ვიდრე უცხო ენაში ტესტს შეავსებენ, საგამოცდო სექტორში ხმის გამაძლიერებლებით გარკვეულ ტექსტს 2-ჯერ მოუსმენენ და ამ ტექსტის ირგვლივ დასმულ შეკითხვებს პასუხის ფურცელში უპასუხებენ. 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტებს სხვა ცვლილებაც ელით, რომლის შესახებაც გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ექსკლუზიურად "რეზონანსს" ესაუბრა.
მაია მიმინოშვილი:
პირველი არის ის, რომ უცხო ენის გამოცდას დაემატება მოსმენითი ნაწილი. ბუნებრივია, არსებულ რეალობას ვითვალისწინებთ და მანამ, სანამ საგამოცდო პერიოდი დაიწყება, ყველაფერი მზად უნდა იყოს. დასაწყისისთვის მოსმენით ნაწილს ძალიან მცირე წონა ექნება. უცხო ენაში ტესტი 100 ქულიანია, მოსმენით ნაწილში კი მხოლოდ და მხოლოდ 8 ქულა იქნება გამოყოფილი. ეს საწყისი ეტაპისთვის, შემდეგ კი შესაძლებელია მოსმენით ნაწილსაც შესაბამისი წონა ჰქონდეს. ამიტომაც ამ ნაწილის დამატებით აბიტურიენტებს არ უნდა ეშინოდეთ.
ეკა ბასილაია
"ამბები.ge": ამ საკითხზე დღეს შეფასებისა და გამოცდების ცენტრი ეროვნული ცენტრის დირექტორი, მაია მიმინოშვილი ბრიფინგს გამართავს, რომლის შესახებ ინფორმაციას "ამბები.ge" ოპერატიულად მოგაწვდით.