პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''ჩემმა ცოლმა კერძების მომზადება უნდა იცოდეს ან ისწავლოს''
''ჩემმა ცოლმა კერძების მომზადება უნდა იცოდეს ან ისწავლოს''

ამ­ბობს, რომ გვე­ლი­სა და ბა­ყა­ყის ხორცს არას­დროს გა­სინ­ჯავს, თუმ­ცა იმა­ვეს ამ­ბობ­და კი­ბორჩხა­ლებ­ზე. კერ­ძებს ჯერ ისევ დედა უმ­ზა­დებს. თა­ვად ტყე­მა­ლი და მუ­რა­ბა ერ­თმა­ნეთ­ში ერე­ვა, თუმ­ცა დი­ზა­ი­ნერ­მა მა­ინც გა­იხ­სე­ნა ერთი სა­ლა­თის რე­ცეპ­ტი, რო­მე­ლიც თურ­მე წო­ნა­ში კლე­ბა­საც უწყობს ხელს. დღეს კუ­ლი­ნა­რი­ა­ზე ზა­ლი­კო ბერ­გე­რი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ზა­ლი­კო, გურ­მა­ნი ხარ?

- სა­შინ­ლად.

- რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა შენი გურ­მა­ნო­ბა?

- მიყ­ვარს ეგ­ზო­ტი­კუ­რი, უცხო კერ­ძე­ბი. მა­გა­ლი­თად, პირ­ვე­ლად სუში რომ გავ­სინ­ჯე, არ მო­მე­წო­ნა. მე­ო­რედ, მე­სა­მედ მე­გემ­რი­ე­ლა და მივ­ხვდი, რომ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ახა­ლი უც­ნა­უ­რი პრო­დუქ­ტის გა­სინ­ჯვა სა­ინ­ტე­რე­სოა და ძა­ლი­ა­ნაც შე­ვიყ­ვა­რე. იგი­ვე და­მე­მარ­თა კი­ბორჩხა­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ბა­ქო­ში სტუმ­რად ვი­ყა­ვი მე­გო­ბარ­თან და პრე­ზი­დენ­ტის ოჯა­ხი­დან ცო­ცხა­ლი კი­ბორჩხა­ლე­ბი მო­უ­ტა­ნეს სა­ჩუქ­რად დიდი ყუ­თით. ვნა­ხე, რო­გორ მზად­დე­ბო­და. ვერ ვი­ფიქ­რებ­დი, რომ შევ­ჭამ­დი, მაგ­რამ გამ­ზა­დე­ბუ­ლი, სო­უ­სით, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა.

- მხო­ლოდ გემ­რი­ე­ლი კვე­ბა გიყ­ვარს თუ კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბაც გა­მოგ­დის?

- თვი­თონ იშ­ვი­ა­თად ვამ­ზა­დებ, ისე, სახ­ლში მომ­ზა­დე­ბუ­ლი საჭ­მე­ლი მიყ­ვარს. მე თვი­თონ ვერ ვამ­ზა­დებ, მაგ­რამ ბევრ ჩემს მე­გო­ბარს გემ­რი­ე­ლი ხელი აქვს. რომ არ ვე­ლო­დე­ბი, ისე­თი მე­გო­ბა­რი და­მახ­ვედ­რებს ხოლ­მე გემ­რი­ელ კერძს...

- შენი საყ­ვა­რე­ლი კერ­ძი რო­მე­ლია?

- ყვე­ლა­ფე­რი მიყ­ვარს კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი, პრე­ტენ­ზი­უ­ლი მჭა­მე­ლი არ ვარ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

''ჩემმა ცოლმა კერძების მომზადება უნდა იცოდეს ან ისწავლოს''

''ჩემმა ცოლმა კერძების მომზადება უნდა იცოდეს ან ისწავლოს''

ამბობს, რომ გველისა და ბაყაყის ხორცს არასდროს გასინჯავს, თუმცა იმავეს ამბობდა კიბორჩხალებზე. კერძებს ჯერ ისევ დედა უმზადებს. თავად ტყემალი და მურაბა ერთმანეთში ერევა, თუმცა დიზაინერმა მაინც გაიხსენა ერთი სალათის რეცეპტი, რომელიც თურმე წონაში კლებასაც უწყობს ხელს. დღეს კულინარიაზე ზალიკო ბერგერი გვესაუბრება.

- ზალიკო, გურმანი ხარ?

- საშინლად.

- რაში გამოიხატება შენი გურმანობა?

- მიყვარს ეგზოტიკური, უცხო კერძები. მაგალითად, პირველად სუში რომ გავსინჯე, არ მომეწონა. მეორედ, მესამედ მეგემრიელა და მივხვდი, რომ ნებისმიერი სახის ახალი უცნაური პროდუქტის გასინჯვა საინტერესოა და ძალიანაც შევიყვარე. იგივე დამემართა კიბორჩხალასთან დაკავშირებით. ბაქოში სტუმრად ვიყავი მეგობართან და პრეზიდენტის ოჯახიდან ცოცხალი კიბორჩხალები მოუტანეს საჩუქრად დიდი ყუთით. ვნახე, როგორ მზადდებოდა. ვერ ვიფიქრებდი, რომ შევჭამდი, მაგრამ გამზადებული, სოუსით, ძალიან მომეწონა.

- მხოლოდ გემრიელი კვება გიყვარს თუ კერძების მომზადებაც გამოგდის?

- თვითონ იშვიათად ვამზადებ, ისე, სახლში მომზადებული საჭმელი მიყვარს. მე თვითონ ვერ ვამზადებ, მაგრამ ბევრ ჩემს მეგობარს გემრიელი ხელი აქვს. რომ არ ველოდები, ისეთი მეგობარი დამახვედრებს ხოლმე გემრიელ კერძს...

- შენი საყვარელი კერძი რომელია?

- ყველაფერი მიყვარს კარგად მომზადებული, პრეტენზიული მჭამელი არ ვარ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია