მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოვუაროთ ზამთარში ქოთნის ყვავილებს
როგორ მოვუაროთ ზამთარში ქოთნის ყვავილებს

ყვა­ვი­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი ხში­რად წუ­წუ­ნე­ბენ, რომ ზამ­თრის პი­რას მათი ყვა­ვი­ლე­ბი უფრო მო­წყე­ნი­ლია. მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს სი­ნათ­ლის დე­ფი­ცი­ტი, სუფ­თა ჰა­ე­რის უკ­მა­რი­სო­ბა, ორ­პი­რი ქარი, ტემ­პე­რა­ტუ­რის მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბა, ნი­ა­და­გის გა­მოშ­რო­ბა ან, პი­რი­ქით, ზედ­მე­ტი სი­ნო­ტი­ვე, საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის დე­ფი­ცი­ტი ან სი­ჭარ­ბე. რო­გორ მო­ვუ­ა­როთ ზამ­თარ­ში ქოთ­ნის ყვა­ვი­ლებს, კი­თხვებს ბი­ო­ლო­გი, ზურა შე­ვარ­დნა­ძე პა­სუ­ხობს.

გა­მოგ­ზავ­ნი­ლი კი­თხვე­ბი:

ნინი:

რო­გორ მო­ვუ­ა­როთ ბა­რა­ქის ხეს ზამ­თარ­ში?

-ყვე­ლას აწუ­ხებს ეს სა­კი­თხი, ძა­ლი­ან ად­ვი­ლი მო­სავ­ლე­ლია ე.წ. ბა­რა­ქის ხე, მას ჰქვია კრა­სუ­ლა, ქარ­თუ­ლად მსუ­ქა­ნა, იმი­ტომ რომ მისი ღე­რო­ე­ბი და ფოთ­ლე­ბი ძა­ლი­ან წყლი­ა­ნია. ვი­საც აქვს ეს მცე­ნა­რე და ქო­ნია მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ყვე­ლამ იცის, ძა­ლი­ან ბევრ წყალს იმა­რა­გებს ფოთ­ლებ­სა და ღე­რო­ებ­ში. გა­ნე­კუთ­ვნე­ბა იმ მცე­ნა­რე­თა ჯგუფს, რო­მელ­საც ვი­წო­დებთ სუ­კუ­ლენ­ტებს. ბა­რა­ქის ხე ძა­ლი­ან ად­ვი­ლი მო­სავ­ლე­ლია, თუ რა­მო­დე­ნი­მე წესს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ. მა არ სჭირ­დე­ბა დიდი ზო­მის ქო­თა­ნი და საკ­მა­ოდ დიდი მცე­ნა­რეც შე­იძ­ლე­ბა იყოს ჩარ­გუ­ლი პა­ტა­რა ზო­მის ქო­თან­ში. ნი­ა­და­გი ამ მცე­ნა­რის­თვის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს კარ­გად დრე­ნა­ჟი­რე­ბა­დი, რომ კარ­გად გას­დი­ო­დეს წყა­ლი და ძა­ლი­ან არ სველ­დე­ბო­დეს ქო­თან­ში მიწა. ასე­ვე მზის მოყ­ვა­რუ­ლი მცე­ნა­რეა. ერთი მთა­ვა­რი პი­რო­ბა გახ­ლავთ ის, რომ აუ­ცი­ლებ­ლად ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში სჭირ­დე­ბა მოს­ვე­ნე­ბის დრო. უნდა ავარ­ჩი­ოთ ყვე­ლა­ზე ცივი პე­რი­ო­დი და მი­ნი­მუმ თვე ნა­ხე­ვა­რი - ორი თვე სა­ერ­თოდ არ მოვრწყათ და და­ვას­ვე­ნოთ ეს მცე­ნა­რე. მას იმ პე­რი­ოდ­ში ჩა­მოს­ცვივ­დე­ბა თუ აქვს ფოთ­ლე­ბი ჩა­მო­საც­ვე­ნი, შე­საც­ვლე­ლი, შემ­დეგ უკვე ძა­ლი­ან ად­ვი­ლად გა­ი­ხა­რებს და იყ­ვა­ვი­ლებს კი­დეც.

ანნა ფა­ღა­ვა:

მაქვს mini cyclaam ის ჯი­შის ყვა­ვი­ლე­ბი, ვცხოვ­რობ ტოს­კა­ნას რე­გი­ონ­ში, რო­გო­რია მისი მოვ­ლის პი­რო­ბე­ბი?

-ციკ­ლა­მე­ნი არის ყო­ჩი­ვარ­და. არ­სე­ბობს ასე­ვე პა­ტა­რა მინი ზო­მის ჯი­შე­ბიც.ციკ­ლა­მე­ნის მოვ­ლა და გა­ხა­რე­ბა ასე­ვე ძა­ლი­ან ად­ვი­ლად შე­იძ­ლე­ბა. თუმ­ცა გა­აჩ­ნია კი­თხვის ავ­ტო­რი ციკ­ლა­მენს ოთა­ხის პი­რო­ბებ­ში ამ­რავ­ლებს თუ ღია გრუნ­ტის პი­რო­ბებ­ში. თუ ღია გრუნ­ტში აქვს, ის ინარ­ჩუ­ნებს თა­ვის ბუ­ნებ­რივ მდგო­მა­რე­ო­ბას, ზამ­თარ­ში ჩახ­მე­ბა, ადრე გა­ზა­ფხულ­ზე ამო­ვა, და­ი­წყებს ყვა­ვი­ლო­ბას, შემ­დეგ ფოთ­ლებს გა­ნი­ვი­თა­რებს და ა.შ. ოთა­ხის პი­რო­ბებ­ში კი უფრო რთუ­ლია ციკ­ლა­მე­ნის მოვ­ლა. ხში­რად ეშ­ლე­ბათ და ციკ­ლა­მე­ნე­ბის მოვ­ლის დროს არ ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ იმას, რომ ციკ­ლა­მენს არ უყ­ვარს თბი­ლი ოთა­ხი. ის კარ­გად გრძნობს თავს გა­უთ­ბო­ბელ სივ­რცე­ში. ძა­ლი­ან სი­ცი­ვე­შიც არა, მაგ­რამ სით­ბოც არ უყ­ვარს. ამი­ტომ ჯობს ციკ­ლა­მე­ნე­ბი გვქონ­დეს შუ­შა­ბან­დებ­ში, ან გა­უთ­ბო­ბელ ოთახ­ში ფან­ჯრის რა­ფა­ზე.

ნა­თია დარ­ჩია:

ეხ­ლა­ხან შე­ვი­ძი­ნე ოთა­ხის ბალ­ბა და რა­ტომ­ღაც მო­ი­წყი­ნა და ფოთ­ლე­ბი გა­უყ­ვით­ლდა. იქ­ნებ მირ­ჩი­ოთ რო­გორ მო­ვუ­ა­რო სად დავ­დგა და რა სიხ­ში­რით მოვრწყო?

-ბალ­ბაც არ არის ძა­ლი­ან სით­ბოს მოყ­ვა­რუ­ლი მცე­ნა­რე. პრა­კტი­კუ­ლად ბალ­ბა მთე­ლი ზა­ფხუ­ლი პე­რი­ოდ­ში შე­იძ­ლე­ბა გვქონ­დეს გა­რეთ მზის გულ­ზე, ის სი­ნათ­ლის და სიმ­შრა­ლის მოყ­ვა­რუ­ლი მცე­ნა­რეა. ფან­ჯრის რაფა არის ყვე­ლა­ზე შე­სა­ფე­რი­სი ად­გი­ლი ბალ­ბას­თვის ზამ­თარ­ში. ამ მცე­ნა­რეს ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში არ უყ­ვარს სით­ბო, ურ­ჩევ­ნია იყოს გა­ნათ­ბულ ად­გი­ლას. აუ­ცი­ლე­ბე­ლი რაც უნდა იცო­დეთ, არის ის, რომ ბალ­ბა ად­ვი­ლად ბერ­დე­ბა. ამი­ტომ მისი კენ­წრუ­ლი კვირ­ტე­ბით, წვე­რე­ბის­გან შე­იძ­ლე­ბა კარ­გად და­ფეს­ვი­ა­ნე­ბუ­ლი კალ­მე­ბის გა­მოყ­ვა­ნა, და­ფეს­ვი­ა­ნე­ბა და გა­ნახ­ლე­ბა სულ. თუ გვინ­და, რომ უხვი ყვა­ვი­ლო­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ო­დეს, მა­შინ ის ყო­ველ წელს უნდა გა­ვა­ახ­ლოთ.

ნანა:

შე­ვი­ძი­ნე ოთა­ხის მცე­ნა­რე­ე­ბის თეს­ლე­ბი (ბე­გო­ნი­ას და იე­ბის) იქ­ნებ მირ­ჩი­ოთ, რა­ი­მე სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­რე­მოს შექ­მნა არის სა­ჭი­რო, თუ პი­და­პირ ქოთ­ნებ­ში ჩავ­თე­სო. დრო­ის რა პე­რი­ოდ­ში არის უფრო მი­ზან­შე­წო­ნი­ლი?

-ეს იოლი საქ­მე არ არის, რთუ­ლი საქ­მის­თვის მი­უყ­ვია ხელი კი­თხვის ავ­ტორს. მცე­ნა­რე­ე­ბის თეს­ლით გა­მოყ­ვა­ნა, თან ოთა­ხის პი­რო­ბებ­ში ეს ძა­ლი­ან რთუ­ლია, იმი­ტომ რომ ოთახ­ში არ არის შე­სა­ბა­მი­სი ტე­ნი­ა­ნო­ბა, არ არის შე­სა­ფე­რი­სი გა­ნა­თე­ბა, რო­გო­რიც სჭირ­დე­ბა ამ მცე­ნა­რე­ე­ბის გა­მოყ­ვა­ნას. ოთახ­ში გა­უ­ჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ქო­თან­ში ჩა­თეს­ვას, სჯობს, რომ არა­ჟ­ნის პლას­მა­სის მოგ­რძო კონ­ტე­ი­ნერ­ში ჩარ­გოს. დახ­ვრი­ტოს ეს კონ­ტე­ი­ნე­რე­ბი, თას­ზე მო­ა­თავ­სოს, და­დოს ფან­ჯა­რას­თან, სა­დაც ბევ­რი შუქი იქ­ნე­ბა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი იყოს სპე­ცი­ა­ლურ ნა­ზავ­ში- სამი წილი ტყის მიწა, ერთი წილი ქვი­შა, ერთი წილი ნა­კე­ლი. ასე­თი ტი­პის სპე­ცი­ა­ლუ­რად და­სა­თე­სად მზა მი­წა­ში უნდა და­თე­სოს ჩი­თი­ლე­ბი თე­ბერ­ვა­ლი - მარ­ტის თვე­ში.

ვახო:

მაქვს ტი­ტის ბოლ­ქვე­ბი. მა­ინ­ტე­რე­სებს რო­დის ჩავრგო ოთხის პი­რო­ბებ­ში და რა ინ­ტენ­სი­ვო­ბით მოვრწყა რომ არ დალ­პეს?

-ოთა­ხის პი­რო­ბებ­ში ტი­ტის ბოლ­ქვე­ბი არ გა­ი­ხა­რებს. არც ტიტა და არც ნარ­ცი­სი და არც ბოლ­ქვო­ვა­ნი მცე­ნა­რე­ე­ბი არ არის ოთა­ხის მცე­ნა­რე­ე­ბი. ოთახ­ში არც ივარ­გებს და არც იყ­ვა­ვი­ლებს. აუ­ცი­ლებ­ლად ისეთ ადა­მი­ანს უნდა გა­დას­ცეთ ეს ბოლ­ქვე­ბი, ვი­საც ექ­ნე­ბა ამის გა­რეთ დარ­გვის სა­შუ­ა­ლე­ბა, თუ მა­ინ­ცდა­მა­იც უნდა მა­შინ ამის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა აი­ვან­ზე ქო­თან­ში. ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს, ნო­ემ­ბერ­ში ყვე­ლა­ზე კარ­გი დროა ტი­ტე­ბის და ნარ­ცი­სე­ბის და­სარ­გვე­ლად. ზამ­თრის ცივი და ყინ­ვი­ა­ნი პე­რი­ო­დი ამ მცე­ნა­რე­ებ­მა აუ­ცი­ლებ­ლად მი­წა­ში უნდა გა­ა­ტა­რონ, რომ გა­ზა­ფხულ­ზე ყვა­ვი­ლი მოგ­ვცენ. ამი­ტომ თუ ჯერ დარ­გუ­ლი არ აქვს, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა დარ­გოს და გა­რეთ, სი­ცი­ვე­ში დად­გას. ბოლ­ქვო­ვან მცე­ნა­რე­ებ წყა­ლი არ უყ­ვარს, ნი­ა­და­გი უნდა იყოს ყო­ველ­თვის ნეს­ტი­ა­ნი, მაგ­რამ არა სვე­ლი.

ნინო:

მაქვს თეთ­რი და ია­სამ­ნის­ფე­რი ორ­ქი­დეა რო­გორ მო­ვუ­ა­რო მათ? თეთ­რი წელს არც გაყ­ვავ­და. ან თუ შე­იძ­ლე­ბა წუნ­წუ­ხი­ან წყალ­ში ჩავ­დგა, რო­გორც მორ­წყვის შემ­თხვე­ვა­ში?

-არ სჭირ­დე­ბა ორ­ქი­დე­ას ნოყი­ე­რი ნი­ა­და­გი. ორ­ქი­დე­ე­ბი არი­ან ეპი­ფი­დე­ბი, ანუ ხე­ებ­ზე იზ­რდე­ბი­ან თა­ვი­ანთ სამ­შობ­ლო­ში. სხვა მცე­ნა­რე­ებ­ზე სახ­ლო­ბენ და და­სა­სახ­ლებ­ლად ტრო­პი­კულ ქვეყ­ნებ­ში ხე­ებს ირ­ჩე­ვენ. ამი­ტომ თუ და­აკ­ვირ­დე­ბით, როცა ორ­ქი­დე­ებს ყი­დი­ან ქო­ტან­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სუბსტრა­ტი არ არის. ქო­თან­ში არის ხის ქერ­ქე­ბი და სწო­რედ აქ მო­ყავთ ორ­ქი­დე­ე­ბი. ამი­ტომ ორ­ქი­დე­ე­ბის მოვ­ლა ცოტა რთუ­ლია. თუ გა­დარ­გვა არის სა­ჭი­რო, მა­შინ ისევ ორ­ქი­დე­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო სპე­ცი­ა­ლურ სუბსტრატ­ში უნდა გა­და­ირ­გოს. რამ­დე­ნი­მე კომ­პო­ნენ­ტის­გან შედ­გე­ბა ეს სუბსტრა­ტი და ერთ-ერთი მთა­ვა­რი კომ­პო­ნენ­ტი არის ფიჭ­ვის ხის ქერ­ქი. ორ­ქი­დეა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს გამჭვირ­ვა­ლე ქო­თან­ში ჩარ­გუ­ლი, იმი­ტომ რომ ამ მცე­ნა­რის ფეს­ვე­ბი შე­ი­ცავს ქლორო­ფილს და აქვთ ფო­ტო­სინ­თე­ზის უნა­რი.

თიკო:

მირ­ჩი­ეთ ქოთ­ნის მცე­ნა­რე რო­მე­ლიც კარ­გად გრძნობს თავს მზე­ზე?

-ბევ­რი მცე­ნა­რეა ისე­თი, რო­მე­ლიც კარ­გად გრძნობს თავს მზე­ზე. იგი­ვე სუ­კუ­ლენ­ტე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კრა­სუ­ლა, ბა­რა­ქის ხეს რომ ვე­ძა­ხით, შე­სა­ნიშ­ნა­ვად გრძნობს თავს მზე­ზე. იგი­ვე გე­რა­ნე­ბი კარ­გად ყვა­ვი­ან მზე­ზე და მზის გულ­ზე არა­თუ კარ­გად გრძნო­ბენ თავს, არა­მედ სჭირ­დე­ბათ მზა­ნი გა­რე­მო, ასე­ვე ბევ­რი მზე სჭირ­დე­ბა ჯუჯა ბრო­წე­ულს. ძა­ლი­ან ბევ­რია ასე­თი მცე­ნა­რე.

ნინი-მარი:

რო­გორ მო­ვუ­ა­როთ მან­და­რი­ნის ხეს ქო­თან­ში?

-მან­და­რი­ნის ხის ქო­თან­ში მოვ­ლა ძა­ლი­ან პრობ­ლე­მა­ტუ­რია, იმი­ტომ რომ მან­და­რი­ნი არის სუბტ­რო­პი­კუ­ლი მცე­ნა­რე, ჩი­ნე­თი- ია­პო­ნი­აა მისი სამ­შობ­ლო. შე­სა­ბა­მი­სად მან­და­რი­ნის ხეს ზამ­თარ­ში არ სჭირ­დე­ბა სით­ბო. ეს ჯუჯა მან­და­რი­ნი იქ­ნე­ბა, ჩა­მო­ტა­ნი­ლი მცე­ნა­რე და ასეთ ჩა­მო­ტა­ნილ მცე­ნა­რე­ებს სხვა პრობ­ლე­მე­ბი აქვთ. ისი­ნი ტორფში არი­ან გა­მოზ­რდი­ლე­ბი და ფაქ­ტი­უ­რად ხე­ლოვ­ნურ სუბსტრაქ­ტზე იზ­რდე­ბი­ან. ამ მცე­ნა­რე­ე­ბის მოვ­ლა არ არის მარ­ტო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იმ წე­სებ­თან, რომ­ლე­ბა­საც ეს მცე­ნა­რე­ე­ბი ჩვენ­გან მო­ი­თხო­ვენ, არა­მედ ვე­ჯა­ხე­ბით იმ პრობ­ლე­მა­საც, რომ ეს მცე­ნა­რე­ე­ბი არი­ან ტორფში ხე­ლოვ­ნურ სუბსტრაქ­ტზე.

ნანა:

თქვენს "ჯა­დოს­ნურ სამ­ყა­რო­ში" შე­იმ­ჩნე­ვა ძვე­ლი ჭურ­ჭე­ლის სიმ­რავ­ლე, ეს ყვე­ლა­ფე­რი თქვე­ნი ოჯა­ხი­დან არის, თუ გყავთ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც მო­აქვთ ისი­ნი თქვენ­თვის?

-ჩვენ­თან გარ­დე­ნი­ა­ში ძა­ლინ ბევ­რი ჭურ­ჭე­ლი ჩვე­ნი ახ­ლობ­ლე­ბის და მე­გობ­რე­ბის მო­ტა­ნი­ლია. მე ძა­ლი­ან ბევ­რს დავ­დი­ვარ და ხში­რად ვარ სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ში და ბარ­ში, შე­სა­ბა­მი­სად მეც ბევრ ჭურ­ჭელს ვაგ­რო­ვებ. მე ასე ვცხოვ­რობ, ეს ჩემი ცხოვ­რე­ბის წე­სია. ხში­რად მჩუქ­ნი­ან ჭურ­ჭელს, ბევ­რს ვყი­დუ­ლობ და ასე გროვ­დე­ბა.

2) გვი­ამ­ბეთ თქვენს შე­სა­ხებ, ბავ­შვო­ბა­სა და მა­მა­კა­ცის­თვის ამ უჩ­ვე­უ­ლო გა­ტა­ცე­ბა­ზე.

-ეს უკვე გა­ტა­ცე­ბა აღარ არის, ეს ჩემი პრო­ფე­სი­აა. სხვა­თა­შო­რის ბავ­შვო­ბი­დან მინ­დო­და, რომ ამ საქ­მით ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი. იმ პე­რი­ო­დი­დან მინ­დო­და, მე­ბა­ღე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, როცა ჯერ კი­დევ არ ვი­ცო­დი ამ პრო­ფე­სი­ას რა ერ­ქვა. მხო­ლოდ ის ვი­ცო­დი, რომ მინ­დო­და მქო­ნო­და ბაღი, სა­დაც იქ­ნე­ბო­და ბევ­რი სი­ლა­მა­ზე, ბევ­რი ეს­თე­ტუ­რად მო­წყო­ბი­ლი კუ­თხე, სა­დაც მეც ვი­სი­ა­მოვ­ნებ­დი და სხვე­ბიც კმა­ყო­ფი­ლე­ბიც დარ­ჩე­ბოდ­ნენ. ეს ოც­ნე­ბა ავას­რუ­ლე და ავიხ­დი­ნე. ბა­ბუა მყავ­და აგ­რო­ნო­მი და ბი­ძა­ჩე­მი ნიკო შე­ვარ­დნა­ძეც აგ­რო­ნო­მი იყო. მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მცე­ნა­რე­ე­ბი­სად­მი ყო­ველ­თვის მხიბ­ლავ­და და მომ­წონ­და და ალ­ბათ ამა­ნაც გა­ნა­პი­რო­ბა ჩემი არ­ჩე­ვა­ნი. სამი წლი­სამ უკვე ვი­ცო­დი, რომ მინ­დო­და მე­ბა­ღე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.

იხი­ლეთ ვი­დეო

როგორ მოვუაროთ ზამთარში ქოთნის ყვავილებს

როგორ მოვუაროთ ზამთარში ქოთნის ყვავილებს

ყვავილების მოყვარულები ხშირად წუწუნებენ, რომ ზამთრის პირას მათი ყვავილები უფრო მოწყენილია. მიზეზი შეიძლება იყოს სინათლის დეფიციტი, სუფთა ჰაერის უკმარისობა, ორპირი ქარი, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება, ნიადაგის გამოშრობა ან, პირიქით, ზედმეტი სინოტივე, საკვები ნივთიერებების დეფიციტი ან სიჭარბე. როგორ მოვუაროთ ზამთარში ქოთნის ყვავილებს, კითხვებს ბიოლოგი, ზურა შევარდნაძე პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები:

ნინი:

როგორ მოვუაროთ ბარაქის ხეს ზამთარში?

-ყველას აწუხებს ეს საკითხი, ძალიან ადვილი მოსავლელია ე.წ. ბარაქის ხე, მას ჰქვია კრასულა, ქართულად მსუქანა, იმიტომ რომ მისი ღეროები და ფოთლები ძალიან წყლიანია. ვისაც აქვს ეს მცენარე და ქონია მასთან ურთიერთობა ყველამ იცის, ძალიან ბევრ წყალს იმარაგებს ფოთლებსა და ღეროებში. განეკუთვნება იმ მცენარეთა ჯგუფს, რომელსაც ვიწოდებთ სუკულენტებს. ბარაქის ხე ძალიან ადვილი მოსავლელია, თუ რამოდენიმე წესს გავითვალისწინებთ. მა არ სჭირდება დიდი ზომის ქოთანი და საკმაოდ დიდი მცენარეც შეიძლება იყოს ჩარგული პატარა ზომის ქოთანში. ნიადაგი ამ მცენარისთვის აუცილებლად უნდა იყოს კარგად დრენაჟირებადი, რომ კარგად გასდიოდეს წყალი და ძალიან არ სველდებოდეს ქოთანში მიწა. ასევე მზის მოყვარული მცენარეა. ერთი მთავარი პირობა გახლავთ ის, რომ აუცილებლად ზამთრის პერიოდში სჭირდება მოსვენების დრო. უნდა ავარჩიოთ ყველაზე ცივი პერიოდი და მინიმუმ თვე ნახევარი - ორი თვე საერთოდ არ მოვრწყათ და დავასვენოთ ეს მცენარე. მას იმ პერიოდში ჩამოსცვივდება თუ აქვს ფოთლები ჩამოსაცვენი, შესაცვლელი, შემდეგ უკვე ძალიან ადვილად გაიხარებს და იყვავილებს კიდეც.

ანნა ფაღავა:

მაქვს mini cyclaam ის ჯიშის ყვავილები, ვცხოვრობ ტოსკანას რეგიონში, როგორია მისი მოვლის პირობები?

-ციკლამენი არის ყოჩივარდა. არსებობს ასევე პატარა მინი ზომის ჯიშებიც.ციკლამენის მოვლა და გახარება ასევე ძალიან ადვილად შეიძლება. თუმცა გააჩნია კითხვის ავტორი ციკლამენს ოთახის პირობებში ამრავლებს თუ ღია გრუნტის პირობებში. თუ ღია გრუნტში აქვს, ის ინარჩუნებს თავის ბუნებრივ მდგომარეობას, ზამთარში ჩახმება, ადრე გაზაფხულზე ამოვა, დაიწყებს ყვავილობას, შემდეგ ფოთლებს განივითარებს და ა.შ. ოთახის პირობებში კი უფრო რთულია ციკლამენის მოვლა. ხშირად ეშლებათ და ციკლამენების მოვლის დროს არ ითვალისწინებენ იმას, რომ ციკლამენს არ უყვარს თბილი ოთახი. ის კარგად გრძნობს თავს გაუთბობელ სივრცეში. ძალიან სიცივეშიც არა, მაგრამ სითბოც არ უყვარს. ამიტომ ჯობს ციკლამენები გვქონდეს შუშაბანდებში, ან გაუთბობელ ოთახში ფანჯრის რაფაზე.

ნათია დარჩია:

ეხლახან შევიძინე ოთახის ბალბა და რატომღაც მოიწყინა და ფოთლები გაუყვითლდა. იქნებ მირჩიოთ როგორ მოვუარო სად დავდგა და რა სიხშირით მოვრწყო?

-ბალბაც არ არის ძალიან სითბოს მოყვარული მცენარე. პრაკტიკულად ბალბა მთელი ზაფხული პერიოდში შეიძლება გვქონდეს გარეთ მზის გულზე, ის სინათლის და სიმშრალის მოყვარული მცენარეა. ფანჯრის რაფა არის ყველაზე შესაფერისი ადგილი ბალბასთვის ზამთარში. ამ მცენარეს ზამთრის პერიოდში არ უყვარს სითბო, ურჩევნია იყოს განათბულ ადგილას. აუცილებელი რაც უნდა იცოდეთ, არის ის, რომ ბალბა ადვილად ბერდება. ამიტომ მისი კენწრული კვირტებით, წვერებისგან შეიძლება კარგად დაფესვიანებული კალმების გამოყვანა, დაფესვიანება და განახლება სულ. თუ გვინდა, რომ უხვი ყვავილობითაც გამოირჩეოდეს, მაშინ ის ყოველ წელს უნდა გავაახლოთ.

ნანა:

შევიძინე ოთახის მცენარეების თესლები (ბეგონიას და იების) იქნებ მირჩიოთ, რაიმე სპეციალური გარემოს შექმნა არის საჭირო, თუ პიდაპირ ქოთნებში ჩავთესო. დროის რა პერიოდში არის უფრო მიზანშეწონილი?

-ეს იოლი საქმე არ არის, რთული საქმისთვის მიუყვია ხელი კითხვის ავტორს. მცენარეების თესლით გამოყვანა, თან ოთახის პირობებში ეს ძალიან რთულია, იმიტომ რომ ოთახში არ არის შესაბამისი ტენიანობა, არ არის შესაფერისი განათება, როგორიც სჭირდება ამ მცენარეების გამოყვანას. ოთახში გაუჭირდება, მაგრამ ქოთანში ჩათესვას, სჯობს, რომ არაჟნის პლასმასის მოგრძო კონტეინერში ჩარგოს. დახვრიტოს ეს კონტეინერები, თასზე მოათავსოს, დადოს ფანჯარასთან, სადაც ბევრი შუქი იქნება. აუცილებელია ეს ყველაფერი იყოს სპეციალურ ნაზავში- სამი წილი ტყის მიწა, ერთი წილი ქვიშა, ერთი წილი ნაკელი. ასეთი ტიპის სპეციალურად დასათესად მზა მიწაში უნდა დათესოს ჩითილები თებერვალი - მარტის თვეში.

ვახო:

მაქვს ტიტის ბოლქვები. მაინტერესებს როდის ჩავრგო ოთხის პირობებში და რა ინტენსივობით მოვრწყა რომ არ დალპეს?

-ოთახის პირობებში ტიტის ბოლქვები არ გაიხარებს. არც ტიტა და არც ნარცისი და არც ბოლქვოვანი მცენარეები არ არის ოთახის მცენარეები. ოთახში არც ივარგებს და არც იყვავილებს. აუცილებლად ისეთ ადამიანს უნდა გადასცეთ ეს ბოლქვები, ვისაც ექნება ამის გარეთ დარგვის საშუალება, თუ მაინცდამაიც უნდა მაშინ ამის გაკეთება შეიძლება აივანზე ქოთანში. ოქტომბრის ბოლოს, ნოემბერში ყველაზე კარგი დროა ტიტების და ნარცისების დასარგველად. ზამთრის ცივი და ყინვიანი პერიოდი ამ მცენარეებმა აუცილებლად მიწაში უნდა გაატარონ, რომ გაზაფხულზე ყვავილი მოგვცენ. ამიტომ თუ ჯერ დარგული არ აქვს, აუცილებლად უნდა დარგოს და გარეთ, სიცივეში დადგას. ბოლქვოვან მცენარეებ წყალი არ უყვარს, ნიადაგი უნდა იყოს ყოველთვის ნესტიანი, მაგრამ არა სველი.

ნინო:

მაქვს თეთრი და იასამნისფერი ორქიდეა როგორ მოვუარო მათ? თეთრი წელს არც გაყვავდა. ან თუ შეიძლება წუნწუხიან წყალში ჩავდგა, როგორც მორწყვის შემთხვევაში?

-არ სჭირდება ორქიდეას ნოყიერი ნიადაგი. ორქიდეები არიან ეპიფიდები, ანუ ხეებზე იზრდებიან თავიანთ სამშობლოში. სხვა მცენარეებზე სახლობენ და დასასახლებლად ტროპიკულ ქვეყნებში ხეებს ირჩევენ. ამიტომ თუ დააკვირდებით, როცა ორქიდეებს ყიდიან ქოტანში ჩვეულებრივი სუბსტრატი არ არის. ქოთანში არის ხის ქერქები და სწორედ აქ მოყავთ ორქიდეები. ამიტომ ორქიდეების მოვლა ცოტა რთულია. თუ გადარგვა არის საჭირო, მაშინ ისევ ორქიდეებისთვის საჭირო სპეციალურ სუბსტრატში უნდა გადაირგოს. რამდენიმე კომპონენტისგან შედგება ეს სუბსტრატი და ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის ფიჭვის ხის ქერქი. ორქიდეა აუცილებლად უნდა იყოს გამჭვირვალე ქოთანში ჩარგული, იმიტომ რომ ამ მცენარის ფესვები შეიცავს ქლოროფილს და აქვთ ფოტოსინთეზის უნარი.

თიკო:

მირჩიეთ ქოთნის მცენარე რომელიც კარგად გრძნობს თავს მზეზე?

-ბევრი მცენარეა ისეთი, რომელიც კარგად გრძნობს თავს მზეზე. იგივე სუკულენტების წარმომადგენელი კრასულა, ბარაქის ხეს რომ ვეძახით, შესანიშნავად გრძნობს თავს მზეზე. იგივე გერანები კარგად ყვავიან მზეზე და მზის გულზე არათუ კარგად გრძნობენ თავს, არამედ სჭირდებათ მზანი გარემო, ასევე ბევრი მზე სჭირდება ჯუჯა ბროწეულს. ძალიან ბევრია ასეთი მცენარე.

ნინი-მარი:

როგორ მოვუაროთ მანდარინის ხეს ქოთანში?

-მანდარინის ხის ქოთანში მოვლა ძალიან პრობლემატურია, იმიტომ რომ მანდარინი არის სუბტროპიკული მცენარე, ჩინეთი- იაპონიაა მისი სამშობლო. შესაბამისად მანდარინის ხეს ზამთარში არ სჭირდება სითბო. ეს ჯუჯა მანდარინი იქნება, ჩამოტანილი მცენარე და ასეთ ჩამოტანილ მცენარეებს სხვა პრობლემები აქვთ. ისინი ტორფში არიან გამოზრდილები და ფაქტიურად ხელოვნურ სუბსტრაქტზე იზრდებიან. ამ მცენარეების მოვლა არ არის მარტო დაკავშირებული იმ წესებთან, რომლებასაც ეს მცენარეები ჩვენგან მოითხოვენ, არამედ ვეჯახებით იმ პრობლემასაც, რომ ეს მცენარეები არიან ტორფში ხელოვნურ სუბსტრაქტზე.

ნანა:

თქვენს "ჯადოსნურ სამყაროში" შეიმჩნევა ძველი ჭურჭელის სიმრავლე, ეს ყველაფერი თქვენი ოჯახიდან არის, თუ გყავთ ადამიანები, რომლებსაც მოაქვთ ისინი თქვენთვის?

-ჩვენთან გარდენიაში ძალინ ბევრი ჭურჭელი ჩვენი ახლობლების და მეგობრების მოტანილია. მე ძალიან ბევრს დავდივარ და ხშირად ვარ საქართველოს მთაში და ბარში, შესაბამისად მეც ბევრ ჭურჭელს ვაგროვებ. მე ასე ვცხოვრობ, ეს ჩემი ცხოვრების წესია. ხშირად მჩუქნიან ჭურჭელს, ბევრს ვყიდულობ და ასე გროვდება.

2) გვიამბეთ თქვენს შესახებ,  ბავშვობასა და მამაკაცისთვის ამ უჩვეულო გატაცებაზე.

-ეს უკვე გატაცება აღარ არის, ეს ჩემი პროფესიაა. სხვათაშორის ბავშვობიდან მინდოდა, რომ ამ საქმით ვყოფილიყავი დაკავებული. იმ პერიოდიდან მინდოდა, მებაღე ვყოფილიყავი, როცა ჯერ კიდევ არ ვიცოდი ამ პროფესიას რა ერქვა. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მინდოდა მქონოდა ბაღი, სადაც იქნებოდა ბევრი სილამაზე, ბევრი ესთეტურად მოწყობილი კუთხე, სადაც მეც ვისიამოვნებდი და სხვებიც კმაყოფილებიც დარჩებოდნენ. ეს ოცნება ავასრულე და ავიხდინე. ბაბუა მყავდა აგრონომი და ბიძაჩემი ნიკო შევარდნაძეც აგრონომი იყო. მათი დამოკიდებულება მცენარეებისადმი ყოველთვის მხიბლავდა და მომწონდა და ალბათ ამანაც განაპირობა ჩემი არჩევანი. სამი წლისამ უკვე ვიცოდი, რომ მინდოდა მებაღე ვყოფილიყავი.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას