რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ უშიშროების საბჭოს მდივნად შესაძლოა გოგა ხაინდრავა დაინიშნოს. აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ ხაინდრავა ტელე/რადიო "პალიტრის" გადაცემა "პროვოკატორში" იმყოფებოდა.
რატომ ფიქრობს ლევან ბერძენიშვილი, რომ იმერლიშვილი მჯობია? - განაცხადა გოგა ხაინდრავამ გადაცემა "პროვოკატორში" საუბრისას. ხაინდრავამ მადლობა გადაუხადა ვალერი გელბახიანს უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე მისი კანდიდატურის შეთავაზებისთვის და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში აქტიურ პოლიტიკაში მონაწილეობა აღარ მიუღია, ეს ურიგო იდეა არ არის.
ხაინდრავას თმით, მან დიდი გამოცდილება შეიძინა გასულ წლებში სხვადასხვა პოსტებზე მუშაობის დროს. უშიშოების საბჭო კი, მისი აზრით, "ძირითადად ანალიტიკაა". გოგა ხაინდრავას განცხადებით, მას დღესაც უსმენენ აფხაზები და ოსები და მათთან პირადი ურთიერთობები აქვს. თუმცა, უშიშროების საბჭოს მდივნობა, მისი აზრით, დიდი პასუხისმგებლობაა და ამაზე არც უფიქრია.
რაც შეეხება ლევან ბერძენიშვილის უარყოფით აზრს მისი შესაძლო კანდიდატურის შესახებ, ხაინდრავას თქმით, მთელი იმ წლების განმავლობაში, რაც ის მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე მუშაობდა, მისი მისამართით ლევან ბერძენიშვილის კრიტიკა არ მოუსმენია. ხაინდრავამ დაასახელა ოთხი არაპარტიული პიროვნება: ჰაველი, ივანიშვილი, მელაშვილი და ხაინდრავა და მიუწოდა ბერძენიშვილს, თავის მხრივ მანაც დაასახელოს ოთხი ასეთივე წონის პარტიული პერსონა. დღეს მოქმედ პოლიტიკოსებზე გოგა ხაინდრავამ განაცხადა, რომ კარგად იცნობს მათ მოღვაწეობას, იცის "მათი ფასი, მათი ხედვები და მიდრეკილებები".
იხილეთ ვიდეო
ასევე იხილეთ - უშიშროების საბჭოს მდივნად გოგა ხაინდრავა ინიშნება?