31 წლის ინდოელი მსახიობი და მომღერალი სექსუალური პრიანკა ჩოპრა კინოსამყაროს იპყრობს.
"მის სამყარო 2000" ჰოლივუდის რეჟისორებმა შენიშნეს. ის პირველი ინდოელი ქალია, რომელიც პოპულარული ბრენდის, Guess-ის სახე გახდა. ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა პრიანკა სექსუალურ ფოტოსესიაშიც გადაიღო. ფოტოებში ჩოპრა შესანიშნავად გამოიყურება. ცნობილმა დიზაინერმა პოლ მარჩიანომ პრიანკას "ახალგაზრდა სოფი ლორენი" უწოდა.
"ყოველთვის ვფიქრობდი, რომ გოგონა ლამაზი მაშინაა, როდესაც ქალურია. ზოგჯერ ქალებს გაცნობიერება უჭირთ, რომ ლამაზი გამხდარს არ ნიშნავს. მრგვალი ფორმები საუკეთესოა", - განაცხადა მსახიობმა ჟურნალისტებთან საუბარში.
მომზადებულია Guess-ის მიხედვით.