მაც ჯამ­ში, 35 000 ლარი შე­ად­გი­ნა; შპს "ფორ­მუ­ლა პრო­ეს­კო ფრო­დაქ­შენს", საბ­ჭო­თა ოკუ­პა­ცი­ის შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად სა­ჭი­რო ხარ­ჯე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის მიზ­ნით, პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან 191 160 ლარი გა­და­უ­რი­ცხეს; არა­სა­მე­წარ­მეო არა­კო­მერ­ცი­უ­ლი იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის (ააიპ) "ევ­რო­პის ახალ­გაზ­რდუ­ლი პარ­ლა­მენ­ტი - სა­ქარ­თვე­ლოს" მიერ და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის, თბი­ლის­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სე­სი­ის ჩა­სა­ტა­რებ­ლად სა­ჭი­რო ხარ­ჯე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის მიზ­ნით - 15 000 ლარი გა­მოყ­ვეს; ააიპ "ჯე­ო­ო­ლიმ­პის" 2013 წლის შე­ჯიბ­რე­ბის გა­სა­მარ­თად სა­ჭი­რო ხარ­ჯე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის მიზ­ნით - 15 000 ლარი; ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის დარ­გებ­ში, შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის პრე­მი­ის 2013 წლის ლა­უ­რე­ა­ტე­ბის­თვის ფუ­ლა­დი ჯილ­დოს გა­და­ცე­მის მიზ­ნით - 80 000 ლარი.

ააიპ "სა­ქარ­თვე­ლოს ამე­რი­კე­ლი მე­გობ­რე­ბის ინკ"-ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან 6 000 ლარი გა­და­უ­რი­ცხეს, რათა მკერ­დის კი­ბო­თი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის და­სახ­მა­რებ­ლად და­გეგ­მი­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის ანუ ვახ­შმის­თვის სა­ჭი­რო ხარ­ჯე­ბი და­ე­ფი­ნან­სე­ბი­ნათ; წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის, მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ბავ­შვე­ბის­თვის, სა­ჩუქ­რე­ბად გა­და­სა­ცე­მი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კის შე­სა­ძე­ნად, შპს "ალ­გო­რითმს" 1 000 000 ლარი გა­და­უ­რი­ცხეს.

ააიპ "სა­ქარ­თვე­ლოს სამ­თო გამ­ყოლ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის­თვის" ინ­ვენ­ტა­რის შე­სა­ძე­ნად სა­ჭი­რო ხარ­ჯე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის მიზ­ნით, პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან 34 000 ლარი გა­მოყ­ვეს; ააიპ "სა­ქარ­თვე­ლოს ტრა­დი­ცი­უ­ლი მეღ­ვი­ნე­ო­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის" მიერ და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად სა­ჭი­რო ხარ­ჯე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის მიზ­ნით - 110 000 ლარი; ააიპ "ახალ­გაზ­რდუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა მო­მა­ვა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" მიერ და­გეგ­მი­ლი პრო­ექ­ტის, თურ­ქეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ხებ სტა­ტის­ტი­კუ­რი კვლე­ვე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად სა­ჭი­რო ხარ­ჯე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის მიზ­ნით - 90 659 ლარი; ააიპ "მო­ლაშ­ქრე­თა ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის" ორ­გა­ნი­ზე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ლაშ­ქრო­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რი­სა და ტუ­რიზ­მის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო ხარ­ჯე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის მიზ­ნით - 17 000 ლარი; ააიპ "ქარ­თლის ტრა­დი­ცი­უ­ლი მეღ­ვი­ნე­ო­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის" მიერ და­გეგ­მი­ლი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის სა­ჭი­რო ხარ­ჯე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის მიზ­ნით - 397 000 ლარი.

მაია მი­შე­ლა­ძე

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რამდენი ადამიანი იღებს 100 ლარზე ნაკლებ და 100 ათას ლარზე მეტ თვიურ ხელფასს
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რაში დახარჯა მიხეილ სააკაშვილმა 10 თვეში 10 მილიონი ლარი

რაში დახარჯა მიხეილ სააკაშვილმა 10 თვეში 10 მილიონი ლარი

ფიზიკური პირებისთვის გამოყოფილ ერთჯერად ფინანსურ დახმარებებში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა უცხოეთში სწავლებასა და უმნიშვნელო ღონისძიებებში გაფლანგული პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი.

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი მთლიანად გახარჯულია - "ვერსიაში" უკვე ვწერდით, რომ მიხეილ სააკაშვილმა, გიორგი მარგველაშვილს მხოლოდ 5 000 ლარი დაუტოვა. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდში არსებული 10 000 000 ლარი, რაც მთელი წლის განმავლობაში უნდა გაეხარჯა, 10 თვეში ამოწურა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი უკვე აღარ არსებობს, მაგრამ თუ გადაუდებელი ღონისძიებებისთვის გიორგი მარგველაშვილს თანხა დასჭირდება, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოუყოფენ.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან ერთად, პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიც მტკიცდება. ბიუჯეტის შესახებ სახელმწიფო კანონის მიხედვით, ეს ფონდები საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებს მიეკუთვნება; ამავე კანონით, მათი მოცულობა, ერთად, წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 2%-ს არ უნდა აღემატებოდეს: "საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად. ბიუჯეტის სარეზერვო ფონდების ხარჯების მიმართულებებს განსაზღვრავენ პრეზიდენტი და საქართველოს მთავრობა. პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თანხებს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს ფინანსთა სამინისტრო. თუ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოსაყოფი თანხა არ აღემატება 100 000 ლარს, ფინანსთა მინისტრის წარდგინებით, პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია, თანხის გამოყოფაზე გადაწყვეტილება მიიღოს", - აღნიშნულია ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში.

კანონის მიხედვით, პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდები, ჯამში, 100 000 000 ლარისგან, თითოეული - 50 000 000 ლარისგან შედგება. მიუხედავად ამისა, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში წარადგინა, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 5-ჯერ შეამცირა და მხოლოდ 10 000 000 ლარით განსაზღვრა. უცვლელი დარჩა მთავრობის სარეზერვო ფონდი, რომელიც 50 000 000 ლარით დაამტკიცეს. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდში არსებული 10 000 000 ლარი კი წლის განმავლობაში უნდა დახარჯულიყო, მაგრამ როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, სააკაშვილმა მთლიანი თანხა 10 თვეში ამოწურა.

ზოგადად, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხა მხოლოდ გადაუდებელი და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებებისთვის უნდა დაიხარჯოს. მაგალითად, ფორსმაჟორული სიტუაციების ან სტიქიური უბედურებების დროს. "ვერსია" უკვე წერდა, რომ ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის ყოფნისას, პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან, ძირითადად, კონცერტები, სააკაშვილის უცხოეთში ვოიაჟები ფინანსდებოდა. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხებით აფინანსებდნენ სხვადასხვა ბულვარისა თუ სკვერის მშენებლობასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციონერ პრეზიდენტს სარეზერვო ფონდი 5-ჯერ შეუმცირა.

საინტერესოა, კონკრეტულად, რა მიზნებისთვის დახარჯა მიხეილ სააკაშვილმა 10 000 000 ლარი 10 თვეში? "ვერსიამ" პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯის შესახებ დეტალური ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროსგან გამოითხოვა. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილმა სარეზერვო ფონდში არსებული 10 000 000 ლარი ფიზიკური პირებისთვის ერთჯერად ფინანსურ დახმარებაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა უცხოეთში სწავლა-განათლებასა და სხვადასხვა, გაუგებარ ღონისძიებაში დახარჯა: პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ფიზიკური პირის, გიორგი ავალიანისთვის, ერთჯერადი ფინანსური დახმარების მიზნით, 35 000 ლარი გამოყვეს, ირაკლი მეგრელიშვილისთვის - 35 000 ლარი, გიორგი ყორღანაშვილისთვის – 30 000 ლარი, მიხეილ მამულაშვილისთვის – 25 775 ლარი, ბექა გოჩიაშვილისთვის – 24 923 ლარი, ნიკოლოზ სეფაშვილისთვის (მერაბ სეფაშვილის ვაჟი) - 24 000 ლარი, ლიდა კახიანისთვის – 22 173 ლარი, მერი კოკაიასთვის – 17 000 ლარი, ზვიად კუპრეიშვილისთვის - 15 000 ლარი, სერგო ლუტიძისთვის - 11 000 ლარი, ია ხვინგიასთვის - 10 814 ლარი, ანდრო გაბისონიასთვის - 10 000 ლარი, კონსტანტინე ჭიჭინაძისთვის - 10 000 ლარი, თამარ თურმანიშვილისთვის - 10 000 ლარი, ირაკლი კოტრიკაძისთვის - 9 000 ლარი, ისევ მიხეილ მამულაშვილისთვის - 8 307 ლარი, ისევ ნიკოლოზ სეფაშვილისთვის – 5 000 ლარი, გიორგი ჯანელიძისთვის – 5 000 ლარი, ანა აზაურაშვილისთვის – 5 000 ლარი, ხათუნა ხუხუნაშვილისთვის - 5 000 ლარი, ციური წერეთლისთვის - 5 000 ლარი, გურამ ბალიაშვილისთვის – 3 900 ლარი, თეიმურაზ ჯალიაშვილისთვის - 3 900 ლარი, ჯანგირ ამიროვისთვის - 3 900 ლარი, გიგა მიქაშავიძისთვის – 3 900 ლარი, ფრიდონ ახობაძისთვის - 3 900 ლარი, თამარ ლათიბაშვილისთვის – 3 600 ლარი, ვასო ურუშაძისთვის - 3 000 ლარი, ბელა ფირცხალავასთვის - 3 000 ლარი, თამარ ზაალიშვილისთვის – 2 250 ლარი, დარეჯან ლომიძისთვის – 2 000 ლარი, ნინო კასრაძისთვის - 1 500 ლარი, დავით სამყურაშვილისთვის - 1 500 ლარი, ვალერი ადამიასთვის - 1 300 ლარი, მანანა მიდელაშვილისთვის - 1 000 ლარი, ქეთო ზარქუასთვის - 1 150 ლარი, ლამარა ხეცურიანისთვის - 1 000 ლარი, ზინე ალიევასთვის - 1 000 ლარი.

საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 85 000 ლარი გამოყვეს, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით - 160 000 ლარი; საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით - 115 000 ლარი, ხოლო საქართველოს მოქალაქეების მიერ, უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 1 013 535 ლარი გამოყვეს. ფინანსთა სამინისტროდან მიღებულ ოფიციალურ დოკუმენტში დეტალურადაა გაშიფრული იმ მოქალაქეების ვინაობა, რომლებმაც უცხოეთში სწავლა-განათლებისთვის საჭირო თანხა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მიიღეს:

დავით ტყეშელაშვილი - 24 592 ლარი, დიმიტრი ძაგნიძე - 38 047 ლარი, კახა ინაიშვილი - 12 359 ლარი, თეონა ომარაშვილი - 38 031 ლარი, თამარ კვაშილავა - 16 478 ლარი, გიორგი გაზმაძე - 33 018 ლარი, გიორგი ბურდული - 30 956 ლარი, გივი ჭანუყვაძე - 66 168 ლარი, სალომე ბეჟიტაშვილი - 11 025 ლარი, ირაკლი გაბრუაშვილი - 24 717 ლარი, ნინო დევდარიანი - 16 478 ლარი, ნიკოლოზ სეფაშვილი - 51 498 ლარი, ნიკოლოზ კვირიკაძე - 16 884 ლარი, მარიამ კალანდარიშვილი - 16 478 ლარი, ლევან დუჩიძე - 16 557 ლარი, გიორგი ბურჭულაძე - 16 542 ლარი, ანა ქუმსიაშვილი - 12 875 ლარი, ალექსანდრე ანდღულაძე - 16 369 ლარი, მარიამ კალანდარიშვილი - 4 967 ლარი, შოთა ჯუღელი - 16 957 ლარი, შოთა გარუჩავა – 65 461 ლარი, ქეთი ანდღულაძე - 3 971 ლარი, ქეთევან ანდღულაძე – 7 060 ლარი.

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, საზღვარგარეთ სწავლის ხარჯი ორჯერ გამოუყვეს ნინო კვასხვაძეს - 1 203 და 31 753 ლარი, მერი კოკაიას - 10 339 და 39 287 ლარი, ვლადიმერ ლომსაძეს - 23 572 და 15 708 ლარი, ანდრო ლომთაძეს - 5 150 და 7 725 ლარი, ანა ჯინჯოლავას - 6 623 და 16 478 ლარი, თინათინ გოლეთიანს - 6 288 და 25 749 ლარი, ირაკლი მინდაძეს - 4 918 და 16 542 ლარი, გიორგი ლომიძეს - 4 918 და 16 369 ლარი, არჩილ გაბათაშვილს - 7 722 და 14 332 ლარი.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფლებამოსილების ჯეროვანი შესრულების ხელშეწყობისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ჯერ 1 500 000 ლარი, შემდეგ - 90 000 ლარი და ბოლოს 115 000 ლარი გამოყვეს, რამაც ჯამში, 2 515 000 ლარი შეადგინა; საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ინტერნეტით სარგებლობისათვის აუცილებელი მომსახურების შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველსაყოფად 5 500, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შიდასატელეფონო ქსელის მოსაწყობად საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით 33 000, ხოლო საარქივო მასალის შესაძენად 170 000 ლარი გამოყვეს.

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენისა (90 ცალი) და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენის (5 ცალი) შეძენისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 144 502 ლარია გამოყოფილი; საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენის (20 ცალი) შესაძენად, შპს "ზარაფხანას" სარეზერვო ფონდიდან 62 000 ლარი გადაურიცხეს.

შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარის შრომის ანაზღაურებისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ჯერ 32 500, შემდეგ კი 2 500 ლარი გამოყვეს, რამაც ჯამში, 35 000 ლარი შეადგინა; შპს "ფორმულა პროესკო ფროდაქშენს", საბჭოთა ოკუპაციის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადასაღებად საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 191 160 ლარი გადაურიცხეს; არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის (ააიპ) "ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი - საქართველოს" მიერ დაგეგმილი ღონისძიების, თბილისში საერთაშორისო სესიის ჩასატარებლად საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით - 15 000 ლარი გამოყვეს; ააიპ "ჯეოოლიმპის" 2013 წლის შეჯიბრების გასამართად საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით - 15 000 ლარი; ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის 2013 წლის ლაურეატებისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემის მიზნით - 80 000 ლარი.

ააიპ "საქართველოს ამერიკელი მეგობრების ინკ"-ის წარმომადგენლობას საქართველოში, სარეზერვო ფონდიდან 6 000 ლარი გადაურიცხეს, რათა მკერდის კიბოთი დაავადებული ქალბატონების მკურნალობის დასახმარებლად დაგეგმილი საქველმოქმედო ღონისძიებისთვის ანუ ვახშმისთვის საჭირო ხარჯები დაეფინანსებინათ; წარჩინებული სტუდენტების, მოსწავლეებისა და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის, საჩუქრებად გადასაცემი კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად, შპს "ალგორითმს" 1 000 000 ლარი გადაურიცხეს.

ააიპ "საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციისთვის" ინვენტარის შესაძენად საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 34 000 ლარი გამოყვეს; ააიპ "საქართველოს ტრადიციული მეღვინეობის ასოციაციის" მიერ დაგეგმილი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით - 110 000 ლარი; ააიპ "ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის" მიერ დაგეგმილი პროექტის, თურქეთში მცხოვრები ქართული წარმოშობის მოსახლეობის რაოდენობის შესახებ სტატისტიკური კვლევების ჩასატარებლად საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით - 90 659 ლარი; ააიპ "მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის" ორგანიზებით, საქართველოში ლაშქრობების მხარდაჭერისა და ტურიზმის პოპულარიზაციისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით - 17 000 ლარი; ააიპ "ქართლის ტრადიციული მეღვინეობის ასოციაციის" მიერ დაგეგმილი პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით - 397 000 ლარი.

მაია მიშელაძე

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა