პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერად - ღარიბაშვილი, შს მინისტრად - კალაძე - რას ფიქრობს მაია ფანჯიკიძე გავრცელებულ ვერსიებზე
პრემიერად - ღარიბაშვილი, შს მინისტრად - კალაძე - რას ფიქრობს მაია ფანჯიკიძე გავრცელებულ ვერსიებზე

ზუს­ტად იმ­დე­ნი ვიცი პრე­მი­ე­რის კან­დი­და­ტუ­რის შე­სა­ხებ, რამ­დე­ნიც თქვენ და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, - ასე­თი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, მაია ფან­ჯი­კი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან პრე­მი­ე­რის კან­დი­და­ტუ­რა­ზე სა­უბ­რი­სას.

"კვი­რის ბო­ლოს პრე­მი­ე­რი აპი­რებს ამ სა­კი­თხის პო­ლიტ­საბ­ჭო­ზე გან­ხილ­ვას. მე პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რი არ ვარ და ამი­ტომ გან­ხილ­ვა­ზე არ ვიქ­ნე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად გა­ვი­გებ ალ­ბათ მა­შინ, რო­დე­საც მთავ­რო­ბას წა­რუდ­გე­ნენ კან­დი­დატს",-გა­ნა­ცხა­და ფან­ჯი­კი­ძემ.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, რომ არის ვერ­სი­ე­ბი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც შს მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი შე­საძ­ლოა გახ­დეს პრე­მი­ე­რი, ხოლო შს მი­ნის­ტრი - კახა კა­ლა­ძე, მაია ფან­ჯი­კი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ნამ ეს ამ­ბა­ვი არ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, მუდ­მი­ვად იქ­ნე­ბა სხვადსხვა ვერ­სია.

"ესეც არის ერთ-ერთი ვერ­სია, რო­მე­ლიც სა­დღაც ლო­გი­კუ­რია, რად­გა­ნაც ნათ­ქვა­მია, რომ ახა­ლი პრე­მი­ე­რი მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი­დან იქ­ნე­ბა. სა­თი­თა­ოდ ყვე­ლა­ზე შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, კა­ცებ­ზე მაქვს ოღონდ ლა­პა­რა­კი, რად­გან ის ვი­ცით, რომ პრე­მი­ე­რი ქალი არ იქ­ნე­ბა",-გა­ნა­ცხა­და ფან­ჯი­კი­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

პრემიერად - ღარიბაშვილი, შს მინისტრად - კალაძე - რას ფიქრობს მაია ფანჯიკიძე გავრცელებულ ვერსიებზე

პრემიერად - ღარიბაშვილი, შს მინისტრად - კალაძე - რას ფიქრობს მაია ფანჯიკიძე გავრცელებულ ვერსიებზე

ზუსტად იმდენი ვიცი პრემიერის კანდიდატურის შესახებ, რამდენიც თქვენ და საზოგადოებამ, - ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან პრემიერის კანდიდატურაზე საუბრისას.

"კვირის ბოლოს პრემიერი აპირებს ამ საკითხის პოლიტსაბჭოზე განხილვას. მე პოლიტსაბჭოს წევრი არ ვარ და ამიტომ განხილვაზე არ ვიქნები. შესაბამისად გავიგებ ალბათ მაშინ, როდესაც მთავრობას წარუდგენენ კანდიდატს",-განაცხადა ფანჯიკიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ არის ვერსიები, რომლის თანახმადაც შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შესაძლოა გახდეს პრემიერი, ხოლო შს მინისტრი - კახა კალაძე, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ სანამ ეს ამბავი არ გახდება ცნობილი, მუდმივად იქნება სხვადსხვა ვერსია.

"ესეც არის ერთ-ერთი ვერსია, რომელიც სადღაც ლოგიკურია, რადგანაც ნათქვამია, რომ ახალი პრემიერი მინისტრთა კაბინეტიდან იქნება. სათითაოდ ყველაზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, კაცებზე მაქვს ოღონდ ლაპარაკი, რადგან ის ვიცით, რომ პრემიერი ქალი არ იქნება",-განაცხადა ფანჯიკიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა