საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გიორგი მარგველაშვილის ოჯახის მიმართ, ბუნებრივია, საზოგადოების ინტერესი გაიზარდა. განსაკუთრებით კი მისი მეგობარი ქალის, მაკა ჩიჩუასა და მისი ქალიშვილის, ანა მარგველაშვილის მიმართ.
აღსანიშნავია, რომ სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის ორივეს შესახებ პირადი ინფორმაცია ხელმისაწვდომია.
ამჯერად ინტერნეტმომხმარებლების ყურადღება ანა მარგველაშვილის "ინსტაგრამის" გვერდმა მიიპყრო, საიდანაც ირკვევა, რომ ანა მარგველაშვილი შეყვარებულია.