ომარ ნიშნიანიძე - რა ერთი მასალით ხართ ყველა გაკეთებული

ომარ ნიშნიანიძე - რა ერთი მასალით ხართ ყველა გაკეთებული

"რა ერთი მასალით ხართ ყველა გაკეთებული", - ამ განცხადებით დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმცირესობის წევრებს მიმართა.

ნიშნიანიძემ დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტა, "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოჰაბიტაცია და განაცხადა, რომ არჩევნებში გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებასთან ერთად, მოსალოცია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან გასტუმრება.

"მხეცური ინსტიქტებით შეპყრობილი ადამიანის ნაცვლად, ჩვენ პრეზიდენტად ადამიანი ავირჩიეთ", - განაცხადა ნიშნიანიძემ.

ნიშნიანიძე დღეს უმცირესობის წევრების ბრალდებებსაც გამოეხმაურა, მათ შორის საბიუჯეტო პრობლემატიკასთან დაკავშირებით.

"ბიუჯეტის ვირთხებს, რომელიც ჩვენს თვალწინ არიან, როგორ აქვთ უფლება, ბიუჯეტის ავკარგიანობაზე ილაპარაკონ?! მათ ხალხის ბიუჯეტი საკუთარი ჯიბის ფული ეგონათ, საკუთარი ოჯახების, საყვარლების "საგულაოდ" იყენებდნენ. ქვეყნის პრეზიდენტი ჰარამხანით აღმა-დაღმა "დაგულაობდა". გაიხსენეთ, ლისაბონის მაგალითი, როდესაც იქ გამართულმა თქვენმა ორგიებმა მთელი ევროპა შეძრა. ამ რამდენიმე ხნის წინ, როცა კომიტეტში ბიუჯეტის პროექტი იხილებოდა, გიორგი თევდორაძის და გიორგი ვაშაძის გამოსვლა უპასუხიმგებლობის კლასიკური მაგალითი იყო - მათ სიცრუის კორიანტელი დააყენეს და პასუხის მოსასმენად არ მოიცადეს. ატეხეს ერთი ხარხარი, ქოთქოთი და კომიტეტის სხდომიდან გაიქცნენ", - განაცხადა ნიშნიანიძემ.

დეპუტატმა აღნიშნა ისიც, რომ გიორგი თევდორაძეს, რომელიც ქუთაისის მერი იყო, ქალაქისთვის არაფერი გაუკეთებია, კვლავ მოუწესრიგებელია წყლისა და კანალიზაციის სისტემები და "ადამიანები პირველყოფილებივით ბუჩქებში დადიან".

ნიშნიანის ამ გამოსვლას შენიშვნებით უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. მან კოლეგას მიმართა, რომ პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას, შესაძლებელია პოზიციების ისეთი ტერმინების გარეშე დაფიქსირება, როგორიცაა, "ჰარამჰანა" და "საყვარელი".

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა