სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოტოციკლეტით გასეირნებას შეწირული გოგონა და ბაიკერებისგან შეწუხებული მოსახლეობა
მოტოციკლეტით გასეირნებას შეწირული გოგონა და ბაიკერებისგან შეწუხებული მოსახლეობა

პრობ­ლე­მა მას შემ­დეგ და­ვი­ნა­ხეთ, რაც ჩემ­მა უახ­ლო­ეს­მა მე­გო­ბარ­მა მი­ი­ღო დიდი ხნის ნა­ნატ­რი ბინა ქუ­თა­ის­ში და იქ სა­ცხოვ­რებ­ლად თა­ვის პა­ტა­რა ოჯახ­თან ერ­თად გა­და­ვი­და. რომ მე­გო­ნა, ბედ­ნი­ე­რი და კმა­ყო­ფი­ლი მო­მიყ­ვე­ბო­და ახა­ლი ცხოვ­რე­ბის სა­სი­ა­მოვ­ნო წვრილ­მა­ნებ­ზე, რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­ღი­ზი­ა­ნე­ბულ­მა და ისე გა­ცო­ფე­ბულ­მა და­მი­რე­კა, მე­გო­ნა, ვე­ღა­რა­ფე­რი და­ა­კა­ვებ­და და პირ­და­პირ ტე­ლე­ფო­ნის ყურ­მილ­ში გა­მოძ­ვრე­ბო­და:

- იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ, ისევ დე­დამ­თი­ლის სახ­ლში დავ­ბრუნ­დე, რომ ან მე არ მიმ­ტყუ­ნოს ნერ­ვებ­მა, ან ბავ­შვის ფსი­ქი­კას არ მი­ვა­ყე­ნო გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი დარ­ტყმა, რად­გან აქ ღა­მით ძილი შე­უძ­ლე­ბე­ლია და რომც მო­ვა­ხერ­ხოთ ჩა­ძი­ნე­ბა, და­ფე­თე­ბულს გვაღ­ვი­ძე­ბენ თავ­ზე ხე­ლა­ღე­ბუ­ლი ბა­ი­კე­რე­ბი თა­ვი­ან­თი მო­ტო­ციკ­ლე­ტე­ბის გა­მაყ­რუ­ე­ბე­ლი ღმუ­ილ-წუ­ი­ლით...

მა­შინ­ვე მე­გობ­რის სახ­ლის­კენ გა­ვე­მარ­თე და იმ დროს მი­ვუს­წა­რი, როცა ამა­ოდ ცდი­ლობ­და თა­ვი­სი 9 თვის გიოს და­ძი­ნე­ბას. ბავ­შვი აშ­კა­რად, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და გა­მო­უ­ძი­ნე­ბე­ლი იყო:

- ნა­შუ­ა­ღა­მევს, როცა წე­სით, ყვე­ლა ნორ­მა­ლურ ადა­მი­ანს უნდა ეძი­ნოს, ბა­ი­კე­რე­ბი გა­მო­დი­ან და რად­გან ტრა­სა შე­და­რე­ბით თა­ვი­სუ­ფა­ლია, ვარ­ჯიშს იწყე­ბენ. ისეთ ტრი­უ­კებს აკე­თე­ბენ, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ სულ მცი­რე­დი შეც­დო­მაც კი მათი სიკ­ვდი­ლით ან და­სა­ხიჩ­რე­ბით დამ­თავ­რდეს. თუმ­ცა, ეს მათი არ­ჩე­ვა­ნია და რაც უნ­დათ, ის უყონ სა­კუ­თარ თავს, მაგ­რამ ჩვენ რა და­ვა­შა­ვეთ, რომ ძილი არ გვღირ­სე­ბია რამ­დე­ნი ღა­მეა?!. ბავ­შვი გა­და­მე­რია. ძლივს ჩა­ძი­ნე­ბუ­ლი, აწივ­ლე­ბუ­ლი იღ­ვი­ძებს იმ მო­ტო­ციკ­ლე­ტე­ბის გუ­ლის­წამ­ღებ წუ­ილ­ზე და აღარ ვიცი, რა ვუყო...

მე­გობ­რის ნათ­ქვა­მის სის­წო­რე­ში რომ დავ­რწმუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი, იმ ღა­მეს მის ახალ სახ­ლში დავ­რჩი. ბინა ცენ­ტრა­ლურ გამ­ზირ­ზეა და მჭიდ­როდ დაგ­მა­ნუ­ლი ფან­ჯრე­ბიც ვერ ახ­შობს ქუ­ჩი­დან შე­მო­სულ ხმა­ურს, მაგ­რამ მო­ტო­ციკ­ლე­ტე­ბის ღმუ­ი­ლი მარ­თლაც, გან­სა­კუთ­რე­ბით აუ­ტა­ნე­ლია ღა­მის სი­ჩუ­მე­ში. ის ღამე მეც თეთ­რად გა­ვა­თე­ნე, აი­ვან­ზე გა­მო­სულ­მა. გა­მო­გი­ტყდე­ბით და თა­ვი­დან სა­ინ­ტე­რე­სოც კი მო­მეჩ­ვე­ნა ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის თვა­ლის დევ­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც უფა­სო სა­ნა­ხა­ო­ბას სთა­ვა­ზობ­დნენ ჩვენ­სა­ვით ძილ­გა­ტე­ხილ მცხოვ­რებ­ლებს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გი­ნე­ბა და მუ­ქა­რაც გა­ის­მა, რაც ახალ­გაზ­რდებს ან არ ეს­მო­დათ, ან არაფ­რად მი­აჩ­ნდათ, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, არაფ­რის შეც­ვლა არ უფიქ­რი­ათ და გარ­თო­ბა ლა­მის, დი­ლამ­დე გა­აგ­რძე­ლეს:

- მე ამა­თი უპატ­რო­ნო დე­დე­ბი!.. - მო­მეს­მა ზედა სარ­თუ­ლის აივ­ნი­დან. - ერთხე­ლაც იქ­ნე­ბა, გა­მო­ვი­ტან თოფს და შე­მო­მაკ­ვდე­ბა რო­მე­ლი­მე. მერე მოვა პატ­რუ­ლიც და გა­მომ­ძი­ე­ბე­ლიც და მე გა­მო­მიყ­ვა­ნენ კი­დევ დამ­ნა­შა­ვეს...

აღ­მოჩ­ნდა, რომ სახ­ლის მო­ბი­ნად­რე­ებს ადრე უკვე მი­უ­მარ­თავთ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის­თვის. მათ შე­ნიშ­ვნა კი მი­უ­ცი­ათ ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის, მაგ­რამ რად­გან კა­ნონ­ში კონ­კრე­ტუ­ლად არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ ღა­მის სა­ა­თებ­ში ცენ­ტრა­ლურ მა­გის­ტრა­ლებ­ზე მო­ტო­ციკ­ლე­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია, არც მათი და­ჯა­რი­მე­ბა შე­უძ­ლი­ათ და მით უფრო, არც და­კა­ვე­ბა; არც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დარ­ღვე­ვა­ში ეთ­ვლე­ბათ "ერთი-ორ­ჯერ" გარ­თო­ბის მიზ­ნით ქა­ლა­ქის­თვის წრის დარ­ტყმა. ღა­მით რომ გა­მო­დი­ან, ამის გამო ბევ­რი და­ჩაგ­რუ­ლა­დაც კი მი­იჩ­ნევს ბა­ი­კე­რებს, რად­გან დღი­სით მან­ქა­ნე­ბის ნა­კა­დი არა­თუ სე­ირ­ნო­ბი­სა და გარ­თო­ბის, არა­მედ ნორ­მა­ლუ­რად გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც არ აძ­ლევს მათ...

როცა თა­ვად ვცა­დე ბა­ი­კე­რებ­თან გა­სა­უბ­რე­ბა და გა­ი­გეს, რის გამო და­ვინ­ტე­რეს­დი მათი საქ­მი­ა­ნო­ბით, არც ერთი არ გა­მი­ჩერ­და სა­ლა­პა­რა­კოდ:

- კარ­გი, რა, ახალ­გაზ­რდე­ბი არ ყო­ფილ­ხართ და არა­ფე­რი გი­კე­თე­ბი­ათ ისე­თი, რაც ყვე­ლას არ მო­ე­წო­ნე­ბო­და? დიდი ამ­ბა­ვი, ღა­მით თუ ხმა­უ­რით ჩა­ვი­ა­რეთ ქუ­ჩა­ზე. აბა, ხომ არ ვიფ­რენთ მო­ტო­ციკ­ლე­ტე­ბით?!

ნამ­დვი­ლად ვერ იფ­რე­ნენ, მაგ­რამ ხომ შე­იძ­ლე­ბა, ამის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­წყო­ბილ ად­გი­ლებ­ზე წა­ვიდ­ნენ და ივარ­ჯი­შონ... გა­თე­ნე­ბუ­ლი ღა­მის შემ­დეგ ალ­ბათ, თა­ვად დღი­სით ტკბი­ლად სძი­ნავთ, მაგ­რამ რა ქნან იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, ვინც მათ გამო თეთ­რად გა­ა­თე­ნა ღამე, დი­ლით კი სამ­სა­ხურ­ში უწევთ წას­ვლა ან რა და­ა­შა­ვა პა­ტა­რა გიომ, რო­მელ­საც ვინ იცის, რა ჰგო­ნია იმ მო­ტო­ციკ­ლე­ტის ღმუ­ი­ლი, რო­მე­ლიც მისი შე­ში­ნე­ბი­სა და გაღ­ვი­ძე­ბის მი­ზე­ზი ხდე­ბა?!

გა­საკ­ვი­რია - რა­ტომ ვერ ამ­ჩნე­ვენ ჩვე­ნი კა­ნონ­მდებ­ლე­ბი იმ პრობ­ლე­მებს, რო­მელ­თა გა­და­წყვე­ტაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნორ­მა­ლუ­რი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის­თვის? მა­გა­ლი­თად, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რავ ბა­ი­კე­რებს შე­ზღუდ­ვე­ბი და­უ­წეს­დეთ და ღა­მის თორ­მე­ტი სა­ა­თის შემ­დეგ აეკ­რძა­ლოთ მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბულ უბ­ნებ­ში "წვრთნა-ვარ­ჯი­შე­ბი"? მო­სახ­ლე­ო­ბის ფსი­ქი­კის და­სან­გრე­ვად ისიც საკ­მა­რი­სია ალ­ბათ, რომ ამ­დე­ნი ხა­ნია, ვერ გაგ­ვი­რი­დე­ბია ქა­ლა­ქის ქუ­ჩე­ბის­თვის მძი­მე­წო­ნი­ა­ნი ტრან­სპორ­ტის შე­მო­დი­ნე­ბა-გა­დი­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც ჩავ­ლი­სას ისე შე­ა­ზან­ზა­რე­ბენ ხოლ­მე ჩვე­ნი კორ­პუ­სე­ბის კედ­ლებს, რომ მი­წისძვრა გე­გო­ნე­ბა... არა­და, გვპირ­დე­ბი­ან...

და კი­დევ, ისიც და­სად­გე­ნია, თუ ვინ უზის მო­ტო­ციკ­ლე­ტის სა­ჭეს და რამ­დე­ნად ფლობს მძღო­ლი ქუ­ჩა­ში მოძ­რა­ო­ბის წე­სებს - ამით პირ­ველ რიგ­ში, მათ­სა­ვე სი­ცო­ცხლეს და­ვი­ცავთ, რომ ისევ ტრა­გე­დი­ად არ დაგ­ვიბ­რუნ­დეს გულ­გრი­ლო­ბა...

P.S. მა­სა­ლა და­სა­ბეჭ­დად მზად იყო, როცა მო­ტო­ციკ­ლე­ტის მო­რიგ მსხვერ­პლად იქცა 21 წლის გო­გო­ნა - ქუ­თა­ი­სე­ლი თე­ო­ნა შავ­გუ­ლი­ძე. ის თა­ვად არ მარ­თავ­და მო­ტო­ციკლს. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, მცი­რე­დი ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ფა­სუ­რად, ბა­ი­კე­რი ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­მო­ის­ვამს უკან და გა­ა­სე­ირ­ნებს. თე­ო­ნა­საც ერთჯე­რა­დი გა­სე­ირ­ნე­ბით მო­უნ­დო­მე­ბია ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბი­სა თუ სპორ­ტუ­ლი აზარ­ტის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, მაგ­რამ როცა გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რავ­მა ბა­ი­კერ­მა მო­ტო­ციკ­ლე­ტი ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და ელექტრო­გა­ნა­თე­ბის ბოძს შე­ას­კდა, გო­გო­ნას ვე­ღარც ჩა­ფხუტ­მა უშ­ვე­ლა და ვერც სხვა დამ­ცავ­მა სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა. თა­ნა­ვუგ­რძნობთ და­ღუ­პუ­ლის ოჯახს...

და­ბო­ლოს, იქ­ნებ მო­რი­გი მსხვერ­პლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით მა­ინც წა­ი­კი­თხონ ეს სტა­ტია იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, ვი­საც მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მოს­წო­რე­ბა ხე­ლე­წი­ფე­ბათ.

ინგა ჯა­ყე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მოტოციკლეტით გასეირნებას შეწირული გოგონა და ბაიკერებისგან შეწუხებული მოსახლეობა

მოტოციკლეტით გასეირნებას შეწირული გოგონა და ბაიკერებისგან შეწუხებული მოსახლეობა

პრობლემა მას შემდეგ დავინახეთ, რაც ჩემმა უახლოესმა მეგობარმა მიიღო დიდი ხნის ნანატრი ბინა ქუთაისში და იქ საცხოვრებლად თავის პატარა ოჯახთან ერთად გადავიდა. რომ მეგონა, ბედნიერი და კმაყოფილი მომიყვებოდა ახალი ცხოვრების სასიამოვნო წვრილმანებზე, რამდენიმე დღეში გაღიზიანებულმა და ისე გაცოფებულმა დამირეკა, მეგონა, ვეღარაფერი დააკავებდა და პირდაპირ ტელეფონის ყურმილში გამოძვრებოდა:

- იძულებული ვარ, ისევ დედამთილის სახლში დავბრუნდე, რომ ან მე არ მიმტყუნოს ნერვებმა, ან ბავშვის ფსიქიკას არ მივაყენო გამოუსწორებელი დარტყმა, რადგან აქ ღამით ძილი შეუძლებელია და რომც მოვახერხოთ ჩაძინება, დაფეთებულს გვაღვიძებენ თავზე ხელაღებული ბაიკერები თავიანთი მოტოციკლეტების გამაყრუებელი ღმუილ-წუილით...

მაშინვე მეგობრის სახლისკენ გავემართე და იმ დროს მივუსწარი, როცა ამაოდ ცდილობდა თავისი 9 თვის გიოს დაძინებას. ბავშვი აშკარად, გაღიზიანებული და გამოუძინებელი იყო:

- ნაშუაღამევს, როცა წესით, ყველა ნორმალურ ადამიანს უნდა ეძინოს, ბაიკერები გამოდიან და რადგან ტრასა შედარებით თავისუფალია, ვარჯიშს იწყებენ. ისეთ ტრიუკებს აკეთებენ, არ არის გამორიცხული, რომ სულ მცირედი შეცდომაც კი მათი სიკვდილით ან დასახიჩრებით დამთავრდეს. თუმცა, ეს მათი არჩევანია და რაც უნდათ, ის უყონ საკუთარ თავს, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ, რომ ძილი არ გვღირსებია რამდენი ღამეა?!. ბავშვი გადამერია. ძლივს ჩაძინებული, აწივლებული იღვიძებს იმ მოტოციკლეტების გულისწამღებ წუილზე და აღარ ვიცი, რა ვუყო...

მეგობრის ნათქვამის სისწორეში რომ დავრწმუნებულიყავი, იმ ღამეს მის ახალ სახლში დავრჩი. ბინა ცენტრალურ გამზირზეა და მჭიდროდ დაგმანული ფანჯრებიც ვერ ახშობს ქუჩიდან შემოსულ ხმაურს, მაგრამ მოტოციკლეტების ღმუილი მართლაც, განსაკუთრებით აუტანელია ღამის სიჩუმეში. ის ღამე მეც თეთრად გავათენე, აივანზე გამოსულმა. გამოგიტყდებით და თავიდან საინტერესოც კი მომეჩვენა ახალგაზრდებისთვის თვალის დევნება, რომლებიც უფასო სანახაობას სთავაზობდნენ ჩვენსავით ძილგატეხილ მცხოვრებლებს. მოგვიანებით გინება და მუქარაც გაისმა, რაც ახალგაზრდებს ან არ ესმოდათ, ან არაფრად მიაჩნდათ, ყოველ შემთხვევაში, არაფრის შეცვლა არ უფიქრიათ და გართობა ლამის, დილამდე გააგრძელეს:

- მე ამათი უპატრონო დედები!.. - მომესმა ზედა სართულის აივნიდან. - ერთხელაც იქნება, გამოვიტან თოფს და შემომაკვდება რომელიმე. მერე მოვა პატრულიც და გამომძიებელიც და მე გამომიყვანენ კიდევ დამნაშავეს...

აღმოჩნდა, რომ სახლის მობინადრეებს ადრე უკვე მიუმართავთ საპატრულო პოლიციისთვის. მათ შენიშვნა კი მიუციათ ახალგაზრდებისთვის, მაგრამ რადგან კანონში კონკრეტულად არ არის მითითებული, რომ ღამის საათებში ცენტრალურ მაგისტრალებზე მოტოციკლეტით გადაადგილება აკრძალულია, არც მათი დაჯარიმება შეუძლიათ და მით უფრო, არც დაკავება; არც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში ეთვლებათ "ერთი-ორჯერ" გართობის მიზნით ქალაქისთვის წრის დარტყმა. ღამით რომ გამოდიან, ამის გამო ბევრი დაჩაგრულადაც კი მიიჩნევს ბაიკერებს, რადგან დღისით მანქანების ნაკადი არათუ სეირნობისა და გართობის, არამედ ნორმალურად გადაადგილების შესაძლებლობასაც არ აძლევს მათ...

როცა თავად ვცადე ბაიკერებთან გასაუბრება და გაიგეს, რის გამო დავინტერესდი მათი საქმიანობით, არც ერთი არ გამიჩერდა სალაპარაკოდ:

- კარგი, რა, ახალგაზრდები არ ყოფილხართ და არაფერი გიკეთებიათ ისეთი, რაც ყველას არ მოეწონებოდა? დიდი ამბავი, ღამით თუ ხმაურით ჩავიარეთ ქუჩაზე. აბა, ხომ არ ვიფრენთ მოტოციკლეტებით?!

ნამდვილად ვერ იფრენენ, მაგრამ ხომ შეიძლება, ამისთვის სპეციალურად მოწყობილ ადგილებზე წავიდნენ და ივარჯიშონ... გათენებული ღამის შემდეგ ალბათ, თავად დღისით ტკბილად სძინავთ, მაგრამ რა ქნან იმ ადამიანებმა, ვინც მათ გამო თეთრად გაათენა ღამე, დილით კი სამსახურში უწევთ წასვლა ან რა დააშავა პატარა გიომ, რომელსაც ვინ იცის, რა ჰგონია იმ მოტოციკლეტის ღმუილი, რომელიც მისი შეშინებისა და გაღვიძების მიზეზი ხდება?!

გასაკვირია - რატომ ვერ ამჩნევენ ჩვენი კანონმდებლები იმ პრობლემებს, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია ჩვენი თანამოქალაქეების ნორმალური თანაცხოვრებისთვის? მაგალითად, რატომ არ შეიძლება, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავ ბაიკერებს შეზღუდვები დაუწესდეთ და ღამის თორმეტი საათის შემდეგ აეკრძალოთ მჭიდროდ დასახლებულ უბნებში "წვრთნა-ვარჯიშები"? მოსახლეობის ფსიქიკის დასანგრევად ისიც საკმარისია ალბათ, რომ ამდენი ხანია, ვერ გაგვირიდებია ქალაქის ქუჩებისთვის მძიმეწონიანი ტრანსპორტის შემოდინება-გადინება, რომლებიც ჩავლისას ისე შეაზანზარებენ ხოლმე ჩვენი კორპუსების კედლებს, რომ მიწისძვრა გეგონება... არადა, გვპირდებიან...

და კიდევ, ისიც დასადგენია, თუ ვინ უზის მოტოციკლეტის საჭეს და რამდენად ფლობს მძღოლი ქუჩაში მოძრაობის წესებს - ამით პირველ რიგში, მათსავე სიცოცხლეს დავიცავთ, რომ ისევ ტრაგედიად არ დაგვიბრუნდეს გულგრილობა...

P.S. მასალა დასაბეჭდად მზად იყო, როცა მოტოციკლეტის მორიგ მსხვერპლად იქცა 21 წლის გოგონა - ქუთაისელი თეონა შავგულიძე. ის თავად არ მართავდა მოტოციკლს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მცირედი ანაზღაურების საფასურად, ბაიკერი ნებისმიერ მსურველს შემოისვამს უკან და გაასეირნებს. თეონასაც ერთჯერადი გასეირნებით მოუნდომებია ცნობისმოყვარეობისა თუ სპორტული აზარტის დაკმაყოფილება, მაგრამ როცა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავმა ბაიკერმა მოტოციკლეტი ვერ დაიმორჩილა და ელექტროგანათების ბოძს შეასკდა, გოგონას ვეღარც ჩაფხუტმა უშველა და ვერც სხვა დამცავმა საშუალებებმა. თანავუგრძნობთ დაღუპულის ოჯახს...

დაბოლოს, იქნებ მორიგი მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით მაინც წაიკითხონ ეს სტატია იმ ადამიანებმა, ვისაც მდგომარეობის გამოსწორება ხელეწიფებათ.

ინგა ჯაყელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია