ქუთაისში 86 წლის ქალი საკუთარი სახლიდან გამოაგდეს

ქუთაისში 86 წლის ქალი საკუთარი სახლიდან გამოაგდეს

86 წლის ეთერ ცეცხლაძე ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე ცხოვრობს. როგორც თავად ამბობს, მას შვილმა და რძალმა სცემეს და სახლიდან ორი დღის წინ გამოაგდეს. მოხუცი ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან იმყოფებოდა. მის დასახმარებლად კორპუსის მაცხოვრებლებმა საპატრულო პოლიციაც გამოიძახეს.

პოლიციამ მოხუცებული ისევ თავის საცხოვრებელ სახლში დააბრუნა. ინციდენტის განმეორების შემთხვევაში, ქალბატონს სამართალდამცავები თავშესაფარში გადაიყვანენ.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა