დევნილთა შემწეობა იზრდება

დევნილთა შემწეობა იზრდება

დევნილთა შემწეობა იზრდება და ის 45 ლარით განისაზღვრება. დევნილებს დახმარება არა სტატუსის, არამედ საჭიროების მიხედვით მიეცემათ. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით "ამბები.გე" ექსკლუზიურად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს დავით დარახველიძეს ესაუბრა.

მისი თქმით, დევნილების შემწეობა 45 ლარი ხდება. კანონი ძალაში 2014 წლის 1 იანვრიდან უნდა შევიდეს. ამჟამად დევნილთა შემწეობა 28 ლარით განისაზღვრება.

მინისტრი განმარტავს, რომ აღნიშნული ინიციატივა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 21 მლნ ლარზე მეტ ხარჯს იწვევს.

რაც შეეხება ფინანსურ რესურსებს, თუ რა საშუალებით მოხდება დევნილებისთვის შემწეობის გაზრდა მინისტრი განმარტავს, რომ დევნილის შემწეობას ვეღარ მიიღებენ ისეთი დევნილები, რომელთაც მაღალი შემოსავალი აქვთ. მინისტრის ინფორმაციით, დევნილთა შემწეობა მინიმუმ 30 ათას ადამიანს შეუწყდება და ეს წესი გავრცელდება შემოსავლიან დევნილებზე. დევნილებს დახმარება არა სტატუსის, არამედ საჭიროების მიხედვით მიეცემათ.  სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს საშუალებას იძლევა დაახლოებით 5 მლნ ლარი გამოთავისუფლდეს.

"შემოვიღეთ შეზღუდვა. მაღალანაზღაურებადი საჯარო მოხელეები, წარმატებული ბიზნესმენები, რომელსაც თვეში 1250 ლარი აქვს დასაბეგრი შემოსავალი, აღარ მიიღებენ დევნილის შემწეობას. მე თვითონ დღემდე ვღებულობ დევნილის შემოსავალს, ასეთი წესია. მე, ჩემს მოადგილეებს, აფხაზეთის მთავრობის წევრებს, დევნილ ბიზნესმენებს, რომლებსაც შეიძლება რამდენიმე ათასი ლარი ჰქონდეს შემოსავალი, დევნილის შემწეობა ერიცხება - ანუ აქვს დევნილის სტატუსი და შესაბამისად დახმარებასაც იღებს. შემწეობა და სტატუსი ერთმანეთზე იყო მიბმული. ჩვენ გადავდგით პირველი ნაბიჯი ამ ხალხის გამოთავისულებით, რომ შემწეობის მიღება მოხდეს არა სტატუსიდან გამომდინარე, არამედ საჭიროებიდან გამომდინარე. გამოთავისუფლებული რესურსი მაღალანაზღაურებდი დევნილებისა, დაახლოებით 5 მილიონი ლარია წელიწადში. ეს არის ის რესურსები, რითაც ვგეგმავთ დანარჩენი დევნილებისთვის შემწეობის გაზრდას" , -აღნიშნა დარახველიძემ.

თეა ბითაძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია