Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაზარალებული სპეცრაზმელი - შოკში ვარ სასამართლოს გადაწყვეტილებით
დაზარალებული სპეცრაზმელი - შოკში ვარ სასამართლოს გადაწყვეტილებით

შოკ­ში ვარ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, - ამის შე­სა­ხებ ბაჩო ახა­ლა­ი­ას და მას­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას, "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" საქ­მე­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბილ­მა ერთ-ერ­თმა სპეც­რაზ­მელ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მან სა­ა­გენ­ტოს­თან კო­მენ­ტა­რი იმ პი­რო­ბით გა­ა­კე­თა, რომ "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" ვი­ნა­ო­ბას არ გა­ამ­ჟღავ­ნებ­და. სპეც­რაზ­მე­ლი აცხა­დებს, რომ ყვე­ლა და­ზა­რა­ლე­ბულ­თან ერ­თად აპი­რებს სა­სა­მარ­თლოს დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ა­სა­ჩივ­როს.

"გვაბ­რა­ლებ­დნენ, "მე­ოც­ნე­ბე­ე­ბი" ხარ­თო, აგ­ვიყ­ვა­ნეს ბა­ზა­ზე ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფი­სა და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლის ფონ­ზე. მიც­ვა­ლე­ბუ­ლი არ გა­მი­ჩე­რეს საფ­ლავ­ში, თო­ფით თავი გა­მი­ხეთ­ქეს, შრა­მი ახ­ლაც მე­ტყო­ბა. ეს ხდე­ბო­და უშუ­ა­ლოდ საქ­მე­ში ბრალ­დე­ბუ­ლად ცნო­ბი­ლი ჩუ­ბი­ნი­ძის და მისი დამ­ქა­შე­ბის - და­ვი­თაშ­ვი­ლის, სუ­თი­ძის, ზან­გი­ე­ვას, გი­ორ­გაშ­ვი­ლის მხრი­დან", - გა­ნა­ცხა­და სპეც­რაზ­მელ­მა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ობს.

მისი თქმით, "რე­ინ­ჯე­რის" კურსთან, მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ქმე­დე­ბებს სა­ერ­თო არა­ფე­რი ჰქო­ნია. "ეს და­ი­წყო მა­ნამ, სა­ნამ იაღ­ლუ­ჯა­ზე წაგ­ვიყ­ვან­დნენ. შემ­დეგ წაგ­ვიყ­ვა­ნეს, გვი­თხრეს, ხომ იცით აქ და­სას­ჯე­ლად ხართ მო­სუ­ლე­ბიო. "რე­ინ­ჯე­რის" კურ­სი ჩვენ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს არ გვე­ხე­ბა. ისი­ნი, ვი­ზეც ამ­ბობ­დნენ, რომ ინ­სტრუქ­ტო­რე­ბი არი­ან, არი­ან კონ­ტრაქტდარ­ღვე­უ­ლე­ბი და ქუ­ჩი­დან მოყ­ვა­ნი­ლე­ბი. კურ­სი რომ სხვას ჩა­უ­ტა­როს, ინ­სტრუქ­ტო­რი უნდა იყოს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და თვი­თონ უნდა ჰქონ­დეს ეს კურ­სი გავ­ლი­ლი, შეს­წავ­ლი­ლი და­ხე­ლოვ­ნე­ბამ­დე და მერე უნდა გა­დას­ცეს სხვას ეს ცოდ­ნა", - გა­ნა­ცხა­და სპეც­რაზ­მელ­მა.

მისი თქმით, "რე­ინ­ჯე­რის" კურ­სი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია და არც ასა­კით ესა­და­გე­ბო­დათ მას და იმ პი­რებს, რომ­ლე­ბიც იაღ­ლუ­ჯა­ზე მას­თან ერ­თად ჰყავ­დათ აყ­ვა­ნი­ლი.

"თვე და სამი დღე ფეხ­ზე გა­და­ვი­ტა­ნეთ, იმ ტკი­ვი­ლის და და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შემ­დეგ, რაც მოგ­ვა­ყე­ნეს. იყო სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დი. ვი­ღა­ცას ბო­რო­ტად რომ არ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა ეს სი­ტუ­ა­ცია და და­პი­რის­პი­რე­ბა რომ არ მომ­ხდა­რი­ყო, ასე­ვე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად შო­კი­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია გვჭირ­დე­ბო­და, - გაგვგზავ­ნეს ან­ტა­ლი­ა­ში სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ოდ", - გა­ნა­ცხა­და სპეც­რაზ­მელ­მა.

მისი თქმით, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი მას ბაჩო ახა­ლა­ი­ას შს მი­ნის­ტრო­ბის დროს არ ჰქო­ნია და არც ახლა აქვს. "ჩვენ­ზე ან­გა­რიშს­წო­რე­ბა იყო, მაგ­რამ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი არა­ფერ შუ­ა­შია. მე ვარ აპო­ლი­ტი­კუ­რი პი­როვ­ნე­ბა, ვემ­სა­ხუ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს, ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რა­ში ვარ. არ მაქვს ამის არც მო­რა­ლუ­რი, არც კა­ნი­ნი­ე­რი უფ­ლე­ბა, რომ რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ას მი­ვემ­ხრო. 18 წე­ლია ფორ­მა მაც­ვია, არც ერთი ომი არ გა­მო­მი­ტო­ვე­ბია, მე­ოც­ნე­ბე­ე­ბი ხართ, გინ­და თუ არა მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი ხარ­თო - გვე­ძა­ხოდ­ნენ, ჩა­მოგ­ვა­ხი­ეს სამ­ხრე­ე­ბი სამ­მარ­თვე­ლოს წინ. რაც სა­სა­მარ­თლო­ში და­ი­კი­თხა, ეს იყო მოწ­მე­ე­ბის 20-25 პრო­ცენ­ტი, ჩვენს მი­მართ ქმე­დე­ბებს ბევ­რად ბევ­რი მოწ­მე ჰყავს. ეს ყვე­ლა­ფე­რი კოშ­მა­რუ­ლი სიზ­მა­რი მგო­ნია. არც წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ ასე­თი რამე შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ხდა­რი­ყო", - გა­ნა­ცხა­და სპეც­რაზ­მელ­მა.

7 სპეც­რაზ­მე­ლის საქ­მე­ზე ბაჩო ახა­ლა­ია და მას­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ დღეს გა­ა­მარ­თლა. ბრალ­დე­ბა, რო­მე­ლიც ახა­ლა­ი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდს ეხე­ბა, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით, იაღ­ლუ­ჯის საწ­ვრთნელ ბა­ზა­ზე სპეც­რაზ­მე­ლე­ბის წა­მე­ბას გუ­ლის­ხმობ­და. ახა­ლა­ი­ას გარ­და, ამ საქ­მე­ში შსს-ს გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის 7 თა­ნამ­შრო­მე­ლი, და­ვით ვე­კუა, ალექ­სან­დრე და­ვი­თაშ­ვი­ლი, რო­ბერტ სუ­თი­ძე, ვლა­დი­მერ ზან­გი­ე­ვა, და­ვით გი­ორ­გაშ­ვი­ლი, და­ვით ჩუ­ბი­ნი­ძე და მა­მუ­კა აბა­ში­ძე არი­ან ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

დაზარალებული სპეცრაზმელი - შოკში ვარ სასამართლოს გადაწყვეტილებით

დაზარალებული სპეცრაზმელი - შოკში ვარ სასამართლოს გადაწყვეტილებით

შოკში ვარ სასამართლოს გადაწყვეტილებით, - ამის შესახებ ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენის კომენტირებისას, "ინტერპრესნიუსს" საქმეში დაზარალებულად ცნობილმა ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა განუცხადა.

მან სააგენტოსთან კომენტარი იმ პირობით გააკეთა, რომ "ინტერპრესნიუსი" ვინაობას არ გაამჟღავნებდა. სპეცრაზმელი აცხადებს, რომ ყველა დაზარალებულთან ერთად აპირებს სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

"გვაბრალებდნენ, "მეოცნებეები" ხართო, აგვიყვანეს ბაზაზე ფიზიკური შეურაცხყოფისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფონზე. მიცვალებული არ გამიჩერეს საფლავში, თოფით თავი გამიხეთქეს, შრამი ახლაც მეტყობა. ეს ხდებოდა უშუალოდ საქმეში ბრალდებულად ცნობილი ჩუბინიძის და მისი დამქაშების - დავითაშვილის, სუთიძის, ზანგიევას, გიორგაშვილის მხრიდან", - განაცხადა სპეცრაზმელმა, რომელიც ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს.

მისი თქმით, "რეინჯერის" კურსთან, მის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს საერთო არაფერი ჰქონია. "ეს დაიწყო მანამ, სანამ იაღლუჯაზე წაგვიყვანდნენ. შემდეგ წაგვიყვანეს, გვითხრეს, ხომ იცით აქ დასასჯელად ხართ მოსულებიო. "რეინჯერის" კურსი ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გვეხება. ისინი, ვიზეც ამბობდნენ, რომ ინსტრუქტორები არიან, არიან კონტრაქტდარღვეულები და ქუჩიდან მოყვანილები. კურსი რომ სხვას ჩაუტაროს, ინსტრუქტორი უნდა იყოს კვალიფიციური და თვითონ უნდა ჰქონდეს ეს კურსი გავლილი, შესწავლილი დახელოვნებამდე და მერე უნდა გადასცეს სხვას ეს ცოდნა", - განაცხადა სპეცრაზმელმა.

მისი თქმით, "რეინჯერის" კურსი ნებაყოფლობითია და არც ასაკით ესადაგებოდათ მას და იმ პირებს, რომლებიც იაღლუჯაზე მასთან ერთად ჰყავდათ აყვანილი.

"თვე და სამი დღე ფეხზე გადავიტანეთ, იმ ტკივილის და დაზიანებების შემდეგ, რაც მოგვაყენეს. იყო საარჩევნო პერიოდი. ვიღაცას ბოროტად რომ არ გამოეყენებინა ეს სიტუაცია და დაპირისპირება რომ არ მომხდარიყო, ასევე ფსიქოლოგიურად შოკირებულები ვიყავით და რეაბილიტაცია გვჭირდებოდა, - გაგვგზავნეს ანტალიაში სარეაბილიტაციოდ", - განაცხადა სპეცრაზმელმა.

მისი თქმით, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები მას ბაჩო ახალაიას შს მინისტრობის დროს არ ჰქონია და არც ახლა აქვს. "ჩვენზე ანგარიშსწორება იყო, მაგრამ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები არაფერ შუაშია. მე ვარ აპოლიტიკური პიროვნება, ვემსახურები საქართველოს, ძალოვან სტრუქტურაში ვარ. არ მაქვს ამის არც მორალური, არც კანინიერი უფლება, რომ რომელიმე პარტიას მივემხრო. 18 წელია ფორმა მაცვია, არც ერთი ომი არ გამომიტოვებია, მეოცნებეები ხართ, გინდა თუ არა მოღალატეები ხართო - გვეძახოდნენ, ჩამოგვახიეს სამხრეები სამმართველოს წინ. რაც სასამართლოში დაიკითხა, ეს იყო მოწმეების 20-25 პროცენტი, ჩვენს მიმართ ქმედებებს ბევრად ბევრი მოწმე ჰყავს. ეს ყველაფერი კოშმარული სიზმარი მგონია. არც წარმომედგინა, რომ ასეთი რამე შესაძლებელი იყო საქართველოში მომხდარიყო", - განაცხადა სპეცრაზმელმა.

7 სპეცრაზმელის საქმეზე ბაჩო ახალაია და მასთან ერთად ბრალდებულები საქალაქო სასამართლომ დღეს გაამართლა. ბრალდება, რომელიც ახალაიას შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდს ეხება, განსხვავებული პოლიტიკური ნიშნით, იაღლუჯის საწვრთნელ ბაზაზე სპეცრაზმელების წამებას გულისხმობდა. ახალაიას გარდა, ამ საქმეში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 7 თანამშრომელი, დავით ვეკუა, ალექსანდრე დავითაშვილი, რობერტ სუთიძე, ვლადიმერ ზანგიევა, დავით გიორგაშვილი, დავით ჩუბინიძე და მამუკა აბაშიძე არიან ბრალდებულები.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ