მსოფლიო
სამართალი

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამხედრო
კონფლიქტები
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არსებობენ თუ არა ''ჩემი ცოლის დაქალების'' გმირების რეალური პროტოტიპები
არსებობენ თუ არა ''ჩემი ცოლის დაქალების'' გმირების რეალური პროტოტიპები

"რამ­დე­ნი სე­რი­ა­ლის სცე­ნა­რისტს იც­ნობთ?" - ამ შე­კი­თხვას "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" სცე­ნა­რის­ტი ქეთი დევ­და­რი­ა­ნი მის­ვამს. ქარ­თულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში ბოლო წლებ­ში უამ­რა­ვი სე­რი­ა­ლი გა­და­ი­ღეს, მაგ­რამ სცე­ნა­რის­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის აქამ­დე უც­ნო­ბად დარ­ჩა, ქეთი დევ­და­რი­ან­თან კი ჟურ­ნა­ლის­ტებს ბევ­რი კი­თხვა გვაქვს. ბოლო დროს მა­ყუ­რე­ბელს დი­ტო­სა და კა­ტოს ოჯა­ხის დან­გრე­ვა­ზე მე­ტად ის ადარ­დებს, ვინ არის მი­რი­ან ბა­რა­თე­ო­ნის გმი­რის პრო­ტო­ტი­პი, ბიზ­ნეს­მე­ნი თე­მურ უგუ­ლა­ვა თუ ლე­ვან ვა­სა­ძე. ბა­რა­თე­ო­ნი და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ­საც კი შე­ა­და­რეს. სე­რი­ალ­მა ერ­თგვა­რი რე­ვო­ლუ­ცია მო­ახ­დი­ნა ქარ­თულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში. "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" იმ­დე­ნად კარ­გად ასა­ხავს თა­ნა­მედ­რო­ვე რე­ა­ლო­ბას, ალ­ბათ იმი­ტომ ამ­ბობს სცე­ნა­რის­ტი, რომ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" გმი­რე­ბი გრო­ტეს­კუ­ლე­ბი არი­ან...

- ქეთი, რო­გორ ახერ­ხებთ ყვე­ლას სე­ზონ­ზე მა­ყუ­რებ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას?

- ზუს­ტად ისე­ვე ვშრო­მობთ და ვა­თე­ნებთ ღა­მე­ებს, რო­გორც პირ­ველ სე­ზონ­ში. ჩვენ თვი­თონ­ვე არ გვბეზ­რდე­ბა ამის კე­თე­ბა, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი და­სას­რუ­ლი აქვს და "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" შემ­თხვე­ვა­შიც ასე იქ­ნე­ბა. ზა­ფხულ­ში ორი კვი­რა ვის­ვე­ნებთ და მა­ში­ნაც დაგ­ვი­ჭე­რია ჩვე­ნი თავი, რომ შეკ­რე­ბის დროს სე­რი­ალ­ზე ვსა­უბ­რობთ. სულ ძი­ე­ბა­ში ვართ, რა რო­გორ უნდა მოხ­დეს.

- ერ­თპი­როვ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მა­ინც თქვენ იღებთ?

- არა, ვთან­ხმდე­ბით, რო­გორ ჯო­ბია და მერე მე ვწერ. ამ სე­რი­ალს ჰყავს რე­ჟი­სო­რე­ბი, პრო­დი­უ­სე­რე­ბი. რო­დე­საც კარ­გი იდეა მო­დის, ყვე­ლას მოს­წონს და ვე­ლო­დე­ბით ხოლ­მე, რომ ის ერთი რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი იდეა გაჩ­ნდეს. ძი­რი­თა­დად მე და ირაკ­ლი სა­ღი­ნა­ძე ვმუ­შა­ობთ და შე­თან­ხმე­ბამ­დე მივ­დი­ვართ.

- ახა­ლი სე­ზო­ნის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ პერ­სო­ნა­ჟად მა­ინც მი­რი­ან ბა­რა­თე­ო­ნი იქცა.

- ამ პერ­სო­ნა­ჟის შე­მოყ­ვა­ნა აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში გა­და­წყდა, რო­დე­საც მე­ო­თხე სე­ზონ­ზე და­ვი­წყეთ ფიქ­რი. ხუმ­რო­ბა ჩავ­დეთ მის გვარ­ში. არ­სე­ბობს სე­რი­ა­ლი "სა­მე­ფო კა­რის თა­მა­შე­ბი" , იქ არის სტარ­კე­ბის, ლა­ნის­ტე­რე­ბის და ბა­რა­თე­ო­ნე­ბის ოჯა­ხი და ვი­ხუმ­რეთ, ასე ვთქვათ, უკან და­ვიბ­რუ­ნეთ ჩვენ­გან წა­ღე­ბუ­ლი გვა­რი. მსა­ხი­ობ­ზე კას­ტინ­გი გა­მო­ვა­ცხა­დეთ და დათო დარ­ჩია იყო სა­უ­კე­თე­სო. მი­რი­ა­ნის გმი­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო სიმ­პა­თი­უ­რი, იმი­ტომ რომ ქა­ლებს მოს­წო­ნე­ბო­დათ. ცოტა არ­ტის­ტუ­ლი და ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბი. ჩემ­თვის მთა­ვა­რია, რომ მსა­ხი­ო­ბი ნი­ჭი­ე­რი იყოს.

- ეს უნდა ყო­ფი­ლი­ყო ახა­ლი "დი­მიტ­რი გე­ლო­ვა­ნი" ?

- არა, ადრე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სტა­ტუ­სი დავ­წე­რე, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და თა­ნა­მედ­რო­ვე "დი­მიტ­რი გე­ლო­ვა­ნი" , მაგ­რამ ის სე­რი­ა­ლი ჯერ არ და­წე­რი­ლა. სულ სხვა ტი­პის სე­რი­ა­ლია, და­დე­ბით გმირ­ზე, რო­მე­ლიც ხალ­ხს ეყ­ვა­რე­ბა, რო­მე­ლიც გა­ნიც­დის კა­თარ­ზისს, შე­იც­ვლე­ბა, გან­ვი­თარ­დე­ბა, რა­ღა­ცას ის­წავ­ლის. ჩვენს გმი­რებს ეს არ ახა­სი­ა­თებთ. ჩვენ­თან მა­ყუ­რე­ბე­ლი უფრო იზ­რდე­ბა. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში რა­ღა­ცე­ბი აღარ მოს­წონთ. კა­ტო­ზე რომ წე­რენ უარ­ყო­ფით კო­მენ­ტა­რებს, კატო ასე იქ­ცე­ო­და პირ­ველ სე­ზონ­შიც, უბ­რა­ლოდ, მისი გმი­რის ქცე­ვე­ბი აღარ მოს­წონთ.

- ბა­რა­თე­ო­ნი ჩო­ხო­სა­ნია?

- არა, ბა­რა­თე­ო­ნის გმი­რი ჩო­ხოს­ნებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლია. თა­ვად ნაბ­დო­სა­ნია. ჩოხა მხო­ლოდ მის მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს აც­ვი­ათ. მი­რი­ა­ნი მი­იჩ­ნევს, რომ ჩოხა არ არის ქარ­თუ­ლი, ჩრდი­ლო-კავ­კა­სი­უ­რია და ამი­ტომ აქვს სხვა­დას­ხვა ფე­რის ნა­ბა­დი.

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­მა­მახ­სოვ­რდა ის მო­მენ­ტი, ჟურ­ნა­ლისტს რომ უთხრა, სა­ნამ ეთერ­ში მა­სა­ლას გა­უშ­ვებ, მაჩ­ვე­ნეო.

- ცო­ტა­თი დავ­ცი­ნე ჟურ­ნა­ლის­ტებს, რა­ზეც ბრაზ­დე­ბი­ან და ეს ნორ­მა­ლუ­რია. ვინც მი­იჩ­ნევს, რომ კარ­გი ჟურ­ნა­ლის­ტია და კარგ შე­კი­თხვებს სვამს, ის თა­ვის თავ­ზე არც მი­ი­ღებს. ვიცი, რომ მი­რი­ა­ნის მი­მართ ინ­ტე­რე­სი დი­დია. მისი გმი­რი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბაა, რომ­ლე­ბიც ამ ბოლო დროს რა­ღაც ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბით გა­მო­დი­ან - მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნის, ეროვ­ნუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის... მი­რი­ა­ნი არის კრე­ბი­თი სახე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა, რომ­ლებ­მაც იშო­ვეს ბევ­რი ფული და აქვთ რა­ღაც ამ­ბი­ცია.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

არსებობენ თუ არა ''ჩემი ცოლის დაქალების'' გმირების რეალური პროტოტიპები

არსებობენ თუ არა ''ჩემი ცოლის დაქალების'' გმირების რეალური პროტოტიპები

''რამდენი სერიალის სცენარისტს იცნობთ?'' - ამ შეკითხვას ''ჩემი ცოლის დაქალების'' სცენარისტი ქეთი დევდარიანი მისვამს. ქართულ სატელევიზიო სივრცეში ბოლო წლებში უამრავი სერიალი გადაიღეს, მაგრამ სცენარისტების უმეტესობა საზოგადოებისთვის აქამდე უცნობად დარჩა, ქეთი დევდარიანთან კი ჟურნალისტებს ბევრი კითხვა გვაქვს. ბოლო დროს მაყურებელს დიტოსა და კატოს ოჯახის დანგრევაზე მეტად ის ადარდებს, ვინ არის მირიან ბარათეონის გმირის პროტოტიპი, ბიზნესმენი თემურ უგულავა თუ ლევან ვასაძე. ბარათეონი დავით ბაგრატიონსაც კი შეადარეს. სერიალმა ერთგვარი რევოლუცია მოახდინა ქართულ სატელევიზიო სივრცეში. ''ჩემი ცოლის დაქალები'' იმდენად კარგად ასახავს თანამედროვე რეალობას, ალბათ იმიტომ ამბობს სცენარისტი, რომ ''ჩემი ცოლის დაქალების'' გმირები გროტესკულები არიან...

- ქეთი, როგორ ახერხებთ ყველას სეზონზე მაყურებლის შენარჩუნებას?

- ზუსტად ისევე ვშრომობთ და ვათენებთ ღამეებს, როგორც პირველ სეზონში. ჩვენ თვითონვე არ გვბეზრდება ამის კეთება, მაგრამ ყველაფერს თავისი დასასრული აქვს და ''ჩემი ცოლის დაქალების'' შემთხვევაშიც ასე იქნება. ზაფხულში ორი კვირა ვისვენებთ და მაშინაც დაგვიჭერია ჩვენი თავი, რომ შეკრების დროს სერიალზე ვსაუბრობთ. სულ ძიებაში ვართ, რა როგორ უნდა მოხდეს.

- ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას მაინც თქვენ იღებთ?

- არა, ვთანხმდებით, როგორ ჯობია და მერე მე ვწერ. ამ სერიალს ჰყავს რეჟისორები, პროდიუსერები. როდესაც კარგი იდეა მოდის, ყველას მოსწონს და ველოდებით ხოლმე, რომ ის ერთი რაციონალური იდეა გაჩნდეს. ძირითადად მე და ირაკლი საღინაძე ვმუშაობთ და შეთანხმებამდე მივდივართ.

- ახალი სეზონის ყველაზე პოპულარულ პერსონაჟად მაინც მირიან ბარათეონი იქცა.

- ამ პერსონაჟის შემოყვანა აგვისტოს დასაწყისში გადაწყდა, როდესაც მეოთხე სეზონზე დავიწყეთ ფიქრი. ხუმრობა ჩავდეთ მის გვარში. არსებობს სერიალი ''სამეფო კარის თამაშები'' , იქ არის სტარკების, ლანისტერების და ბარათეონების ოჯახი და ვიხუმრეთ, ასე ვთქვათ, უკან დავიბრუნეთ ჩვენგან წაღებული გვარი. მსახიობზე კასტინგი გამოვაცხადეთ და დათო დარჩია იყო საუკეთესო. მირიანის გმირი უნდა ყოფილიყო სიმპათიური, იმიტომ რომ ქალებს მოსწონებოდათ. ცოტა არტისტული და ნიჭიერი მსახიობი. ჩემთვის მთავარია, რომ მსახიობი ნიჭიერი იყოს.

- ეს უნდა ყოფილიყო ახალი ''დიმიტრი გელოვანი'' ?

- არა, ადრე სოციალურ ქსელში სტატუსი დავწერე, როგორი იქნებოდა თანამედროვე ''დიმიტრი გელოვანი'' , მაგრამ ის სერიალი ჯერ არ დაწერილა. სულ სხვა ტიპის სერიალია, დადებით გმირზე, რომელიც ხალხს ეყვარება, რომელიც განიცდის კათარზისს, შეიცვლება, განვითარდება, რაღაცას ისწავლის. ჩვენს გმირებს ეს არ ახასიათებთ. ჩვენთან მაყურებელი უფრო იზრდება. დროთა განმავლობაში რაღაცები აღარ მოსწონთ. კატოზე რომ წერენ უარყოფით კომენტარებს, კატო ასე იქცეოდა პირველ სეზონშიც, უბრალოდ, მისი გმირის ქცევები აღარ მოსწონთ.

- ბარათეონი ჩოხოსანია?

- არა, ბარათეონის გმირი ჩოხოსნებთან დაპირისპირებულია. თავად ნაბდოსანია. ჩოხა მხოლოდ მის მოსამსახურეებს აცვიათ. მირიანი მიიჩნევს, რომ ჩოხა არ არის ქართული, ჩრდილო-კავკასიურია და ამიტომ აქვს სხვადასხვა ფერის ნაბადი.

- განსაკუთრებულად დამამახსოვრდა ის მომენტი, ჟურნალისტს რომ უთხრა, სანამ ეთერში მასალას გაუშვებ, მაჩვენეო.

- ცოტათი დავცინე ჟურნალისტებს, რაზეც ბრაზდებიან და ეს ნორმალურია. ვინც მიიჩნევს, რომ კარგი ჟურნალისტია და კარგ შეკითხვებს სვამს, ის თავის თავზე არც მიიღებს. ვიცი, რომ მირიანის მიმართ ინტერესი დიდია. მისი გმირი იმ ადამიანების განსახიერებაა, რომლებიც ამ ბოლო დროს რაღაც ინიციატივებით გამოდიან - მონარქიის აღდგენის, ეროვნული ღირებულებების დაბრუნების... მირიანი არის კრებითი სახე საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებმაც იშოვეს ბევრი ფული და აქვთ რაღაც ამბიცია.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება