პრეზიდენტმა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის ცოლიც დააფინანსა

პრეზიდენტმა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის ცოლიც დააფინანსა

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის სახსრებით ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის ლევან კონჯარიას მეუღლე, ია ხვინგიაც დაფინანსდა. ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა ხვინგიას ერთჯერადი ფინანსური დახმარების მიზნით, მიმდინარე წლის 27 ივნისს 10 814.1 ლარი გადაურიცხა.

ლევან კონჯარიას თქმით, მის მეუღლეს პრეზიდენტის ფონდიდან თანხა სწავლის დასაფინანსებლად, მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბერში გადმოერიცხა. "ინგლისში, ორთვიანი კურსი დაუფინანსა, დანარჩენი თვითონაც გადაიხადა. თანხა განცხადების საფუძველზე ჩაურიცხეს და მერე გამოიყენა. ერთად ვიყავით წასული ინგლისში. მე ჩემი ხარჯებით ვიყავი სასწავლებლად, რამე დაშავდა ამით?" - განაცხადა კონჯარიამ.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა