მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აიკრძალება თუ არა 5 წლის ბავშვების სკოლაში მიყვანა
აიკრძალება თუ არა 5 წლის ბავშვების სკოლაში მიყვანა

გა­ნათ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი დი­მიტ­რი შაშ­კი­ნი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე 5 წლის ასა­კის ბავ­შვე­ბის სკო­ლა­ში მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კა­ნონ­ში მო­სა­ლოდ­ნელ ცვლი­ლე­ბებ­ზე კო­მენ­ტარს აკე­თებს.

"გუ­შინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო და პარ­ლა­მენ­ტი ამ­ზა­დე­ბენ კა­ნონ­ში ახალ ცვლი­ლე­ბას და აპი­რე­ბენ, 5 წლის ასა­კის ბავ­შვე­ბის სკო­ლა­ში მიყ­ვა­ნა­ზე აკ­რძალ­ვის და­წე­სე­ბას.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებ, რომ ახლა მოქ­მე­დებს ნორ­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, მშო­ბელს უფ­ლე­ბა აქვს, თა­ვად გა­და­წყვი­ტოს, თუ რა ასაკ­ში მი­იყ­ვა­ნოს ბავ­შვი სკო­ლა­ში. ამის შეც­ვლა და და­მა­ტე­ბი­თი აკ­რძალ­ვე­ბის შექ­მნა და­უშ­ვე­ბე­ლია:

ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით სკო­ლა­ში სწავ­ლის და­წყე­ბა 5 წლის ასა­კი­დან უკვე სამი წე­ლია მოქ­მე­დებს და ამ პე­რი­ოდ­ში არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა რა­ი­მე ფუნ­და­მე­ტუ­რი პრობ­ლე­მა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით;

5 წლის ასა­კი­დან სწავ­ლა მოქ­მე­დებს და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში - მა­გა­ლი­თად, აშშ, საფ­რან­გე­თი და ა.შ.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია 5 წლის ბავ­შვებ­ზე;

გა­და­წყვეტ­ლე­ბა, თუ რა ასაკ­ში მი­იყ­ვა­ნოს ბავ­შვი სკო­ლა­ში, და­მო­კი­დე­ბუ­ლია მშობ­ლებ­ზე და არის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი;

სა­ხელ­მწი­ფო და­მა­ტე­ბი­თი შე­ზღუდ­ვე­ბით არ უნდა ერე­ო­დეს ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბა­ში.

გარ­და ამი­სა, მე ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს ამ შე­ზღუდ­ვის ავ­ტო­რებ­მა თუ შე­ის­წავ­ლეს სტა­ტის­ტი­კა? ყო­ველ წელს 10-15 ათა­სი 5 წლის ასა­კის ბავ­შვი შე­დის სკო­ლა­ში მათი მშობ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით. ამ­ხე­ლა რა­ო­დე­ნო­ბის ბავ­შვე­ბის შე­ზღუდ­ვა ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­მო­იწ­ვევს სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ზე მო­თხოვ­ნას. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რა დიდი პრობ­ლე­მე­ბი იყო წელს ბა­ღებ­ში ად­გი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ათა­სო­ბით ბავ­შვი დარ­ჩე­ბა სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში ად­გი­ლე­ბის გა­რე­შე და მათ მშობ­ლებს მო­უ­წევთ კერ­ძო ბა­ღებ­ში საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­და", - წერს შაშ­კი­ნი.

ამ სა­კითხს უკვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი თა­მარ სა­ნი­კი­ძე. მი­ნის­ტრი ხუთი წლის ბავ­შვის სკო­ლა­ში შეყ­ვა­ნის ამ­კრძა­ლავ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბას არ ადას­ტუ­რებს. "ჯერ მუ­შავ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი კვლე­ვე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად სა­კი­თხი არის იდე­ის დო­ნე­ზე და მე მას მა­ღალ ლე­გი­ტი­მა­ცი­ას არ მივ­ცემ­დი. ჩა­ტა­რე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე კვლე­ვა, რამ­დე­ნად შე­უძ­ლია 5 წლის ბავ­შვს სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, შე­სა­ბა­მი­სად ჩვენ ამ კვლე­ვის შე­დეგ­ზებს ვსწავ­ლობთ. კა­ნონპ­რო­ექ­ტის ინი­ცი­რე­ბა არც გა­მი­კე­თე­ბია და ამა­ზე არც ვმუ­შა­ობთ", - გა­ნა­ცხა­და სა­ნი­კი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

აიკრძალება თუ არა 5 წლის ბავშვების სკოლაში მიყვანა

აიკრძალება თუ არა 5 წლის ბავშვების სკოლაში მიყვანა

განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე 5 წლის ასაკის ბავშვების სკოლაში მიღებასთან დაკავშირებით კანონში მოსალოდნელ ცვლილებებზე კომენტარს აკეთებს.

"გუშინ ცნობილი გახდა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და პარლამენტი ამზადებენ კანონში ახალ ცვლილებას და აპირებენ, 5 წლის ასაკის ბავშვების სკოლაში მიყვანაზე აკრძალვის დაწესებას.

საზოგადოებას შევახსენებ, რომ ახლა მოქმედებს ნორმა, რომლის მიხედვით, მშობელს უფლება აქვს, თავად გადაწყვიტოს, თუ რა ასაკში მიიყვანოს ბავშვი სკოლაში. ამის შეცვლა და დამატებითი აკრძალვების შექმნა დაუშვებელია:

ნებაყოფლობით სკოლაში სწავლის დაწყება 5 წლის ასაკიდან უკვე სამი წელია მოქმედებს და ამ პერიოდში არ გამოვლენილა რაიმე ფუნდამეტური პრობლემა ამასთან დაკავშირებით;

5 წლის ასაკიდან სწავლა მოქმედებს დასავლეთის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში - მაგალითად, აშშ, საფრანგეთი და ა.შ.

საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმა ორიენტირებულია 5 წლის ბავშვებზე;

გადაწყვეტლება, თუ რა ასაკში მიიყვანოს ბავშვი სკოლაში, დამოკიდებულია მშობლებზე და არის ნებაყოფლობითი;

სახელმწიფო დამატებითი შეზღუდვებით არ უნდა ერეოდეს ოჯახის ცხოვრებაში.

გარდა ამისა, მე ძალიან მაინტერესებს ამ შეზღუდვის ავტორებმა თუ შეისწავლეს სტატისტიკა? ყოველ წელს 10-15 ათასი 5 წლის ასაკის ბავშვი შედის სკოლაში მათი მშობლების გადაწყვეტილებით. ამხელა რაოდენობის ბავშვების შეზღუდვა ავტომატურად გამოიწვევს საბავშვო ბაღებზე მოთხოვნას. თუ გავითვალისწინებთ, რა დიდი პრობლემები იყო წელს ბაღებში ადგილებთან დაკავშირებით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ათასობით ბავშვი დარჩება საბავშვო ბაღებში ადგილების გარეშე და მათ მშობლებს მოუწევთ კერძო ბაღებში საკმაოდ მაღალი გადასახადების გადახდა", - წერს შაშკინი.

ამ საკითხს უკვე გამოეხმაურა განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე. მინისტრი ხუთი წლის ბავშვის სკოლაში შეყვანის ამკრძალავ კანონპროექტზე მუშაობას არ ადასტურებს. "ჯერ მუშავდება გარკვეული კვლევები, შესაბამისად საკითხი არის იდეის დონეზე და მე მას მაღალ ლეგიტიმაციას არ მივცემდი. ჩატარებულია რამდენიმე კვლევა, რამდენად შეუძლია 5 წლის ბავშვს სასწავლო პროცესში მონაწილეობა, შესაბამისად ჩვენ ამ კვლევის შედეგზებს ვსწავლობთ. კანონპროექტის ინიცირება არც გამიკეთებია და ამაზე არც ვმუშაობთ", - განაცხადა სანიკიძემ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს