მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცივი იარაღის ტარებისთვის მოქალაქეები დაჯარიმდებიან
ცივი იარაღის ტარებისთვის მოქალაქეები დაჯარიმდებიან

21 წლამ­დე ასა­კის პი­რე­ბის მიერ ცივი ია­რა­ღის ტა­რე­ბის დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზე­ბა ხდე­ბა. ცივი ია­რა­ღის ტა­რე­ბა 200 ლა­რი­ან ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ჯა­რი­მას­თან იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ამ­გვა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­რე­ბათ რო­გორც არას­რულ­წლო­ვან, ისე სრულ­წლო­ვან პი­რებს.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ პარ­ლა­მენტს "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში" და "სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში" შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტე­ბი წა­რუდ­გი­ნა.

დღეს­დღე­ო­ბით ცივი ია­რა­ღის ტა­რე­ბა გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში კრი­მი­ნა­ლი­ზე­ბუ­ლია. კერ­ძოდ, ასე­თი ქმე­დე­ბის­თვის დღეს სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი სან­ქცია 21 წლის ასაკს მი­უღ­წე­ველ პი­რებს, ნა­სა­მარ­თლო­ბის მქო­ნე­ებს და იმ მო­ქა­ლა­ქე­ებს ემუქ­რე­ბათ, რომ­ლებ­საც ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბის­თვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლი აქვთ და­კის­რე­ბუ­ლი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ წარ­დგე­ნი­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად კი, ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ცივი ია­რა­ღის ტა­რე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სით დას­ჯა­დი ქმე­დე­ბა იქ­ნე­ბა. კერ­ძოდ, ქუ­ჩებ­ში, ეზო­ებ­ში, სტა­დი­ო­ნებ­ზე, სკვე­რებ­ში, პარ­კებ­ში, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, კი­ნო­თე­ატ­რებ­ში, სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზებ­ში, კა­ფე­ებ­ში, რეს­ტორ­ნებ­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში, ავტო და რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რებ­ში, აე­რო­პორ­ტებ­ში და სხვა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში ცივი ია­რა­ღის ტა­რე­ბა გა­მო­იწ­ვევს პი­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით გაფრ­თხი­ლე­ბას ან 200 ლა­რის ოდე­ნო­ბით და­ჯა­რი­მე­ბას. იგი­ვე ქმე­დე­ბის გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­მარ­თალ­დარმღვევს 1000 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა ან 15 დღის ვა­დით ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბა და­ე­კის­რე­ბა. ამას­თან, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ გავ­რცელ­დე­ბა ნა­სა­მარ­თლო­ბის მქო­ნე­ებ­ზე და ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბის­თვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ­სახ­დელ და­კის­რე­ბულ პი­რებ­ზე - ცივი ია­რა­ღის ტა­რე­ბის­თვის ისი­ნი პა­სუხს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის შე­სა­ბა­მი­სად აგე­ბენ.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, სან­ქცი­ის და­კის­რე­ბა არ ემუქ­რე­ბა პირს, რო­მე­ლიც ცივ ია­რაღს ატა­რებს: პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნის მო­წეს­რი­გე­ბის, საკ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის, ნა­დი­რო­ბის, თევ­ზა­ო­ბის, მცე­ნე­რე­უ­ლი პრო­დუქ­ტის შემგრო­ვებ­ლო­ბის, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბის მიზ­ნით ან ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სა­მო­სე­ლის ტა­რე­ბის დროს, როცა ცივი ია­რა­ღი (ხან­ჯა­ლი, ხმა­ლი და სხვა) ასე­თი სა­მო­სე­ლის ნა­წი­ლია.

შსს სა­კუ­თარ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა­ში აზუს­ტებს, რომ "ცივი ია­რა­ღის ტა­რე­ბა" ისე­თი გა­რე­მო­ე­ბის არ­სე­ბო­ბას გუ­ლის­ხმობს, რო­დე­საც პირს ცივი ია­რა­ღი უჭი­რავს ხელ­ში, მი­მაგ­რე­ბუ­ლი აქვს სხე­ულ­ზე, ინა­ხავს ტან­საც­მელ­ში ან ხელ­ბარ­გში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ცივი იარაღის ტარებისთვის მოქალაქეები დაჯარიმდებიან

ცივი იარაღის ტარებისთვის მოქალაქეები დაჯარიმდებიან

21 წლამდე ასაკის პირების მიერ ცივი იარაღის ტარების დეკრიმინალიზება ხდება. ცივი იარაღის ტარება 200 ლარიან ადმინისტრაციულ ჯარიმასთან იქნება დაკავშირებული და ამგვარი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ როგორც არასრულწლოვან, ისე სრულწლოვან პირებს.

ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" და "სისხლის სამართლის კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტები წარუდგინა.

დღესდღეობით ცივი იარაღის ტარება გარკვეული კატეგორიის ადამიანებთან მიმართებაში კრიმინალიზებულია. კერძოდ, ასეთი ქმედებისთვის დღეს სისხლის სამართლებრივი სანქცია 21 წლის ასაკს მიუღწეველ პირებს, ნასამართლობის მქონეებს და იმ მოქალაქეებს ემუქრებათ, რომლებსაც ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სახდელი აქვთ დაკისრებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი კანონპროექტის თანახმად კი, ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის ცივი იარაღის ტარება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დასჯადი ქმედება იქნება. კერძოდ, ქუჩებში, ეზოებში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, კინოთეატრებში, საკონცერტო დარბაზებში, კაფეებში, რესტორნებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტო და რკინიგზის სადგურებში, აეროპორტებში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება გამოიწვევს პირის ადმინისტრაციული წესით გაფრთხილებას ან 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში, სამართალდარმღვევს 1000 ლარიანი ჯარიმა ან 15 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრება. ამასთან, ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობა არ გავრცელდება ნასამართლობის მქონეებზე და ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელ დაკისრებულ პირებზე - ცივი იარაღის ტარებისთვის ისინი პასუხს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად აგებენ.

კანონპროექტის თანახმად, სანქციის დაკისრება არ ემუქრება პირს, რომელიც ცივ იარაღს ატარებს: პირადი ჰიგიენის მოწესრიგების, საკვების მომზადების, პროფესიული საქმიანობის განხორციელების, ნადირობის, თევზაობის, მცენერეული პროდუქტის შემგროვებლობის, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით ან ნაციონალური სამოსელის ტარების დროს, როცა ცივი იარაღი (ხანჯალი, ხმალი და სხვა) ასეთი სამოსელის ნაწილია.

შსს საკუთარ საკანონმდებლო ინიციატივაში აზუსტებს, რომ "ცივი იარაღის ტარება" ისეთი გარემოების არსებობას გულისხმობს, როდესაც პირს ცივი იარაღი უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე, ინახავს ტანსაცმელში ან ხელბარგში.

"ინტერპრესნიუსი"

"დაპირისპირებას პოლიციელები შეესწრნენ..." - რას ჰყვებიან პანკისში მოკლული ვისი მუთოშვილის ნათესავები

პანკისში მომხდარი მკვლელობა ჰესის მშენებლობას უკავშირდება? - რას ყვებიან ადგილობრივები

ერთი მოკლული, ოთხი დაჭრილი - პანკისში ორ გვარს შორის დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა