პოლიტიკა
მსოფლიო

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პედაგოგების თვალით დანახული გიორგი მარგველაშვილი - წლების გადასახედიდან
პედაგოგების თვალით დანახული გიორგი მარგველაშვილი - წლების გადასახედიდან

რო­გო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თა ქარ­თვე­ლი ელექ­ტო­რა­ტის უმ­რავ­ლე­სო­ბამ 27 ოქ­ტომ­ბერს? ამ კი­თხვას მრა­ვალ­გვა­რი პა­სუ­ხი აქვს, ძი­რი­თა­დად - პო­ლი­ტი­კუ­რი, მაგ­რამ ამ­ჯე­რად ახა­ლარ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის სი­ჭა­ბუ­კის ხა­ნის "გა­ცო­ცხლე­ბა" ვცა­დე და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის და­სა­ხა­სი­ა­თებ­ლად, მის მშობ­ლი­ურ პირ­ველ სკო­ლას მი­ვა­კი­თხე. იქ ერთ-ერთ მას­წავ­ლე­ბელს - ეთერ სურ­მა­ვას გა­ვე­სა­უბ­რე, შემ­დეგ კი იმ­დრო­ინ­დელ დი­რექ­ტორს - ქალ­ბა­ტონ ლი­ა­ნა შე­წი­რულს ვეს­ტუმ­რე, რო­მე­ლიც დღეს 83 წლი­საა, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­თან შე­სა­ნიშ­ნა­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და და ყო­ფილ მოს­წავ­ლე­ზე ძალ­ზე თბი­ლად სა­უბ­რობს.

ლი­ა­ნა შე­წი­რუ­ლი:

- ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ ოდეს­მე გი­ორ­გის, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ვი­უს მივ­ცემ­დი. მე დღეს ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ის სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტია. პირ­ვე­ლი სკო­ლის დი­რექ­ტო­რი 32 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი, გი­ორ­გი პირ­ველ კლას­ში მე მი­ვი­ღე და ჩემს დროს და­ამ­თავ­რა სკო­ლა. ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ოჯა­ხის შვი­ლი და ამ ტრა­დი­ცი­ებ­ზე აღ­ზრდი­ლია. სკო­ლა­ში ყო­ველ­თვის გო­ნი­ე­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, არ ზარ­მა­ცობ­და, მაგ­რამ საკ­მა­ოდ ონა­ვა­რი, ცელ­ქი იყო და ამის გამო, ხში­რად შე­ნიშ­ვნა­საც იღებ­და. კარ­გად სწავ­ლობ­და, ოჯა­ხიც ყუ­რა­დღე­ბას არ აკ­ლებ­და. მე­გობ­რე­ბის შე­სა­ნიშ­ნა­ვი და დიდი წრე ჰყავ­და. გი­ორ­გი­ში უფრო მო­მა­ვალ მეც­ნი­ერს ვხე­დავ­დი, ვიდ­რე - პო­ლი­ტი­კოსს, მაგ­რამ რად­გან მან ეს გზა აირ­ჩია, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ღირ­სე­უ­ლად ივ­ლის. ადრე გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრო­ბა მი­ვუ­ლო­ცე და ვუ­თხა­რი, - დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყო­ველ­თვის ღირ­სე­უ­ლად ატა­რებ შენი დიდი ოჯა­ხი­სა და ტრა­დი­ცი­უ­ლი სკო­ლის სა­ხელს-მეთ­ქი, - და დღე­საც მინ­და, ყვე­ლა და­ვარ­წმუ­ნო: იცო­დეთ, რომ ინ­ტუ­ი­ცია არ მღა­ლა­ტობს და გი­ორ­გი ყო­ველ­თვის შე­ას­რუ­ლებს იმას, რა­საც დაგ­პირ­დე­ბათ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, რაც მის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში იქ­ნე­ბა.

- რა თვი­სე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა?

- ყვე­ლა­ზე დიდი თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც გი­ორ­გის აქვს, გახ­ლავთ ის, რომ ადა­მი­ა­ნი უყ­ვარს. მას შე­უძ­ლია გა­უ­გოს, თა­ნა­უგ­რძნოს, მხარ­ში ამო­უდ­გეს ადა­მი­ანს, ეს კი ბევ­რს ნიშ­ნავს და ვფიქ­რობ, ღირ­სე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი იქ­ნე­ბა. 27 ოქ­ტომ­ბე­რი არა მხო­ლოდ მის­თვი­საა დღე­სას­წა­უ­ლი, არა­მედ ჩემ­თვი­საც და ჩვე­ნი სკო­ლის კო­ლექ­ტი­ვის­თვი­საც. ყო­ვე­ლი­ვე კარ­გი მინ­და ვუ­სურ­ვო.

- თქვენ თუ მი­ე­ცით ხმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია (იცი­ნის). გი­ორ­გის ქა­ლიშ­ვი­ლი - ანაც ჩვენს სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და და გი­ორ­გის ხში­რად ვნა­ხუ­ლობ­დი. ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი მისი მიღ­წე­ვე­ბის შე­სა­ხებ "ჯი­პა­ში" მუ­შა­ო­ბის დროს. ეს სას­წავ­ლე­ბე­ლი დღე­საც ერთ-ერთი მო­წი­ნა­ვეა. მოკ­ლედ, გი­ორ­გი შორს არ ყო­ფი­ლა სკო­ლი­სა და იმ პე­და­გო­გე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც მას ას­წავ­ლიდ­ნენ. უფრო მე­ტად ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი საგ­ნე­ბი მოს­წონ­და, თუმ­ცა ზო­გა­და­დაც კარ­გი მოს­წავ­ლე გახ­ლდათ. რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ძალ­ზე ცელ­ქი ბავ­შვი იყო, მაგ­რამ არ გვიკ­ვირ­და, რად­გან ეტყო­ბო­და, უფრო მე­ტის გა­გე­ბა უნ­დო­და და ამი­ტო­მაც იყო ასე­თი მო­უს­ვე­ნა­რი (იცი­ნის). ანაც კარ­გი გო­გო­ნაა, ბევრ რა­მე­ში ჰგავს მა­მას. ის რომ მო­ვი­და, სკო­ლი­დან მე მალე წა­მო­ვე­დი, 2005 წელს, მაგ­რამ შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ღირ­სე­უ­ლი მა­მის ღირ­სე­უ­ლი შვი­ლია.

- ბა­ტო­ნი გი­ორ­გის დე­და­ზე რა შე­გიძ­ლი­ათ გვი­თხრათ?

- ჩვენ ერ­თმა­ნეთს გი­ორ­გის გა­მი­ნის­ტრე­ბის შემ­დე­გაც ვე­სა­უბ­რეთ. შე­სა­ნიშ­ნა­ვი ადა­მი­ა­ნია, უგა­ნათ­ლე­ბუ­ლე­სი ქალი და არ მიკ­ვირს, რომ ასეთ ოჯახ­ში აღ­ზრდი­ლი გი­ორ­გი, თვი­თო­ნაც გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და კარ­გი პი­როვ­ნე­ბა დად­გა. ყვე­ლა­ზე მე­ტად მას­ში მა­ღა­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი მხიბ­ლავს, რაც პრე­ზი­დენ­ტის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია. გი­ორ­გის ბე­ბი­აც კარ­გად მახ­სოვს, რუ­სუ­ლის სპე­ცი­ა­ლის­ტი იყო. მზია გო­მე­ლა­უ­რი ცნო­ბი­ლი პე­და­გო­გი, პრო­ფე­სო­რი, დი­დე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი გახ­ლდათ.

- სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში გი­ორ­გი აქ­ტი­უ­რად იყო ჩაბ­მუ­ლი?

- ინ­გლი­სურ ენას ელე­ნე ქუ­თა­თე­ლა­ძე ას­წავ­ლი­და და მას­თან ინ­გლი­სუ­რად დად­გმულ სპექ­ტაკ­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, სკო­ლის პე­რი­ოდ­ში­ვე დი­დე­ბუ­ლად ფლობ­და ამ ენას. სკო­ლა­ში სა­მეც­ნი­ე­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბა "გიმ­ნა­ზი­ო­ნი" გვქონ­და - მეც­ნი­ე­რებ­მა, რომ­ლებ­მაც პირ­ვე­ლი სკო­ლა და­ამ­თავ­რეს, ცალ­კე სექ­ცი­ე­ბი შექ­მნეს და ჩვენს სკო­ლე­ლებ­თან მუ­შა­ობ­დნენ, გი­ორ­გი კი "გიმ­ნა­ზი­ო­ნის" აქ­ტი­უ­რი წევ­რი იყო. არას­დროს სწავ­ლობ­და ნიშ­ნის­თვის, მისი ტვი­ნის პატ­რონს, კარ­გი ნიშ­ნე­ბი თა­ვის­თა­ვად მოს­დი­ო­და. მა­შინ მე­და­ლი არ იყო, მაგ­რამ წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა.

- გო­გო­ნებ­ში პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია (იცი­ნის). გი­ორ­გი სულ მო­ღი­მა­რი მახ­სოვს, ქა­რიზ­მა­ტუ­ლი. კლა­სიც ისე­თი იყო, სულ რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი­სა და სი­ახ­ლე­ე­ბის ძი­ე­ბა­ში იყ­ვნენ. ეს იყო კლა­სი, სა­დაც ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე, ეკა ბე­რი­ძე სწავ­ლობ­დნენ, ძლი­ე­რი და კარ­გად შეკ­რუ­ლი ჯგუ­ფი გახ­ლდათ; ერ­თმა­ნეთ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. გან­სა­კუთ­რე­ბით გი­ორ­გი და ირაკ­ლი გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ და ჩვენ რო­გორც შეგ­ვეძ­ლო, მივ­ყვე­ბო­დით მათ. კლა­სის ხელ­მძღვა­ნე­ლი ჩემ­თან კა­ბი­ნეტ­ში რომ შე­მო­ვი­დო­და, უკვე ვი­ცო­დი, რო­მე­ლი­მე­ზე მე­ტყო­და რა­ი­მეს, მა­გა­ლი­თად, - დღეს მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი არა, დღეს - კა­კა­ბა­ძეო (იცი­ნის)... სულ იმას მსაყ­ვე­დუ­რობ­და, გი­ორ­გი ხელს მიშ­ლი­სო და ერთხელ რომ ვკი­თხე, - რა გა­ვა­კე­თოთ, სკო­ლი­დან გა­ვუშ­ვათ-მეთ­ქი? - გა­და­ი­რია, - არა, რას ამ­ბო­ბო?!

- ბა­ტონ გი­ორ­გის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბა თუ მი­უ­ლო­ცეთ?

- ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ მო­ვა­ხერ­ხე, მაგ­რამ მისი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი მი­წე­რია და აუ­ცი­ლებ­ლად და­ვუ­რე­კავ. ჯერ თვი­თო­ნაც ემო­ცი­ე­ბის ქვეშ იქ­ნე­ბა.

- რას უსურ­ვებთ სა­ქარ­თვე­ლოს ახალ პრე­ზი­დენტს?

- მიღ­წე­ვებს. მჯე­რა, რომ თა­ვი­სი ქვეყ­ნის­თვის ის ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რად­გან ძა­ლი­ან უყ­ვარს. გი­ორ­გი არ არის პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­საც ვინ­მეს მი­მართ ბოღ­მა და სი­ძულ­ვი­ლი აქვს, მე ასე­თი წარ­მოდ­გე­ნა მაქვს - მან არ იცის, რა არის სი­ძულ­ვი­ლი, ან არ უნდა, რომ იცო­დეს. ნამ­დვი­ლად კე­თილ­შო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნია.

- თქვე­ნი აზ­რით, რო­გორ წარ­გვად­გენს გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე?

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, კარ­გად. მით უმე­ტეს, ენა შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცის. იმის გამო, რომ ის პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე არ იყო, ხში­რად ეჭვს გა­მოთ­ქვამ­დნენ, პო­ლი­ტი­კო­სო­ბა­სა და პრე­ზი­დენ­ტო­ბას რა­ნა­ი­რად შეძ­ლებ­სო, მაგ­რამ მჯე­რა და თქვენც მალე დარ­წმუნ­დე­ბით, რომ პო­ლი­ტი­კო­სე­ბად არ იბა­დე­ბი­ან. თუ ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვი­ანთ საქ­მეს ღირ­სე­უ­ლად წა­იყ­ვა­ნენ, პრე­ზი­დენ­ტი იქ­ნე­ბა ეს თუ სხვა ვინ­მე, დიდ პო­ლი­ტი­კო­სე­ბად რჩე­ბი­ან. ეს არის ჩემი აზრი გი­ორ­გი­ზე და მის შე­სა­ხებ მხო­ლოდ კარ­გი ამ­ბა­ვი გა­მი­ხარ­დე­ბა.

ეთერ სა­რა­ლი­ძე, პირ­ვე­ლი სკო­ლის პე­და­გო­გი:

- როცა გი­ორ­გი მოს­წავ­ლე იყო, ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი. გი­ორ­გის არ ვას­წავ­ლი­დი, პი­ო­ნერ­თა ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­ლდით, მაგ­რამ შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ნი­ჭი­ე­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. გა­რეგ­ნუ­ლა­დაც ძალ­ზე საყ­ვა­რე­ლი ბავ­შვი იყო - ქერა, თეთ­რი... კარ­გი კლა­სი ჰქონ­დათ, მათი დამ­რი­გე­ბე­ლი რუ­სუ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი - ლია სურ­მა­ვა გახ­ლდათ. ბევ­რი წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე ჰყავ­დათ, მათ შო­რის, გი­ორ­გი. ინ­გლი­სუ­რი და რუ­სუ­ლი ენე­ბი ბავ­შვო­ბი­დან­ვე სრულ­ყო­ფი­ლად იცო­და. ელი­კო ქუ­თა­თე­ლა­ძე, მისი ინ­გლი­სუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი ხში­რად მარ­თავ­და სპექ­ტაკლს ამ ენა­ზე და გი­ორ­გიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და, კარ­გი მო­ნა­ცე­მე­ბიც ჰქონ­და, მაგ­რამ ზო­გა­დად, უნი­ჭი­ე­რე­სი და გო­ნი­ე­რი ბიჭი იყო. ლი­ა­ნა შე­წი­რულ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრად რომ და­ი­ნიშ­ნა, დე­და­მის­მა ქალ­ბა­ტონ ლი­ა­ნას და­უ­რე­კა და უთხრა, - თქვენ რომ ამ­დე­ნი ამა­გი გაქვთ ჩემს შვილ­ზე, ხე­დავთ, მი­ნის­ტრად და­ი­ნიშ­ნაო!.. ეს ძა­ლი­ან კარ­გი ჟეს­ტი იყო მისი მხრი­დან. გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ნამ­დვი­ლად სა­ა­მა­ყო მოს­წავ­ლე გახ­ლდათ და სა­ერ­თოდ, ჩვე­ნი სკო­ლის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ყვე­ლა­ნი უნი­ჭი­ე­რე­სე­ბი და კარ­გე­ბი იყ­ვნენ, ცუდს ნამ­დვი­ლად ვერ ვი­ტყვი.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

პედაგოგების თვალით დანახული გიორგი მარგველაშვილი - წლების გადასახედიდან

პედაგოგების თვალით დანახული გიორგი მარგველაშვილი - წლების გადასახედიდან

როგორი არჩევანი გააკეთა ქართველი ელექტორატის უმრავლესობამ 27 ოქტომბერს? ამ კითხვას მრავალგვარი პასუხი აქვს, ძირითადად - პოლიტიკური, მაგრამ ამჯერად ახალარჩეული პრეზიდენტის სიჭაბუკის ხანის "გაცოცხლება" ვცადე და გიორგი მარგველაშვილის დასახასიათებლად, მის მშობლიურ პირველ სკოლას მივაკითხე. იქ ერთ-ერთ მასწავლებელს - ეთერ სურმავას გავესაუბრე, შემდეგ კი იმდროინდელ დირექტორს - ქალბატონ ლიანა შეწირულს ვესტუმრე, რომელიც დღეს 83 წლისაა, გიორგი მარგველაშვილთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა და ყოფილ მოსწავლეზე ძალზე თბილად საუბრობს.

ლიანა შეწირული:

- ვერ წარმომედგინა, რომ ოდესმე გიორგის, როგორც პრეზიდენტის შესახებ ინტერვიუს მივცემდი. მე დღეს ბედნიერი ვარ, რომ ის საქართველოს პრეზიდენტია. პირველი სკოლის დირექტორი 32 წლის განმავლობაში ვიყავი, გიორგი პირველ კლასში მე მივიღე და ჩემს დროს დაამთავრა სკოლა. ქართული ტრადიციული ოჯახის შვილი და ამ ტრადიციებზე აღზრდილია. სკოლაში ყოველთვის გონიერებით გამოირჩეოდა, არ ზარმაცობდა, მაგრამ საკმაოდ ონავარი, ცელქი იყო და ამის გამო, ხშირად შენიშვნასაც იღებდა. კარგად სწავლობდა, ოჯახიც ყურადღებას არ აკლებდა. მეგობრების შესანიშნავი და დიდი წრე ჰყავდა. გიორგიში უფრო მომავალ მეცნიერს ვხედავდი, ვიდრე - პოლიტიკოსს, მაგრამ რადგან მან ეს გზა აირჩია, დარწმუნებული ვარ, ღირსეულად ივლის. ადრე განათლების მინისტრობა მივულოცე და ვუთხარი, - დარწმუნებული ვარ, ყოველთვის ღირსეულად ატარებ შენი დიდი ოჯახისა და ტრადიციული სკოლის სახელს-მეთქი, - და დღესაც მინდა, ყველა დავარწმუნო: იცოდეთ, რომ ინტუიცია არ მღალატობს და გიორგი ყოველთვის შეასრულებს იმას, რასაც დაგპირდებათ, რასაკვირველია, რაც მის შესაძლებლობებში იქნება.

- რა თვისებებით გამოირჩევა?

- ყველაზე დიდი თვისება, რომელიც გიორგის აქვს, გახლავთ ის, რომ ადამიანი უყვარს. მას შეუძლია გაუგოს, თანაუგრძნოს, მხარში ამოუდგეს ადამიანს, ეს კი ბევრს ნიშნავს და ვფიქრობ, ღირსეული პრეზიდენტი იქნება. 27 ოქტომბერი არა მხოლოდ მისთვისაა დღესასწაული, არამედ ჩემთვისაც და ჩვენი სკოლის კოლექტივისთვისაც. ყოველივე კარგი მინდა ვუსურვო.

- თქვენ თუ მიეცით ხმა გიორგი მარგველაშვილს?

- რასაკვირველია (იცინის). გიორგის ქალიშვილი - ანაც ჩვენს სკოლაში სწავლობდა და გიორგის ხშირად ვნახულობდი. ყოველთვის ვიცოდი მისი მიღწევების შესახებ "ჯიპაში" მუშაობის დროს. ეს სასწავლებელი დღესაც ერთ-ერთი მოწინავეა. მოკლედ, გიორგი შორს არ ყოფილა სკოლისა და იმ პედაგოგებისგან, რომლებიც მას ასწავლიდნენ. უფრო მეტად ჰუმანიტარული საგნები მოსწონდა, თუმცა ზოგადადაც კარგი მოსწავლე გახლდათ. როგორც აღვნიშნე, ძალზე ცელქი ბავშვი იყო, მაგრამ არ გვიკვირდა, რადგან ეტყობოდა, უფრო მეტის გაგება უნდოდა და ამიტომაც იყო ასეთი მოუსვენარი (იცინის). ანაც კარგი გოგონაა, ბევრ რამეში ჰგავს მამას. ის რომ მოვიდა, სკოლიდან მე მალე წამოვედი, 2005 წელს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ღირსეული მამის ღირსეული შვილია.

- ბატონი გიორგის დედაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?

- ჩვენ ერთმანეთს გიორგის გამინისტრების შემდეგაც ვესაუბრეთ. შესანიშნავი ადამიანია, უგანათლებულესი ქალი და არ მიკვირს, რომ ასეთ ოჯახში აღზრდილი გიორგი, თვითონაც განათლებული და კარგი პიროვნება დადგა. ყველაზე მეტად მასში მაღალი ადამიანური თვისებები მხიბლავს, რაც პრეზიდენტისთვის აუცილებელია. გიორგის ბებიაც კარგად მახსოვს, რუსულის სპეციალისტი იყო. მზია გომელაური ცნობილი პედაგოგი, პროფესორი, დიდებული ქალბატონი გახლდათ.

- სასკოლო ცხოვრებაში გიორგი აქტიურად იყო ჩაბმული?

- ინგლისურ ენას ელენე ქუთათელაძე ასწავლიდა და მასთან ინგლისურად დადგმულ სპექტაკლებში მონაწილეობდა, სკოლის პერიოდშივე დიდებულად ფლობდა ამ ენას. სკოლაში სამეცნიერო საზოგადოება "გიმნაზიონი" გვქონდა - მეცნიერებმა, რომლებმაც პირველი სკოლა დაამთავრეს, ცალკე სექციები შექმნეს და ჩვენს სკოლელებთან მუშაობდნენ, გიორგი კი "გიმნაზიონის" აქტიური წევრი იყო. არასდროს სწავლობდა ნიშნისთვის, მისი ტვინის პატრონს, კარგი ნიშნები თავისთავად მოსდიოდა. მაშინ მედალი არ იყო, მაგრამ წარჩინებით დაამთავრა.

- გოგონებში პოპულარობით სარგებლობდა?

- რასაკვირველია (იცინის). გიორგი სულ მოღიმარი მახსოვს, ქარიზმატული. კლასიც ისეთი იყო, სულ რაღაც განსაკუთრებულისა და სიახლეების ძიებაში იყვნენ. ეს იყო კლასი, სადაც ირაკლი კაკაბაძე, ეკა ბერიძე სწავლობდნენ, ძლიერი და კარგად შეკრული ჯგუფი გახლდათ; ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. განსაკუთრებით გიორგი და ირაკლი გამოირჩეოდნენ და ჩვენ როგორც შეგვეძლო, მივყვებოდით მათ. კლასის ხელმძღვანელი ჩემთან კაბინეტში რომ შემოვიდოდა, უკვე ვიცოდი, რომელიმეზე მეტყოდა რაიმეს, მაგალითად, - დღეს მარგველაშვილი არა, დღეს - კაკაბაძეო (იცინის)... სულ იმას მსაყვედურობდა, გიორგი ხელს მიშლისო და ერთხელ რომ ვკითხე, - რა გავაკეთოთ, სკოლიდან გავუშვათ-მეთქი? - გადაირია, - არა, რას ამბობო?!

- ბატონ გიორგის გაპრეზიდენტება თუ მიულოცეთ?

- ჯერჯერობით ვერ მოვახერხე, მაგრამ მისი მობილური ტელეფონის ნომერი მიწერია და აუცილებლად დავურეკავ. ჯერ თვითონაც ემოციების ქვეშ იქნება.

- რას უსურვებთ საქართველოს ახალ პრეზიდენტს?

- მიღწევებს. მჯერა, რომ თავისი ქვეყნისთვის ის ყველაფერს გააკეთებს, რადგან ძალიან უყვარს. გიორგი არ არის პიროვნება, რომელსაც ვინმეს მიმართ ბოღმა და სიძულვილი აქვს, მე ასეთი წარმოდგენა მაქვს - მან არ იცის, რა არის სიძულვილი, ან არ უნდა, რომ იცოდეს. ნამდვილად კეთილშობილი ადამიანია.

- თქვენი აზრით, როგორ წარგვადგენს გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო ასპარეზზე?

- დარწმუნებული ვარ, კარგად. მით უმეტეს, ენა შესანიშნავად იცის. იმის გამო, რომ ის პოლიტიკური მოღვაწე არ იყო, ხშირად ეჭვს გამოთქვამდნენ, პოლიტიკოსობასა და პრეზიდენტობას რანაირად შეძლებსო, მაგრამ მჯერა და თქვენც მალე დარწმუნდებით, რომ პოლიტიკოსებად არ იბადებიან. თუ ღირსეული ადამიანები თავიანთ საქმეს ღირსეულად წაიყვანენ, პრეზიდენტი იქნება ეს თუ სხვა ვინმე, დიდ პოლიტიკოსებად რჩებიან. ეს არის ჩემი აზრი გიორგიზე და მის შესახებ მხოლოდ კარგი ამბავი გამიხარდება.

ეთერ სარალიძე, პირველი სკოლის პედაგოგი:

- როცა გიორგი მოსწავლე იყო, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. გიორგის არ ვასწავლიდი, პიონერთა ხელმძღვანელი გახლდით, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ნიჭიერებით გამოირჩეოდა. გარეგნულადაც ძალზე საყვარელი ბავშვი იყო - ქერა, თეთრი... კარგი კლასი ჰქონდათ, მათი დამრიგებელი რუსულის მასწავლებელი - ლია სურმავა გახლდათ. ბევრი წარჩინებული მოსწავლე ჰყავდათ, მათ შორის, გიორგი. ინგლისური და რუსული ენები ბავშვობიდანვე სრულყოფილად იცოდა. ელიკო ქუთათელაძე, მისი ინგლისურის მასწავლებელი ხშირად მართავდა სპექტაკლს ამ ენაზე და გიორგიც მონაწილეობდა, კარგი მონაცემებიც ჰქონდა, მაგრამ ზოგადად, უნიჭიერესი და გონიერი ბიჭი იყო. ლიანა შეწირულთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. განათლების მინისტრად რომ დაინიშნა, დედამისმა ქალბატონ ლიანას დაურეკა და უთხრა, - თქვენ რომ ამდენი ამაგი გაქვთ ჩემს შვილზე, ხედავთ, მინისტრად დაინიშნაო!.. ეს ძალიან კარგი ჟესტი იყო მისი მხრიდან. გიორგი მარგველაშვილი ნამდვილად საამაყო მოსწავლე გახლდათ და საერთოდ, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული პოლიტიკოსები ყველანი უნიჭიერესები და კარგები იყვნენ, ცუდს ნამდვილად ვერ ვიტყვი.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა