პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქრისტინე ძიძიგურის პარიზი, ხუთვარსკვლავიანი რესტორნები და საოცნებო ნიუ-იორკი
ქრისტინე ძიძიგურის პარიზი, ხუთვარსკვლავიანი რესტორნები და საოცნებო ნიუ-იორკი

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მო­დე­ლი ქრის­ტი­ნე ძი­ძი­გუ­რი უკვე სამი წე­ლია, მო­დის დე­და­ქა­ლაქ პა­რიზ­ში მუ­შა­ობს. გახ­ლავთ "კრის­ტი­ან დი­ო­რის" ერთ-ერთი სახე და ამ ბრენ­დის პარ­ფი­უ­მე­რი­ის სახ­ლში ნე­ბის­მი­ე­რი ახა­ლი პრო­დუქ­ტის წარ­დგე­ნი­სას შე­გიძ­ლი­ათ ქარ­თვე­ლი გო­გო­ნას ნახ­ვა. 23 წლის ასაკ­ში ქრის­ტი­ნემ უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო ქვეყ­ნის მო­ნა­ხუ­ლე­ბა მო­ას­წრო. მას პა­რიზ­ში ინ­ტერ­ნე­ტით და­ვუ­კავ­შირ­დით და ინ­ტერ­ვიუ არა მხო­ლოდ მოგ­ზა­უ­რო­ბის, არა­მედ მისი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხე­ბაც ჩავ­წე­რეთ. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ქრის­ტი­ნე აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს ალექ­სან­დრ ვო­ტი­ეს­თან, რო­მე­ლიც ფრან­გუ­ლი მო­დის ერთ-ერთი ახა­ლი სა­ხე­ლი გახ­ლავთ...

- უნდა ვთქვა, რომ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე ვგიჟ­დე­ბი და ჩემი ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი ჰო­ბია. ევ­რო­პუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის გარ­და ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს ეგ­ზო­ტი­კუ­რი ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც ყო­ვე­ლი ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე შე­იძ­ლე­ბა, ისეთ სი­ახ­ლეს შეხ­ვდე, რაც ადრე ვერ წარ­მო­გედ­გი­ნა. სო­ცი­ო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­მო­მი­მუ­შავ­და ხალ­ხზე დაკ­ვირ­ვე­ბა და როცა ახალ ქვე­ყა­ნა­ში, ქა­ლაქ­ში ჩავ­დი­ვარ, პირ­ვე­ლი რიგ­ში, ადა­მი­ა­ნებს ვაკ­ვირ­დე­ბი. მა­ინ­ტე­რე­სებს პა­ტარ-პა­ტა­რა დე­ტა­ლე­ბი. მა­გა­ლი­თად, რა გა­ნას­ხვა­ვებს ერ­თმა­ნე­თის­გან მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს თუ სხვა­დას­ხვა კონ­ტი­ნენტზე მცხოვ­რებ­ლებს. პირ­ვე­ლად ასე ადა­მი­ა­ნებს მა­ლა­ი­ზი­ა­ში შევ­ხე­დე. როცა პა­ტა­რა ასა­კის ვი­ყა­ვი და ვმოგ­ზა­უ­რობ­დი, მა­შინ ამ­გვარ დე­ტა­ლებს ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ­დი. "მის სა­ქარ­თვე­ლო­ზე" 18 წლის ასაკ­ში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და შემ­დეგ გა­ვემ­გზავ­რე კონ­კურ­სზე მა­ლა­ი­ზი­ა­ში, სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვე გა­ვა­ტა­რე. კონ­კურ­სის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა და იმ ქვეყ­ნის მცხოვ­რებ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა გი­წევს. მა­ლა­ი­ზია სა­ქარ­თვე­ლო­დან ძა­ლი­ან შორს არის და მქონ­და გან­ცდა, რომ სამ­ყა­როს მე­ო­რე მხა­რეს ვი­ყა­ვი. ხალ­ხი თა­ვის­თა­ვად ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო და ძა­ლი­ან და­მა­ინ­ტე­რე­სა. ამ დროს უკვე 19 წლის ვი­ყა­ვი. ზო­გა­დად, მა­ლა­ი­ზი­ა­ში ყოფ­ნით ყვე­ლა­ნა­ი­რად ვი­სი­ა­მოვ­ნე, რად­გან იმ კონ­კურ­სზე წარ­მა­ტე­ბაც მო­ვი­პო­ვე. ერთ-ერთი ნო­მი­ნა­ცია ავი­ღე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მის­თვის. ასე­ვე სამ­კა­უ­ლე­ბის უდი­დეს­მა ბრენდმა ამოგ­ვარ­ჩია მო­ნა­წი­ლე­თა­გან ოთხი გო­გო­ნა და ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ ბრენ­დის სახე გახ­ლდით.

- პირ­ვე­ლად ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში რო­დის მოხ­ვდი?

- 15 წლის ასაკ­ში, როცა წა­ვე­დი გერ­მა­ნი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, იტა­ლი­ა­ში, სა­ბერ­ძნეთ­შიც გახ­ლდით. იქ ვი­ყა­ვი, რო­გორც ტუ­რის­ტი, უბ­რა­ლოდ, სა­ნა­ხა­ვად. როცა საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის მი­დი­ხარ, სხვა შეგ­რძნე­ბაა. მა­შინ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და მა­ინ­ტე­რე­სებ­და ის, რა­ზეც გა­გო­ნი­ლი მქონ­და და ფო­ტო­ე­ბი მქონ­და ნა­ნა­ხი. გერ­მა­ნი­ა­ში გახ­ლდით მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის დროს, ვნა­ხე სტა­დი­ო­ნი, სა­დაც ტარ­დე­ბო­და ჩემ­პი­ო­ნა­ტის შეხ­ვედ­რე­ბი, მი­უნ­ხენ­ში ვი­ყა­ვი.

როცა პა­რიზ­ში პირ­ვე­ლად მოვ­ხვდი, ჩემი ოც­ნე­ბის ად­გი­ლი იყო და ყვე­ლაფ­რის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა მინ­დო­და. როცა შემ­დეგ უკვე საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ჩა­მო­ვე­დი, გა­ვი­აზ­რე, რომ ეს ქა­ლა­ქი უფრო პრო­ფე­სი­უ­ლი კუ­თხით უნდა და­მე­ნა­ხა, გა­მეც­ნო­ბი­ე­რე­ბი­ნა, რო­გო­რი ხალ­ხი იყო და მათი ქუ­დის მორ­გე­ბა მე­ცა­და. 20 წლის ვი­ყა­ვი, როცა პა­რიზ­ში პრო­ფე­სი­ის გამო ჩა­მო­ვე­დი და სამი წე­ლია აქ ვარ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ქრისტინე ძიძიგურის პარიზი, ხუთვარსკვლავიანი რესტორნები და საოცნებო ნიუ-იორკი

ქრისტინე ძიძიგურის პარიზი, ხუთვარსკვლავიანი რესტორნები და საოცნებო ნიუ-იორკი

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მოდელი ქრისტინე ძიძიგური უკვე სამი წელია, მოდის დედაქალაქ პარიზში მუშაობს. გახლავთ ''კრისტიან დიორის'' ერთ-ერთი სახე და ამ ბრენდის პარფიუმერიის სახლში ნებისმიერი ახალი პროდუქტის წარდგენისას შეგიძლიათ ქართველი გოგონას ნახვა. 23 წლის ასაკში ქრისტინემ უამრავი საინტერესო ქვეყნის მონახულება მოასწრო. მას პარიზში ინტერნეტით დავუკავშირდით და ინტერვიუ არა მხოლოდ მოგზაურობის, არამედ მისი საქმიანობის შესახებაც ჩავწერეთ. როგორც აღმოჩნდა, ქრისტინე აქტიურად თანამშრომლობს ალექსანდრ ვოტიესთან, რომელიც ფრანგული მოდის ერთ-ერთი ახალი სახელი გახლავთ...

- უნდა ვთქვა, რომ მოგზაურობაზე ვგიჟდები და ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი ჰობია. ევროპული განვითარებული ქვეყნების გარდა ძალიან მაინტერესებს ეგზოტიკური ქვეყნები, სადაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეიძლება, ისეთ სიახლეს შეხვდე, რაც ადრე ვერ წარმოგედგინა. სოციოლოგიის ფაკულტეტიდან გამომდინარე გამომიმუშავდა ხალხზე დაკვირვება და როცა ახალ ქვეყანაში, ქალაქში ჩავდივარ, პირველი რიგში, ადამიანებს ვაკვირდები. მაინტერესებს პატარ-პატარა დეტალები. მაგალითად, რა განასხვავებს ერთმანეთისგან მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლებს თუ სხვადასხვა კონტინენტზე მცხოვრებლებს. პირველად ასე ადამიანებს მალაიზიაში შევხედე. როცა პატარა ასაკის ვიყავი და ვმოგზაურობდი, მაშინ ამგვარ დეტალებს ყურადღებას არ ვაქცევდი. ''მის საქართველოზე'' 18 წლის ასაკში მივიღე მონაწილეობა და შემდეგ გავემგზავრე კონკურსზე მალაიზიაში, სადაც დაახლოებით ერთი თვე გავატარე. კონკურსის განმავლობაში სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობა და იმ ქვეყნის მცხოვრებლებთან შეხვედრა გიწევს. მალაიზია საქართველოდან ძალიან შორს არის და მქონდა განცდა, რომ სამყაროს მეორე მხარეს ვიყავი. ხალხი თავისთავად ძალიან განსხვავებული იყო და ძალიან დამაინტერესა. ამ დროს უკვე 19 წლის ვიყავი. ზოგადად, მალაიზიაში ყოფნით ყველანაირად ვისიამოვნე, რადგან იმ კონკურსზე წარმატებაც მოვიპოვე. ერთ-ერთი ნომინაცია ავიღე განსაკუთრებული ინდივიდუალიზმისთვის. ასევე სამკაულების უდიდესმა ბრენდმა ამოგვარჩია მონაწილეთაგან ოთხი გოგონა და ოთხი წლის განმავლობაში ამ ბრენდის სახე გახლდით.

- პირველად ევროპულ ქვეყანაში როდის მოხვდი?

- 15 წლის ასაკში, როცა წავედი გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, საბერძნეთშიც გახლდით. იქ ვიყავი, როგორც ტურისტი, უბრალოდ, სანახავად. როცა საქმიანობისთვის მიდიხარ, სხვა შეგრძნებაა. მაშინ პატარა ვიყავი და მაინტერესებდა ის, რაზეც გაგონილი მქონდა და ფოტოები მქონდა ნანახი. გერმანიაში გახლდით მსოფლიო ჩემპიონატის დროს, ვნახე სტადიონი, სადაც ტარდებოდა ჩემპიონატის შეხვედრები, მიუნხენში ვიყავი.

როცა პარიზში პირველად მოვხვდი, ჩემი ოცნების ადგილი იყო და ყველაფრის დათვალიერება მინდოდა. როცა შემდეგ უკვე საქმიანობისთვის ჩამოვედი, გავიაზრე, რომ ეს ქალაქი უფრო პროფესიული კუთხით უნდა დამენახა, გამეცნობიერებინა, როგორი ხალხი იყო და მათი ქუდის მორგება მეცადა. 20 წლის ვიყავი, როცა პარიზში პროფესიის გამო ჩამოვედი და სამი წელია აქ ვარ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება