კობა დავითაშვილი პოლიტიკიდან მიდის, მაგრამ პარლამენტის წევრად რჩება. ამის შესახებ დეპუტატმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დავითაშვილი განმარტავს, რომ ის პარლამენტს ვერ დატოვებს, რადგან მის ოჯახს სხვა შემოსავალი, გარდა სადეპუტატო ანაზღაურებისა, არ გააჩნია.
"შედეგი დადგა, ეს შედეგი ძალიან ცხადია. გასამართლებელი საფუძველი ამ შედეგს არ აქვს. ამიტომ მე ვტოვებ პარტიულ პოლიტიკას. გემშვიდობებით. ეს ნიშნავს, რომ არ ვაპირებ კენჭისყრაში მონაწილეობას არც ერთ არჩევნებში. ასევე რაიმე სახის პოლიტიკურ გადაცემებში ან ინტერვიუებში მონაწილეობას.
რაც შეეხება პარლამენტის წევრობას, აბსოლუტურად ლოგიკური იქნებოდა ისიც დამეტოვებინა, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ჩემი, დეპუტატის ხელფასი, ჩემი ოჯახის ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენს. ამიტომ მას ვერ დავტოვებ",-განაცხადა დავითაშვილმა.