მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელენე თევდორაძე ანდრო ბარნოვს მიმართავს, სიმართლე ილაპარაკოს
ელენე თევდორაძე ანდრო ბარნოვს მიმართავს, სიმართლე ილაპარაკოს

შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის ელე­ნე თევ­დო­რა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­მი­სი­ას მა­ი­ზერ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის, და­ვით ადე­იშ­ვი­ლი­სა და ნი­კო­ლოზ ძიმ­ცე­იშ­ვი­ლის­თვის შე­წყა­ლე­ბის რე­კო­მენ­და­ცია არ მი­უ­ცია.

რო­გორც ელე­ნე თევ­დო­რა­ძემ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, აღ­ნიშ­ნულ პი­რე­ბი იმ სი­ა­შიც კი არ მო­ი­ძებ­ნე­ბი­ან, ვინც პრე­ზი­დენტს შე­წყა­ლე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თა და მათი საქ­მე­ე­ბი არც გა­ნუ­ხი­ლავთ.

ამას­თან, რო­გორც თევ­დო­რა­ძე აცხა­დებს, 70 პა­ტი­მარ­ზე მეტი შე­სა­წყა­ლე­ბელ პირ­თა სი­ა­ში ისე შე­იყ­ვა­ნეს, რომ მან ამის შე­სა­ხებ არ იცო­და. თუმ­ცა, რო­გორც თევ­დო­რა­ძემ გან­მარ­ტა, პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არა­ნა­ი­რი კა­ნო­ნი არ არე­გუ­ლი­რებს. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სია სარ­ე­კო­მენ­და­ციო ორ­გა­ნოა, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა პრე­ზი­დენ­ტი ან და­ეყ­რდნოს ან - არა, მაგ­რამ მას სრუ­ლი უფ­ლე­ბა აქვს მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ამას­თან, რო­გორც თევ­დო­რა­ძე აცხა­დებს, პრე­ზი­დენტს შე­ეძ­ლო კო­მი­სია არ მო­ეწ­ვია და შე­ე­წყა­ლე­ბი­ნა ის, ვი­საც სა­ჭი­როდ ჩათ­ვლი­და.

"მა­ი­ზერ ლი­პარ­ტე­ლი­ან­ზე, კო­მი­სი­ას შე­წყა­ლე­ბის რე­კო­მენ­და­ცია არ გა­უ­ცია. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი სი­ა­შიც არ ყო­ფი­ლან. მათი გვა­რე­ბი იმ სი­ა­შიც არ არის, ვინც კი პრე­ზი­დენტს შე­წყა­ლე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თა. რო­გორ გან­ვი­ხი­ლავ­დით მა­გა­ლი­თად ადე­იშ­ვი­ლის საქ­მეს, რო­დე­საც იგი ცი­ხე­ში არ მჯდა­რა? ჩვენ ხომ საქ­მეს ციხე გვიგ­ზავ­ნის. ეს იმ­დე­ნად აბ­სურ­დუ­ლია, ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. 1995 წლი­დან კო­მი­სი­ა­ში ვი­ყა­ვი, 10 წე­ლია თავ­მჯდო­მა­რე ვარ, ასე­თი შემ­თხვე­ვა არის პირ­ვე­ლი, რო­დე­საც პა­ტი­მა­რი არის გაქ­ცე­უ­ლი და პრე­ზი­დენ­ტმა შე­ი­წყა­ლა", - გა­ნა­ცხა­და ელე­ნე თევ­დო­რა­ძემ.

შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როსს ან­დრო ბარ­ნოვს მი­მარ­თავს. თევ­დო­რა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­შინ ან­დრო ბარ­ნოვ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ არ იცის, თუ ვის სი­ა­ში იყ­ვნენ შე­წყა­ლე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბი.

"მე მინ­და მივ­მარ­თო ბა­ტონ ან­დროს, ინ­ტე­ლი­გენ­ტი კა­ცია, პა­ტივს ვცემ­დი, მაგ­რამ ჯო­ბია, სი­მარ­თლე ილა­პა­რა­კოს ახლა რომ ამ­თავ­რებს თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბას. პრე­ზი­დენ­ტი ზუს­ტად ბარ­ნოვს ავა­ლებ­და, რო­გორც აპა­რა­ტის უფ­როსს, მო­ემ­ზა­დე­ბი­ნა და­მა­ტე­ბი­თი საქ­მე­ე­ბი რაც არ შე­დი­ო­და კო­მი­სი­ა­ში. მან ძა­ლი­ან კარ­გად იცის ეს, სა­ნამ პრე­ზი­დენ­ტთან აი­ტან­და სიას, თა­ვად გა­ი­ა­რა ჩვე­ნი სარ­ე­კო­მენ­და­ციო სია და ძა­ლი­ან კარ­გად იცის, ვინ იყო ამ სი­ა­ში და ვინ - არა", - გა­ნა­ცხა­და ელე­ნე თევ­დო­რა­ძემ და დას­ძი­ნა, რომ თა­ვად იმ ოქმს მო­ა­წერს ხელს, სა­დაც მისი რე­კო­მენ­და­ცი­ით შე­წყა­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი არი­ან.

ამას­თან, ელე­ნე თევ­დო­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სია 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან არა­კომ­ფორ­ტულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. რაც 1-ლი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ შე­იც­ვა­ლა.

"ჩვენ ვმუ­შა­ობ­დით, სა­ა­თო­ბით ვკა­მა­თობ­დით, მერე ჩვე­ნი სი­ე­ბი თურ­მე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მი­დი­ო­და. პი­რებს, რომ­ლებ­საც დარ­ჩე­ნი­ლი ჰქონ­დათ სას­ჯე­ლი 6 თვე, ერთი წელი, წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი, რჩე­ბოდ­ნენ ცი­ხე­ში და ვი­ღა­ცე­ე­ბი, ვი­საც ჰქონ­დათ 17, 20 წელი ხვდე­ბოდ­ნენ გა­რეთ. მე ამას ვგე­ბუ­ლობ­დი ტე­ლე­ვი­ზი­ით. ე.ი. პრო­კუ­რა­ტუ­რა ცხრი­ლავ­და ჩვენს სი­ებს. სა­პატ­რი­არ­ქო­საც ჰქონ­და სი­ე­ბი. სა­პატ­რი­არ­ქო­დან 1200 საქ­მეს გა­აგ­ზავ­ნიდ­ნენ, იმ სი­ი­დან 2 ადა­მი­ანს ამო­ი­ღებ­დნენ, და­ნარ­ჩენს - არა. ჩვე­ნი სია იცხრი­ლე­ბო­და. ის, რა­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ­ზა­დებ­და, შე­დი­ო­და პრე­ზი­დენ­ტთან ხელ­მო­სა­წე­რად. ნამ­დვი­ლად არ ვიცი, იცო­და თუ არა პრე­ზი­დენ­ტმა ეს ვისი სია იყო", - გა­ნა­ცხა­და ელე­ნე თევ­დო­რა­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ელენე თევდორაძე ანდრო ბარნოვს მიმართავს, სიმართლე ილაპარაკოს

ელენე თევდორაძე ანდრო ბარნოვს მიმართავს, სიმართლე ილაპარაკოს

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის ინფორმაციით, კომისიას მაიზერ ლიპარტელიანის, დავით ადეიშვილისა და ნიკოლოზ ძიმცეიშვილისთვის შეწყალების რეკომენდაცია არ მიუცია.

როგორც ელენე თევდორაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნულ პირები იმ სიაშიც კი არ მოიძებნებიან, ვინც პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა და მათი საქმეები არც განუხილავთ.

ამასთან, როგორც თევდორაძე აცხადებს, 70 პატიმარზე მეტი შესაწყალებელ პირთა სიაში ისე შეიყვანეს, რომ მან ამის შესახებ არ იცოდა. თუმცა, როგორც თევდორაძემ განმარტა, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არანაირი კანონი არ არეგულირებს. მისივე განმარტებით, შეწყალების კომისია სარეკომენდაციო ორგანოა, რომელსაც შეიძლება პრეზიდენტი ან დაეყრდნოს ან - არა, მაგრამ მას სრული უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება. ამასთან, როგორც თევდორაძე აცხადებს, პრეზიდენტს შეეძლო კომისია არ მოეწვია და შეეწყალებინა ის, ვისაც საჭიროდ ჩათვლიდა.

"მაიზერ ლიპარტელიანზე, კომისიას შეწყალების რეკომენდაცია არ გაუცია. აღნიშნული პირები სიაშიც არ ყოფილან. მათი გვარები იმ სიაშიც არ არის, ვინც კი პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა. როგორ განვიხილავდით მაგალითად ადეიშვილის საქმეს, როდესაც იგი ციხეში არ მჯდარა? ჩვენ ხომ საქმეს ციხე გვიგზავნის. ეს იმდენად აბსურდულია, ჩემთვის მოულოდნელი იყო. 1995 წლიდან კომისიაში ვიყავი, 10 წელია თავმჯდომარე ვარ, ასეთი შემთხვევა არის პირველი, როდესაც პატიმარი არის გაქცეული და პრეზიდენტმა შეიწყალა", - განაცხადა ელენე თევდორაძემ.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს ანდრო ბარნოვს მიმართავს. თევდორაძის ინფორმაციით, გუშინ ანდრო ბარნოვმა აღნიშნა, რომ არ იცის, თუ ვის სიაში იყვნენ შეწყალებული პატიმრები.

"მე მინდა მივმართო ბატონ ანდროს, ინტელიგენტი კაცია, პატივს ვცემდი, მაგრამ ჯობია, სიმართლე ილაპარაკოს ახლა რომ ამთავრებს თავის საქმიანობას. პრეზიდენტი ზუსტად ბარნოვს ავალებდა, როგორც აპარატის უფროსს, მოემზადებინა დამატებითი საქმეები რაც არ შედიოდა კომისიაში. მან ძალიან კარგად იცის ეს, სანამ პრეზიდენტთან აიტანდა სიას, თავად გაიარა ჩვენი სარეკომენდაციო სია და ძალიან კარგად იცის, ვინ იყო ამ სიაში და ვინ - არა", - განაცხადა ელენე თევდორაძემ და დასძინა, რომ თავად იმ ოქმს მოაწერს ხელს, სადაც მისი რეკომენდაციით შეწყალებული პირები არიან.

ამასთან, ელენე თევდორაძემ აღნიშნა, რომ შეწყალების კომისია 8 წლის განმავლობაში ძალიან არაკომფორტულ მდგომარეობაში იყო. რაც 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შეიცვალა.

"ჩვენ ვმუშაობდით, საათობით ვკამათობდით, მერე ჩვენი სიები თურმე პროკურატურაში მიდიოდა. პირებს, რომლებსაც დარჩენილი ჰქონდათ სასჯელი 6 თვე, ერთი წელი, წელიწადნახევარი, რჩებოდნენ ციხეში და ვიღაცეები, ვისაც ჰქონდათ 17, 20 წელი ხვდებოდნენ გარეთ. მე ამას ვგებულობდი ტელევიზიით. ე.ი. პროკურატურა ცხრილავდა ჩვენს სიებს. საპატრიარქოსაც ჰქონდა სიები. საპატრიარქოდან 1200 საქმეს გააგზავნიდნენ, იმ სიიდან 2 ადამიანს ამოიღებდნენ, დანარჩენს - არა. ჩვენი სია იცხრილებოდა. ის, რასაც პროკურატურა ამზადებდა, შედიოდა პრეზიდენტთან ხელმოსაწერად. ნამდვილად არ ვიცი, იცოდა თუ არა პრეზიდენტმა ეს ვისი სია იყო", - განაცხადა ელენე თევდორაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ