ნადირობის სეზონი საქართველოში ოფიციალურად გრძელდება. თუმცა არის საკითხები, რომელშიც დამწყები მონადირეები ჯერ კიდევ ვერ ერკვევიან. ამ უძველესი მამაკაცური პროფესიის წეს-ჩვეულებებზე, კანონმდებლობაზე, სანადირო იარაღსა და მონადირე ძაღლებზე მკითხველთა შეკითხვებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, მაია ჩხობაძე პასუხობს.