ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის თანამშრომლების ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სკოლისა და გარდამტეხ ასაკში ღარიბ ბავშვებს თავის ტვინის ზომა ნაკლები აქვთ, ვიდრე შეძლებული მშობლების შვილებს.
იმას, რომ სიღარიბე და კოგნიტური დარღვევები ერთმანეთთან დაკავშირებულია, მკვლევარები დიდი ხანია ვარაუდობდნენ. ჯოან ლაბის ხელმძღვანელობით მეცნიერების ჯგუფმა შეისწავლა, თუ რა გავლენას ახდენს სიღარიბის ეფექტი თავის ტვინის განვითარებაზე. მათ ჰიპოკამპი (თავის ტვინის საფეთქლის წილი) შეისწავლეს, რომელიც ემოციებისა და მახსოვრობის ფორმირებაში მონაწილეობს და ასევე - 6-12 წლის ბავშვებში ნუშისებრ ჯირკვალს დააკვირდნენ. კვლევაში სულ 145 ბავშვი მონაწილეობდა.
საბოლოოდ მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადრეულ ბავშვობაში სიღარიბის გამო ბავშვებს ჰიპოკამპის მოცულობა უმცირდებათ, პატარავდება ნუშისებრი ჯირკვლის ზომაც. გარდა ამისა, ასეთმა ბავშვებმა არ იცოდნენ ნეგატიური ემოციების შეკავება და ხშირად განწყობა უფუჭდებოდათ.
ჰიპოკამპის ზომაზე სტრესული მოვლენები ახდენს გავლენას, რომელიც ბავშვების ცხოვრებაში ხდება, - აღნიშნავენ მკვლევარები.
მომზადებულია 1RRE.ru-ს მიხედვით.